შესყიდვის ობიექტის დასახელება:
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის
მოვლა-პატრონობა, რაც მოიცავს:
• „ა“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის კომპლექტი - 202 ერთეული IP
კამერის (Pelco IXE31, Pelco IXP33, Pelco P2230L-EW1) და მისი ინფრასტრუქტურის ჯამში 139 ერთეული
ჩართვის წერტილის უწყვეტი კვებით მომარაგების სისტემისა და
სასერვეროს, როგორც ერთიანი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის
მოვლა-პატრონობა.
• „ბ“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის კომპლექტი - 78 ერთეული
ავტო-სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი
ვიდეო-სამეთვალყურეო კამერ(ებ)ის მოვლა-პატრონობა. კომპლექტი მოიცავს
Avigilon-ის წარმოების ვიდეო-სამეთვალყურეო კამერასა და AETEK-ის გარე
გამოყენების კორპუსს, წყლის მიწოდების სისტემასა და ინფრაწითელ
განათებას.
• 79 ერთეული ჩართვის წერტილიდან ვიდეო ნაკადის (სტრიმის)
უზრუნველყოფა.
მომსახურების აღწერილობა:
1. რეაგირების დრო: გამოძახებიდან არაუგვიანეს 1 საათში მიმწოდებელმა
უნდა მოახდინოს ჯგუფის და ამწე კალათის მობილიზება და მივლინება
ვიდეო-სამეთვალყურეო კამერასთან. გამოძახება დასაშვებია დღე-ღამის
ნებისმიერ დროს, მათ შორის ოფიციალურ უქმე დღეებში. (მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს ტექნიკის მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი,
მათ შორის ამწე-კალათის და სხვა სატრანსპორტო საშუალების
მობილიზება)
2. მომსახურების პერიოდის განმავლობაში პრეტენდენტმა დაზიანების
აღმოჩენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა
აღადგინოს ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, გარდა ფიზიკურად ან/და
ავტო-საგზაო შემთხვევით დაზიანების შემთხვევისა (უნდა აღადგინოს მათ
შორის ელ. ძაბვით ან მეხის დაცემით დაზიანებული კამერები).
აღდგენას/შეკეთებას/ახლით შეცვლას უნდა დაექვემდებაროს მათ შორის ის
კამერები, რომელთაც საგარანტიო მომსახურეობა ამოწურული აქვს.
პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საგარანტიო მომსახურეობით
დაფარულია მხოლოდ 139 ერთეულ „ა“ ტიპის კამერა და 20 ერთეულ „ბ“ ტიპის
კამერა.
3. დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
„ა“ და „ბ“ ტიპის ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ხედვის კუთხისა და
რაკურსის შეცვლა ან გასწორება (ულიმიტო გამოძახებით).
4. დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
„ა“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების გარე გამოყენების კურპუსის
სარკმლის და კამერის ლინზის (ობიექტივის) გაწმენდა საჭიროების
დადგომის შემთხთვევაში (ულიმიტო გამოძახება).
5. დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
„ბ“ ტიპის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერ(ებ)ის სრული კომპლექტის
გამართული მუშაობა, კერძოდ:
• კამერა ლოკალურად იძლევა შესაბამისი ხარისხის ვიდეო-სიგნალს;
• გამართულად მუშაობს კამერის გარე გამოყენების კორპუსის საწმენდი
სითხის შეშხურებისა და გაწმენდის მექანიზმი;
• ავზში არის საკმარისი რაოდენობის სპეციალური საწმენდი სითხე;
• ვიდეო კამერა და მისი გარე გამოყენების კორპუსი ფიზიკურად და
პროგრამულად გამართულია, ისე რომ ანალიტიკური პროგრამა უზრუნველყოფს
გავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საერთო რაოდენობის
(არანაკლებ 300 ცალი) სანომრე ნიშნის ამოცნობას არანაკლებ 90%-იანი
სიზუსტით.
• ინფრაწითელი განათება ფუნქციონირებს გამართულად;
6. დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ქობულეთის მუნციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული „ა“ ტიპის
კამერებისთვის განკუთვნილი პროგრამისა (Pelco Endure VMS) და ვიდეო ნაკადის
ჩამწერი ფიზიკურ სერვერების (Pelco Endura Storage) გამართულად მუშაობა. იმ
შემთხვევაში თუ Pelco Endura Storage ჩამწერი მოწყობილობა ან მისი პროგრამული ან
აპარატურული კომპონენტი მწყობრიდან გამოვა ან დაზიანდება,
პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს
აღდგენა/შეკეთება ან/და შეცვლა (ტექნიკას მწარმოებლის საგარანტიო ვადა
ამოწურული აქვს).
7. პრეტენდენტმა ოპერატორების სამართავ კომპიუტერებზე უნდა
უზრუნველყოს ე.წ. ცენტრალური კონსოლების (Endura Client)-ის გამართული მუშაობა.
საჭიროების შემთხვევაში ხელახალი ინსტალაცია და გამართვა.
8. პრეტენდენტი ვალდებულია მოახდინოს წუნდებული კამერების დიაგნოსტიკა
და ყველა ღონე იხმაროს რათა მოხდეს ხარვეზის აღმოფხვრა (მოახდინოს IP
კამერის პროგრამული კონფიგურაციის განულება (რესეტი). ხოლო თუ კამერის
ხარვეზი არ გამოსწორდება და დგინდება რომ იგი დაზიანებულია, უნდა
მოახდინოს კამერის ჩანაცვლება ახლით.
9. მიმწოდებელი ვალდებულია კამერების ერთიან სისტემასთან დაკავშირებით
ყველა ინციდენტი მართოს საკუთარი რესურსით, მათ შორის მონაცემთა
გადაცემის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელთან (შპს „მაგთიკომი“) და ენერგო
დისტრიბუციასთან (სს „ენერგო-პრო ჯორჯია“) დაკავშირებული ყველა
ხარვეზისა თუ შეფერხების შემთხვევაში სერვის პროვაიდერის სამორიგეო
ტექნიკურ სამსახურთან მოახდინოს კოორდინირება და აწარმოოს ხარვეზის
აღმოფხვრითი სამუშაოების მონიტორინგი.
10. მომსახურების პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს ვიდეო სამეთვალყურეო კამერებისთვის განკუთვნილი ჩართვის
წერტილებზე (ბოძებზე განთავსებულ სპეციალურ ყუთებში) არსებული უწყვეტი
კვების სისტემების გამართულად მუშაობა, რაც გულისხმობს, რომ პირველადი
წყაროს (ქალაქის ელ.ქსელი) გათიშვის შემთხვევაში ვიდეო-სამეთვალყურეო
კამერამ დაუბრკოლებლად უნდა იმუშაოს მომდევნო 8 საათის განმავლობაში.
აღნიშნული პირობის უზრუნველსაყოფად მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს
არსებულ უწყვეტ-კვების სისტემებში აკუმულატორების და სხვა ნებისმიერი
მაკომპლექტებელის (ან მთლიანი UPS-ის) ახლით შეცვლა (სულ ჯამში: 139 დაერთების
წერტილი, აქედან 79 ერთეული ჩართვის წერტილიდან (უწყვეტი კვებით
მომარაგების სისტემიდან) უნდა მოხდეს კავშირის უზრუნველყოფა
სასერვერომდე (ქ. ბათუმი, ანგისა და ქ. თბილისი, შსს 112).
11. ჩართვის წერტილის (ბოძებზე განთავსებულ სპეციალურ ყუთებში)
პირველადი ელ-კვების წყაროს დაზიანების შემთხვევაში პრეტენდენტმა, ქ.
ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კოორდინირებულად
უნდა მოახდინოს მისი აღდგენა ან ალტერნატიულ ელ-კვებაზე გადაერთება.
12. ყოველთვიურად უნდა შემოწმდეს სასერვერო ოთახის ინფრასტრუქტურა და
უზრუნველყოს კომპონენტების გამართული მუშაობა.
13. მომსახურების პერიოდში, ახლით ჩანაცვლების პირობა არ ვრცელდება
მხოლოდ იმ ვიდეო კამერებზე და მის მაკომპლექტებლებზე თუ სახეზეა
გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანება (ელ. ძაბვა, მეხის დაცემა,
ავტოსაგზაო შემთხვევა და სხვა მსგავსი ინციდენტები).
14. იმ შემთხვევაში თუ ობიექტური მიზეზების გამო (ყინვა, ქარი, თოვლი,
მეწყერი, ძლიერი წვიმა და ა.შ.) კამერასთან ფიზიკურად შეუძლებელია
ინჟინრის მივლინება, დამკვეთთან ელ-ფოსტით შეთანხმებით შესაძლებელია
რეაგირების გონივრული ვადით გადაწევა.