1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა
განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული
ფასების ოდენობას.
1.2.3 ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში,
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეული პოზიციის
ერთეული ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან,
არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ
სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული
შემცირებით, ერთეულის ფასი შესაძლებელია დამრგვალებული იქნას ზრდის
პრინციპით, ერთი მეასედის (1 თეთრი) სიზუსტით, აგრეთვე, შესაბამისობად
ჩაითვლება ზრდის პრინციპით დამრგვალებამდე ცდომილების დაშვება.
1.2.4 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და
მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის
საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი
სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და
სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა
სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული
ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.5 სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS
Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის
წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების
რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ
დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია დავალების შემთხვევაში უზრუნველყოს
ერთდროულად არანაკლებ 7 (შვიდი) ობიექტზე მუშაობა.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე
სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.8 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს
ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
მოქმედების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების
მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
1.2.9 მიმწოდებელს წერილობით გადაეცემა სამშენებლო ობიექტის კონკრეტული
მისამართი, დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და
წინასაპროექტო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და
ააიპ „მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნა“ შენობის ავარიულობის
შესახებ.
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნის
შესაბამისად წარმოადგინოს შესასრულებელ სამუშაოთა დეფექტური აქტი
ან/და სქემატური ნახაზები ან/და საპროექტო დოკუმენტაცია.
1.2.11 შემსყიდველისგან საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნის
შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით განსაზღვრულ ვადაში
წარმოადგინოს საპროექტო დოკუმენტაცია, სსიპ ,,ლევან სამხარაულის
სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული
პირის მიერ გაცემული სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის
დადებით დასკვნასთან ერთად, ამასთან საპროექტო ხარჯები და გაწეული
სამშენებლო სამუშაოები ანაზღაურდება სრული საპროექტო დოკუმენტაციისა
და შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში.
1.2.12 წერილობით მიწოდებული ობიექტის დეფექტური აქტის ან/და სქემატური
ნახაზების ან/და საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ,
მიმწოდებელს სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა
დეფექტური აქტებთან ან/და სქემატური ნახაზებთან ან/და საპროექტო
დოკუმენტაციასთან ერთად, ხოლო სრული საპროექტო დოკუმენტაციის
წარმოდგენამდე, საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა
დაიწყოს გამაგრებითი სამუშაოები.
1.2.13 საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენისას, საჭიროების შემთხვებაში,
სრულ საპროექტო დოკუმენტაციას უნდა ახლდეს სხვადასხვა კომუნიკაციის
მფლობელებთან შეთანხმების წერილები.
1.2.14 საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში (მათ შორის
საექსპერტო მომსახურების) ხარჯი განისაზღვრება და ანაზღაურდება
შესრულებული სამუშაოების არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული
თანხის ოდენობით.
1.2.15 დეფექტური აქტის ან/და სქემატური ნახაზების წარმოდგენის
შემთხვევაში ხარჯი განისაზღვრება და ანაზღაურდება შესრულებული
სამუშაოების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით.
1.2.16 მიმწოდებელი წერილობითი დავალებით მიღებული კონკრეტული
სამშენებლო ობიექტის დასრულების შემდგომ, საჭიროებისამებრ, მოთხოვნის
შემთხვევაში, ვალდებულია შემსყიდველთან წარმოადგინოს საბოლოო
საშემსრულებლო ნახაზები - („PDF” და „DWG”, ფორმატში).
1.2.17 შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს წარმოდგენილ
საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ,
ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 3
(სამი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი
წუნი.
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოების კალენდარული
გეგმა-გრაფიკი წარმოადგინოს დეფექტური აქტებთან ან/და სქემატური
ნახაზებთან ან/და საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად. ასევე,
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის
შემთხვევაში შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5
(ხუთი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული
გეგმა-გრაფიკი.
1.2.19 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით
განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში.
1.2.20 მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სამშენებლო ობიექტზე
შესრულებული სამუშაოების მოცულობების ინსპექტირების და პროექტთან
შესაბამისობის, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ
გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა
იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი). კონკრეტულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი
გაფორმდება ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის
შემთხვევაში.
1.2.21 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ
ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.22 მიმწოდებელმა თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა
განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG -
ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010) შემსყიდველის მიერ გადაცემული
ესკიზების შესაბამისად, დამკვეთთან შეთანხმებით.
1.2.23 საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ.
თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ტრანსპორტის განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული მოძრაობის
რეგულირების სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე
განთავსებული ინფორმაციით და მისი კონსტრუქციის განთავსება
შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს დამკვეთთან.
1.2.24 მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს სამშენებლო ობიექტებზე
ამოჭრილი საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი
ა/ბეტონის ნარევით.
1.2.25 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული
წერილობითი დავალების შესრულების დაწყებამდე შესაბამის
სამსახურებთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.
1.2.26 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი
ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად
საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების
შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის
მე-15 კმ.
1.2.27 სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან და ა.შ.
1.2.28 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე
პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო
ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური
ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის
გავლენა.
1.2.29 ბანერის შაბლონი, ბანერის კონსტრუქცია, საპროექტო დოკუმენტაციის
წარმოდგენის შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია და
ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი №1) ატვირთულია
სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.