Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #60350747)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: zugdidi municipality city hall
Номер конкурса: 60350747
Дата публикации: 31-12-2024
Сумма контракта: 16 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240026488
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.12.2024 13:55
Начало приема предложения 11.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 13.01.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 16`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80500000 - Образовательные услуги
  • 80580000 - Организация курсов по изучению иностранных языков
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტეის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-მდე) მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისათვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 165.00 GEL
Размер гарантии 165 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan :: 26.12.2024 15:12
  • Последнее исправление: besik kardava :: 31.12.2024 13:55
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=609466&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. შესყიდვის ობიექტი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-მდე) მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისათვის ინგლისური ენის სწავლების მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი

1) ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-მდე) მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისათვის ინგლისური ენის სწავლება, რომელიც უნდა მოიცავდეს A1 და A2 დონის სწავლების კურსს.
2) სწავლება უნდა განხორციელდეს კვირაში მინიმუმ 2-ჯერ, 10:00-სთ-დან 18:00 სთ-მდე პერიოდში, მეცადინეობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 1 სთ-ზე ნაკლები (შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს სწავლების დროისა და ჯერადობის ცვლილება).
3) ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია: ა) მსმენელებისთვის კითხვის, მოსმენის, წერისა და საუბრის უნარების განვითარებისათვის გამოიყენოს ფართოდ გავრცელებული და აპრობირებული სწავლების მეთოდები; ბ) შექმნას დინამიური და ინტერაქტიული სწავლების პირობები; გ) უზრუნველყოს მსმენელები სასწავლო ლიტერატურით; დ) სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ განახორციელოს მსმენელ(ებ)ის წერილობითი ტესტირება და სერტიფიკატის გაცემა; ე) აწარმოოს მსმენელთა დასწრების ჟურნალი.
4) სასწავლო პროცესი უნდა განხორციელდეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრში _ ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის საკუთრებაში ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა) არსებულ შენობაში, რომელშიც განთავსებულია და ფუქნციონირებს ენების შემსწავლელი სასწავლო ცენტრ(ებ)ი ან/და წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას. შენობა აღჭურვილი უნდა იყოს სასწავლო დანიშნულების ოთახ(ებ)ით, ბიბლიოთეკით, გათბობის საშუალებით, ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემით, ვენტილაციითა და სველი წერტილ(ებ)ით. ასევე, მოსწავლეთა მაგიდებით, დაფებით და ა.შ. სასწავლო დანიშნულების ოთახ(ებ)ი უნდა იყოს მოწესრიგებული და სუფთა. გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნებრივი განათება.
5) სასწავლო პროცესი უნდა წარმართოს ინგლისური ენის სწავლების არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგ(ებ)მა/ტრენერ(ებ)მა.

შენიშვნა: 1) ტექნიკური დავალება შემდგომ განიხილება, როგორც გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი; 2) შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული შესყიდვის მოცულობა და შესაბამისად სახელშეკრულებო ღირებულების სრული ანაზღაურება (შესყიდვის ობიექტის ღირებულება შემცირდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურების გაწევა უნდა განხორციელოს ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების (სწავლების „საკლასო“ ფორმატით) განხორციელების ადგილია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი _ ქალაქი ზუგდიდი, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის საკუთრებაში ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა) არსებულ შენობაში, რომელშიც განთავსებულია და ფუქნციონირებს ენების შემსწავლელი სასწავლო ცენტრ(ებ)ი ან/და წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში _ ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, კანონიერ მფლობელობაში ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა) უნდა გააჩნდეს შენობა, რომელშიც განთავსებულია და ფუქნციონირებს ენების შემსწავლელი სასწავლო ცენტრ(ებ)ი ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულება, აღჭურვილი სასწავლო დანიშნულების ოთახ(ებ)ით, ბიბლიოთეკით, გათბობის საშუალებით, ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემით, ვენტილაციითა და სველი წერტილ(ებ)ით. ასევე, მოსწავლეთა მაგიდებით, დაფებით და ა.შ. ინფორმაცია სასწავლო ცენტრ(ებ)ის ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების ადგილმდებარეობის, სახელწოდების (ასეთის არსებობის შესახებ) წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ფორმის _ №2 დანართის სახით.

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ, შერჩევა/შეფასების ეტაპზე, ადგილზე დათვალიერებით, შეამოწმოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ცენტრ(ებ)ის ან/და დაწესებულების შესახებ მითითებული მონაცემები.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად უნდა ჰყავდეს გამოცდილი და კვალიფიცირებული პერსონალი _ პედაგოგ(ებ)ი/ტრენერ(ებ)ი, რომლ(ებ)იც უნდა აკმაყოფილებდ(ნენ)ეს შემდეგ მოთხოვნებს:

• აკადემიური უმაღლესი ან მასთან გათანაბრებული განათლება;
• ინგლისური ენის სწავლების არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.

პრეტენდეტის განკარგულებაში მყოფი ან მოსაწვევი პედაგოგ(ებ)ის/ტრენერ(ებ)ის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს „CV“-ის ფორმა, უმაღლესი სასწავლებლის დიპლომ(ებ)ის ასლ(ებ)ის და მიღებული სერტიფიკატ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს წინარე შეთანხმება (იხ. მიბმული ფაილი), როგორც თანმხლები დოკუმენტი, ხელმოწერილი ტენდერში მონაწილე პრეტენდეტისა და პედაგოგ(ებ)ის/ტრენერ(ებ)ის მიერ.

2.9 other additional requirements

2.9.1. სატენდერო წინადადების ღირებულება, მომსახურების ღირებულების გარდა წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის და სხვა ხარჯის გათვალისწინებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ამ შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება არ იქნება მოთხოვნილი. ვინაიდან, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე ძირითადი ხარჯები მოდის ინტელექტუალურ რესურსზე.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
7.2.2. ანგარიშსწორება იწარმოებს, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის საფუძველზე.
7.2.3. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აანაზღაურებს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების თანხას, ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების შესაბამისად. გამომდინარე აქედან, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელი მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბესიკ ქარდავა, 595222788, kardava.b@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე.
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3) პრედენტენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია შესრულებული/დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასევე, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმძღვანელო ინსტრუქციის გათვალისწინებით.
4) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
5) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru