Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #60316838)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 60316838
Дата публикации: 31-12-2024
Сумма контракта: 211 694


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240026444
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.12.2024 11:46
Начало приема предложения 16.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 21.01.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 211`694.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
  • 45440000 - Работы по покраске и стекольные работы
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
ქ/ს ქუთაისი 220-ში 220/110 კვ პორტალების შეღებვის სამუშაოების შესყიდვა

Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 2`117 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan maskharashvili :: 24.12.2024 10:16
  • Последнее исправление: levan maskharashvili :: 31.12.2024 11:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=608640&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ/ს ქუთაისი 220-ში 220/110 კვ პორტალების შეღებვის სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ ველში მიმაგრებულ დოკუმენტებზე, რომლებიც უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. “მიმწოდებელმა” ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უნდა წარმოადგინოს სამუშაოების გეგმა-გრაფიკი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.

20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის სადისპეჩერო ცენტრთან შეთანხმების შემდეგ შემსყიდველი ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიაწვდის ინფორმაციას გეგმა-გრაფიკის შეთანხმების შესახებ და განსაზღვრავს სამუშაოს დაწყების თარიღს (შენიშვნა: მომსახურების დაწყების თარიღი განსაზღვრული იქნება აღნიშნული 20 (ოცი) სამუშაო დღის ფარგლებში)

სამუშაოების შესრულების ვადა: შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მომსახურების დაწყების დღიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღე.

2. ობიექტზე დაშვების უფლების მისაღებად ,,მიმწოდებელი" ვალდებულია ,,შემსყიდველს" მიმართოს წერილობით. ,,შემსყიდველი" ,,მიმწოდებლის" ობიექტზე დაშვებას უზრუნველყოფს ,,მიმწოდებლის" წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი პროცედურების დაცვით.

შენიშვნა: ობიექტზე დაშვების პროცედურები გაწერილია წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.5 პუნქტსა და დანართი #3–ში (სამუშაოს შესრულების უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოები უნდა ჩატარდეს შემდეგ მისამართზე: ქ/ს „ქუთაისი-220“ (თერჯოლის რ-ნი, სოფ სარბევი)

1.6 guarantee period for the works to be performed

(!)

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს) ინფორმაცია კონკრეტული საგარანტიო ვადის შესახებ:

შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო მომსახურების ვადა არის მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 5 (ხუთი) წელი.

შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია საგარანტიო ვადის შემოთავაზება, რომელიც არ უნდა იყოს მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 5(ხუთი) წელზე ნაკლები.

technical requirements

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

(!)

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

2.4.1. სამუშაოების განმახორციელებელ სპეციალისტ(ებ)ს უნდა ჰქონდეთ ელ. უსაფრთხოების მინიმუმ III საკვალიფიკაციო ჯგუფი, რაზედაც სატენდერო წინადადებით წარმოსადგენია თითოეული სპეციალისტის შესაბამისი მოწმობა.

2.4.2. კვალიფიკაციის შემფასებელ ორგანოს (კომპანიას) უნდა ჰქონდეს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება/აკრედიტაცია, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს კომპანიის აკრედიტაციის შესახებ მოქმედი მოწმობა.

2.9 other additional requirements

(!)

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა უზრუნველყოს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაციის წარმოდგენა(ატვირთვა) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, კერძოდ:

2.9.1. სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მოცემული სრულად შევსებული "ხარჯთაღრიცხვა".

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებული იქნება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა „სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით ან კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სათანადოდ სერტიფიცირებული პირის შესაბამისი დასკვნით (ასეთ შემთხვევაში, დასკვნას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სერტიფიკატის ასლი) ან აუდიტორული დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასად ტენდერით (შესაბამისი ტენდერის ნომრის მითითებით) გათვალისწინებული სამუშაოს სრულად შესრულების შესაძლებლობას.

- ზემოაღნიშნული დასკვნა მომზადებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მიხედვით და მასში ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს დადგენილებასთან დასკვნის შესაბამისობა.

- ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა;

- დასკვნაში საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი;

პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება და ექსპერტიზის/აკრედიტებული პირის/აუდიტის მიერ გაცემული დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. გამარჯვებულ პრეტენდენტს - მიმწოდებელს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის (საბანკო გარანტია) შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენა მოეთხოვება ხელშეკრულების გაფორმებამდე;
6.4.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების __%-ის ოდენობით.
6.4.3.ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
6.4.4.მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ ან მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
6.4.5 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების პროპორციულად
6.4.6 შემსყიდველმა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გარანტიის გამცემი ორგანიზაციისგან უნდა მიიღოს პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დამატებითი დასაბუთების, განმარტების და მტკიცებულების წარდგენის გარეშე.
6.4.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულების და/ან მოქმედების ვადის გაზრდის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების შესაბამისად განახლებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
6.4.8 საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით));
6.4.9 რეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული;
6.4.10 არარეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“. შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები:

• იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;

• მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

• იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;

• არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;

• ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;

• უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე" (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).

• რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;

• არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ,,მიმწოდებლის“ მიერ სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) საფუძველზე. ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ,,მიმწოდებლის“ მიერ სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლევან მასხარაშვილი, 597763693, levan.maskharashvili@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

2. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;

3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

4.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

5. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

6. თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ იქნება წარმოდგენილი "ხარჯთაღრიცხვა" ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი მისი რომელიმე პოზიცია, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

8. რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

9. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამიისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა არ ვრცელდება არარეზიდენტ პირზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას არ მოითხოვს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru