Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #60316826)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA STATE SUBORDINATE ENTITY-EMERJENCY MANEGMENT SERVICE LEPL STATE RESERVES AND CIVIL PROTECTION SERVICES AGENCY
Номер конкурса: 60316826
Дата публикации: 31-12-2024
Сумма контракта: 13 662 630


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240026455
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.12.2024 12:35
Начало приема предложения 29.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 03.02.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 13`662`630.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
  • 34144000 - Автомобили специального назначения
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სახანძრო მუხლიანი კიბის (კალათით) შესყიდვა, თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურებით.

Procurement type Electronic Tender Without Reverse Auction(NAT)
Announcment number N/A
Procurement proceeding status Draft call for tender
Procuring entities MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA STATE SUBORDINATE ENTITY-EMERJENCY MANEGMENT SERVICE LEPL STATE RESERVES AND CIVIL PROTECTION SERVICES AGENCY
Procurement announcment date
Bids accepted from 29.01.2025 00:00
Deadline for bid submission 03.02.2025 12:00
Financing 2025 Funds (year)
Estimated value of procurement 13`662`630.00 GEL
Bid must be submitted Including VAT
Classifier (CPV) code
34100000 - Motor vehicles
Classifier (CPV) code and specific procurement object
34100000 - Motor vehicles
34144000 - Special-purpose motor vehicles
Amount or Volume of Procurements იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Supply Period იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Bid reduction step 150`000.00 GEL
Guarantee amount 136`626 GEL
Guarantee validity period 160 Day
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 150`000.00 GEL
Размер гарантии 136`626 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zaza kandelaki :: 30.12.2024 12:00
  • Последнее исправление: zaza kandelaki :: 31.12.2024 12:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=610287&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სახანძრო მუხლიანი კიბის (კალათით) შესყიდვა, თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში გეგმიური ფასიანი მომსახურებით.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. ავტომანქანის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში დანართი N2-ის შესაბამისად. პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს დანართი N2.

1.2.2. შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.

1.2.3. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N1-ში განაფასოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის (მათშორის დანადგარი (დანადგარი არის ე.წ ზედდგმული დანადგარი)) და ნაწილის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება გარბენის ან/და გამომუშავებული მოტო საათის ან/და თვეების მიხედვით (არანაკლებ 120 000 კმ გარბენზე ან 2400 მოტო საათი);
1.2.4 შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 4 499 340 ლარს, ხოლო ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულების ჯამი (ავტომანქანის სერვისის (მათშორის დანადგარი) და ნაწილის ხარჯის ჯამი) არ უნდა აღემატებოდეს 54 870 ლარს;

1.2.5. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულება, ასევე ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც.

1.2.6. პრეტენდენტმა თანდართული ცხრილის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება დანართ N1-ში, ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N1-ში დაამატოს (განსაზღვროს) გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მიმწოდებელი კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტი - ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ გასაწევი გეგმიური სერვის მომსახურების პირობების შესახებ, აღნიშნული დოკუმენტი პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შერჩევა-შეფასების ეტაპზე.

1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციების სიმრავლისა და თავისებურებიდან გამომდინარე, მათი აღწერის თვალსაჩინოებისთვის, შესყიდვის ობიექტის აღწერისას გამოყენებულია მიმაგრებული ფაილი, ცხრილის სახით. იხ. ტექნიკური სპეციფიკაციის მიბმული ფაილი (დანართი N2 ტექნიკური სპეციფიკაცია).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

- ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 570 (ხუთასსამოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ეტაპობრივად.


- პირველივე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, უნდა უზრუნველყოს სამსახურის თანამშრომელთათვის ტრენინგის ჩატარება.

- ტრეინინგი უნდა ჩაატაროს საბოლოო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის მიერ სერტიფიცირებულმა სპეციალისტმა,რომლის ჩამოყვანა და ტრეინინგის ჩატარება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით. მიმწოდებელმა პირველივე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს ტრეინინგის განმახორციელებელ პირზე/პირებზე გაცემული სერტიფიკატი/დოკუმენტი.

- თუ საქონლის მიწოდება დაემთხვა არასამუშაო დღეს, მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს მომდევნო სამუშაო დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს გამართულ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისათვის მზა მდგომარეობაში.
ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს DDP წესების გათვალისწინებით შემდეგ ადგილას: საქართველო ქ თბილისი, უცნობ გმირთა ქ. N182.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. პრეტენდენტმა თავის სატენდერო წინადადებაში უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საქონლის საგარანტიო ვადის შესახებ:

- ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (შასი და დანადგარი ე.წ ზეწდდგმული დანადგარი), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელი, გარბენისა და გამომუშავებული მოტოსაათების შეუზღუდავად;

- ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი. გადაცემათა კოლოფი), მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელი, გარბენისა და გამომუშავებული მოტოსაათების შეუზღუდავად.

- საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა;
- საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის/ხარვეზის აღმოფხვრა არაუმეტეს 3 (სამი) თვის განმავლობაში ან უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეცვლა, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 570 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.7.1.2. - ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებამდე (მიუხედავად იმისა, თავისი სვლით მოხდა თუ არა მისი საქართველომდე ტრანსპორტირება), მიმწოდებლის მიერ ჩატარებული უნდა იქნას ე.წ. „მიწოდების/გაყიდვის“ წინა სერვისული მომსახურება, რაც გულისხმობს და არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით: ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება (შემოწმება დაზიანებებზე), ყველა ძირითადი აგრეგატის შემოწმება/გადაჭერა/შეზეთვა, საცხებ-საპოხი მასალების და ყველა სახის სითხეების დონის შემოწმება, ელექტრო და მექანკური მოწყობილობების ფუნქციური შემოწმება; ელექტრო სისტემის დიაგნოსტირება, საბურავების დათვალიერება (შემოწმება დაზიანებებზე), ავტოსატრანსპორტო საშუალების რეცხვა და ა.შ.
- იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება განხორციელდება მწარმოებლის ქარხნიდან საქართველოში თავისი სვლით მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ძრავის ზეთისა და შესაბამისი ფილტრების შეცვლა და ე.წ. „მიწოდების/გაყიდვის“ წინა სერვისული მომსახურების განხორციელებისას.
-

1.7.1.3. პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის მოცემულ პუნქტში თანდართული ცხრილის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება (ცვლის პარამეტრი, ფასები და ა.შ.) ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. აღნიშნული წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმდევ საგარანტიო პირობებს, რომელიც მოიცავს 2 (ორი) წლიან პერიოდს (გარბენისა და გამომუშავებული მოტოსაათების შეუზღუდავად).

- ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს), დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, როგორც ფლობის ღირებულებაში შემავალ სათადარიგო ნაწილებზე, ასევე ზოგადად, შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში.

- თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს თანდართული ცხრილის დანართი N1 -ის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ განსაზღვრულ სერვის-ცენტ(ებ)ში. გეგმიური მომსახურების ჩატარება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში;

- შემსყიდველის მიმართვისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო დღისა, მიმწოდებელმა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება მომსახურების გაწევის ვადები:
• მექანიკური დაზიანების შემთხვევაში - არაუმეტეს 2 სამუშაო დღე,
• საშუალო სირთულის რემონტი - არაუმეტეს 5 სამუშაო დღე,
• აგრეგატულ ნაწილებზე - არაუმეტეს 10 სამუშაო დღე,
• სათუნუქე-სამღებრო სამუშაოები - არაუმეტეს 10 სამუშაო დღე,
• სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში - არაუმეტეს 30 კალენდარული დღე. მოცემულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველს წარუდგინოს სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტები.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის - ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია/ბრენდი, მარკა/მოდელი დასახელება. ასევე, უნდა მიუთითოს დანადგარის (დანადგარი არის ე.წ ზედდგმული დანადგარი) წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია/ბრენდი, მარკა/მოდელი დასახელება.

პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს მისაწოდებელი საქონლის გამოშვების წელი.


აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისაბამისად.


შენიშვნა: როგორც შასი ასევე დანადგარები (დანადგარი არის ე.წ ზედდგმული დანადგარი) უნდა იწარმოებოდეს OECD ქვეყნებში (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია).

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2018 წლიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 30 (ოცდაათი) ერთეული სპეცტექნიკის (N2 და N3 კატეგორიის ავტომობილის) 4X4 ან/და 6X6 გაყიდვის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და აღნიშნული პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს ან მის სერვის პარტნიორს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი სერვის ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე და ჰქონდეს სახანძრო ავტომობილების მომსახურების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. სერვის ცენტრი უნდა მოიცავდეს სამღებრო საამქროს, საშრობით სადაც შესაძლებელია სახანძრო ავტომობილის მოთვსება. მოთხოვნის შესაბამისობის დასტურად პრეტენდენტმა შერჩევა-შეფასების ეტაპზე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და აღნიშნული მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია ასევე შენობის გეგმარებითი ნახაზი და ფოტო სურათები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს საქონლის მიწოდების კალენდარული გეგმა-გრაფიკი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შემოთავაზებული სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.2. პუნქტის დანართ N2-ში (ტექნიკური სპეციფიკაცია) კონკრეტულ პოზიციებზე მითითებულ ევროპულ სტანდარტებს;

შემოთავაზებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს EN 1846, ECE R29 და EN 14043 სტანდარტებს, რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილი უნდა იყოს მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.

პრეტენდენტს ან მის სერვის პარტნიორს უნდა გააჩნდეს ISO 9001 სერთიფიკატი.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტი ან მისი სერვის პარტნიორი უნდა იყოს როგორც დანადგარის ასევე შასის მწარმოებლის ოფიციალური დილერი საქართველოში რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილი უნდა იყოს მწარმოებლის შესაბამისი წერილი.

2.9.2 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული დანადგარის მწარმოებელს უნდა გააჩნდეს 55 მეტრი ან უფრო მეტი სამუშაო სიმაღლის სახანძრო სამაშველო კიბის წარმოების მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება, ამავდროულად 2014 წლიდან უნდა გააჩნდეს 55 მეტრი ან უფრო მეტი სამუშაო სიმაღლის სახანძრო სამაშველო კიბის წარმოების და მიწოდების გამოცდილება, მინიმუმ 3 სხვადასხვა ქვეყანაში გარდა წარმოების ქვეყნისა. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს მწარმოებლის წერილი, სადაც მითითებული იქნება რეალიზაციის პერიოდი, კიბის სიმაღლე, შესყიდვის ობიექტის (დანადგარი) რაოდენობა, შემსყიდველი და შემსყიდველის ქვეყანა.

2.9.3 შესყიდვის ობიექტის დანადგარის ბრენდს (სავაჭრო მარკა) უნდა გააჩნდეს მინიმუმ 50 (ორმოცდაათ) წლიანი წარმოების ისტორია, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენაც ევალება პრეტენდენტს შერჩევა-შეფასების ეტაპზე. დამადასტურებლ დოკუმენტ (ებ) ში იგულისხმება მწარმოებლის წერილი ან/და ლინკი ოფიციალური ვებ გვერდიდან რომელიც დაადასტურებს შესაბამის გამოცდილებას.

2.9.4 ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასში, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს სამსახურის მინიმუმ 30 (ოცდაათი) თანამშრომლის ტრენინგის ხარჯიც, ვინაიდან გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, პირველივე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, უნდა უზრუნველყოს სამსახურის თანამშრომელთათვის ტრენინგის ჩატარება, რომლებიც შემდგომში უზრუნველყოფენ ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნის სხვა თანამშრომელთათვის გადაცემას (ე.წ. ტრენერთა ტრენინგი);
- ტრენინგის სასწავლო პროგრამა უნდა მოიცავდეს: ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის პრაქტიკული მიდგომისა და გამოყენების ძირითადი პრინციპების შესწავლას, ექსპლუატაციისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის წესებს, სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის თავისებურებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭირო ზომების შესახებ ინსტრუქტაჟს, სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის პერიოდში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის საშუალებებისა და მწარმოებლის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ საგარანტიო პერიოდში გასაწევი სერვისების შესახებ ინფორმაციას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების სწორ ექსპლუატაციასთან;
- მიმწოდებლის მიერ ტრენინგის ჩატარებისათვის უცხოენოვანი ინსტრუქტორის გამოყოფის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იქნას ქართულენოვანი თარჯიმნის მონაწილეობა;
- მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან, სახანძრო-სამაშველო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწოდებასთან და მის თანმხლებ ძირითად დოკუმენტებთან ერთად, თითოეული სახანძრო ავტოცისტერნისათვის უნდა წარმოადგინოს მისი ექსპლუატაციის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე და ელექტრონული ვერსია;
- ტრენინგის ჩატარება დადასტურდება მხარეთა შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით ან/და ინსპექტირების ჯგუფის შესაბამისი დასკვნით.

2.9.5 სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი, მოწოდებული უნდა იქნეს შემოთავაზებული საქონლის, მისი საქართველოს ტერიტორიამდე ტრანსპორტირების, თანმდევი სატრენინგო მომსახურების, ე.წ. "მიწოდების/გაყიდვის" წინა სერვისული მომსახურებისა და სხვა ყველა გადასახადის ჩათვლით.

2.9.6 მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება საქონლის მიწოდებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინსპექტირების ჯგუფი შეამოწმებს საქონელს და მოამზადებს დადებით დასკვნას მიწოდებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ.

2.9.7 ტენდერში არარეზიდენტი პირის მონაწილეობის შემთხვევაში, მას უნდა გააჩნდეს საქართველოში რეგისტრირებული ავტორიზებული წარმომადგენელი, რომელიც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთან ერთად უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მომსახურების გაწევას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით. ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არარეზიტენმა პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შერჩევა-შეფასების ეპატზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება;
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და საქართველოში არსებული სხვა აკრედიტირებული პირის ან/და საქართველოში სერტიფიცირებული აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისად (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით), სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის (რომლის იდენტიფიცირება მოხდება მარკა/მოდელით, წარმოშობის ქვეყნით და მწარმოებელი კომპანიით) სრულად მოწოდების შესაძლებლობას;
- დასკვნაში საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება და ექსპერტიზის/აკრედიტირებული პირის/აუდიტის მიერ გაცემული დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (რაც გულისხმობს, რომ გარანტი უპირობოდ, გამოუთხოვადად, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე კისრულობს საგარანტიო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურების ვალდებულებას მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველთან გაფორმწებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, შემსყიდველის პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საგარანტიო დოკუმენტში არ უნდა იყოს მითითებული, რომ საგარანტიო თანხა მცირდება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (გაწეული მომსახურების ღირებულების) პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, (რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru