1. ხაჭო_1200 კგ. - დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული ძროხის
რძისაგან, ქარხნული წესით, მცენარეული ცხიმის გარეშე. ხაჭოს მზა
ნაწარმში, რძის შემადგენელი კომპონენტების მასური წილი უნდა იყოს 75%-ზე
მეტი. ცხიმიანობა - 6%. თეთრი ფერის, სიმჟავისა და არადამახასიათებელი
სუნისა და გემოს გარეშე. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს.
შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,15-2 კგ. ქარხნულ შეფუთვაში.
2. არაჟანი_1800 კგ. - დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული ძროხის
რძისაგან, ქარხნული წესით, მცენარეული ცხიმის გარეშე. ცხიმიანობა - 20%.
არადამახასიათებელი სუნისა და გემოს გარეშე. არ უნდა შეიცავდეს მავნე
ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,15-1 კგ
ჰერმეტულ შეფუთვაში.
3.კარაქი_1000 კგ. - დამზადებული ძროხის რძის ნაღებისაგან, მცენარეული
ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი
შესაბამისი პროდუქტისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის
ცხიმის შემცველობა არანაკლებ 82%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო
გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ
უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 0,2-1,0 კგ- იან შეფუთვაში. მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღე. ვადიანობა მითითებული
უნდა იყოს გარკვევით.
4. პასტერიზებული რძე_5000ლ. - ქარხნული წარმოების ცხიმიანობა 3.2 %.
დამზადებული ძროხის ნედლი რძისგან. არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის
გარდა სხვა ცხიმებს და ცილებს, მათ შორის მცენარეულსაც. არ უნდა ჰქონდეს
არადამახასიათებელი სუნი, ფერი და სიმჟავის გემო. შესაბამისი
მარკირებით (დამზადებული ნატურალური რძისგან, შემადგელობა,
მწარმოებელი, ვარგისიანობის ვადები და შტრიხკოდი). მიკრობიოლოგიური და
ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის
შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ
ეტიკეტირებული 0,5-1 კგ. შეფუთვაში.
5. ყველი 1300 კგ. - ქარხნული წარმოების, თითეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს
დამზადებული ნატურალური ძროხის რძისაგან, ნასვრეტებიანი და ნაკლებ
მარილიანი. ცხიმიანობა 40 %, დაფასოება ვაკუუმ შეფუთვით. წონა 0,5 დან 1,5
კგ-მდე.არანაკლებ 3.2%-იანი.
6.მაწონი 2200კგ:ინგრედიენტები: მოხდილი რძე, ნაღები, მშრალი უცხიმო რძე,
მაწვნის ენდემური დედო. კვებითი ღირებულება 100 გრ პროდუქტში: ცხიმი - 3.2-3.5 გ.
ნახშირწყლები - 3.6-4.0 გ. ცილა - 3.7-4.4 გ. ენერგეტიკული ღირებულება 100 გრ
პროდუქტში 62-65 კკალ. ქარხნული დაფასოებით 0.4 კგ-დან 1 კგ-მდე (შემსყიდველის
მოთხოვნის შესაბამისად). კონსერვანტების და დანამატების გარეშე.
ჭურჭელზე ამოტვიფრული უნდა იყოს დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა.
უნდა ჰქონდეს შესაბამისი მარკირება. მოწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 80%.6. მოწოდებული
საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის
არანაკლებ 70%.
7. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი) სადაც, დაცული უნდა იყოს
ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები და პირობები.
8. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს, მათ შორის:
8.1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
8.2 - უნდა იყოს, ქარხნული წარმოების, სათანადოდ შეფუთული და
ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის, 2016 წლის პირველი ივლისის №301
დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
8.3 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
8.4 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
8.5 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №72
დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
8.6 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90
დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
8.7 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152
დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
8.8 - უნდა შეესაბამებოდეს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
8.9 - პროდუქტი, პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური
ობიექტების შემცველობით, უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით
დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს.
9. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო
ციფრს, რომლის ფარგლებშიც და საჭიროების მიხედვით მოხდება
შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად,
შემსყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით
გათვალისწინებული საქონლის რაოდენობა.