მიმწოდებელმა ვროკავშირის (INTERREG) შავი ზღვის აუზის ქვეყნების NEXT
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის (BSB00559, CARE SEA) „თანამშრომლობა
და ცნობიერების ამაღლება დაბინძურებისაგან თავისუფალი და
ეკოლოგიურად სუფთა შავი ზღვისათვის“ (კონტრაქტი: MDLPA 145606/17.07.2024) ფარგლებში,
უნდა განახორციელოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების
საექსპერტო მომსახურება, ეტაპობრივად (6 პერიოდად), შემდეგი მოთხოვნების
გათვალისწინებით:
I პერიოდი - 20/02/2025-მდე
1. უნდა განახორციელოს დაბინძურების გავლენის შესწავლა და ცნობიერების
ამაღლება: მოსახლეობის ინფორმირება დაბინძურების უარყოფითი
ზეგავლენის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს მძიმე
მეტალების, პლასტიკისა და მიკროპლასტიკების გრძელვადიან შედეგებზე
როგორც ბიომრავალფეროვნებისთვის, ისე ადამიანთა ჯანმრთელობისთვის.
2. „მოქალაქეთა მეცნიერების“ მეთოდოლოგიის შემუშავება:
გათვალისწინებულია სპეციალური მეთოდოლოგიის შექმნა, რომელიც
საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურად ჩაერთოს
გარემოს დაბინძურების მონიტორინგში. ეს მოიცავს მოქალაქეთა ჩართვას
გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვებაში, რომლებიც შემდეგ
ანალიტიკურ დონეზე დამუშავდება და გამოყენებული იქნება ეკოლოგიური
გადაწყვეტილებების მისაღებად.
პროექტის ამ ეტაპზე, მომზადდება სპეციალური საგანმანათლებლო მასალები
და მონიტორინგის პროტოკოლები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის
ჩართულობის გაზრდას და მათი ცნობიერების ამაღლებას ეკოლოგიური
პრობლემების შესახებ.
II პერიოდი - 17/03/2025-მდე
1. მოსახლეობასთან რეგულარული საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება:
ამ პერიოდში ჩატარდება ადგილობრივ მოსახლეობასთან და დასახლებული
პუნქტების წარმომადგენლებთან შეხვედრები. მათი მიზანია ეკოლოგიური
ცნობიერების ამაღლება დაბინძურების რისკებისა და მისი პრევენციის
შესახებ. შეხვედრები მოიცავს ტრენინგებს, დისკუსიებს და პრაქტიკულ
სესიებს, სადაც განხილული იქნება დაბინძურების შემცირების კონკრეტული
ქმედებები.
2. „მოქალაქეთა მეცნიერების“ ჯგუფების ჩამოყალიბება: დასახლებულ
პუნქტებში, რომლებიც მდინარე ჭოროხის შესართავიდან მარადიდამდე
რეგიონს მოიცავს, უნდა ჩამოყალიბდეს „მოქალაქეთა მეცნიერების“
ჯგუფები. ეს ჯგუფები ჩართული უნდა იყვნენ დაბინძურების მონიტორინგში
და აქტიურად შეაგროვონ გარემოსდაცვითი მონაცემები, რომლებიც
დაეხმარება ადგილობრივ მთავრობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს
ეკოლოგიური პრობლემების იდენტიფიცირებაში და მათზე რეაგირებაში.
3. მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების
ფოტოდოკუმენტირება და წარმოდგენა;
4. ანგარიშის მომზადება და წარდგენა: თითოეული შეხვედრისა და
მონიტორინგის სესიის შემდეგ, უნდა მომზადდეს დეტალური ანგარიშები,
რომლებიც მოიცავს მოსახლეობის ჩართულობის შედეგებს, მონაცემთა
შეგროვების პროცესს და დაბინძურების იდენტიფიცირებულ წყაროებს. ეს
ანგარიშები წარედგინება პროექტის სამეთვალყურეო ჯგუფს და ადგილობრივ
მთავრობას, რათა მიღებული მონაცემები გამოყენებულ იქნას შესაბამისი
გარემოსდაცვითი ზომების გასატარებლად.
III პერიოდი - 18/03/25-18/07/2025
1. მონაცემების უწყვეტი მიწოდება და გავრცელება: პროექტის ფარგლებში
შეგროვებული მონაცემები რეგულარულად უნდა მიეწოდოს მოსახლეობას და
დაინტერესებულ მხარეებს. ინფორმაციის განახორციელოს სხვადასხვა
ფორმატით, მათ შორის ბეჭდური და ელექტრონული მასალებით. მოსახლეობას
მიეწოდოს ინფორმაცია დაბინძურების დონის, მისი ზეგავლენისა და
გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ.
2. ბეჭდური მასალების შექმნა და გავრცელება: შეიმუშავოს და გაავრცელოს
ბეჭდური მასალები, როგორიცაა ფლაიერები, ტრიპლეტები და პლაკატები.
თითოეული მასალა უნდა იყოს ინფორმაციული და ვიზუალურად მიმზიდველი,
რაც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას დაბინძურების შედეგებზე და
მისი პრევენციის გზებზე. ეს მასალები უნდა გავრცელდეს სკოლებში,
უნივერსიტეტებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში და საზოგადოებრივ
სივრცეებში.
3. უნდა უზრუნველყოს მასმედიის აქტიური ჩართულობა: პროექტის გეგმის
თანახმად, მასმედია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საზოგადოების
ინფორმირებაში. ეს მოიცავს ადგილობრივი და რეგიონული ტელევიზიების,
რადიოსადგურების, ასევე სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებას,
რათა ფართო საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია პროექტის
მიმდინარეობის, შედეგების და გარემოსდაცვითი ღონისძიებების
შესახებ.
3. მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების
ფოტოდოკუმენტირება და წარმოდგენა;
4. ანგარიშის მომზადება და წარდგენა: ყოველი ინფორმაციული კამპანიის
დასრულების შემდეგ, უნდა მოხდეს ანგარიშების მომზადება, რომლებიც
შეაჯამებს გავრცელებული მასალების გავლენას და მასმედიის ჩართულობის
შედეგებს. ეს ანგარიშები უნდა წარედგინოს პროექტის მართვის გუნდს, რაც
გამოყენებული იქნება სამომავლო ინფორმაციული სტრატეგიების
დასაგეგმად.
IV პერიოდი - 19/07/2025-18/11/2025
1. შეხვედრების ორგანიზება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის: ამ
ეტაპზე უნდა ჩატარდეს სპეციალური შეხვედრები მოსახლეობის სხვადასხვა
სეგმენტისთვის, რათა თითოეულ ჯგუფს მორგებული ინფორმაცია მიეწოდოს
გარემოს დაბინძურების ზეგავლენებისა და პრევენციული ზომების შესახებ.
შეხვედრები უნდა ჩატარდეს შემდეგი ჯგუფებისთვის:
o სკოლამდელი ასაკის ბავშვები – ღონისძიებები ჩატარდეს სკოლებში და
საბავშვო ბაღებში, სადაც ბავშვები გაიგებენ დაბინძურების
მნიშვნელობაზე მარტივი და ვიზუალურად მიმზიდველი ფორმით, რაც ხელს
შეუწყობს მათი ადრეული ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას.
o საჯარო სკოლის მოსწავლეები – სკოლის ასაკის ბავშვებისთვის უნდა
გაიმართოს საგანმანათლებლო სემინარები და პრაქტიკული სესიები, სადაც
ისინი მონაწილეობას მიიღებენ გარემოსდაცვით პროექტებში და
შეისწავლიან „მოქალაქეთა მეცნიერების“ მნიშვნელობას.
o სხვა ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობა – შეხვედრები უნდა
ჩატარდეს საზოგადოების სხვადასხვა წევრებთან, რათა მათ მიეწოდოთ
ინფორმაცია დაბინძურების შედეგებზე და განიხილონ გადაწყვეტილებები
დაბინძურების პრევენციის შესახებ.
o გადაწყვეტილების მიმღები პირები – ჩატარდეს შეხვედრები ადგილობრივი
და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყოს
მიღებული მონაცემების გათვალისწინება და მათი გამოყენება
გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფორმირებაში.
2. მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების
ფოტოდოკუმენტირება და წარმოდგენა;
3. ანგარიშის მომზადება და წარდგენა: თითოეული ჯგუფთან ჩატარებული
შეხვედრების შემდეგ უნდა მომზადდეს დეტალური ანგარიში, რომელიც აღწერს
შეხვედრების შედეგებს, განხილულ საკითხებს და მიღებულ
გადაწყვეტილებებს. ეს ანგარიშები უნდა წარედგინოს პროექტის
ხელმძღვანელობას, რათა მოხდეს მონაცემების ანალიზი და შემდგომი
სტრატეგიის განსაზღვრა.
V პერიოდი - 19/11/2025-18/03/2026
1. „მოქალაქეთა მეცნიერების“ ჯგუფების მიერ შეგროვებული მასალების
ანალიზი და შეფასება: ამ ეტაპზე, უნდა განხორციელდეს „მოქალაქეთა
მეცნიერების“ ჯგუფების აქტიური ჩაერთვა მონაცემთა შეგროვებაში
დაბინძურების წყაროების იდენტიფიცირებისა და მათი პრევენციის მიზნით.
ჯგუფების მიერ ჩატარებული მონიტორინგი მოიცავს მონაცემთა აღებას
ჰაერის, წყლისა და ნიადაგის მდგომარეობის შესახებ, რაც საშუალებას
მისცემს პროექტის ხელმძღვანელს, განიხილოს დაბინძურების ძირითადი
წყაროები და მათი გავლენა გარემოზე. მიღებული ინფორმაცია საფუძვლად
დაედება კონკრეტულ რეკომენდაციებს დაბინძურების შემცირების
მიზნით.
2. მოსახლეობის წინადადებებისა და რეკომენდაციების შეგროვება:
მიმწოდებლის ორგანიზებით „მოქალაქეთა მეცნიერების“ ჯგუფებმა უნდა
მოიძიონ და შეაგროვონ ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები და
წინადადებები, რომლებიც უნდა ეხებოდეს დაბინძურების პრევენციას და
ეკოსისტემების დაცვას. ეს რეკომენდაციები დაეხმარება პროექტის
სამეთვალყურეო ჯგუფს განავითაროს ადგილობრივი ღონისძიებები და
სტრატეგიები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს
დაბინძურების თავიდან აცილებას.
3. მონაცემთა ბაზის შექმნა: პროექტის ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა
შექმნას სპეციალური მონაცემთა ბაზა, რომელიც უნდა მოიცავდეს
„მოქალაქეთა მეცნიერების“ ჯგუფების მიერ შეგროვებულ ინფორმაციას. ეს
ბაზა უნდა იყოს მუდმივად განახლებადი და ხელმისაწვდომი ადგილობრივი და
რეგიონული ხელისუფლების, აგრეთვე დაინტერესებული მხარეებისთვის, რაც
ხელს შეუწყობს უფრო გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილებების
მიღებას ეკოლოგიური საკითხების მართვაში.
4. მიმწოდებლმა უნდა უზრუნველყოს განხორციელებული ღონისძიებების
ფოტოდოკუმენტირება და წარმოდგენა;
5. ანგარიშის მომზადება და წარდგენა: მონაცემთა ბაზის შექმნის და
მოსახლეობის წინადადებების შეჯერების შემდეგ, უნდა მომზადდეს საბოლოო
ანგარიში, რომელიც დეტალურად აღწერს „მოქალაქეთა მეცნიერების“
ჯგუფების მიერ შესრულებულ სამუშაოებს, მიღებულ შედეგებს და
შემოთავაზებულ პრევენციულ ღონისძიებებს. ანგარიში უნდა წარედგინოს
პროექტის ხელმძღვანელ გუნდს, რაც გამოიყენება სამომავლო სტრატეგიის
განსაზღვრისთვის.
VI პერიოდი- 18/03/2026-18/07/2026
პროექტის ფარგლებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების შესახებ
ანგარიშის წარდგენა იქნება პროექტის საბოლოო ეტაპი, რომელიც უნდა
მოიცავდეს:
1. ცნობიერების ამაღლების სტრატეგიების შეფასებას – ანგარიშში
წარმოდგენილი უნდა იქნეს, როგორ იქნა განხორციელებული ცნობიერების
ამაღლების კამპანიები თითოეულ ჯგუფში, რა ღონისძიებები განხორციელდა
სკოლებში, უნივერსიტეტებში და ადგილობრივ საზოგადოებაში, და როგორ
იქნა ჩართული ბიზნეს სექტორი.
2. „მოქალაქეთა მეცნიერების“ კონცეფციას - დეტალურად უნდა იქნეს ასახული
ის ღონისძიებები რაც გატარდა მოქალაქეთა მეცნიერების ჩართულობით, ასევ
უნდა აისახოს მათი რეკომენდაციები და შეფასებები.
3. შედეგების შეჯამებას – ანგარიშში უნდა აღიწეროს მოსახლეობის
ჩართულობის შედეგები, მონიტორინგის პროცესები და როგორ იქნა მიღებული
მონაცემები დაბინძურების შესახებ. თითოეულ ჯგუფში განხორციელებული
კამპანიების შედეგები უნდა იქნეს წარმოდგენილი როგორც წარმატებების,
ისე სირთულეების თვალსაზრისით.
4. შემოთავაზებული ღონისძიებები და გრძელვადიანი სტრატეგიებს –
ანგარიშის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილი უნდა იქნეს რეკომენდაციები
მომავალი ეკოლოგიური ინიციატივებისთვის. ამ რეკომენდაციებს
დაემატება კვლევაზე დაფუძნებული გრძელვადიანი სტრატეგიები, რომლებიც
დაეხმარება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მდგრადი
ეკოლოგიური პოლიტიკის განხორციელებას.