არაჟანი
• თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ძროხის
ნორმალიზებული და პასტერიზებული რძისგან. არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ
ცხიმს. უნდა იყოს არადამახასიათებელი კონსისტენციის, ფერის, სუნის და
გემოს გარეშე.
• არაჟანი ცხიმიანობის მიხედვით უნდა იყოს: არანაკლებ 15%.
• დაფასოებული შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 400 გრამიდან 5 კგ-მდე
პლასტმასის ჭურჭელში.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე.
ხაჭო
• თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ძროხის
ნორმალიზებული და პასტერიზებული რძისგან. არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ
ცხიმს.
• უნდა იყოს არადამახასიათებელი კონსისტენციის, ფერის, სუნის და გემოს
გარეშე.
• რძის ცხიმის შემცველობა 6-9%.
• დაფასოება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 400 გრამიდან 5 კგ-მდე,
პლასტმასის ჭურჭელში.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე.
მაწონი
• თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ძროხის
ნორმალიზებული და პასტერიზებული რძისგან. არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ
ცხიმს. უნდა იყოს არადამახასიათებელი კონსისტენციის, ფერის, სუნის და
გემოს გარეშე.
• მაწონი ცხიმიანობის მიხედვით უნდა იყოს არანაკლებ 3,2%.
• დაფასოება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 400 გრამიდან 5 კგ-მდე,
პლასტმასის ჭურჭელში.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე.
იოგურტი
• დამზადებული უნდა იყოს რძის მშრალი გაუცხიმოებული ნივთიერებების
გაზრდილი რაოდენობით, რომელიც წარმოებისათვის გამოიყენება დედოს
მიკროორგანიზმების ნარევით.
• არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს.
• შეიძლება იყოს დამატებითი კომპონენტების (ხილი, კენკრა) ან დამატებითი
კომპონენტების გარეშე,
• კონსისტენცია ერთგვაროვანი, სუფთა რძემჟავა პროდუქტებისთვის
დამახასიათებელი გემოთი და სუნით, ზომიერად ტკბილი (დამატებითი
კომპონენტების შემთხევაში სუნი და გემოც უნდა ქონდეს დამატებული
კომპონენტისთვის დამახასიათებელი), უნდა იყოს არადამახასიათებელი
კონსისტენციის, ფერის, სუნის და გემოს გარეშე.;
• ფერი - რძის ფერი-თეთრი, დამატებითი კომპონენტების შემთხვევაში
დასაშვებია დამატებითი კომპონენტების შეფერილობის.
• ცხიმი არანაკლებ 0,5% და არაუმეტეს 10%, ცილა დამატებითი კომპონენტების
გარეშე - არანაკლებ 3,2% (დამატებითი კომპონენტების
შემთხვევაში-არანაკლებ 2,8%),
• მჟავიანობა 75 °Т დან 140°Т (ტერნერი)-ის ჩათვლით.
• დაფასოება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 400 გრ-დან 5 კგ-მდე,
პლასტმასის ჭურჭელში.
• მმიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს
საერთო ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე.
პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც უნდა იყოს დაცული
ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები და პირობები.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს ქარხნული წარმოების, სათანადოდ
ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301
დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად;
პროდუქტი უნდა აკმაყოფილენდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის
N152 დადგენილებით დამტკიცებული „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10
ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების
პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და
ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით )
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას);
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის
N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90
დადგენილებთ დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას;
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის
N173 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს N497
დადგენილებით დამტკიცებულ "სურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი
არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის
ინგრედიენტების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს.
პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და
თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
პროდუქტი პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური
ობიექტების შემცველობით, უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით
დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს.