Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по очистке и санации (Грузия - Тендер #60316738)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Batumi Kindergartens Union
Номер конкурса: 60316738
Дата публикации: 30-12-2024
Сумма контракта: 30 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240026372
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.12.2024 17:25
Начало приема предложения 06.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.01.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 90900000-Услуги по очистке и санации
Коды классификатора
  • 90913100 - Услуги по очистке цистерн
  • 90913200 - Услуги по очистке резервуаров
  • 90921000 - Услуги по дезинфекции и дезинсекции
  • 90923000 - Услуги по дератизации
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 300.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zurab malazonia :: 25.11.2024 12:04
  • Последнее исправление: zurab malazonia :: 30.12.2024 17:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=603655&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება - დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციის, ქვეწარმავლების დამაფრთხობელი ღონისძიებებისა და სასმელი წყლის ავზების რეცხვა-დეზინფექციის მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების აღწერა, დახასიათება:

ა) დერატიზაცია - ბარიერი უნდა მოეწყოს ა(ა)იპ საბავსვო ბაღების გაერთიანების დაქვემდებარებაში არსებული 38 საბავშვო ბაღის ეზოში, შენობა-ნაგებობის გარე და შიდა პერიმეტრზე, რაც გულისხმობს კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრას და როდენტიციდების განთავსებას. როდენტიციდი უნდა მოთავსდეს სატყუარა კონტეინერში/ყუთში, რომელსაც ექნება მექანიკური ჩამკეტი მექანიზმი და მყარად იქნება დაფიქსირებული, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვების როდენტიციდთან შეხება, უნდა გამოირიცხოს არასამიზნე სახეობების, ფრინველების და ცხოველების მოწამვლა, აგრეთვე დაცული უნდა იყოს პრეპარატი კლიმატური პირობებისგან, რათა ერთი მხრივ არ დაკარგოს ეფექტურობა და მეორე მხრივ არ დააბინძუროს გარემო.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასურველია ყუთი იყოს დეკორატიული და შეუმჩნეველი, რათა არ გამოიწვიოს განსაკუთრებული ინტერესი ბავშვებში. (5-დან 15 მეტრი ინტერვალით).
მეორე ბარიერი უნდა მოეწყოს საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობაში, წინასწარ განსაზღვრულ და შერჩეულ კრიტიკულ წერტილებში. მახე-კონტეინერების/ყუთების განლაგებას, რომელსაც ექნება მექანიკური ჩამკეტი მექანიზმი და მყარად იქნება დაფიქსირებული, რომლებშიც მოთავსდება წებოვანი ლენტები, უნდა განხორციელდეს მათი ნუმერაცია და მონიშვნა გეგმა ნახაზზე. ყოველ ვიზიტზე უნდა მოხდეს მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში წებოვანი ლენტების გამოცვლა-განახლება, აქტივობების მონაცემების წარმოება სახეობების და ნუმერაციის მიხედვით უნდა განხორციელდეს შესაბამის ჟურნალში.
გეგმიური მომსახურება უნდა განხორციელდეს თვეში ერთხელ, ხოლო არა გეგმიური, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შეტყობინების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში (ერთი მახე-კონტეინერი 50-100კვ/მ).

ბ) დეზინსექცია - მფრინავი და მცოცავი მწერების პოპულაციის ეფექტური მართვის მიზნით აუცილებლობას წარმოადგენს წლის თბილ პერიოდში რეგულარულად 38 საბავშვო ბაღის ეზოს და შენობის პერიმეტრის გეგმიური დამუშავება ( ხემცენარეები, ბუჩქები, გაზონები და ა.შ.) აგრეთვე შენობა-ნაგებობის სარდაფი, ტექნიკური დანიშნულების სივრცეები და ა.შ. გამოყენებული უნდა იყოს მწვავე ტოქსიკურობის პარამეტრების მიხედვით, დაბალი საშიშროების ნივთიერებათა მე-4 კლასის პრეპარატების. ასევე კვების ბლოკში მფრინავი მწერების გასაკონტროლებლად, კრიტიკულ წერტილებში სადაც მიმდინარეობს საკვების მომზადების ღია პროცესი, უნდა დამონტაჟდეს შესაბამისი სიმძლავრის ელექტრო მონიტორი, ულტრაიისფერი ნათურებით და წებოვანი დაფით, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო და არ უნდა აბრკოლებდეს კვების ბლოკის სამუშაო პროცეს.
ჩვენების მიხედვით, მეორე ეტაპზე უნდა დამუშავდეს ბავშვების აღმზრდელობითი პროცესებისათვის განკუთვნილი სივრცეები. გამოყენებული უნდა იქნეს ეკოლოგიურად სუფთა, ბავშვებისთვის უსაფრთხო ბუნებრივ მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული პრეპარატები (ხსნარი ან გელი). გეგმიური მომსახურება უნდა განხორციელდეს თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევში არა გეგმიურად შეტყობინების მიღებიდან უნდა განხორციელდეს სწრაფი რეაგირება არაუგვიანეს 24 საათისა. ფართობის მიხედვით განისაზღვრეაბა აპარატის სიმძლავრე.

გ) ქვეწარმავლების დამაფრთხობელი ღონისძიება - აუცილებლობას წარმოადგენს წლის თბილ პერიოდში 38 საბავშვო ბაღის ეზოს და შენობა-ნაგებობის პერიმეტი დამუშავდეს ქვეწარმავლების პოტენციურად შემოდინების ადგილები წინასწარ შერჩეულ კრიტიკულ წერტილებში. პერიმეტრი უნდა დამუშავდეს ეკოლოგიურად უსაფრთხო, ბიოლოგიურ ბუნებრივ მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული რეპელენტით, წერტილოვანი დაშხურებით ან გრანულების გამოყენებით, დამატებით უნდა დამონტაჟდეს ქვეწარმავლების მახე-კონტეინერები/ყუთები, რომლებშიც მოთავსდება წებოვანი ლენტები. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ყუთი უნდა იყოს დეკორატიული, შეუმჩნეველი რათა არ გამოიწვიოს განსაკუთრებული ინტერესი ბავშვებში. ყოველ ვიზიტზე მოხდება მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში წებოვანი ლენტის შეცვლა-განახლება. გეგმიური მომსახურება უნდა განხორციელდეს თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევში, არა გეგმიუი შეტყობინების მიღებიდან უნდა განხორციელდეს სწრაფი რეაგირება, არაუგვიანეს 48 საათისა. ეზოს ფართის და კრიტიკული შემოდინების წერტილების მიხედვით განისაზღვრება მახე-კონტეინერების განლაგება.

დ) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე განთავსებული სასმელი წყლის ავზების რეცხვა და დეზინფექცია შემდეგი პირობების დაცვით:
ე.ა) რეცხვა:
I ეტაპი – ავზის შიგნიდან გაწმენდა ჟანგის, ხავსისა და მინერალების ნადებისაგან;
II ეტაპი – ავზის შიგნიდან ორჯერადი გარეცხვა სპეციალური კვებისთვის უვნებელი სარეცხი საშუალებებით;
III ეტაპი – ავზი შიგნიდან მთლიანად დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით, ექსპოზიციის დრო განისაზღვრება გამოყენებული სადეზინფექციო საშუალების ანოტაციის შესაბამისად;
IV ეტაპი – ავზის შიგნიდან გამორეცხვა სუფთა წყლით.
ე.ბ) დეზინფექცია:
I ეტაპი – ავზის მთლიანად ავსება სუფთა წყლით, დაიკეტოს შემავალი და გამავალი ონკანები, ჩაისხას წინასწარ მომზადებული სათანადო კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარი, ექსპოზიციის დრო განისაზღვრება გამოყენებული სადეზინფექციო საშუალების ანოტაციის შესაბამისად;
II ეტაპი – გაიღოს ავზის გამავალი ონკანი, მილები აივსოს ავზში არსებული დეზინფიცირებული წყლით და გამავალი ონკანები ისევ დაიკეტოს, ექსპოზიციის დრო განისაზღვრება გამოყენებული სადეზინფექციო საშუალების ანოტაციის შესაბამისად;
III ეტაპი – ავზი მთლიანად დაიცალოს წყლისაგან;
IV ეტაპი – ავზი ორჯერ მთლიანად აივსოს სუფთა წყლით და დაიცალოს.
ე.გ) სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ავზში შეგროვილი წყალი უნდა იყოს სასმელად ვარგისი.

1. მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ოპერატიულად, ხარისხიანად და კვალიფიციურად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია მიწოდებული მომსახურების ხარისხზე და შედეგებზე.
2. „მიმწოდებელმა თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
3. „მიმწოდებელმა" მომსახურების დასრულების შემდეგ უნდა მოახდინოს სამუშაო ზონების დასუფთავება.
4. „მიმწოდებელმა" უნდა ამოახდინოს ტერიტორიაზე, როგორც შიდა ისე გარე პერიმეტრზე განთავსებული მონიტორინგის საშუალებების, კერძოდ: მღრნელის კონტროლისათვის სატყუარა კონტეინერების/ხაფანგების, მწერების მონიტორების, გველის სატყუარა ხაფანგების და ბუზის ელეტრო საკონტროლო აპარატების ნუმერაცია და გეგმა ნახაზზე მონიშნვნა.
5. ყოველი მომსახურების დასრულების შემდგომ „მიმწოდებელმა" უნდა აწარმოოს მომსახურეობის ჟურნალი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორამცია:
• მომსახურე პირის სახელი გვარი
• სამუშაოს შესრულების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
• სამუშაოს დაწყების და დასრულების დრო
• გამოყენებული/გამოცვლილი ქიმიური საშუალებების დასახელება და რაოდენობა კონკრეტული ზონების მიხედვით
• გამოყენებული/გამოცვლილი/განახლებული არაქიმიური საშუალებების დასახელება და რაოდენობა
• ქიმიური საშუალებების გამოყენების მეთოდი

ინფორმაცია გამოყენებული საშუალებების შესახებ:
ა) მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიწოდებისას გამოყენებული საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს ადამიანის ორგანიზმისთვის.
ბ) დეზინფქციის, დზინსექციის და დერატიზაციის დროს გამოსაყენებელი საშუალებები/პრეპარატები შეტანილი უნდა იყოს „ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის N64/ნ ბრძანებისა და შემდგომ 18.10.2006 წლის N275/ნ ბრძანებით შეტანილი ცვლილების მიხედვით) რეგისტრირებული სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო საშუალებების ნუსხაში.

გამოსაყენებელი საშუალებები/პრეპარატები მწვავე ტოქსიკურობის პარამეტრების მიხედვით უნდა მიეკუთვნებოდეს დაბალი საშიშროების ნივთიერებათა მე-4 კლასს

გ) დაუშვებელია მაღალი ტოქსიურიობის (I და II ჯგუფი), მწვავე სუნის ან სხვა უარყოფითი რეაქციის გამომწვევი საშუალებების გამოყენება;
დ) მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გამოსაყენებელი საშუალებების ხარისხისა და წარმოშობის დოკუმენტაცია.
ე) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გამოყენებული საშუალებების შესახებ დანართი N1-ის შესაბამისად;

ა(ა)იპ "ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების" დაქვემდებარებაში არსებულ მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების შემთხვევაში, ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე აღარ განახორციელებს შესყიდვის ობიექტის მომსახურების შესყიდვას, შესაბამისად მიმწოდებელს არ აქვს უფლება შემსყიდველს მოსთხოვოს შესყიდვის ობიექტის მომსახურების შესყიდვა, ასევე თუ, სააღმზრდელო პროცესის შეჩერების შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი განახლდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში განახორციელოს შესყიდვის ობიექტის მომსახურება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან - 2025 წლის 31 დეკემბრამდე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის 38 ლოკაციაზე, საბავშვო ბაღების მისამართებზე, კერძოდ:
საბავშვო ბაღი N1 - ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ N25
საბავშვო ბაღი N2 - ქ. ბათუმი, ვ. ფშაველას ქ N5
საბავშვო ბაღი N3 - ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ. N51
საბავშვო ბაღი N4 - ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის ქ. N8
საბავშვო ბაღი N5 - ქ. ბათუმი, გ. მაზნიაშვილის ქ. N28
საბავშვო ბაღი N6 - ქ. ბათუმი, შ. ინასარიძის ქ. N22 ა
საბავშვო ბაღი N7 - ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N17
საბავშვო ბაღი N8 - ქ. ბათუმი, შ. ინასარიძის ქ. N4 ა
საბავშვო ბაღი N9 - ქ. ბათუმი, ნ. ფიროსმანის ქ. N9
საბავშვო ბაღი N10 - ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N14
საბავშვო ბაღი N11 - ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N5
საბავშვო ბაღი N12 - ქ. ბათუმი, ა. წერთლის ქ. N30
საბავშვო ბაღი N13 - ქ. ბათუმი, ი. ანდრონიკაშვილის ქ. N44
საბავშვო ბაღი N14 - ქ. ბათუმი, ვ. ფშავალას ქ. N83
საბავშვო ბაღი N15 - ქ. ბათუმი, ი. ჭავჭავაძის ქ. N65
საბავშვო ბაღი N16 - ქ. ბათუმი, ა. პუშკინის ქ. N113
საბავშვო ბაღი N17 - ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის ქ. N104
საბავშვო ბაღი N18 - ქ. ბათუმი, ვ. მაიაკოვსკის ქ. N3
საბავშვო ბაღი N19 - ქ. ბათუმი, სვიშევსკი ქ. N1
საბავშვო ბაღი N20 - ქ. ბათუმი, ჯ. ქათამაძის ქ. N38
საბავშვო ბაღი N21 - ქ. ბათუმი , მ. ლერმონტოვისა ქN96
საბავშვო ბაღი N22 - ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზ. I შეს. N4
საბავშვო ბაღი N23 - ქ. ბათუმი, სამრეწველო უბანი, ფ.ხალვაშის გამზირი N281
საბავშვო ბაღი N24 - ქ. ბათუმი, სამრეწველო უბანი, ფ.ხალვაშის გამზირი N318
საბავშვო ბაღი N25 - ქ. ბათუმი, კახაბრის უბანი, ფ.ხალვაშის გამზირი N102
საბავშვო ბაღი N26 - ქ. ბათუმი, მწვანე კონცხის უბანი იბერიის ქ. N2
საბავშვო ბაღი N27 - ქ. ბათუმი , მ. ლერმონტოვისა და ს. ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ
საბავშვო ბაღი N28 - ქ. ბათუმი, ადლიის დასახლება, კოტე აფხაზის ქ N4
საბავშვო ბაღი N29 - ქ. ბათუმი, გონიოს დასახლება, პეტრე იბერის ქN1
საბავშვო ბაღი N30 - ქ. ბათუმი, ბარცხანის დასახლება, ი. ნონეშვილის ქ N 60
საბავშვო ბაღი N31 - ქ. ბათუმი, გ. ტაბიძის ქ. N14
საბავშვო ბაღი N32 - ქ. ბათუმი, კახაბრის დასახლება, ფრიდონ ხალვაშის XII ჩიხი
საბავშვო ბაღი N33 - ქ. ბათუმი, ურეხის დასახლება, მამია ვარშანიძის I შესახვევი
საბავშვო ბაღი N34 - ქ. ბათუმი, თამარის დასახლება, ც. დადიანის ქN14
საბავშვო ბაღი N35 - ქ.ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N127-ში საბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი N36 - ქ. ბათუმში, დაბა ჩაქვი ჭავჭავაძის ქ.N7-ში საბავშვო ბაღი;
საბავშვო ბაღი N37 - ქ. ბათუმში, 1. ნანეიშვილის ქN12;
საბავშვო ბაღი N38 - ქ.ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი N82;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გამოყენებული საშუალებების წარმოშობის წყაროსა და მწარმოებლის შესახებ, დანართი N1-ის შესაბამისად (დანართი N1 ატვირთულია 1.2 პუნქტში)

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ წარმოადგნს ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროსა და მწარმოებლის შესახებ, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდბარება დისკვალიფიკაციას

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერში „წინადადების მიღება დაწყებულია“ სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ანალოგიური მომსახურება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 30000 ლარი;

პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N4 - ის შესაბამისად

თუ პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მაშინ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენას არ საჭიროებს, ასეთ შემთხვევაში პრეტედეტნი ვალდებულია წარმოადგინოს, მხოლოდ შესაბამისი ტენდერის ან/და გამარტივებული შესყიდვის ნომერი NAT, CMR და სხვა.

სხვა შემთხვევებში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ: ხელშეკრულებები, მომსახურების გაწევის მიღება-ჩაბარების აქტები და ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში);

შენიშვნა: თუ წარმოდგენილი იქნება ხელშეკრულება და არ იქნება წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი - მიღება ჩაბარების აქტი, წარმოდგენილი ხელშეკრულება არ ჩაითვლება გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტად, ასევე თუ წარმოდგენილი იქნება ხელშეკრულება და მიღება ჩაბარების აქტი და პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი, მაგრამ არ იქნება წარმოდგენილი შესაბმისი ანგარიშფაქტურა, წარმოდგენილი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი არ ჩაითვლება გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებად, ასევე თუ წარმოდგენილი იქნება ხელშეკრულება და ანგარიშფაქტურა, მაგრამ არ იქნება წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, წარმოდგენილი ხელშეკრულება და ანგარიშფაქტურა არ ჩაითვლება გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტებად;

თუ პრეტენდენტი არ იყო დღგ-ს გადამხდელი სამუშაოების შესრულების მომენტში ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამის ინფორმაცია დღგ-ს არგადამხდელობის შესახებ.

გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები გაფორმებული უნდა იყოს 2021 წლის 31 დეკემბრის შემდეგ

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

მიმწოდებელმა ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს შესაბამისი ცოდნის, კვალიფიკაციისა და განათლების მქონე მომსახურების გაწევაზე პასუხისმგებელი არანაკლებ ერთი სპეციალისტით (სერთიფიცირებული ექიმი-ჰიგიენისტი ან/და ექიმ ეპიდემიოლოგი). სპეციალისტს უნდა გააჩნდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება;

პრეტენდენტმა მომსახურება უნდა განახორციელოს მინიმუმ 2 (ორი) ბრიგადით, თითოეული არანაკლებ 2 (ორი) კაცის შემადგენლობით.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევაზე პასუხისმგებელი სპეციალისტის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის (დიპლომი, სერტიფიკატი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა, რომელიც გაცემული იქნება კომპეტენტური დაწესებულების მიერ, ასევე გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა - შრომითი ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურების სპეციალისტის გამოცდილებას

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნით, რომელიც დაადასტურებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც სისტემაში დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასთან, ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად თვეში ერთჯერ, გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზურაბ მალაზონია, 558466400, malazoniaspa@gmail.com როლანდი ბოლქვაძე, 577261164, bolkvadzespa@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

30-12-2024 Телекоммуникационное оборудование .

30-12-2024 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

30-12-2024 Автотранспортные услуги.

30-12-2024 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

30-12-2024 Ремонт и техническое обслуживание медицинского и высокоточного оборудования.

30-12-2024 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru