Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #60316735)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Animals monitoring agency
Номер конкурса: 60316735
Дата публикации: 30-12-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240026375
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.12.2024 17:32
Начало приема предложения 12.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.01.2025 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 232`166.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 65`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`300.00 GEL
Размер гарантии 650 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maka leshkasheli :: 29.12.2024 23:53
  • Последнее исправление: maka leshkasheli :: 30.12.2024 17:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=610168&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების (შემდეგში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბალანსზე რიცხული 12 (თორმეტი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, ფასების ცხრილში - პრეისკურანტი (იხილეთ 10 გვერდზე - ე.წ. „შიტზე“) მითითებული სათადარიგო ნაწილების და შესაბამისი მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებლის სერვის-ცენტრებში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში;
1.2.2. მომსახურება მიმწოდებლის მიერ გაწეული უნდა იყოს სრულად საკუთარი მასალით, ავტომობილის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი მაღალი ხარისხის, ქარხნული წესით დამზადებული, ექსპლუატაციაში არ მყოფი სათადარიგო ნაწილით და უნდა შეესაბამებოდნენ დადგენილ სტანდარტებს (გამონაკლის შემთხვევაში შემსყიდველთან შეთანხმებით, შესაძლებელია მეორადი ნაწილების გამოყენება, რომლის ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით).
1.2.3. სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ;
1.2.4. შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს დაზიანებული ავტომობილის გადაყვანა სერვის ცენტრამდე ევაკუატორით, სრულად საკუთარი ხარჯებით;
1.2.5. თუ „მიმწოდებელი“ ვერ ახერხებს საკუთარ სერვის-ცენტრში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებას და მომსახურებას განახორციელებს ქვეკონტრაქტორის სერვის-ცენტრში, ამ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ქვეკონტრაქტორის ვინაობა, ასევე, ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს „მიმწოდებელი“;
1.2.6. პრეტენდენტს უნდა შეეძლოს სააგენტოს კუთვნილი არანაკლებ 5 (ხუთი) ავტომობილის ერთდროულად დათვალიერება/შეკეთება;
1.2.7. სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება/შემოწმება უნდა მოხდეს უფასოდ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, პერიოდულად, არაუმეტეს ორჯერ თვეში;
1.2.8. მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან (ა/სატრანსპორტო საშუალების სერვის-ცენტრში მიყვანიდან) არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და წარუდგინოს შესმყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად. მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის და ხელმოწერის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დასახელება, რაოდენობა/მოცულობა, ღირებულება, აგრეთვე, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები. თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას აღმოჩენილი ხარვეზი;
1.2.9. მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მიყენებული ნებისმიერი ზიანის აღმოფხვრის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.10. პრეტენდენტის სერვისცენტრები დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით (მათ შორის დიზელის სპეციალისტი) და აღჭურვილი იყოს თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით, კერძოდ:
- თვლების შეყრის (დახრილობის) კომპიუტერული დიაგნოსტიკის ამწე (რაზვალი + სხაჟდენია),
- საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი,
- ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი,
- წინა მაშუქების რეგულირების აპარატი,
- ვულკანიზაციის, ბალანსირებისა და დისკების გასწორების აპარატი;
1.2.11. პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ფასების ცხრილში მოცემული განფასების ცხრილების (პრეისკურანტების) ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და განფასების ცხრილების თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა;
1.2.12. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის მომსახურება, აღნიშნული მომსახურების ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არ არსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების არაუმეტეს 10%-ს.
1.2.13. პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება;
1.2.14. პრეისკურანტში მითითებული მომსახურების ფასები უნდა მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
1.2.15. სისტემაში ატვირთულ პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასა და პრეტედენტის მიერ შემოთავაზებულ ფასს შორის სხვაობის შემთხვევაში, აღნიშნული სხვაობა პრეტენდენტის მიერ პროცენტულად და პროპორციულად უნდა გადანაწილდეს პრეისკურანტში მოცემულ ყოველ ცალკეულ პოზიციაზე (მეასედი დამრგვალებით);
1.2.16. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 65`000.00 (სამოცდახუთი ათასი) ლარს (გადასახადების ჩათვლით).
1.2.17. პრეტენდენტმა პრეისკურანტი (დანართი 1) უნდა წარმოადგინოს ექსელის (Excel) ფორმატის ფაილის სახით.
1.2.18. სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბალანსზე არსებული ავტომანქანების მონაცემები (მარკა/მოდელი, გამოშვების წელი), სათადარიგო ნაწილების და შესაბამისი ტექნიკური მომსახურების დასახელებები მოცემულია ფასების ცხრილში პრეისკურანტი (დანართი 1).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადების მომენტიდან 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება მიმწოდებლის სერვის ცენტრ(ებ)ში ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
1.5.2. მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ქ. თბილისში მდებარე მიმწოდებლის სერვის-ცენტრ(ებ)ში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტომანქანების შეკეთებისა და მომსახურებისათვის გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი, ქარხნული, ხარისხიანი და არ ავლენდეს დეფექტებს, რაზეც მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს არანაკლებ 6 (ექვსი) თვიანი გარანტია, გარდა ცვეთადი ნაწილებისა, როგორიცაა სამუხრუჭე ხუნდები, ჰაერის, კონდენციონერისა და საწვავის ფილტრები. მიმწოდებელი პასუხისმგებელია წუნდებული საქონლის გამოცვლაზე შესაბამისი მომსახურებით საკუთარი ხარჯით;
1.7.1.2. გამონაკლისის შემთხვევაში, შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე, დასაშვებია მეორადი ნაწილების გამოყენებაც, რომელზეც ანალოგიურად ახალი ნაწილებისა, მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს არანაკლებ 6 (ექვსი) თვიანი გარანტია. მეორადი ნაწილების შესყიდვის აუცილებლობისას, ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით;
1.7.1.3. სწრაფად ცვეთად დეტალებზე, კერძოდ: განათების ნათურებზე, დამცველებზე, ანთების საკონტაქტო ერთეულებზე, და ჰაერის ფილტრებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს, არანაკლებ 2 (ორი) თვის განმავლობაში;
1.7.1.4. სამუხრუჭე ხუნდებზე, საწვავის ფილტრზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მომსახურების განხორციელებიდან ავტომანქანის მიერ არანაკლებ 8000 (რვაათასი) კილომეტრის გარბენისა, სიჩქარის კოლოფის ზეთზე კი – მინიმუმ 50 000 (ორმოცდაათიათასი) კილომეტრი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილების შესახებ, დანართი №2 - ის შესაბამისად.
2.2.1.2. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური - სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფის და ტექნიკური შეკეთება/მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი (2020 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში) გამოცდილება, რისი დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს (დანართი №2-ის შესაბამისად) შემსყიდველ ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებების SPA/NAT/CMR ნომრები ან/და შემსყიდველთან/დამკვეთთან ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე დადებული ხელშეკრულებები და აღნიშნული მომსახურების ფაქტიური შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (მიღება–ჩაბარების აქტები, ან/და საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურები ან/და დამკვეთის/შემსყიდველის მიერ გაცემული შესრულებული/გაწეული მომსახურების დამადასტურებელი ცნობა, მომსახურების პერიოდის მითითებით).
2.2.1.3. ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური მომსახურების არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციით უნდა დასტურდებოდეს, პრეტენდენტის მიერ თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 10 (ათი) თვიანი მომსახურების გაწევა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს ქ. თბილისის ტერიტორიაზე საკუთრებაში ან/და სარგებლობის უფლებით უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) ერთეული სერვის-ცენტრი. აღნიშნულის დადასტურების მიზნით,პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი, რითაც დადასტურდება სერვის ცენტრის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა (სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ტენდერით შესასყიდი მომსახურების გაწევის ვადაზე ნაკლები).
2.3.1.2 პრეტენდენტის სერვისცენტრ(ებ)ი დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით (მათ შორის დიზელის სპეციალისტი) და აღჭურვილი იყოს თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით, კერძოდ:
 თვლების შეყრის (დახრილობის) კომპიუტერული დიაგნოსტიკის ამწე (რაზვალი + სხაჟდენია),
 საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი,
 ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი,
 წინა მაშუქების რეგულირების აპარატი,
 ვულკანიზაციის, ბალანსირებისა და დისკების გასწორების აპარატი;
 შესაძლებელი უნდა იყოს არანაკლებ 5 (ხუთი) ავტომობილის ერთდროულად დათვალიერება/შეკეთება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1. ავტომობილების მომსახურება უნდა განხორციელდეს ოპერატიულად, რიგგარეშე. მომსახურებისას ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
ა). სავალი ნაწილებისათვის არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარულ დღეს;
ბ). ელექტროობისათვის არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარულ დღეს;
გ). აგრეგატებისათვის არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეს;
დ). სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარულ დღეს;
ე). წინა და უკანა ხუნდების შეცვლა უნდა მოხდეს სერვის-ცენტრში ავტომანქანის მიყვანიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარულ დღეს;
ვ). დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას არაუმეტეს 20 (ოცი) კალენდარულ დღეს;
ზ). ძრავის და გადაცემათა კოლოფის შეკეთების სამუშაოები - მოთხოვნიდან 1 (ერთი) - 5 (ხუთი) დღეს;
თ). ა - ზ პუნქტებში აღნიშნული შემთხვევების გარდა მომსახურება უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში.
2.5.1.2. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს დაზიანებული ავტომობილის გადაყვანა სერვის ცენტრამდე ევაკუატორით, სრულად საკუთარი ხარჯებით;
2.5.1.3. მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან (ა/სატრანსპორტო საშუალების სერვის-ცენტრში მიყვანიდან) არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება;
2.5.1.4. სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება/შემოწმება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, პერიოდულად, არაუმეტეს ორჯერ თვეში უფასოდ.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. პრეტენდენტმა, ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს მხარეებს შორის გაფორმებული შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი).
2.8.1.2. პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის დადებული, 2.8.1.1. პუნქტში მითითებული, სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ის მოქმედების ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტებია:

• ფასების ცხრილი - პრეისკურანტი (დანართი N1) - სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის შესაბამისად, ექსელის (Excel) ფორმატის ფაილის სახით;
• საგარანტიო ვადასთან დაკავშირებული ინფორმაცია - სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1. პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
• გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია დანართი N2-ის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
• მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია - სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
• მომსახურების გაწევის ვადებთან (გეგმა-გრაფიკი) დაკავშირებული ინფორმაცია - სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
• ქვეკონტრაქტორთან (არსებობის შემთხვევაში) დაკავშირებული ინფორმაცია - სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

2.9.2. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ მის მიერ წინადადების წარდგენის დროს არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (დანართი N1) და/ან წარმოდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს (პოზიციაზე მითითებული “0“ ნიშნავს განფასებას);

2.9.3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვეტს სატენდერო კომისია;
2.9.4. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით, უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება.
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.3.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.1.4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
4.1.1.5. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მომსახურება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის/საჭიროების შესაბამისად. მომსახურების გაწევის შემდეგ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის უნდა გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტი. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერისა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის (დეფექტური აქტი, არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) საფუძველზე;
7.2.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დარჩენილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების საერთო ღირებულება შემცირდება აღნიშნული თანხით და განისაზღვრება ფაქტიურად გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, ეტაპობრივად სატენდერო დოკუმენტაციის 7.2. 1. ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაკა ლეშკაშელი, 577187070, makaleshkashelii@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი არც ერთ პოზიციის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ფასს. აღნიშნული პირობის დაუცველობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
10.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი,მოდელი ან პატენტი, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებულია ,,მსგავსისა“ და ,,ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და არ მიუთითებს კონკრეტულ პროდუქციაზე;
10.1.3. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru