2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 1 იანვრიდან ტენდერის
გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს (საავტომობილო გზების,
გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია)
სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის
ოდენობით.
2.2.1.2. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 1 იანვრიდან ტენდერის
გამოცხადების დღემდე ერთი შესრულებული პროექტის/ხელშეკრულების
ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს (საავტომობილო გზების,
გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია)
სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 8 000 000 (რვა მილიონი ) ლარის
ოდენობით.
2.2.1.3. 2.2.1.2 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ
დასრულებული სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია საბოლოო
მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ
სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები,
როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ (მიუხედავად იმისა, თუ მერამდენე
ქვეკონტრაქტორია), განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში
ჩაითვლება გამოცდილებად, თუ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი
გაფორმებულია ძირითად კონტრაქტორებს შორისაც, ამასთან, პრეტენდენტი
ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი არ არის განთავსებული
შესაბამისი შესყიდვის გვერდზე;
2.2.1.4. 2.2.1.1. და 2.2.1.2. პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოები სავალდებულოდ
მიწოდებული/განხორციელებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU)
ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ((EU) ან OECD-ს შემთხვევაში ჩაითვლება
ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორია, გარდა საკუთარი ქვეყნის
ტერიტორიისა).
2.2.1.5. 2.2.1.1. პუნქტით გათვალისწინებული გამოცდილების დასადასტურებლად
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული
ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები,
მიღება-ჩაბარების აქტის ასლები, ფორმა №2 ან/და ანალოგიური ტიპის
დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და
ღირებულებების იდენტიფიცირება).
2.2.1.6. 2.2.1.2. პუნქტით გათვალისწინებული გამოცდილების დასადასტურებლად
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (დასრულებული ხელშეკრულების
ასლი, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ასლი, ან/და საბოლოო ფორმა №2 ან/და
ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების
დასრულების, შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).
2.2.1.7. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს
არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების
დოკუმენტაციას, გარდა 2.2.1.5. და 2.2.1.6. პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტებისა,
პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ
სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების
ქსეროასლები. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების
ქვეკონტრაქტორობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა დამატებით უნდა
წარმოადგინოს ძირითადი ხელშეკრულება (რის საფუძველზეც დაიდო
ქვეკონტრაქტი) და ამ ხელშეკრულებაში მითითებული ქვეკონტრაქტორთან
დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტები (შეტყობინება,
ან/და თანხმობა, ან/და % შეზღუდვა და სხვა (ხელშეკრულებაში ასეთი
მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).
2.2.1.8. იმ შემთხვევაში თუ სამუშაო შესრულებულია საზღვარგარეთ -
ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, პრეტენდენტმა
2.2.1. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების
მიზნით, გარდა 2.2.1.5. და 2.2.1.6. პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტებისა,
დამატებით უნდა წარმოადგინოს დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები, ან
სხვა საგადასახადო დოკუმენტი ან სხვა ეკვივალენტური დოკუმენტი,
რომელთა წარმოება გათვალისწინებულია ობიექტის ადგილმდებარეობის
მიხედვით. ასევე 2.2.1. პუნქტით განსაზღვრული გამოცდილება დამატებით
დადასტურებული უნდა იყოს (წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი
აუდიტორული დასკვნა) ისეთ ქსელში შემავალი აუდიტორული ფირმის მიერ,
რომელსაც საქართველოში ჰყავს წევრი წარმომადგენლობა ან ფილიალი,
რომელთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ბუღალტრული აღრიცხვის,
ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ
განხორციელებულია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და
მონიტორინგის შედეგების მიხედვით სამსახურის უფროსის ბრძანებით
მინიჭებული აქვს პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნითი შეფასება.
წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს
ჩანაწერი, რომ პრეტენდენტს გააჩნია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 და 2.2.1.2.
პუნქტებით განსაზღვრული გამოცდილება და მას თან უნდა ახლდეს კვლევის
მასალები. ამასთან, ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით
დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული
ქართული თარგმანი.
2.2.1.9. სახელმწიფო შეყიდვის შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ
მითითებული იქნება NAT/SPA/CMR... ნომრები და ხელშეკრულების შესრულების
მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება ყველა ის შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გათვალისწინებულია სატენდერო
დოკუმენტაციით, დამატებით სხვა დოკუმენტების წარმოდგენის საჭიროება
არ არსებობს.
2.2.1.10. ამხანაგობის შემთხვევაში: პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს
ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო,
კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ
დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა სახის და რა
ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი
გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) თითოეულმა
პირმა და ამ დოკუმენტის წარმოუდგენლობა სატენდერო წინადადებაში არ
ექვემდებარება შემდგომ დაზუსტებას. ამასთან, ამხანაგობაში შემავალი
თითოეული პირი 100%-ით უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1
პუნქტის მოთხოვნებს.