ნავიგაციისა და ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი GPS მოწყობილობების
დროებით სარგებლობაში გადმოცემის, მათი შპს ,,ენგურჰესი“-ს ბალანსზე
რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და სპეცტექნიკაზე მონტაჟისა
და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება უნდა განხორციელდეს
თანდართული ტექნიკური დავალებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა
და სპეც ტექნიკის ნუსხის შესაბამისად:
შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება
1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შპს ,,ენგურჰესის’’ ბალანსზე რიცხული 40
ერთეული სატრანსპორტო საშუალებისა და სპეცტექნიკისათვის GPS
მოწყობილობების დროებით სარგებლობაში გადმოცემა,მონტაჟი და
პროგრამული უზრუნველყოფა;
2. GPS მოწყობილობები უნდა გადაეცეს შემსყიდველს უსასყიდლოდ დროებით
სარგებლობაში, მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში, 12 (თორმეტი)
თვის ვადით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების
გაფორმების დღიდან.
3. მომსახურების დასრულების შემდეგ მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით
უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის სატრანსპორტო საშუალებებზე
დამონტაჟებული GPS მოწყობილობების დემონტაჟი;
4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობებისა შპს ენგურჰესი“-ს
ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებსა და სპეცტექნიკაზე
უსასყიდლოდ მონტაჟი;
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების პროგრამული
უზრუნველყოფის მომსახურება;
6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს "მაგთიკომი"-ს ოპერატორის სისტემის
მომსახურება GPS მოწყობილობებზე.
7. GPS მოწყობილობის მონაცემების შენახვა არანაკლებ 1 წლის.
შესასრულებელი მომსახურების აღწერილობა
1. მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით უნდა
განხორციელდეს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7);
2. მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს ,,ონლაინ“ ვებ
სერვერის საშუალებით. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი
უნდა იყოს ნებისმიერ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერული
მოწყობილობიდან და შესაბამისი ფუნქციის მქონე მობილური
ტელეფონებიდან და პლანშეტური კომპიუტერებიდან ნებისმიერ ( Google Chrome, Mozilla Firefox,
Internet Explorer, Safari და სხვა ) ინტერნეტ ბრაუზერების გამოყენებით, მხოლოდ
შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის გამოყენებით;
3. უნდა გააჩნდეს Google Streets/Satellite, OpenStreetMap, Microsoft Bing; Yandex ან სხვა რუქების მხარდაჭერა;
4.შემსყიდველს უნდა გააჩნდეს საშუალება ადმინისტრატორის
მომხმარებლიდან შექმნას მომხმარებლების ულიმიტო რაოდენობა უფლებების
და სერვისებზე წვდომის მითითებით. შესაძლებელი უნდა იყო თითოეული
მომხარებელისათვის წვდომის დაშვება კონკრეტულ ავტომანქანებზე;
5. მონიტორინგის სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს შემსყიდველის
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის
მიწოდება ხორციელდებოდეს ,,ონლაინ“ რეჟიმში, ამასთან, მანქანის
პიქტოგრამაზე კურსორის მიტანისას უნდა ისახებოდეს მონაცემები
ა/მანქანის მიმდინარე სიჩქარის, კოორდინატების, ადგილმდებარეობის
მისამართის, ძრავის მდგომარეობის (ჩართული/გამორთული), და მიმდინარე
დღის მანძილზე განვლილი მანძილის შესახებ;
6. შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების შესახებ სხვადასხვა
ინფორმაციის მიწოდება პერიოდების მიხედვით, მოძრაობის ისტორია
ვიზუალურად რუქაზე, მოძრაობის ტრაექტორიაზე, გაჩერებების მითითებით;
7. შესაძლებელი უნდა იყოს მითითებული პერიოდის მანძილზე, კვირის დღეების
მიხედვით ან საათობრივად, განვლილი მანძილის, მოძრაობის დროის და
მაქსიმალური სიჩქარის შესახებ ინფრომაციის მიღება;
8. პერიოდის მიხედვით მარშრუტზე ინფორმაციის მიღება: მოძრაობის
დაწყების დრო და მისამართი, მოძრაობის დასრულების დრო და მისამართი,
მოძრაობის ხანგრძლივობა, ძრავის მუშაობის ხანგრძლივობა, განვლილი
მანძილი, დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე და საშუალო სიჩქარე;
9. პერიოდის მიხედვით ჩართული ძრავით გაჩერების შესახებ ინფორმაციის
მიღება, გაჩერების დროის და მისამართის მითითებით;
10. მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს რუქაზე ნებისმიერი ფორმის და
ფერის ზონების დამატება, რომლის მეშვეობითაც მოხდება მითითებულ ზონაში
გავლილი მანძილის და შესული/გამოსული სატრანსპორტო საშუალებების
გაკონტროლება, ამასთან შესვლა/გამოსვლა კონტროლდებოდეს, როგორც „ლაივ“
რეჟიმში შეტყობინების სახით, ისე სტატისტიკურ მონაცემებში ასახვით;
11. მონიტორინგის სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ
სატრანსპორტო საშუალებაზე მომხმარებელმა მიუთითოს მარკა/მოდელი,
შეცვალოს ვიზუალური ხატულა, მიუთითოს მძღოლის/მძღოლების მონაცემები,
მაქსიმალური დასაშვები
სიჩქარე, მიუთითოს სატრანსპორტო საშუალებათა ჯგუფი. მაქსიმალური
დასაშვები სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მიიღოს შეტყობინება,
როგორც „ლაივ“ რეჟიმში, ისე ასახოს სტატისტიკურ მონაცემებში;
12. შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების
რეპორტების გენერირება და ექსპორტი Excel, PDF ფორმატში;
13. მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს შეტყობინებების
ელ.ფოსტაზე ავტომატურად გადაგზავნას, მითითებული პერიოდის მიხედვით;
14. მიმწოდებელი ვალდებულია შეინახოს და შემსყიდველისათვის
ხელმისაწვდომი გახადოს ობიექტებთან დაკავშირებული ყველა ზემოთ
ხსენებული ინფორმაცია ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდის
მანძილზე, შემსყიდველის მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში,
მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდოს შემსყიდველს
ინფორმაციის მატარებელზე ჩაწერილი სახით;
15. მარშრუტის დაგეგმვის ფუნქცია;
16. EcoDrive ფუნქცია, თუ რომელი ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე
ოპტიმალურად (მონიტორინგი ხდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე,
მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე);
17. დასახლებულ პუნქტებში რუკაზე იძებნებოდეს ქუჩები და შენობები
დასახელებისა და ნომრების მიხედვით;
18. ლოგირების სისტემა (მომხმარებლების სისტემაში შესვლის ისტორია,
მომხმარებელის ID, დროის და IP მისამართის მითითებით);
19. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს შიდა მეხსიერება, რაც საშუალებას
მისცემს GSM/GPRS სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში მონაცემები შეინახოს
ლოკალურად კავშირის აღდგენამდე;
20. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ავტონომიური კვების ელემენტი, რომელიც
უზრუნველყოფს მონაცემების გადმოგზავნას მაშინაც, როდესაც დარღვეულია
სატრანსპორტო საშუალებასთან კვების წრედი, რის შესახებაც
მონიტორინგის სისტემაში
„ლაივ“ რეჟიმში ფიქსირდება შეტყობინება და აისახება სტატისტიკურ
მონაცემებშიც;
21. მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ასევე აქსელომეტრი, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელი იქნება მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღება იმ
შემთხვევაში თუ მოხდა მანქანის დაქოქვის გარეშე გადაადგილება, ასევე
მკვეთრი აჩქარება-შენელების პარამეტრების დაფიქსირებისთვის;
22. GPS მოწყობილობები უნდა გამოირჩეოდეს ელ. ენერგიის მოხმარების მცირე
პარამეტრებით. უნდა გააჩნდეს ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომლიდანაც
უნდა გამოდიოდეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას;
23. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც
მოხდება აღნიშნული მოწყობილობის ადგილსამყოფელის უმალვე გადმოგზავნა
ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით;
24. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისგან შეტყობინების
მიღებისთანავე დაიწყოს ხარვეზის ან/და დაზიანების აღმოფხვრა;
25. მონიტორინგის სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით შემსყიდველის
თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი.
26. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ენგურჰესის“ ავტოპარკი
განთავსებულია ქ.ჯვარში, და გალის რაიონ დას, საბერიოში, მიმწოდებელს
უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, რათა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
ვადებში უზრუნველყოფილი იქნეს შესაბამისი მოწყობილობების
დამონტაჟება და მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი
ხარვეზების დროული აღმოფხვრა.