Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #60271235)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Ajara TV and Radio Public Broadcaster
Номер конкурса: 60271235
Дата публикации: 27-12-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240026282
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.12.2024 19:22
Начало приема предложения 08.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 10.01.2025 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 245`347.20 GEL
Контрактная цена объекта закупки 20`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`500.00 GEL
Размер гарантии 200 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mamuka gundadze :: 24.12.2024 18:14
  • Последнее исправление: mamuka gundadze :: 27.12.2024 19:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=608871&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება
1. შესყიდვის ობიექტია - სატრანსპორტო საშუალებების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების, ტექნიკური მომსახურების და მასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა.
2. შესყიდვის ობიექტის დასახელება და აღწერილობა:
2.1. შესასყიდ მომსახურებას წარმოადგენს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო“-ს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, ამ მომსახურებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების მიწოდებით.
2.2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასახელება, გასაწევი მომსახურებების და სათადარიგო ნაწილების დასახელებები განისაზღვრება შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ავტოტექმომსახურების სავარაუდო პრეისკურანტით (გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა).
3. მომსახურების გაწევის პირობები
- მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
- პრეტენდენტს სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ტელევიზიის ადმინისტრაციული შენობიდან (ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ.N41) არაუმეტეს 6 კილომეტრის დაშორებით ყოველდღიურად (დასაშვებია გარდა კვირა და უქმე დღეებისა) მოქმედი სერვის ცენტრ(ებ)ი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსით, რაც საჭიროა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ავტოტექმომსახურების ხარისხიანად გაწევისათვის, მათ შორის ერთ მისამართზე მდებარე სერვისცენტრი უნდა იყოს აღჭურვილი არანაკლებ 7 მოქმედი ჯიხურით (ბოქსით) და არანაკლებ 4 (ოთხი) 2,5 ტონიანი ამწე დანადგარით. ასევე პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის ძირითადი აგრეგატების (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, სავალი ნაწილები, ელექტროობა) შეკეთება, საბურავების ვულკანიზაცია და ბალანსირება.
- პრეტენდენტს ერთდროულად უნდა შეეძლოს შემსყიდველის კუთვნილი არანაკლებ 4 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება.
- მომსახურება გაწეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე.
- მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვისას, რომელზეც შედგება ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შემდეგადაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები.
3.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეადგენდეს მის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში მოცემული ყველა დასახელების მომსახურების ერთეულის ღირებულებას და ყველა დასახელების სათადარიგო ნაწილის ერთეულის ღირებულებას (გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა), რაც არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო განცხადებით განსაზღვრულ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას.
3.2. თუ პრეტენდენტი მიიღებს მონაწილეობას ელექტრონულ ვაჭრობაში და მოახდენს სატენდერო წინადადების ფასის დაკლებას, იგი ვალდებულია მინიმუმ იმ პროცენტული მაჩვენებლის ოდენობით დააკლოს მის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში მოცემული თითოეული დასახელების მომსახურების ერთეულის და ყველა დასახელების სათადარიგო ნაწილის ერთეულის ღირებულება, რა პროცენტული მაჩვენებლითაც, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, საბოლოოდ დააკლო სატენდერო წინადადების თავდაპირველ ფასს.
3.3. მიმწოდებელი ვალდებულია დაზიანების აღმოფხვრა მოახდინოს დეფექტური აქტის შედგენიდან თანდართულ (1.3 მუხლი) ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ ვადაში.
თუ დაზიანების აღმოფხვრა შეუძლებელია ხარჯთაღრიცხვაში მითიტებულ ვადაში, შემსყიდველი და მიმწოდებელი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეთანხმდებიან ვადაზე, რა ვადაშიც მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნაკლის აღმოფხვრა.
3.4. პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებელის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შემდეგ დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
3.5. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილის შესაბამისად შედგენილი გასაწევი ავტოტექმომსახურების პრეისკურანტი, რომელიც მოიცავს როგორც ყველა დასახელების გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულებებს, ასევე, ყველა დასახელების სათადარიგო ნაწილის ერთეულის ღირებულებებსაც. ამასთან, პრეტენდენტს შეუძლია მის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შეამციროს, მაგრამ არ შეუძლია გაზარდოს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტით გათვალისწინებული ერთეულების ღირებულებები. გასაწევი მომსახურების განფასება სისტემაში ატვირთული უნდა იყოს Excel-ის ფაილით.
3.6. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების გაწევისთვის განკუთვნილი ქ.ბათუმში არსებული სერვისცენტრ(ებ)ის დასახელებ(ებ)ა, ადგილსამყოფელი (მისამართი) და ავტოტექმომსახურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის (აღჭურვილობა, დანადგარები, მოწყობილობები) ჩამონათვალი, ტექნიკური დავალების (1.2 პუნქტი) მე-3 ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

- პრეტენდენტს სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ტელევიზიის ადმინისტრაციული შენობიდან (ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ.N41) არაუმეტეს 6 კილომეტრის დაშორებით ყოველდღიურად (დასაშვებია გარდა კვირა დღისა და უქმე დღეებისა) მოქმედი სერვის ცენტრ(ებ)ი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1) მიმწოდებლის მიერ შეცვლილ/შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე (გარდა ძირითადი აგრეგატების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) ნაწილებისა) გარანტია უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვეს.
2) ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწეული მომსახურების შემთხვევაში, შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს.
3) მიმწოდებლის მიერ შეცვლილ შემდეგ სათადარიგო ნაწილებზე, უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო ვადა, ავტომობილის მიერ გავლილი კილომეტრაჟის შესაბამისად. ძრავის კბილანა ღვედი 50 000 კმ, სამუხრუჭე ხუნდები 15 000 კმ.
4) იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
5) საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის მიერ დეფექტის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით შემსყიდველის სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში.
6) მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის აღმოფხვრის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს მიმწოდებელი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს ანალოგიური სირთულის და ხასიათის სამუშაო გამოცდილება 20000 ლარის ღირებულების ოდენობით. რისთვისაც უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი ან ცნობა ან სხვა, რითაც დასტურდება გაწეული მომსახურების შესრულება)
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან სისტემაში ატვირთული ხელშეკრულებების შემთხვევაში, დასაშვებია CMR ან სატენდერო განცხადების ნომრის წარმოდგენა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ტელევიზიის ადმინისტრაციული შენობიდან (ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ.N41) არაუმეტეს 6 კილომეტრის დაშორებით ყოველდღიურად (დასაშვებია გარდა კვირა დღისა და უქმე დღეებისა) მოქმედი სერვის ცენტრ(ებ)ი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსით, რაც საჭიროა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ავტოტექმომსახურების ხარისხიანად გაწევისათვის, მათ შორის ერთ მისამართზე მდებარე სერვისცენტრი უნდა იყოს აღჭურვილი არანაკლებ 7 მოქმედი ჯიხურით (ბოქსით) და არანაკლებ 4 (ოთხი) 2,5 ტონიანი ამწე დანადგარით. ასევე პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის ძირითადი აგრეგატების (მათ შორის: ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი, სავალი ნაწილები, ელექტროობა) შეკეთება, საბურავების ვულკანიზაცია და ბალანსირება.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების გაწევისთვის განკუთვნილი ქ.ბათუმში არსებული სერვის ცენტრ(ებ)ის დასახელებ(ებ)ა, ადგილსამყოფელი (მისამართი) და ავტოტექმომსახურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის (აღჭურვილობა, დანადგარები, მოწყობილობები) ჩამონათვალი, ტექნიკური დავალების (სატენდერო განცხადების 1.2 პუნქტი) მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად
მომწოდებლის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადების წარმოდგენასთან ერთად უნდა აიტვირთოს:
ა) მომსახურების სერვისცენტრის/ების პრეტენდენტის სარგებლობაში/საკუთრებაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან/და სერვისცენტრის სარგებლობაში ყოფნის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი)
ბ) მომსახურების სერვისცენტრის/ების მდგომარეობის ამსახველი შესაბამისი ფოტომასალა.

შენიშვნა:
ქონების სარგებლობაში დამადასტურებელი დოკუმენტის ვადა უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 01 იანვრამდე.
მიმწოდებელს ექსპლუატაციაში ერთ მისამართზე უნდა გააჩნდეს ყოველდღიურად (დასაშვებია გარდა კვირა დღისა და უქმე დღეებისა) მოქმედი სერვისცენტრ(ებ)ი.

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
4. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;
5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
6. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;
7. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ან/და ანგარიშფაქტურა ან/და ინვოისი, რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასის და ჯამური ღირებულების ადეკვატურობა. ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების (შუალედური/საბოლოო) აქტის ან/და სხვა შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტის გაფორმების შემდეგ.
-შესყიდვის ობიექტის საერთო და ერთეულის ფასი უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის ყველა სავარაუდო ხარჯს (მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯს) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მათ შორის დღგ-ს, რომლის დამატებაც მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ან/და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მამუკა გუნდაძე, 595113052, mamuka_gundadze@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru