Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #60271217)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 60271217
Дата публикации: 27-12-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240026263
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.12.2024 17:38
Начало приема предложения 12.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.01.2025 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 577`876.42 GEL
Контрактная цена объекта закупки 195`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ კუთვნილი სპეც. ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 5`779.00 GEL
Размер гарантии 1`950 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: jaba guraspishvili :: 27.12.2024 17:22
  • Последнее исправление: jaba guraspishvili :: 27.12.2024 17:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=610042&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ კუთვნილი, სატენდერო დოკუმენტაციის დანართ №2-ში მოცემული სპეც. ტექნიკის (შემდგომში - სპეც. ტექნიკა) ტექნიკური მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებულ სერვის-ცენტრებში შესაძლებელი უნდა იყოს არანაკლებ შემდეგი სახის მომსახურების მიღება:
- სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
- საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
- კომპიუტერული დიაგნოსტიკა;
- დიაგნოსტიკა და შეკეთება (სავალი ნაწილი, ძრავი, ძალოვანი აგრეგატები, ძარა, ამწე საშუალებები, ჰიდრავლიკური სისტემა);
- საბურავების დაშლა-აწყობა, შეკეთება-ბალანსირება;
- განშლა, ნახარის გასწორება;
- დისკების შეკეთება;
- სალონის შეკეთება (ტორპედო, კარები, ჭერი, საბარგული, კაბინა და სხვა);
- სამღებრო და სათუნუქე სამუშაოები;
- ელ. სამუშაოები.
1.2.2 სპეც. ტექნიკის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი, ქარხნული ნაწილით (ნაწილებს (შეფუთვაზე ან თავად ნაწილს) უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მარკირება და დეტალის ნომერი (Part Number)), გარდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილებისა, რომელიც შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დაყენდეს მეორადი ან მოხდეს მისი აღდგენა (ამ შემთხვევაში, ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით). მეორადი დეფიციტური სათადარიგო ნაწილი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ძრავი, გადაცემათა კოლოფი და ხიდი.
1.2.3 მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით სპეც. ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს;
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევა უზრუნველყოს დაუყოვნებლივ, რიგ გარეშე;
1.2.5 სპეც. ტექნიკის ყველანაირი ტიპის დიაგნოსტიკა უნდა იყოს უფასო;
1.2.6 მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს მობილური ჯგუფი, რომლის გამოძახების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს საქართველოს მასშტაბით სპეც. ტექნიკის მომსახურება. მობილური ჯგუფის მომსახურე ავტომანქანა უნდა იყოს აღჭურვილი ადგილზე მომსახურებისათვის საჭირო ხელსაწყო დანადგარებით. მობილური ჯგუფის გამოძახების შემთხვევაში, მიმწოდებელმა მობილური ჯგუფის გაგზავნა უნდა უზრუნველყოს ტერიტორიული პრინციპით ყველაზე ახლოს მდებარე სერვის-ცენტრიდან (სერვის-ცენტრების მდებარეობა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
1.4.2 მიმწოდებელი ვალდებულია:
- შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში, ჩაატაროს სპეც. ტექნიკის დათვალიერება და დათვალიერებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი (რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მოცულობა, შესრულების ვადები და ფასი) ხელმოსაწერად.
- უზრუნველყოს დეფექტურ აქტში მითითებული მომსახურების განხორციელება ხელშეკრულებასა და დეფექტურ აქტში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არაუგვიანეს დეფექტური აქტის გაფორმებიდან:
- სავალ ნაწილებზე - არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში;
- ელ. სამუშაოებზე - არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში;
- აგრეგატებზე - არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში;
- სათუნუქე, სამღებრო, გასაჭიმ სამუშაოებზე - არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში;
- ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის შეკეთება) შემთხვევაში - არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში;
- თუ სპეც. ტექნიკის შეკეთებისას გამოიკვეთა ახალი გარემოება, რომლის გამოც ვერ ხერხდება მომსახურების დასრულება ან/და საჭირო გახდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილი (რომლის ყიდვა მოცემული მომენტისათვის შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე) შესაძლებელია მომსახურების გაწევის ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 25 (ოცდახუთი) კალენდარულ დღემდე. მიმწოდებელმა დეფიციტური ნაწილის შესახებ ინფორმაცია უნდა აცნობოს შემსყიდველს მომსახურების დაწყებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, რომელსაც თან უნდა დაერთოს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტის ასლი);
1.4.3 მობილური ჯგუფის მომსახურების გაწევის ვადა - შემსყიდველის მიერ გამოძახების დაფიქსირებიდან მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღეში გამოცხადდეს დანიშნულების ადგილზე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებელმა მომსახურება უნდა განახორციელოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის, დანართი №1-ის (პრეისკურანტები) და დანართი №3-ის (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი) პირობების შესაბამისად.
1.5.2 მიმწოდებლის მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით განსაზღვრულ მიმწოდებლის სერვის-ცენტრებში.
1.5.3 მობილური ჯგუფის გამოძახების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით, სპეც.ტექნიკის დისლოკაციის ადგილზე.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, მათ შორის შეცვლილ ან/და შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე, გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 6 (ექვსი) თვე.
გარანტია არ ვრცელდება სწრაფად ცვეთად სათადარიგო ნაწილებზე (ნათურები, დამცველები, სამუხრუჭე ხუნდები (სამუხრუჭე ხუნდები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, არ უნდა ცვდებოდეს მალე, არ აზიანებდეს საყრდენ დისკებს და არ უნდა კარგავდეს თვისებებს გაცხელების შემთხვევაში), ზეთის, კონდიციონერისა და ჰაერის ფილტრები).
1.7.1.2 თუ საგარანტიო პერიოდში აღმოჩნდება დეფექტები, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის შეტყობინების მიღების დღიდან შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში (მაგრამ არაუმეტეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ვადისა) საკუთარი ხარჯით გამოასწოროს დეფექტ(ებ)ი.
მიმწოდებლის მიზეზით გამოწვეულ ნებისმიერ დაზიანებაზე (სამუშაო პროცესში ან არაჯეროვანი მომსახურების შედეგად მიმწოდებლის მიერ გამოწვეული სხვა დაზიანებები) პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება შემსყიდველის მიმართვიდან სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.2 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სპეც. ტექნიკის არანაკლებ 100 000,00 (ასი ათასი) ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულ გამოცდილებად ჩაითვლება მომსახურება, რომელიც განხორციელებულია არაუადრეს 2023 წლის 1 იანვრისა.
აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

შენიშვნა:
იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ხელშეკრულება არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (იგულისხმება, რომ არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვას), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა ედრებოდეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების ჯამურ ღირებულებას.

2.2.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი გაცემული სხვადასხვა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. აღნიშნული სარეკომენდაციო წერილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- მოიცავდეს სპეც. ტექნიკის ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებ(ებ)ის რეკვიზიტებს (ხელშეკრულების გაფორმების თარიღსა და ნომერს);
- სარეკომენდაციო წერილებში მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში სპეც. ტექნიკის ტექნიკური მომსახურების განხორციელების ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2023 წლის 1 იანვარი;
- თითოეული სარეკომენდაციო წერილი გაცემული უნდა იყოს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული არანაკლებ 30 000 ლარის ღირებულების მომსახურებაზე.

შენიშვნა:
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი წინამდებარე ტენდერის შერჩევა/შეფასების პერიოდში რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრში თეთრ სიაში, ასეთ შემთხვევაში თეთრ სიაში რეგისტრირებულ პრეტენდენტს სარეკომენდაციო წერილების წარდგენა წინამდებარე ტენდერში არ მოეთხოვება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 მიმწოდებელმა მომსახურება უნდა განახორციელოს შემდეგ ქალაქებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 10 კმ-ის რადიუსში:
- არანაკლებ ერთი სერვის-ცენტრი ქ. თბილისში;
- არანაკლებ ერთი სერვის-ცენტრი ქ. თელავში;
- არანაკლებ ერთი სერვის-ცენტრი ქ. ფოთში ან/და ქ. ბათუმში (ორივე ქალაქში სერვის-ცენტრის არსებობა არ არის სავალდებულო).
პრეტენდენტს ზემოაღნიშნულ ქალაქებში საკუთრების ან/და სარგებლობის უფლებით უნდა ჰქონდეს სერვის-ცენტრ(ებ)ი, სადაც შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში განხორციელდება მომსახურება.
თუ პრეტენდენტს საკუთრებაში გააჩნია შემოთავაზებული სერვის-ცენტრ(ებ)ი, მაშინ აღნიშნულის დასტურად უნდა წარმოადგინოს საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია - განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.
თუ პრეტენდენტს სარგებლობის (იჯარის) უფლებით გააჩნია შემოთავაზებული სერვის-ცენტრ(ებ)ი, მაშინ აღნიშნულის დასტურად უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სარგებლობის (იჯარის) ხელშეკრულება, რომელიც მოქმედი უნდა იყოს არანაკლებ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და მეიჯარე(ები)ს სახელზე განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერ(ებ)ი.

შენიშვნა:
- წინამდებარე პუნქტის დაკმაყოფილების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერ(ებ)ი.

2.3.1.2 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ სერვის-ცენტრებში უნდა იყოს დანართ №2-ში მოცემული სპეც. ტექნიკის გაბარიტების შესაბამისი სამუშაო ფართობი, რომელიც დაფარული უნდა იყოს ბეტონით ან მსგავსი ტიპის ზედაპირით.
პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ სერვის-ცენტრებში უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში ჩამოთვლილი ყველა მომსახურების ჯეროვნად გაწევისათვის აუცილებელი ძირითადი და სათადარიგო მანქანა-დანადგარები გამართულ მუშა მდგომარეობაში, რომელიც განთავსებული იქნება ერთ სერვის-ცენტრში (ერთ ლოკაციაზე).
პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ სერვის-ცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და უსაფრთხოების ნორმები და ასევე, უნდა იყოს დაცული ფართი შემსყიდველის სპეც. ტექნიკის პარკირებისთვის ხანგრძლივი მომსახურების გაწევის პერიოდში.
პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ სერვის-ცენტრები აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეო-კამერებით.

შენიშვნა:
- შემსყიდველს იტოვებს უფლებას პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპზე, ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მატერიალური-ტექნიკური ბაზის (სერვის-ცენტრების) შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებთან და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში (მათ შორის, თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს სერვის-ცენტრში შემსყიდველის წარმომადგენლის დაშვებაზე), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს მისი დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

შენიშვნა:
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (დანართი №1-ის (პრეისკურანტები) ჯამურ ღირებულებასთან), ასევე დანართი №1-ის (პრეისკურანტები) ერთეულებთან მიმართებით;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, მათი წარმოდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯაბა გურასპიშვილი, 599297303, j.guraspishvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: ჯაბა გურასპიშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 603).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული პრეისკურანტების ჯამური სავარაუდო ღირებულება შეადგენს 577 876,42 ლარს. ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულებაა 195 000,00 ლარი. აღნიშნული ღირებულებები მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების მიწოდებასთან, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს ჩათვლით.
10.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასებული დანართი №1 (პრეისკურანტები) შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ნაწილებისა და მომსახურების ყველა პოზიციაზე (ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს არაუმეტეს მეასედების სიზუსტით). წარმოდგენილი ფასი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტებში მითითებულ თითოეულ პოზიციაზე სავარაუდო მაქსიმალურ ღირებულებებს (სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტის „შენიშვნის“ გათვალისწინებით). განსაფასებელ დანართი №1-ში (პრეისკურანტები) მითითებული მომსახურების ფასი უნდა მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა თანმდევი მომსახურების ღირებულებას.
10.1.3 ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება დანართი №1-ით განსაზღვრული პრეისკურანტების ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონილ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტების საბოლოო ჯამურ ღირებულებასა და შემსყიდველის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში ატვირთული პრეისკურანტების ჯამურ ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტებში დაფიქსირებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნას პროპორციულად პრეისკურანტების თითოეულ პოზიციაზე (იგულისხმება თითოეული განსაფასებელი გრაფა), სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტების ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ შემსყიდველის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეისკურანტების თავდაპირველ ჯამურ ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს შორის არსებული სხვაობის შესაბამისი პროცენტული ოდენობით.
თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით (არითმეტიკული დამრგვალების მეთოდით). ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ დამრგვალების შემდგომ მიღებული პრეისკურანტების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში საბოლოოდ დაფიქსირებული პრეისკურანტების ჯამურ ღირებულებას.
პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი და მომსახურება მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0” ან ,,0.00". შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი პრეისკურანტ(ებ)ი ან წარდგენილ პრეისკურანტ(ებ)ში განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პრეისკურანტების პოზიციების 1%-ს.
10.1.4 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს ჩათვლით.
10.1.5 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი.
10.1.6 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
10.1.7 თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ გასაწევი მომსახურების ან რომელიმე ნაწილის ფასი არ არის გათვალისწინებული დანართი №1 - პრეისკურანტებში, მაშინ მხარეები, მომსახურების დაწყებამდე, ადგენენ აღნიშნული მომსახურების (ნაწილის) ფასს საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში მომსახურების (ნაწილის) რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტების საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
10.1.8 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი პრეისკურანტები პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.

შენიშვნა:
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე.

10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.6 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №3), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 დანართი №1 (პრეისკურ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

27-12-2024 Инженерные услуги.

27-12-2024 Оборудование для подъема и перемещения и запасные части для подобного оборудования.

27-12-2024 Регистры (реестры), бухгалтерские книги, скоросшиватели, бланки (формуляры) и другие печатные канцелярские товары из бумаги или картона.

27-12-2024 Услуги в области бухгалтерского учета, аудита и налогообложения.

27-12-2024 Различые продукты питания.

27-12-2024 Фрукты, овощи и сопутствующие продукты.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru