Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #60271189)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Teachers Professional Development National Centre
Номер конкурса: 60271189
Дата публикации: 27-12-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240026248
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.12.2024 17:13
Начало приема предложения 11.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 13.01.2025 17:30
Предполагаемая цена прейскуранта 237`091.22 GEL
Контрактная цена объекта закупки 90`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 20 დეკემბრამდე
Дополнительная информация
Количество и объём закупок ტექმომსახურების გაწევა უნდა მოხდეს 12 მანქანაზე
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 900 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zurabi khetsuriani :: 11.12.2024 12:02
  • Последнее исправление: zurabi khetsuriani :: 27.12.2024 17:13
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=606656&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სრულყოფილად, კვალიფიციურად, ხარისხიანად შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სერვისი სათადარიგო ნაწილების, საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს დანართში დასახელებული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება, ხარისხიანად, ყოველგვარი მოცდის გარეშე.
ავტომანქანების დაზიანებული სათადარიგო ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი სათადარიგო ნაწილით. შეკეთებისა და მომსახურებისთვის გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი, ქარხნული, ხარისხიანი და არ ავლენდეს დეფექტებს. თითოეულ მორგებულ სათადარიგო ნაწილს უნდა ჰქონდეს გარანტია სატენდერო დოკუმენტაციის 1.7 პუქტის გათვალისწინებით.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია წუნდებული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცვლაზე და შესაბამისი მომსახურების გაწევის განხორციელებაზე, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე;
მიმწოდებელი პასუხისმგებლობას იღებს უხარისხოდ გაწეული მომსახურების ნაკლის აღმოფხვრაზე.
სამუხრუჭე ხუნდები უნდა იყოს მაღალი ხარისხის, არ უნდა გამოსცემდეს ხმებს (ე.ი. არ უნდა წრიპინებდეს) და არ უნდა ხურდებოდეს.
შემოთავაზებული სათადარიგო ნაწილი უნდა იყოს ახალი, ორიგინალი ან მსგავსი
მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ავტოტექმომსახურებისთვის საჭირო შესაბამისი მარაგები (იგულისხმება ფილტრები, ნათურები, სავალი ნაწილები, სამუხრუჭე ხუნდები). თუ ავტომანქანის შეკეთების მომსახურებისთვის საჭიროა ნაწილის ჩამოტანა საზღვარგარეთიდან, შეკეთების მაქსიმალური ვადა შეადგენს დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს, შემსყიდველთან შეთანხმებით,
მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უზრუნველყოს დაზიანებული, მწყობრიდან გამოსული ავტომანქანის ავტოტექმომსახურების საკუთარ ცენტრამდე გადაყვანა ევაკუატორით და შესაბამიმსი მომსახურების გაწევა
მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვის შემთხვევაში სრულიად უფასოდ ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც, მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა, მათი ღირებულება, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების სავარაუდო ვადები.
მიმწოდებელი ვალდებულია ექვს თვეში ერთხელ უფასოდ, საკუთარი ხარჯებით, დანართში ჩამოთვლილ ავტომანქანებს ჩაუტაროს სრული ელექტრო კომპიუტერული და სავალი ნაწილების დიაგნოსტირება. ყოველი დათვალიერების შემდეგ მიმწოდებელი წარუდგენს შემსყიდველს დასკვნას ავტომანქანების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.
ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პირვანდელ და საბოლოო ფასებს შორის სხვაობა სატენდერო კომისიის მიერ გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც დაევალება პრეტენდენტს წარმოადგინოს კორექტირებული პრეისკურანტი პროცენტული მაჩვენებლის პროპორციულად თითოეული საქონელისა და მომსახურებისათვის.
პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ფასები, განფასების ცხრილის (პრეისკურანტი) ჩამონათვალში მოცემული სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ყველა სახეობაზე. პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება; განსაფასებელ ცხრილებში მითითებული მომსახურების ფასები უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც.
სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

იმ შემთხვევაში თუ მოხდა კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვა (თანმდევი მომსახურებით), შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია პრეისკურანტიდან ამოიღოს ან არ ისარგებლოს აღნიშნული საქონელი/მომსახურებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ტექმომსახურების გაწევა ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

ამასთან მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს:
1. სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღე;
3. ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღე;
4. ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღე;
5. ძრავის ზეთის, ფილტრებისა და სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს 1 სამუშაო დღე;
6. თუ ავტომობილს დასჭირდა ისეთი დეტალი, რომლებიც არ აღმოაჩნდა კომპანიას და არ არის გაყიდვაში ადგილობრივ ბაზარზე, მომწოდებელს მიეცეს შეძენა/შეკეთებისთვის გონივრული ვადა არაუმეტეს 30 დღის ოდენობით.
დეფექტური აქტი უნდა გაფორმედეს ავტომობილის სერვის-ცენტრში მიყვანისთანავე, ხოლო შეკეთება არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში.
მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბეჭდვითი ფორმით (არ უნდა იყოს ხელნაწერი); დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთილი დეტალის/სათადარიგო ნაწილის, შეკვეთის განხორციელების თარიღის და შეკვეთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის შესახებ). დეფიციტური დეტალის შემთხვევაში, თუ შემსყიდველი დაეთანხმება აღნიშნულს: დეტალის აღდგენის ღირებულება განისაზღვროს პრეისკურანტით გათვალისწინებული ღირებულების 50% ოდენობით, ხოლო მეორადი დეტალის შემთხვევაში პრეისკურანტით გათვალისწინებული ღირებულების 60% ოდენობით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლისა და მომსახურების მიწოდების ადგილად განისაზღვრება მიმწოდებლის სერვის-ცენტრები.
პრეტენდენტს საქონლისა და მომსახურების მოწოდება უნდა შეეძლოს არანაკლებ 1 (ერთი) სერვის-ცენტრით ქ.თბილისში, არანაკლებ 1 (ერთი) სერვის-ცენტრი ბათუმში და არანაკლებ 1 (ერთი) სერვის-ცენტრი ქუთაისში.

აუცილებელი პირობა: სახელმწიფო სახსრების და სამუშაო დროის რაციონალური ხარჯვის პრინციპიდან გამომდინარე ქალაქ თბილისის მასშტაბით განთავსებული სერვის-ცენტრი სასურველია მდებარეობდეს თბილისის ცენტრალურ უბნებში, მისასვლელი გზა უნდა იყოს მოასფალტებული
აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია (სერვის-ცენტრების რაოდენობისა და ზუსტი მისამართის მითითებით).

თბილისში არსებული სერვის ცენტრი უნდა იყოს პრეტენდენტის სარგებლობაში ან საკუთრებაში. პრეტენდენტმა იჯარის (სარგებლობაში/მმართველობაში) არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის დადასტურება უნდა განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულებების და სააჯრო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე. საკუთრების შემთხვევაში აღნიშნულის დადასტურება უნდა განახორციელოს შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.
ქვეკონტრაქტორის შემთხვევაში აუცილებელია წარმოდგენილი იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება.

1.7.1 requirement related to guarantee period

ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან:
- ძრავის რემონტზე ან სხვა ძრავით (ახალი, მეორადი) შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 50000 კმ. გარბენი, იმ შემთხვევაშიც თუ ძრავის ზეთის და ზეთისფილტრის შეცვლა განხორციელდება სხვა სერვის-ცენტრში;
- გადაცემათა კოლოფის რემონტზე ან სხვა გადაცემათა კოლოფით (ახალი, მეორადი) შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
- გამანაწილებელი კოლოფის რემონტზე ან სხვა გამანაწილებელი კოლოფით (ახალი, მეორადი) შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
- ხიდის რემონტზე ან სხვა ხიდით (ახალი, მეორადი) შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 6 თვე ან 30000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
- სავალი ნაწილები - 6 თვე ან 15000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
- გადაბმულობის სისტემა - 6 თვე ან 20 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
- მექანიზმები - არანაკლებ 6 თვე ან 20 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება;
- ხოლო დანაჩენ ნაწილებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში (ხუნდები არანაკლებ 8000 კმ., საცხებ-საპოხ მასალებზე არანაკლებ 8000კმ.).
- საგარანტიო მომსახურების 6 თვიანი ვადა არ ვრცელდება ავტომობილების ფილტრებზე (ჰაერის, სალონის, საწვავის, ზეთის) და გამოცლა განხორციელდება საჭიროების შესაბამისად, მოთხოვნისთანავე;
შემსყიდველის მხრიდან საქონლის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებლი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეცვლა ახლით და ხარვეზით განხორციელებული მომსახურების გამოსწორება, ასეთი ხარვეზის/წუნის გამოვლენის შესახებ დეფექტური აქტის გაფორმების დღიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

არგუმენტის საფუძველზე შემსყიდველი უფლებამოსილია განუსაზღვროს დამატებითი ვადა წუნდებული საქონლის შესაკეთებლად ან შესაცვლელად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენს 2020 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 300 000 ლარის ანალოგიური ხასიათის მომსახურებს გამოცდილება. .
2. ქვეკონტრაქტორის შემთხვევაში აუცილებელია ქვეკონტრაქტორს ჰქონდეს არანაკლებ 100 000 ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების გამოცდილება

ანალოგიური მომსახურების გამოცდილების დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (დანართი N2-ის შესაბამისად) და შესაბამისი დოკუმენტაცია (გაფორმებული ხელშეკრულებები და შესრულების დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტები ან სხვა)) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR ნომრების წარმოდგენა.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 4 წლის განმავლობაში შესრულებული ხელშეკრულებების მიხედვით სულ მცირე 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი, გაცემული კონტრაქტორი სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. ავტოტექმომსახურების სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს ტექნიკური მომსახურების გაწევის ძირითადი მატერიალურ-ტექმიკური ბაზა და საექსპლუატაციო მახასიათებლები, კერძოდ:

ქ. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სერვის-ცენტრებში:

1. ელექტროსისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი არანაკლებ 2 ცალი;
2. მანქანის ამწევი მექანიზმი არანაკლებ 8 ცალი, (ბათუმი, ქუთაისი, არანაკლებ 4 ცალი);
3. საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი არანაკლებ 2 ცალი, (ბათუმი, ქუთაისი, 1 ცალი)
4. წინა მაშუქების დასარეგულირებელი აპარატი არანაკლებ 1 ცალი;
5. ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასასწორებელი აპარატი არანაკლებ 1 ცალი;
6. თვლების შეყრის (დახრილობის), კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა არანაკლებ 1 ცალი;
7. კონდიციონერის სისტემის ფრეონით დატუმბვის აპარატი, არანაკლებ 1 ცალი;
8. ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ელ.კვებას (გენერატორი);
9. ავტოტექმომსახურების სერვის-ცენტრს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი ერთეული ძრავის (კაპიტალური შეკეთება) შეკეთების მომსახურების შესაძლებლობა;
10. პირველადი მოთხოვნის მარაგი ადგილზე, კერძოდ: ზეთები, ფილტრები, წინა და უკანა ხუნდები (დანართში მითითებული ყველა ავტომანქანების);
11. გადაცემათა კოლოფში ზეთის შესაცვლელი აპარატი.
12. დიაგნოსტიკის აპარატი ბენზინი და დიზელი (მათ შორის აღჭურვილი უნდა იყოს ფარსუნკების შესამოწმებელი სტენდი),
13. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ავტობუსის ტიპის ავტომობილის შეკეთებისთვის ყველა საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (მათ შორის ორმო შემოწმებისთვის)

პრეტენდენტის სერვის ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს ამ პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს, აღნიშნულის დასადასტურებლად, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაცია სერვის ცენტრების შესახებ თანდართული ფოტო მასალით.


თითოეულ სერვის-ცენტრს ყოველი ავტომობილის მოდელზე უნდა გააჩნდეს სასაწყობო მარაგი, რომელშიც უნდა შედიოდეს სავალი ნაწილის სწრაფად ცვეთადი დეტალები, ასევე ზეთის, ჰაერისა და კონდენციონერის ფილტრები, მინის მწმენდები, ძრავის ზეთი (რომელსაც უნდა ქონდეს მწარმოებლის დაშვება თითოეულ მოდელზე), ანტიფრიზი.

სერვის–ცენტრი უნდა ფუნქციონირებდეს სამუშაო დღეებში მათ შორის შაბათ დღესაც.

სერვის-ცენტრში სამუშაო ფართობი დაფარული უნდა იყოს ბეტონის ან მსგავსი ზედაპირით. სერვის-ცენტრში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და უსაფრთხოების ნორმები.

შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ადგილზე გადაამოწმოს სერვის ცენტრში არსებული მდგომარეობის შესაბამისობა წინამდებარე პუნქტში განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის შემთხვევაში ტენდერის შერჩევა/შეფასების დროს წარმოდგენილი უნდა იყოს თანამშრომლობის (ან სხვა) შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 1 თვით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
1. შევსებული პრეისკურანტი მოცემული ფორმით;
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
3. დეტალური ინფორმაცია სერვის-ცენტრების რაოდენობისა და ზუსტი მისამართის მითითებით;
4. ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (თანდართული ფოტო მასალით.)

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდგომ, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დოკუმენტის - სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზურაბი ხეცურიანი, 577608016, zkhetsuriani@tpdc.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

ტენდერთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია წარმოდგენილი
უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტაციის ან ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის
შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული ქართული თარგმანი.
უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის დავის
არსებობის შემთხვევაში, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

პრეტენდენტი მოვალეა წარმოადგინოს ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით დადასტურებული ტექნიკური დოკუმენტები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru