1. პური - 12257 კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პირველი ან
უმაღლესი ხარისხის თეთრი ფერის ხორბლის ფქვილისგან,კარგად
გამომცხვარი,დაჭრილი 50 გრამიან ნაჭრებად ან დაუჭრელი .უცხო მინარევების
გარეშე,სიმჟავისა და ტენიანობის გარეშე. სუნი და გემო დამახასიათებელი
შესაბამისი პროდუქტისათვის. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ
მინარევებს. ეტიკეტირებული და შეფუთული კვების პროდუქტებისათვის
განკუთვნილი მასალით.უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ
სტანდარტებსა და ტექნიკურ ნორმებს. წონა: 0,4-1,0 კგ.
2. ლავაში - 140 კგ.
თხელი ლავაშის ფირფიტები-პირველი ან უმაღლესი ხარისხის ხორბლის
ფქვილისგან დამზადებული თხელი ფირფიტები, . პროდუქტი უნდა იყოს
ქარხნული შეფუთვით და შესაბამისი ეტიკეტირებით. ფორმა -
ოთხკუთხედი.შეფუთვაში არაუმეტეს 10 ცალი ფირფიტისა.
3. ფუნთუშა - 280 კგ.
ფუნთუშა - დამზადებული ქარხნული წესით, ერთი ფუნთუშის წონა 50–60 გრამი.
სუნი, გემო და სიტკბო დამახასიათებელი შესაბამისი პროდუქტისათვის. არ
უნდა იყოს ფხვიერი. სიმჟავისა და ტენიანობის გარეშე. ორგანოლეპტიკური,
ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური
მაჩვენებლების პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს სურსათის
უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ ნივთიერებებს (საკვებ დანამატების
სახით).
4. მაკარონი - 566 კგ.
დამზადებული ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისაგან, თეთრი ან ყვითელი
შეფერილობის, მთელი,მშრალი, ნესტისა და ობის სუნის გარეშე. ხარშვისას არ
უნდა იყოს წებვადი და არ უნდა კარგავდეს ფორმას, დაფასოებული,
მინარევებისა და უცხო სხეულების გარეშე, ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი
ტომარაზე ან/და ჩაკერებული ძაფით; მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 60% და მეტი.
5. ვერმიშელი - 585 კგ.
დამზადებული ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისაგან, არასამარხო
შემადგენლობის, ზედაპირი გლუვი, არ ჰქონდეს არავითარი ჩანართი და
წერტილი. მდგრადი, ხარშვისას ადვილად არ კარგავდეს ფორმას.
ფერი-ერთგვაროვანი კრემისფერი. ორგანოლეპტიკურად დამაკმაყოფილებელი.
ჰერმეტულად შეფუთულ პროდუქტში არ უნდა იყოს წყლის წვეთები. არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს, შეესაბამებოდეს
ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს. შეფუთული და
სათანადოდ ეტიკეტირებული მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 60% და მეტი.
6. მარილი - 124 კგ.
კრისტალური, წმინდად დაფქვილი, იოდიზირებული, მშრალი, უცხო გემოს
გარეშე. თეთრი (დამახასიათებელი) შეფერილობის, დაფასოებული
არაუმეტეს-1კგ. მუყაოს შეფუთვაში, შესაბამისი ეტიკეტირებით.
7. შაქარი - 1364 კგ.
ფერი დამახასიათებელი, ფხვიერი, უცხო სხეულების გარეშე. არ უნდა იყოს
დანესტიანებული. მითითებული მოქმედების ვადით. მიწოდებული საქონელის
დარჩენილი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს საერთო მოქმედების ვადაზე 60% და
ნაკლები.
8. მშრალი ორცხობილა - 674 კგ.
ორცხობილა - ქარხნულის წარმოების, საბავშვო, უმაღლესი ხარისხის, მშრალი.
ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი ამ პროდუქტისთვის, კრემის , ჯემის და
კონცენტრატების გარეშე, ნატურალურის იდენტური არომატიზატორებით. არ
უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებდანამატებს.
მექანიკური დაზიანების გარეშე, ერთი ცალის წონა არანაკლებ 15 გრ. და
არაუმეტეს 30 გრ. დაფასოებული უნდა იყოს ყუთში ან ვაკუუმპაკეტში 3-5 კგ.
შეფუთვით. მინიშნებული უნდა იყოს შემადგენლობა. სურსათის უვნებლობა,
შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ
სტანდარტებს. მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა
იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40 %.
9. შვრიის ორცხობილა - 155კგ.
ახალი, ქარხნულის წარმოების, უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან
დამზადებული. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ
საკვებდანამატებს. ერთი ცალის წონა არანაკლებ 20 გრამისა. მექანიკური
დაზიანების გარეშე. მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის
ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 80–85%. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება,
შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ
სტანდარტებს.
10. შოკოლადის ბატონი - 248 კგ.
რძიანი შოკოლადის ბატონი - თითოეული ინდივიდუალური შეფუთვით, ერთეულის
წონა: არანაკლებ 20 გრ; 100 გ პროდუქტის კვებითი ღირებულება: ცილები – 7,0 გ (+/-0,5),
ცხიმები – 32.3 გ (+/-0,5), ნახშირწყლები – 56,3 გ (+/-0,5). 100 გ პროდუქტის ენერგეტიკული
ღირებულება: 542 კკალ (+/-3). შოკოლადის მასაში კაკაო პროდუქტის მინიმალური
შემცველობა 29.1% (+/-0,5).
11. ჰალვა - 225 კგ.
მზესუმზირის, დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით ჰერმეტულად
შეფუთულ პაკეტებში, არანაკლებ 150-500 გრ.
12. კაკაო - 34 კგ.
კოფეინის გარეშე, კონსისტენცია მშრალი, ფხვიერი, ფერი მოყავისფრო,
ნესტის გარეშე. დაფასოებული 0.8- 250 გრამიან შეფუთვაში ქარხნული წესით .
შესაბამისი მინიშნებით საქონლის გამოშვების თარიღისა და
ვარგისიანობის ვადის შესახებ.
13. ჩაი - 10 კგ.
ჩაი ხილის, მინარევების, უცხო სუნის, ობისა და ნესტის გარეშე, არ უნდა
შეიცავდეს ქიმიურ საღებავებსა და ემულგატორებს, ჰერმეტულად შეფუთული 100
- 200 გრ. შესაბამისი ეტიკეტირებით. მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღე.
14. სოდა - 4 კგ.
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (ნატრიუმის ბიკარბონატი) საკვები დანამატი.
არ შეიცავს გმო-ს. გამოიყენება საკვებ პროდუქტებში როგორც მჟავიანობის
რეგულატორი, გამაფხვიერებელი აგენტი. არაუმეტეს 0,5 კგ-იანი შეფუთვა
მუყაოს კოლოფში, შესაბამისი ეტიკეტირებით.
15. საფუარი - 5 კგ.
კულინარიული დანიშნულების, პურის ცხობისთვის გამოსაყენებელი, ფხვიერ
მდგომარეობაში. დაფასოებული და ეტიკეტირებული 50-100 გრ-იანი შეფუთვით.
16.ვანილი - 8 კგ.
კულინარიული დანიშნულების, გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმისა და
პურ-ფუნთუშეულის მომზადებისას. არ უნდა იყოს დანესტილი. შეფუთვა 2 დან - 10
გრამამდე, შესაბამისი ეტიკეტირებით.
17. საფანელი - 251 კგ.
ხორბლის პირველი ხარისხის ფქვილის პურისგან დამზადებული. უნდა იყოს
ქარხნული წესით ჰერმეტულად შეფუთულ პაკეტებში, არანაკლებ 100-250 გრ.
18. შავი პილპილი - 8 კგ.
დაფქული, დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით ჰერმეტულად შეფუთულ
პაკეტებში,არანაკლებ 20-50გრ. შეფუთვაში.
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და
კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა
და ნორმებით“ (დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით)
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას);
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის, 2020 წლის 13 მარტის №173
დადგენილებით "ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ"
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.