Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различые продукты питания (Грузия - Тендер #60271160)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: N(N)LE Tetritskaro Center of Preschool Edication and Aid to the Socially Unprotected members of Community
Номер конкурса: 60271160
Дата публикации: 27-12-2024
Сумма контракта: 56 838


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240026235
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.12.2024 16:31
Начало приема предложения 04.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 06.01.2025 16:00
Предполагаемая цена закупки 56`838.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 15800000-Различые продукты питания
Коды классификатора
  • 15800000 - Различые продукты питания
  • 15811100 - Хлеб
  • 15821150 - Сухари
  • 15831000 - Сахар
  • 15841000 - Какао
  • 15842000 - Шоколад и сладкие изделия
  • 15842100 - Шоколад
  • 15851000 - Мучные изделия
  • 15851100 - Сырые макаронные изделия
  • 15863000 - Чай
  • 15872000 - Ароматические травы и пряности
  • 15872100 - Перец
  • 15872400 - Соль
  • 15898000 - Дрожжи
  • 15899000 - Порошок для выпечки
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ა(ა)იპ "თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი"-ში შემავალი საბავშვო ბაღებისათვის საკვები პროდუქტების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 300.00 GEL
Размер гарантии 568 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino bekauri :: 23.12.2024 12:08
  • Последнее исправление: nino bekauri :: 27.12.2024 16:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=608479&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ "თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი"-ში შემავალი საბავშვო ბაღებისათვის საკვები პროდუქტების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. პური - 12257 კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პირველი ან უმაღლესი ხარისხის თეთრი ფერის ხორბლის ფქვილისგან,კარგად გამომცხვარი,დაჭრილი 50 გრამიან ნაჭრებად ან დაუჭრელი .უცხო მინარევების გარეშე,სიმჟავისა და ტენიანობის გარეშე. სუნი და გემო დამახასიათებელი შესაბამისი პროდუქტისათვის. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ მინარევებს. ეტიკეტირებული და შეფუთული კვების პროდუქტებისათვის განკუთვნილი მასალით.უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ტექნიკურ ნორმებს. წონა: 0,4-1,0 კგ.

2. ლავაში - 140 კგ.
თხელი ლავაშის ფირფიტები-პირველი ან უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან დამზადებული თხელი ფირფიტები, . პროდუქტი უნდა იყოს ქარხნული შეფუთვით და შესაბამისი ეტიკეტირებით. ფორმა - ოთხკუთხედი.შეფუთვაში არაუმეტეს 10 ცალი ფირფიტისა.

3. ფუნთუშა - 280 კგ.
ფუნთუშა - დამზადებული ქარხნული წესით, ერთი ფუნთუშის წონა 50–60 გრამი. სუნი, გემო და სიტკბო დამახასიათებელი შესაბამისი პროდუქტისათვის. არ უნდა იყოს ფხვიერი. სიმჟავისა და ტენიანობის გარეშე. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლების პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ ნივთიერებებს (საკვებ დანამატების სახით).

4. მაკარონი - 566 კგ.
დამზადებული ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისაგან, თეთრი ან ყვითელი შეფერილობის, მთელი,მშრალი, ნესტისა და ობის სუნის გარეშე. ხარშვისას არ უნდა იყოს წებვადი და არ უნდა კარგავდეს ფორმას, დაფასოებული, მინარევებისა და უცხო სხეულების გარეშე, ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი ტომარაზე ან/და ჩაკერებული ძაფით; მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 60% და მეტი.

5. ვერმიშელი - 585 კგ.
დამზადებული ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისაგან, არასამარხო შემადგენლობის, ზედაპირი გლუვი, არ ჰქონდეს არავითარი ჩანართი და წერტილი. მდგრადი, ხარშვისას ადვილად არ კარგავდეს ფორმას. ფერი-ერთგვაროვანი კრემისფერი. ორგანოლეპტიკურად დამაკმაყოფილებელი. ჰერმეტულად შეფუთულ პროდუქტში არ უნდა იყოს წყლის წვეთები. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს, შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული  მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 60% და მეტი.

6. მარილი - 124 კგ.
კრისტალური, წმინდად დაფქვილი, იოდიზირებული, მშრალი, უცხო გემოს გარეშე. თეთრი (დამახასიათებელი) შეფერილობის, დაფასოებული არაუმეტეს-1კგ. მუყაოს შეფუთვაში, შესაბამისი ეტიკეტირებით.

7. შაქარი - 1364 კგ.
ფერი დამახასიათებელი, ფხვიერი, უცხო სხეულების გარეშე. არ უნდა იყოს დანესტიანებული. მითითებული მოქმედების ვადით. მიწოდებული საქონელის დარჩენილი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს საერთო მოქმედების ვადაზე 60% და ნაკლები.

8. მშრალი ორცხობილა - 674 კგ.
ორცხობილა - ქარხნულის წარმოების, საბავშვო, უმაღლესი ხარისხის, მშრალი. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი ამ პროდუქტისთვის, კრემის , ჯემის და კონცენტრატების გარეშე, ნატურალურის იდენტური არომატიზატორებით. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებდანამატებს. მექანიკური დაზიანების გარეშე, ერთი ცალის წონა არანაკლებ 15 გრ. და არაუმეტეს 30 გრ. დაფასოებული უნდა იყოს ყუთში ან ვაკუუმპაკეტში 3-5 კგ. შეფუთვით. მინიშნებული უნდა იყოს შემადგენლობა. სურსათის უვნებლობა, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40 %.

9. შვრიის ორცხობილა - 155კგ.
ახალი, ქარხნულის წარმოების, უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან დამზადებული. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებდანამატებს. ერთი ცალის წონა არანაკლებ 20 გრამისა. მექანიკური დაზიანების გარეშე. მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის 80–85%. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

10. შოკოლადის ბატონი - 248 კგ.
რძიანი შოკოლადის ბატონი - თითოეული ინდივიდუალური შეფუთვით, ერთეულის წონა: არანაკლებ 20 გრ; 100 გ პროდუქტის კვებითი ღირებულება: ცილები – 7,0 გ (+/-0,5), ცხიმები – 32.3 გ (+/-0,5), ნახშირწყლები – 56,3 გ (+/-0,5). 100 გ პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება: 542 კკალ (+/-3). შოკოლადის მასაში კაკაო პროდუქტის მინიმალური შემცველობა 29.1% (+/-0,5).

11. ჰალვა - 225 კგ.
მზესუმზირის, დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით ჰერმეტულად შეფუთულ პაკეტებში, არანაკლებ 150-500 გრ.

12. კაკაო - 34 კგ.
კოფეინის გარეშე, კონსისტენცია მშრალი, ფხვიერი, ფერი მოყავისფრო, ნესტის გარეშე. დაფასოებული 0.8- 250 გრამიან შეფუთვაში ქარხნული წესით . შესაბამისი მინიშნებით საქონლის გამოშვების თარიღისა და ვარგისიანობის ვადის შესახებ.

13. ჩაი - 10 კგ.
ჩაი ხილის, მინარევების, უცხო სუნის, ობისა და ნესტის გარეშე, არ უნდა შეიცავდეს ქიმიურ საღებავებსა და ემულგატორებს, ჰერმეტულად შეფუთული 100 - 200 გრ. შესაბამისი ეტიკეტირებით. მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღე.

14. სოდა - 4 კგ.
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (ნატრიუმის ბიკარბონატი) საკვები დანამატი. არ შეიცავს გმო-ს. გამოიყენება საკვებ პროდუქტებში როგორც მჟავიანობის რეგულატორი, გამაფხვიერებელი აგენტი. არაუმეტეს 0,5 კგ-იანი შეფუთვა მუყაოს კოლოფში, შესაბამისი ეტიკეტირებით.

15. საფუარი - 5 კგ.
კულინარიული დანიშნულების, პურის ცხობისთვის გამოსაყენებელი, ფხვიერ მდგომარეობაში. დაფასოებული და ეტიკეტირებული 50-100 გრ-იანი შეფუთვით.

16.ვანილი - 8 კგ.
კულინარიული დანიშნულების, გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულის მომზადებისას. არ უნდა იყოს დანესტილი. შეფუთვა 2 დან - 10 გრამამდე, შესაბამისი ეტიკეტირებით. 

17. საფანელი - 251 კგ.
ხორბლის პირველი ხარისხის ფქვილის პურისგან დამზადებული. უნდა იყოს ქარხნული წესით ჰერმეტულად შეფუთულ პაკეტებში, არანაკლებ 100-250 გრ.

18. შავი პილპილი - 8 კგ.
დაფქული, დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით ჰერმეტულად შეფუთულ პაკეტებში,არანაკლებ 20-50გრ. შეფუთვაში.

სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.

მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას);

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის, 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილებით "ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ" გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში, ეტაპობრივად, არაუმეტეს თვეში ორჯერ, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

1.5.2. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ქ.თეთრიწყაროს N1 და N2, სოფელ: ჭივჭავის, სამღერეთის, წინწყაროს, გოლთეთის, ხაიშის, კოდის, ვაშლოვნის, ბორბალო, ასურეთის, ჯორჯიაშვილის, დაბა მანგლისის, ფარცხისის, მარაბდისა და ირაგის საბავშვო ბაღებში.

1.5.3. თვის განმავლობაში ეტაპობრივად მიწოდებული საქონლის მიღება განხორციელდება სასაქონლო ზედნადებით ან ანგარიშფაქტურით. საანგარიშო თვის ბოლოს აღნიშნული დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები მ. შ. კორექტირებული ან ანგარიშფაქტურა) საფუძველზე მხარეთა შორის ფორმდება ნაერთი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია დანართი #1-ის შესაბამის გრაფაში მიუთითოს:

ა) შესყიდვის ობიექტის კონკრეტული მახასიათებლები (ყოველგვარი არანაკლებ, არაუმეტეს, უნდა იყოს და მსგავსი მაჩვენებლის მითითების გარეშე);
ბ) წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი.

2.1.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.

2.1.1.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს წარმოშობის ქვეყანასა და მწარმოებლის დასახელებას დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. მწარმოებელი ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტი და ასევე, მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელი, რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ან განაცხადი უნდა ჰქონდეს გაკეთებული აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სადაც, „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარში"/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება შესყიდვის ობიექტის შესაბამისი საქმიანობის სახე/სახეები. აღნიშნული გადამოწმებული იქნება სატენდერო კომისიის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

2.7.1.2 თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ 2.7.1 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე.

2.7.1.3 თუ შემოთავაზებული საქონელი იწარმოება საქართველოში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის შესახებაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადინოს ინფორმაცია/დოკუმენტი).

2.9 other additional requirements

2.9.1 ტექნიკური დოკუმენტაციით მოცემული საქონლის რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო ციფრს, რომლის ფარგლებშიც და საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით გათვალისწინებული საქონლის რაოდენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მულის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ტენდერის ფარგლებში საქონლის მიწოდებისას ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს;

7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად მოწოდებული საქონელის შესაბამისად. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ბექაური, 599780727, aaip.shesyidvebi@yahoo.com საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფ. სპეციალისტი - ნინო ბექაური მობ. 555582219

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.

10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

10.1.4 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში არ უნდა გაითვალისწინოს დღგ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.

10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.7 სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან, თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი, განუფასებელის წარმოდგენა ან წარმოშობის ქვეყნის, წარმოებელის არ მითითებისას.

10.1.8 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.

10.1.9 სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru