1.ყველი 550 კგ.
ქარხნული, დამზადებული ნატურალური რძისაგან, რძის ცხიმის გარდა სხვა
ცხიმებისადა ცილების (მათ შორის მცენარეულ ცხიმების) გარეშე, არ შეიცავს
მავნე ქიმიურ ელემენტებს,მიკრობიოლოგიური და ქიმიური
მაჩვენებლებიაკმაყოფილებს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტექნიკურირეგლამენტი მოთხოვნებს. შეფუთვა: 0,5-2 კგ, შესაბამისი
მარკირებით რომელზეც დატანებულია ეტიკეტი, დამზადებისა და
ვარგისიანობის ვადა და შტრიხკოდი.მოწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისანობის ვადა არის საერთო ვადის არანაკლებ 80-85%; რძის პროდუქტის
მიწოდება ობიექტებამდე ხორციელდება სპეციალიზებული
მაცივარ-მანქან(ებ)ით (მაცივრიანი სატრანსპორტოსაშუალება), სადაც
დაცულია რძის პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო
პირობები(ტემპერატურა, ჰიგიენური პირობები). სურსათის უვნებლობა,
ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები.
2. კარაქი 700 კგ.
ქარხნული, ცხიმიანობა, არანაკლებ 82%-სა. დამზადებული ნატურალური რძით,
მცენარეული და სხვაცხიმების გარეშე. არ შეიცავს ორგანიზმისათვის მავნე
ნივთიერებებს, აქვს დამახასიათებელი მოყვითალო ფერი, არ აქვს სიმწარის
გემო, კარაქი დაჭრის დროს არ იფშვნება. მიკრობიოლოგიური და ქიმიური
მაჩვენებლები აკმაყოფილებს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნებს.შეფუთვა: ქარხნული წესით, 0,200- 5კგ-იანი შეფუთვით,
შესაბამისი მარკირებით რომელზეც დატანებულია ეტიკეტი,დამზადებისა და
ვარგისიანობის ვადა და შტრიხკოდი. მოწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისანობის ვადა არის საერთო ვადის არანაკლებ 80-85%; რძის პროდუქტების
მიწოდება ობიექტებამდე ხორციელდება
სპეციალიზებულიმაცივარ-მანქან(ებ)ით (მაცივრიანი სატრანსპორტო
საშუალება), სადაც დაცულია რძის პროდუქტების შენახვისა და
ტრანსპორტირებისათვის საჭირო პირობები(ტემპერატურა, ჰიგიენური
პირობები);ტრანსპორტირებისათვის საჭირო პირობები (ტემპერატურა,
ჰიგიენური პირობები);
3. მაწონი 900 კგ.
ქარხნული, დამზადებული პასტერიზებული, ნატურალური რძისაგან, არამჟავე.
მცენარეულ ცხიმის გარეშე. არ შეიცავს მავნე ქიმიურ ელემენტებს,
მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები აკმაყოფილებს რძისა და რძის
ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთვა: 1-4 კგ
ჰერმენტულად დახურული შეფუთვით (მოთხოვნის შესაბამისად). შესაბამისი
მარკირებით რომელზეც დატანებულია ეტიკეტი და შტრიხკოდი, ეტიკეტზე
მითითებულია დამზადებისა და შენახვის ვადები(არანაკლებ 15 დღისა) და
პირობები. მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისანობის ვადა არის
საერთო ვადის არანაკლებ 80-85%; რძის პროდუქტების მიწოდება ობიექტებამდე
ხორციელდება სპეციალიზებული მაცივარ-მანქან(ებ)ით (მაცივრიანი
სატრანსპორტო საშუალება), სადაც დაცულია რძის პროდუქტების შენახვისა
და ტრანსპორტირებისათვის საჭირო პირობები (ტემპერატურა, ჰიგიენური
პირობები);
4. არაჟანი 450კგ.
დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისაგან, მცენარეული
ცხიმების გარეშე;• არადამახასიათებელი გემოს გარეშე;• მავნე ქიმიურ
ელემენტების გარეშე;• მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისანობის
ვადა: საერთო ვადის არანაკლებ 80%• ცხიმიანობა: 12-15%,• დაფასოება:
ჰერმეტულად დახურული, 0.2 -1კგ
5. რძის ფხვნილი 700 კგ.თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს ქარხნული
წარმოების, მშრალი, სუფთა, ერთგვაროვანი ფხვიერი მასა. ფერი, სუნი და გემო
დამახასიათებელი, მინარევების გარეშე. 100 გრ პროდუქტში რძის ცხიმის
შემცველობა არანაკლებ 1,5 %, ცილა -34 %, მჟავიანობა არრაუმეტეს 16-17%-სა.
არადამახასიათებელი გემოს გარეშე, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ
ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური ,მაჩვენებლები უნდა
აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახ ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნებს.- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული მოთხოვნის
შესაბამისად. მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა
იყოს საერთო ვადის 60%.
6.რძე 2500 ლიტრი - ქარხნული წარმოების, ცხიმიანობა 2.5-3.5%-ი პასტერიზებული, არ
უნდა ჰქონდეს არადამახასიათებელი სუნი, ფერი და სიმჟავის გემო.
მწარმოებელი კომპანიისა და ვარგისიანობის ვადების მითითებით,
ინდივიდუალური შეფუთვით. მუყაოს, პოლიეთილენის ან მინის ჭურჭელში.
ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში არსებულო სტანდარტებს და რძის და რძის ნაწარმის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03
აპრილის #152 დადგენილება)
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
1.2.9. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც უნდა იყოს დაცული
ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები და პირობები.
1.2.10. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის:
1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
2 - უნდა იყოს, ქარხნული წარმოების, სათანადოდ შეფუთული და ეტიკეტირებული
საქართველოს მთავრობის, 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით
დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
3 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
4 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
5 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
6 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90
დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
7 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152
დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
8 - უნდა შეესაბამებოდეს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
9 - პროდუქტი, პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური
ობიექტების შემცველობით, უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით
დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს.
1.2.11.მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს
საორიენტაციო/სავარაუდო ციფრს,შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ
შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებულია საბავშვო
ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების პერიოდზე და
აღსაზრდელთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა
გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის სრულად ათვისებაზე