საქონლის ხორცი ძვლის გარეშე 760 კგ.-საქონლის რბილი უძვლო ხორცი, ახალი,
გაუყინავი, ვარდისფერი, ძარღვების, ანაჭრელების, ბადექონის, ნეკნებსშუა
ქსოვილის და ხრტილების გარეშე. არასასიამოვნო სუნის გარეშე. ხორცი
უნდა
იყოს ახალდაკლული. გაყინული და შემდეგ გამლღვალი ხორცის მიწოდება
დაუშვებელია, მიკრობიოლოგიური, ფიზიკო-ქიმიური და სანიტარულ ჰიგიენური
მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს სურსათის უვნებლობისა და
უსაფრთხოების მოთხოვნებს. შეიფუთოს და მიეთითოს ხორცის წონა და
გაერთიანების იმ საბავშვო ბაგა-ბაღის დასახელება სადაც უნდა
მოხდეს ხორცის მიწოდება(ეტიკეტირება). საქონლის ხორცის ყოველ
მიწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული შესაბამისი
ვეტერინარული მოწმობა, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
(შესაბამისობის სერტიფიკატი- ფორმაN2).ტრანსპორტირება მანქანა
რეფრეჟატორით
შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის და ჰიგიენური პირობების დაცვით
ქათმის ფილე 460კგ-ქათმის გულ-მკერდის ფილე,უნდა იყოს მშრალი ყინვით
გაყინული და ქარხნულად დაფასოებული,მწარმოებელი ქვეყნის
კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად მაღალი
ხარისხის (A კატეგორიის). 0,5-1კგ შეფუთვით, არ უნდა შეიცავდეს ადამიანის
ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ ნივთიერებებს. არასასიამოვნო სუნის
გარეშე.შენახვის ვადა გამოშვების თარიღიდან არანაკლებ 60 კალენდარული
დღე.შესაბამისი ეტიკეტირება ქართულ ენაზე. შესაბამისობის სერტიფიკატი
(ქართულ ენაზე და/ან ნათარგმნი ნოტარიულად
დამტკიცებული).ტრანსპორტირება მანქანა რეფრეჟატორით.
შენახვა-ტრანსპორტირების ტემპერატურა არანაკლებ -18 გრადუსი
ცელსიუსი.
თევზის ფილე 460კგ- თევზის ფილე (ორაგულისებრთა ოჯახის)უნდა იყოს გაყინული
სწრაფი გაყინვის მეთოდით (შოკირებული მეთოდით) უმაღლესი ხარისხის, ფერი,
სუნი და გემო უნდა იყოს მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი. არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური დეფექტები, ლორწო-გამონადენი.ეტიკეტზე
მითითებული შესაბამისი ვადებით და პირობებით. სათანადოდ
შეფუთული.საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 70%.
ტრანსპორტირება მანქანა რეფრეჟატორით შენახვა-ტრანსპორტირების
ტემპერატურა არანაკლებ -18 გრადუსი ცელსიუსი.
ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც დაცული უნდა იყოს შესაბამისი
ტემპერატურული რეჟიმი (ქათმის და თევზის ფილეს შემთხვევაშ არანაკლებ
–18°C), სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები და პირობები.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
1.1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.
1.2 - საქონლის ხორცის ყოველ მოწოდებაზე, წარმოდგენილი უნდა იქნას,
საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით
დამტკიცებული, „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური
პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების
ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ შესაბამისად გაცემული, ვეტერინარული
მოწმობა (ფორმა №2), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე და
საათი.
1.3 - ხორცი უნდა იყოს, სათანადოდ ეტიკეტირებული, საქართველოს მთავრობის, 2016
წლის 9 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის ხორცისა და
საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ" ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ეტიკეტზე მითითებული
უნდა იყოს: ვარგისიანობის ვადა, დაკვლის, დამუშავების, გაყინვის დრო და
ტემპერატურა. ასევე, მითითებული უნდა იყოს, ყველა სავალდებულო ჩანაწერი
მ.შ. საქონლის სანომრე ნიშანი, რომლითაც მოხდება იდენტიფიცირება
ვეტერინარულ მოწმობაში (ფორმა№2) დაფიქსირებულ საქონელსა და
დაფასოებულ ხორცს შორის.
1.4 - უნდა იყოს, ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
1.5 - ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური
მაჩვენებლების მიხედვით, უნდა აკმაყოფილებდეს, აღნიშნულ სფეროში
არსებული მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და
ზღვრებს.
1.6 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581
დადგენილებით დამტკიცებული, „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
1.7 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2010 წლის 25 ივნისის №173
დადგენილებით დამტკიცებული, "სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და "სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული
წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების,
გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
1.8 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
1.9 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 15 იანვრის №72
დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
1.10 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90
დადგენილებთ დამტკიცებული, ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
1.11 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული, „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
1.12 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 12 თებერვლის №55
დადგენილებით დამტკიცებული, „ცხოველური წარმოშობის სურსათის
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
1.13 - არ უნდა შეიცავდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №639
დადგენილებით „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი
კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების
მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე განსაზღვრულ აკრძალულ ნივთიერებებს.
1.14 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ოქტომბრის №606
დადგენილებით დამტკიცებულ "ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი
სწრაფად გაყინული სურსათის, ტემპერატურის მონიტორინგის, სახელმწიფო
კონტროლის განხორციელებისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის ერთიანი
მეთოდების დამტკიცების შესახებ" დადგენილ მოთხოვნებს.
შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის
რაოდენობა არ აითვისოს სრულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებული
საქონლის ათვისება განისაზღვრება ბავშვთა ფაქტობრივი გამოცხადების
შესაბამისად)
საქონლის ხორცის ყოველ მოწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით დამტკიცებული
„საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების
გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და
მათი გაცემის წესის“ შესაბამისად გაცემული ვეტერინარული მოწმობა
(ფორმა N2), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე, საათი და
მიმართულება(შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)