Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #60142464)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: N (N) LP Municipal Infrastructure and Improvement Division
Номер конкурса: 60142464
Дата публикации: 23-12-2024
Сумма контракта: 12 906 207


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240025818
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.12.2024 18:11
Начало приема предложения 09.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 14.01.2025 18:00
Предполагаемая цена закупки 12`906`207.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45233000 - Строительство, укладка фундаментов и дорожного и уличного покрытия
  • 45233120 - Дорожное строительство
  • 45233161 - Строительство тротуаров
  • 45233200 - Различные работы по покрытию
  • 45233253 - Работы по укладке тротуарного покрытия
  • 45233300 - Укладывание фундаментов для автомагистралей, дорог, улиц и тротуаров
  • 45262300 - Бетонные работы
Срок подачи 2026 წლის 10 იანვარის ჩათვლით პერიოდი.
Дополнительная информация
ქ. ბათუმში, იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები (ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე პკ 0+00 - პკ 18+60)
Количество и объём закупок იხილეთ სატედნერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 129`062.00 GEL
Размер гарантии 129`062 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nata antadze :: 23.12.2024 14:12
  • Последнее исправление: nata antadze :: 23.12.2024 18:11
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=608516&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. ბათუმში, იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები (ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე პკ 0+00 - პკ 18+60)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია ხარჯთაღრიცხვებით;
1.2.2. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვები ატვირთული იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით ( ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);
1.2.3. პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვები უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის N55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი“-ს შესაბამისად;
1.2.4. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები;
1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია, ობიექტის სამუშაო არეალი, შემოსაზღვროს მყარი ლითონის ღობეებით და ღობეები აღჭურვოს სხვადასხვა შუქამრიდებით, ასევე ობიექტი სამუშაო არეალი ღამის საათებში უნდა იყოს განათებული და შესაბამისი უსაფრთხოების ნიშნებით აღჭურვილი;
1.2.6. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე;
1.2.7. შესრულებული სამუშაო/საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური დავალებით, ხარჯთაღირცხვებითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს/პარამეტრებს;
1.2.8. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. ქ. ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე
.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.
1.6.2 შესრულებული სამუშაოს გარე განათებაზე ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 60 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.
1.6.3 შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაობის მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს (საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია) სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ოდენობით.

2.2.1.2. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ერთი შესრულებული პროექტის/ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს (საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია) სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 8 000 000 (რვა მილიონი ) ლარის ოდენობით.

2.2.1.3. 2.2.1.2 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ (მიუხედავად იმისა, თუ მერამდენე ქვეკონტრაქტორია), განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდილებად, თუ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია ძირითად კონტრაქტორებს შორისაც, ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი არ არის განთავსებული შესაბამისი შესყიდვის გვერდზე;

2.2.1.4. 2.2.1.1. და 2.2.1.2. პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოები სავალდებულოდ მიწოდებული/განხორციელებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ((EU) ან OECD-ს შემთხვევაში ჩაითვლება ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორია, გარდა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიისა).

2.2.1.5. 2.2.1.1. პუნქტით გათვალისწინებული გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტის ასლები, ფორმა №2 ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).

2.2.1.6. 2.2.1.2. პუნქტით გათვალისწინებული გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (დასრულებული ხელშეკრულების ასლი, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ასლი, ან/და საბოლოო ფორმა №2 ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების დასრულების, შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).

2.2.1.7. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა 2.2.1.5. და 2.2.1.6. პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტებისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ქვეკონტრაქტორობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ძირითადი ხელშეკრულება (რის საფუძველზეც დაიდო ქვეკონტრაქტი) და ამ ხელშეკრულებაში მითითებული ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტები (შეტყობინება, ან/და თანხმობა, ან/და % შეზღუდვა და სხვა (ხელშეკრულებაში ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).

2.2.1.8. იმ შემთხვევაში თუ სამუშაო შესრულებულია საზღვარგარეთ - ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, პრეტენდენტმა 2.2.1. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, გარდა 2.2.1.5. და 2.2.1.6. პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტებისა, დამატებით უნდა წარმოადგინოს დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები, ან სხვა საგადასახადო დოკუმენტი ან სხვა ეკვივალენტური დოკუმენტი, რომელთა წარმოება გათვალისწინებულია ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით. ასევე 2.2.1. პუნქტით განსაზღვრული გამოცდილება დამატებით დადასტურებული უნდა იყოს (წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი აუდიტორული დასკვნა) ისეთ ქსელში შემავალი აუდიტორული ფირმის მიერ, რომელსაც საქართველოში ჰყავს წევრი წარმომადგენლობა ან ფილიალი, რომელთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების მიხედვით სამსახურის უფროსის ბრძანებით მინიჭებული აქვს პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნითი შეფასება. წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს ჩანაწერი, რომ პრეტენდენტს გააჩნია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 და 2.2.1.2. პუნქტებით განსაზღვრული გამოცდილება და მას თან უნდა ახლდეს კვლევის მასალები. ამასთან, ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.2.1.9. სახელმწიფო შეყიდვის შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ მითითებული იქნება NAT/SPA/CMR... ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება ყველა ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გათვალისწინებულია სატენდერო დოკუმენტაციით, დამატებით სხვა დოკუმენტების წარმოდგენის საჭიროება არ არსებობს.

2.2.1.10. ამხანაგობის შემთხვევაში: პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა სახის და რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) თითოეულმა პირმა და ამ დოკუმენტის წარმოუდგენლობა სატენდერო წინადადებაში არ ექვემდებარება შემდგომ დაზუსტებას. ამასთან, ამხანაგობაში შემავალი თითოეული პირი 100%-ით უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნებს.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება და ა.შ.) თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი მინიმუმ შემდეგი მანქანა-მექანიზმები:
- ავტოგრედერი - 1 ცალი;
- ექსკავატორი - 2 ცალი;
- ბულდოზერი - 2 ცალი;
- ავტოამწე - 1 ცალი;
- სატკეპნი - 2 ცალი;
- ასფალტდამგები - 1 ცალი;
- ავტოგუდრონატორი - 1 ცალი;
- ავტოთვითმცლელი - 4 ცალი;
- ასფალტო ბეტონის ფრეზი - 1 ცალი;
- ავტობეტონსარევი - 1 ცალი;
- კომპრესორი მოძრავი (პნევმატური ჩაქუჩებით) - 2 ცალი;
2.3.1.2. საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, სხვა შემთხვევაში – შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლ(ებ)ი, რომლის ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას და თან ახლდეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი) კომპრესორის გარდა; ამასთან, უშუალოდ პრეტენდენტ პირს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს მოთხოვნილი მანქანა-მექანიზმის მინიმუმ 50%;
2.3.1.3. პრეტენდენტს ობიექტიდან 30კმ. რადიუსში, საკუთრებაში უნდა გააჩნდეს ასფალტის ქარხანა, ან/და გაფორმებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება ასფალტბეტონის მიწოდებაზე. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთრებაში არსებობის დოკუმენტის (საჯარო რეესტრის ამონაწერის ან/და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების შემდეგი თარიღით) ან/და ასფალტის მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების დასრულების ვადას. აუდიტის დასკვნა უნდა ადასტურებდეს მანქანა-მექანიზმების საკუთრების ან/და სარგებლობის უფლებას. ტექნიკის ლიზინგით სარგებლობაში არსებობა პრეტენდენტს ჩაეთვლება საკუთრებაში.

2.3.1.4. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართის სახით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების გასაწევად უნდა ჰყავდეს შესაბამისი სტაჟისა და გამოცდილების მქონე შემდეგი სპეციალისტები:
2.4.1.1.1 გეოდეზისტი/ინჟინერი მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით ;
2.4.1.1.2 სამი ინჟინერი მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილებით ;
2.4.1.1.3 უსაფრთხოების სპეციალისტი ;
2.4.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია იმ სპეციალისტთა კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობას მიიღებენ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების გაწევაში.
2.4.1.3 პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს ნოტარიულად დამოწმებული წინარე შეთანხმებები, საიდანაც დადასტურდება სპეციალისტთა ნება ტენდერში მონაწილეობის შესახებ. შეთანხმებაში მითითებული უნდა იყოს სატენდერო განცხადების ნომერი.
2.4.1.4 პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, ან სხვა დოკუმენტი)
2.4.1.5 ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს დანართის შესაბამისად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტზე მომუშავე ყველა ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის შესახებ ამ ორანიზაციათა გამოცდლების შესახებ ინფორმაციაზე მითითებით არაუგვიანეს 5 დღით ადრე სანამ ქვეკონტრაქტორი შეუდგება საქმიანობას.
2.8.1.2 აღნიშნულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან/და არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
2.8.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შეცვალოს ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც არაჯეროვნად (უხარისხოდ/დაგვიანებით) ასრულებს სამუშაოებს. აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა. ხსენებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში. მიმწოდებელს დამატებით დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 (ნული მთელი ხუთი მეასედი) %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ან შემსყიდველი ისარგებლებს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებით და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი);
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნების შესაბამისად;
4.1.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა უნდა პასუხობდეს კონკრეტულად დასმულ კითხვას: პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით შესაძლებელია თუ არა საპროექტო-სახარჯთარრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორების ვალუტაა ქართული ლარი.
7.2.2 ანგარიშსწორების ფორმაა უნაღდო, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
7.2.3 ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობივად, მიღება-ჩაბარების აქტის, გადახდის სერთიფიკატის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. ობიექტის დასრულებისას ანგარიშსწორება განხორციელდება ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდგომ.
7.2.4 თუ ანგარიშსწორება უნდა შესრულდეს არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება გადახდის ვადის გადაცილებად.
7.2.5 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მხოლოდ მის მიერ ფაქტობრივი მოცულობებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სამუშაოთა აუთვისებელი მოცულობებისა და სამუშაოთა სახეობების შესრულებაზე და მის გადახდაზე.
7.2.6. 2025 წელს შემსყიდველის მიერ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით ანაზღაურდება 6 000 000,00 ლარი, შემსყიდველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება 2025 წელს დამატებითი დაფინანსების შესახებ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნატა ანთაძე, 555382050, ketilmotskobaspa@gmail.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ თენგიზ ხუციშვილს 593761828

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა
10.1.3 ხარჯთაღრიცხვების შევსებისას გასათვალისწინებელია: excel-ის ფაილები შესაძლოა შეიცავდეს რამდენიმე ფურცელს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru