ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს „საქართველოში აივ/შიდსისა და
ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის
ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში „მაღალი
რისკის ჯგუფებზე ზიანის შემცირებისა და აივ პრევენციული პაკეტების
უკონტაქტო მიწოდება ავტომატური გაცემის აპარატების გამოყენებით“
მომსახურების შესყიდვა.
მომსახურების გაწევის საორიენტაციო პერიოდი: 2025 წლის იანვრიდან 31
დეკემბრის ჩათვლით;
მიზანი: სამიზნე ჯგუფების ხელმისაწვდომიბის გაზრდა ზიანის
შემცირებისა და აივ ინფექციის პრევენციულ მასალაზე, მათ შორის აივ
თვით-ტესტებზე.
მომსახურების გეოგრაფიული არეალი: ქ. თბილისი
აღწერილობა
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემია ძირითადად
კონცენტრირებულია მაღალი რისკის ჯგუფებში, მათ შორის ნიმ-ებში, აივ
ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად ნელა, მაგრამ
სტაბილურად იზრდება. რეგისტრირებული აივ ინფექციის შემთხვევების
საყურადღებო წილი კვლავ ნიმ-ებზე მოდის. ბიომარკერების და ქცევაზე
ზედამხედველობის კვლევების მიხედვით აივ ინფექციის პრევალენტობა
აღნიშნულ რისკ ჯგუფში 0.9 %-ს , ხოლო ქვეყანაში ნიმ-ების გათვლითი რაოდენობა
51,500 -ს შეადგენს . ბოლო წლების განმავლობაში აღინიშნება აივ ინფექციის ამ
რისკ ჯგუფიდან ზოგად პოპულაციაში გავრცელების ტენდენცია, რაც
თავისთავად მოიცავს ნიმები-დან ინფექციის მათ პარტნიორებში
(სქესობრივი, ნემსის) გავრცელებასაც. სწორედ ამიტომ აივ/შიდსის ეროვნული
სტრატეგიის მიხედვით, ნიმ-ები აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიაზე
ეროვნული პასუხის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია და სტრატეგია
ითვალისწინებს ნიმ-ებზე ორიენტირებული ზიანის შემცირების სერვისების
გაფართოებას და გაუმჯობესებას. (საჭიროებისამერ, სერვისით შეიძლება
ისარგებლონ აივ მაღალი რისკის სხვა ჯგუფებმაც).
პროქტის ფარგლებში დაგეგმილია ქ. თბილისის ტერიტორიაზე 8 უკონტაქტო
აპარატის განთავსება, რომელიც მოემსახურება ზიანის შემცირების
ცენტრების ბენეფიციარებს და საჭიროებისამებრ სხვა აივ მაღალი რისკის
ჯგუფებს, , რომლებსაც ექნებათ აპარატზე წვდომის სპეციალური ბარათი
(სიგმა ბარათი). აღნიშნული ბარათების დისტრიბუცია ხორციელდება ზიანის
შემცირების ცენტრების და აივ ინფექცია/შიდსის სხვა სათემო სერვისების
სოციალური მუშაკების მიერ, რითაც ბენეფიციარებს ჰქონდათ უწყვეტ
რეჟიმში, 24/7 ზე, უკონტაქტო წვდომა ზიანის შემცირებისა და აივ-შიდისის
პრევენციული მასალებისპაკეტებზე, როგორებიცაა: ოპიოიდების და
სტიმულატორების პაკეტი (მოიცავს სხვადასხვა ზომის შპრიცებს, ნემსებს,
სპირტიან ტამპონებს და სხვ.), კონდომები და ლუბრიკანტები, ზედოზირების
პრევენციის პაკეტი, ორსულობის და აივ ინფექციის თვით ტესტები.
აღნიშული მოწყობილობები იძლევა მონაცემთა ცენტრალიზებულად, რეალურ
დროში შეგროვების და ბენეფიციარებისგან უკუკავშირის მიღების
შესაძლებლობას. პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს
ინდივიდუალური ვებ-პორტალის ფუნქციონირება, რომლის მეშვეობითაც
ბენეფიციარებს მიეცათ წვდომა საინფორმაციო (წამალდამოკიდებულების
სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ჩანაცვლებითი თერაპიის, ზიანის
შემცირების სტაციონარული ცენტრების საკონტაქტო ინფორმაცია, სიგმა
აპარატების ადგილმდებარეობა) და საგანმანათლებლო (აივ-შიდსის და
ჰეპატიტების პრევენცია, ტუბერკულოზის და ზედოზირების პრევენცია, აივ
ინფექციის თვით ტესტირების და სიგმა აპარატის მოხმარების ვიდეო
ინსტრუქციები) მასალებზე.
მომსახურების აღნიშნული უკონტაქტო მიწოდების მოდელი ზრდის ზოგად
ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირებისა და აივ პრევენციული
მომსახურების პაკეტებზე, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთ
გარემოებებში, როდესაც ბენეფიციარებთან წვდომა ტრადიციული
მიდგომებით შეზღუდულია.
მოდული: პრევენცია
ინტერვენცია: შპრიცისა და ნემსის პროგრამა
მიზნობრივი ჯგუფი
ნიმ-ები და აივ ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სხვა პირები
მიზანი:
ნიმ-ების და აივ ინფექცია/შიდსის სხვა მაღალი რისკის ჯგუფების
ხელმისაწვდომობის გაზრდა ზიანის შემცირებისა და აივ ინფექციის
პრევენციულ მასალებსა და სერვისებზე.
მოდული: პრევენცია
ინტერვენცია: შპრიცისა და ნემსის პროგრამა
ამოცანა: ნიმ-ების (მათ შორის სტიმულატორების და ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერებების ინექციურად მომხმარებელი ახალგაზრდების) და აივ
ინფექცია/შიდსის სხვა მაღალი რისკის პოპულაციების ხელმისაწვდომობის
გაზრდა აივ-შიდსის პრევენციულ და ზიანის შემცირების მომსახურებაზე
თბილისის ტერიტორიაზე ავტომატური უკონტაქტო გაცემის აპარატების
გამოყენებით.
ქ. თბილისში ნიმ-ების და აივ ინფექცია/შიდსის სხვა მაღალი რისკის
პოპულაციების უკონტაქტო და უწყვეტ (24/7) რეჟიმში, 8 ავტომატური გაცემის
აპარატის საშუალებით აივ-შიდსის პრევენციული და ზიანის შემცირების
მასალებით უზრუნველყოფა
მიმწოდებელმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თბილისის ტერიტორიაზე
მინიმუმ 8 ავტომატური გაცემის აპარატის ოპერირება ბენეფიციარებისთვის
ხელმისაწვდომ ლოკაციებზე აღნიშული მოიცავს:
ლოკაციების იდენტიფიცირებას, შემსყიდველი ორგანიზაციის
ინფორმირებასა და მასთან შეთანხმებას
განთავსების ადგილზე შესაბამისი ნებართვის მოპოვებას, განთავსებას,
განთავსებასთან და ოპერირებასთან დაკავშირებული პროცედურების
უზრუნველყოფას;
ავტომატური გაცემის აპარატების დაზღვევის უზრუნველყოფას
აპარატების ტექნიკური გამართულობის და უწყვეტად (24/7) მუშაობის
უზრუნველყოფას
აპარატების მომარაგების შესაბამისი მასალით* უზრუნველყოფას, მათ
შორის დაპაკეტებას, გადაზიდვასა და აპარატებში ჩატვირთვას;
აპრატის მოხმარების პლასტიკური ინდივიდუალური ბარათების
დამზადებას და ბენეფიციარების უზრუნველყოფას
სერვისის ბენეფიციართათვის ინტერნეტ პორტალის ფუნციონირება,
შესაბამისი საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებით
მონაცემთა ცენტრალიზებულად, რეალურ დროში შეგროვების და
ბენეფიციარებისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობას
შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმებული ფორმატით, მონაცემების
შეგროვებას აპარატების ოპერირების, მათი მეშვეობით გაცემული
პაკეტების და მოცული ბენეფიციარების შესახებ.
* * *
* შემსყიდველი მიმწოდებელს უზრუნველყოფს პროექტის
განხორციელებისთვის საჭირო სახარჯი მასალით; სწრაფი ტესტების
მიწოდება მოხდება აივ/ინფექცია შიდსის სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში მიმწოდებლის განაცხადის და შესაბამისი მოთხოვნების
დაკმაყოფილების საფუძველზე (გარდა აივ თვით ტესტებისა, რომლის
მიწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი). ასევე, განმახორციელებელ
ორგანიზაციას გადაეცემა ავტომანქანის საწვავი დადგენილი ლიმიტის
ფარგლებში (არაუმეტეს 4,560 ლიტრისა) და სხვა სამედიცინო სახარჯი მასალა
საჭიროების შესაბამისად.
შემსყიდველის მიერ მიმწოდებელზე გადასაცემი პროექტის
განხორციელებისთვის საჭირო მასალა
ნემსებისა და შპრიცების პროგრამა
- ერთჯერადი შპრიცი 1 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 2 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 3 მლ
- ერთჯერაფი შპრიცი 5 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 10 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 20 მლ
- მოწყობილობა სისხლის გადასასხმელად (პეპელა) G23
- მოწყობილობა სისხლის გადასასხმელად (პეპელა) G25
- მოწყობილობა სისხლის გადასასხმელად (პეპელა) G27
- ნემსის თავები G23
- ნემსის თავები G25
- სპირტიანი ტამპონები
- საინექციო წყალი
- კონდომები
- ლუბრიკანტები
- ნალოქსონი
- ჟგუტი სახარჯი მასალა - ტესტირება აივ-ზე და C ჰეპატიტზე
- რეზინის ერჯერადი ხელთათმანი
- დეზინფექტანტი ხელის დასამუშავებლად
- დეზინფექტანტი სამუშაო ზედაპირის დასამუშავებლად
- აივ ინექციის სისხლის/შრატის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტები
- აივ ინფექციის თვით ტესტი
- C და B ჰეპატიტის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტები
-
პროექტის შეფასების ინდიკატორები
პროექტი შეფასდება შემდეგ ძირითად ინდიკატორებზე დაყრდნობით:
ნიმ-ების და აივ ინფექცია/შიდსის სხვა მაღალი რისკის პოპულაციების
მოცვა ავტომატური გაცემის აპარატების სერვისით
1 მომსახურებით მოცული უნიკალური ბენეფიციარების რაოდენობა
2.ავტომატური გაცემის აპარატების ინდივიდუალური ბარათებით
განხორციელებული ტრანზაქციების (გატანის) რაოდენობა
საორიენტაციო სამიზნეები
მომსახურებით მოცული უნიკალური ბენეფიციარების ყოველთვიური
რაოდენობა საშუალოდ 500
ავტომატური გაცემის აპარატის ინდივიდუალური ბარათებით
განხორციელებული ტრანზაქციების (გატანის) ყოველთვიური რაოდენობა
საშუალოდ 3,000
მონაცემთა აღრიცხვა და ანგარიშგება
რამდენადაც ნიმ-ები ქვეყანაში წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მეტად
დისკრიმინირებულ და სტიგმატიზირებულ პოპულაციას, პროგრამის
განხორციელების მნიშვნელოვანი პირობაა ბენეფიციარების ანონიმურად
მომსახურება. თითოეულ ბენეფიციარზე უნდა შედგეს უნიკალური
საიდენტიფიკაციო კოდი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18 /
სექტემბერი / 2020 წ. ბრძანებით № 01-461/ო „აივ ინფექცია/შიდსის რუტინული
ეპიდზედამხედველობა საქართველოში" ეროვნული რეკომენდაციების
(გაიდლაინების) დამტკიცების თაობაზე: დანართი 5 აივ ტესტირებისას
რეგისტრაციისთვის ბენეფიციარის კოდირების წესი-ს შესაბამისად
მიმწოდებელი ვალდებულია პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოს
პროგრამული ინფორმაციის რეგისტრაცია, შეგროვება და ანალიზი
განახორციელოს „აივ ინფექცია / შიდსის პრევენციული სერვისების ერთიან
ელექტრონული სისტემაში შემსყიდველთან შეთანხმებული ვადებისა და
პირობების გათვალიწინებით.
ასევე, დისტანციური ონლაინ მომსახურების შემთხვევაში შესაბამისი
ოქმები უნდა იყოს რეგულარულად წარმოებული თითოეულ ბენეფიციარზე.
ლაბორატორიული და სახარჯი მასალის და აღჭურვილობის დასაწყობება და
მართვა
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის ფარგლებში შესყიდული
ტესტების, სახარჯი მასალის და აღჭურვილობის დასაწყობება და მართვა
დონორის მიერ გათვალისწინებული პირობების შესაბამისად
მონიტორინგის სქემა
მონიტორინგის მიზნებისთვის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს
შემსყიდველის სრული წვდომა როგორც სათემო სერვის ცენტრის მიერ
შეგროვებულ, ისე ავტომატური გაცემის აპარატების მიერ შეგროვებულ
მონაცემებზე.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეული მოწყობილობის გამართულად
მუშაობის მონიტორინგი რეალურ დროში როგორც ადგილზე, ისე ვირტულაურად,
და სერვის ცენტრის ადგილზე მონიტორინგი სულ ცოტა ორ თვეში ერთხელ
(ეპიდსიტუაციის შესაბამისად შესაძლებელია დისტანციური მონიტორინგი
შემსყიდველთან შეთანხმებით) ;გარდა ამისა, ყოველთვიური საქმიანობის
შეფასება უნდა მოხდეს სერვის ცენტრიდან და ავტომატური გაცემის
აპარატებიდან მიღებული ინფორმაციის და ინდიკატორების მონაცემების
ანალიზის საფუძველზე. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების
ხარისხზე მონიტორინგის უზრუნველყოფის გეგმა და მეთოდოლოგია.
მიმწოდებელს მომსახურების მიწოდების მიზნით შეუძლია გაითვალისწინოს
ადმინისტრაციული ხარჯი.
იხილეთ ტექნიკური დავალება