Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #60142402)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LLC „Gardabani TPP 2"
Номер конкурса: 60142402
Дата публикации: 23-12-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240025749
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.12.2024 13:00
Начало приема предложения 29.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 31.12.2024 14:30
Предполагаемая цена прейскуранта 205`212.50 GEL
Контрактная цена объекта закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
"SKODA“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`052.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: teona miminoshvili :: 23.12.2024 12:47
  • Последнее исправление: teona miminoshvili :: 23.12.2024 13:00
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=608497&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

„SKODA“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატენდერო დოკუმენტაციის დანართ №2) ტექნიკური მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა ერთ ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას SKODA KODIAQ (სახ. ნომერი: GG170SG საიდენტიფიკაციო კოდი: TMBLD6NS1K8031731) უნდა გაუწიოს შემდეგი სახის ტექნიკური მომსახურება:
- პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება;
- შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა ტიპის მომსახურება, მათ შორის:
• სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა;
• კომპიუტერული დიაგნოსტიკა;
• დიაგნოსტიკა (სავალი ნაწილი, ძრავი, ძალოვანი აგრეგატები, ძარა და სხვა);
• საბურავების დაშლა-აწყობა, შეკეთება-ბალანსირება;
• განშლა, ნახარის გასწორება;
• ალუმინისა და რკინის მასალის დისკების შეკეთება;
• სალონის შეკეთება (ტორპედო, კარებები, საბარგული, ჭერი და სხვა);
• სამღებრო-სათუნუქე სამუშაოები;
• გასაჭიმი მოწყობილობა (რობოტი);
• ელ. სამუშაოები.

- ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი, ქარხნული ნაწილით (ნაწილებს (შეფუთვაზე ან თავად ნაწილს) უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მარკირება და დეტალის ნომერი (Part Number)), გარდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილებისა, რომელიც შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დაყენდეს მეორადი ან მოხდეს მისი აღდგენა (ამ შემთხვევაში, ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით). მეორადი დეფიციტური სათადარიგო ნაწილი შესაძლებელია იყოს მხოლოდ ძრავი, გადაცემათა კოლოფი და ხიდი.
- მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს;
- მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევა უზრუნველყოს დაუყოვნებლივ, რიგ გარეშე;
- ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველანაირი ტიპის დიაგნოსტიკა უნდა იყოს უფასო.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევის პერიოდი: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
1.4.2 მიმწოდებელი ვალდებულია:
- შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში, ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და დათვალიერებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი (რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მოცულობა, შესრულების ვადები და ფასი) ხელმოსაწერად.
- უზრუნველყოს დეფექტურ აქტში მითითებული მომსახურების განხორციელება ხელშეკრულებასა და დეფექტურ აქტში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არაუგვიანეს დეფექტური აქტის გაფორმებიდან:
• სავალ ნაწილებზე - არაუგვიანეს ორი კალენდარული დღის ვადაში;
• ელ. სამუშაოებზე - არაუგვიანეს ერთი კალენდარული დღის ვადაში;
• აგრეგატებზე - არაუგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში;
• სათუნუქე, სამღებრო, გასაჭიმ სამუშაოებზე - არაუგვიანეს ათი კალენდარული დღის ვადაში;
• ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის შეკეთება) შემთხვევაში - არაუგვიანეს თხუთმეტი კალენდარული დღის ვადაში;
• თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისას გამოიკვეთა ახალი გარემოება, რომლის გამოც ვერ ხერხდება მომსახურების დასრულება ან/და საჭირო გახდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილი (რომლის ყიდვა მოცემული მომენტისათვის შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე) შესაძლებელია მომსახურების გაწევის ვადა გაიზარდოს არაუმეტეს 25 (ოცდახუთი) კალენდარულ დღემდე. მიმწოდებელმა დეფიციტური ნაწილის შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მომსახურების დაწყებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა, რომელსაც თან უნდა დაერთოს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტის ასლი).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებელმა მომსახურება უნდა განახორციელოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის, დანართი №1-ის (პრეისკურანტი) და დანართი №3-ის (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი) პირობების შესაბამისად.
1.5.2 მიმწოდებლის მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით განსაზღვრულ მიმწოდებლის სერვის-ცენტრში.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, მათ შორის შეცვლილ ან/და შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე, გარანტია უნდა ვრცელდებოდეს დანართი #1 - პრეისკურანტით გათვალისწინებული შესაბამისი ვადით ან/და გარბენით. გარანტია არ ვრცელდება მექანიკურად გამოწვეულ დაზიანებაზე.
თუ საგარანტიო პერიოდში აღმოჩნდება დეფექტები, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის შეტყობინების მიღების დღიდან შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში (მაგრამ არაუმეტეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ვადისა) საკუთარი ხარჯით გამოასწოროს დეფექტ(ებ)ი.
მიმწოდებლის მიზეზით გამოწვეულ ნებისმიერ დაზიანებაზე (სამუშაო პროცესში ან არაჯეროვანი მომსახურების შედეგად მიმწოდებლის მიერ გამოწვეული სხვა დაზიანებები) პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება შემსყიდველის მიმართვიდან სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.2 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს „SKODA“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულ გამოცდილებად ჩაითვლება მომსახურება, რომელიც განხორციელებულია არაუადრეს 2022 წლის 1 იანვრისა.
აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA).
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ხელშეკრულება არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (იგულისხმება, რომ არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვას), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა ედრებოდეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების ჯამურ ღირებულებას.
2.2.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი გაცემული სხვადასხვა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. აღნიშნული სარეკომენდაციო წერილები უნდა მოიცავდეს „SKODA“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ტექნიკურ მომსახურების ხელშეკრულებ(ებ)ის რეკვიზიტებს (მათ შორის ხელშეკრულების გაფორმების თარიღსა და ნომერს). სარეკომენდაციო წერილებში მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ტექნიკური მომსახურების განხორციელების ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2022 წლის 1 იანვარი.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი წინამდებარე ტენდერის შერჩევა/შეფასების პერიოდში რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრში თეთრ სიაში, ასეთ შემთხვევაში თეთრ სიაში რეგისტრირებულ პრეტენდენტს სარეკომენდაციო წერილების წარდგენა წინამდებარე ტენდერში არ მოეთხოვება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს საკუთრების ან/და სარგებლობის უფლებით უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი სერვის-ცენტრი ქ. თბილისში, სადაც შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში განხორციელდება მომსახურება.
ქ. თბილისის სერვის-ცენტრში უნდა არსებობდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების არანაკლებ 5 ამწე მექანიზმი.
ასევე, შემოთავაზებულ სერვის-ცენტრში (ერთ ლოკაციაზე) უნდა იყოს ვულკანიზაციის, ბალანსირებისა და დისკების გასწორების აპარატი; თვლების შეყრის კომპიუტერული (რაზვალი) დანადგარი; კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა; საყრდენი დისკოს გასაჩარხი მოწყობილობა; ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის აპარატი; ძრავში ზეთის შესაცვლელი აპარატი; ელექტრო მომარაგების სარეზერვო წყარო (გენერატორი); სერვის-ცენტრში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და უსაფრთხოების ნორმები.
ასევე, სერვის-ცენტრში უნდა იყოს დაცული ფართი შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის ხანგრძლივი მომსახურების გაწევის პერიოდში.
შემოთავაზებული სერვის-ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეო-კამერებით (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“).

2.3.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვის-ცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. სერვის-ცენტრის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში, მისი მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შენიშვნა: შემსყიდველი, პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების ეტაპზე, იტოვებს უფლებას, ადგილზე გადაამოწმოს პრეტენდენტის სერვის-ცენტრ(ებ)ის შესაბამისობა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს მისი დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
2.9.1 დანართი №1 (პრეისკურანტი) (პუნქტი 1.3);
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ დანართი №1 (პრეისკურანტი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება დანართი №1 (პრეისკურანტი), როგორც „MS Excel“, ასევე „PDF“ ფორმატით, სატენდერო კომისია განიხილავს მხოლოდ „MS Excel“ ფორმატით წარმოდგენილ დოკუმენტს;
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრული პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან პრეისკურანტის განუფასებლად წარმოდგენა ან ისეთი პრეისკურანტ(ის წარმოდგენა, რომელშიც განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პრეისკურანტის პოზიციების 1%-ს ან არსებითად შეუსაბამო პრეისკურანტის წარმოდგენა (არსებით შეუსაბამობაში იგულისხმება, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ დადგენილ პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს და ასეთი პოზიციების რაოდენობა აღემატება პრეისკურანტის პოზიციების საერთო რაოდენობის 1%-ს), დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
2.9.2 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1);
2.9.3 ინფორმაცია შემოთავაზებული სერვის-ცენტრის შესახებ (მისამართის მითითებით), რომელიც უნდა ითვალისწინებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 2.3.1.1 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებს;
2.9.4 სერვის-ცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (პუნქტი 2.3.1.2);
2.9.5 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
შენიშვნა:
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტების ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტების ერთეულებთან მიმართებით;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, მათი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი ნონიკაშვილი, 599767679, i.nonikashvili@tpp.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული პრეისკურანტის ჯამური სავარაუდო ღირებულება შეადგენს 205`212.50 ლარს. ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულებაა 30 000 ლარი. აღნიშნული ღირებულებები მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების მიწოდებასთან, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს ჩათვლით.
10.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასებული დანართი №1 (პრეისკურანტი) შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ნაწილებისა და მომსახურების ყველა პოზიციაზე (ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს არაუმეტეს მეასედების სიზუსტით). წარმოდგენილი ფასი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტებში მითითებულ თითოეულ პოზიციაზე სავარაუდო მაქსიმალურ ღირებულებებს (სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტის „შენიშვნის“ გათვალისწინებით). განსაფასებელ დანართი №1-ში (პრეისკურანტი) მითითებული მომსახურების ფასი უნდა მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა თანმდევი მომსახურების ღირებულებას.
10.1.3 ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება დანართი №1-ით განსაზღვრული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონილ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამურ ღირებულებასა და შემსყიდველის მიერ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში ატვირთული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტში დაფიქსირებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნას პროპორციულად პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე (იგულისხმება თითოეული განსაფასებელი გრაფა), სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ შემსყიდველის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეისკურანტის თავდაპირველ ჯამურ ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს შორის არსებული სხვაობის შესაბამისი პროცენტული ოდენობით.
თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით (არითმეტიკული დამრგვალების მეთოდით). ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ დამრგვალების შემდგომ მიღებული პრეისკურანტის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტის მიერ სისტემაში საბოლოოდ დაფიქსირებული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას.
პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი და მომსახურება მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0” ან ,,0.00". შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პრეისკურანტის პოზიციების 1%-ს.

10.1.4 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.5 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.6 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
10.1.7 თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ გასაწევი მომსახურების ან რომელიმე ნაწილის ფასი არ არის გათვალისწინებული დანართი №1 - პრეისკურანტში, მაშინ მხარეები, მომსახურების დაწყებამდე, ადგენენ აღნიშნული მომსახურების (ნაწილის) ფასს საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში მომსახურების (ნაწილის) რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტების საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
10.1.8 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი პრეისკურანტები პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.

შენიშვნა:
"ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2380, 20.12.2022წ).
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.6 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №3), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.2.8 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru