1.2.1 პრეტენდენტი ვალდებულია არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა
ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და წარუდგინოს
შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად. დეფექტურ აქტში გაწერილი
უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის
საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა,
ფასი და შეკეთების ვადა (დეფექტურ აქტში აგრეთვე განფასებული უნდა იყოს
ისეთი სათადარიგო ნაწილებიც ან/და მომსახურება, რომელიც არ არის
პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას), თარიღი და
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
1.2.2 მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა
წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული
იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის
გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური
აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან,
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს,
დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება
შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე ყოველი
კვირის პარასკევ დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის
წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი
შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს
აქტი).
1.2.3ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
(სერვისი-სათადარიგო ნაწილები) გულისხმობს ავტოსატრანსპორტო
საშუალებების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას; პროფილაქტიკური და
დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას; ავტომობილის ნაწილების
შეკეთებას და/ან გამოცვლას; ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებული
ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით
მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის
მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებულ შესაბამისი საქონლის
მდგომარეობას (მეორადის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს „მეორადი“),
დასახელებას და ფასს.
1.2.4 პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური
მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის
ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი
ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის
გათვალისწინებით. ასეთის არსებობის შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის
ან მომსახურების ფასის მიწოდების ვადები რეგულირდება დეფექტური აქტის
მიწოდების ვადებით.
1.2.5 ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების
ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის
ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ
ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო
ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.6 თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების
პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არაა მითითებული საჭირო
მომსახურების ღირებულება, ფასი განისაზღვროს საბაზრო ღირებულებიდან
გამომდინარე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებაში
შეტანილი სატანადო ცვლილებით.
1.2.7 ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება უნდა განხორციელდეს
მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში
დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს
გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო
საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, აგრეთვე,
მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები. იმ შემთხვევაში თუ
აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება არ არის
სრულყოფილი და /ან შეცვლილი სათადარიგო ნაწილი აღმოჩნდება წუნდებული,
მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი
ხარჯებით.
1.2.8 მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ
სერვისცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს
შემსყიდველის წარმომადგენლისთვის თავისუფალი საოფისე ფართის
გამოყოფა. მიმწოდებლის სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური
ნორმები.
1.2.9 მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული
ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს.
1.2.10 შეცვლილი სათადარიგო ნაწილის ან/და გაწეული მომსახურების
საგარანტიო პერიოდში, მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრ ვალდებულებაზე
უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მომწოდებელს
ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა,
ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის
დადგენისათვის შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების
გარეშე. მიმწოდებლის მხრიდან აღნიშნულ ავტოსათადარიგო ნაწილზე/გაწეულ
მომსახურებაზე ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში ექსპერტიზის
ჩატარების ვადად განისაზღვროს დეფექტური აქტის გახსნიდან არაუმეტეს 10
(ათი) სამუშაო დღე. ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.2.11 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 12 000.00
ლარზე.
სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1 პრეისკურანტში მოცემული ცხრილების
ჯამური სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 235 438.00 ლარს.
1.2.12 სატენდერო წინადადების ფასი:
ა)ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში
ატვირთულ ცხრილში (დანართი N1 პრეისკურანტი) მოცემული სათადარიგო
ნაწილებისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
ბ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის
(დანართი N1) საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება,
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა (სატენდერო ღირებულება) და
პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო პრეისკურანტის ფასის
პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით
განსაზღვრულ ყველა პოზიციაზე. პრეტენდენტის მიერ საბოლოოდ
დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის
სიზუსტით.
გ) სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს პრეისკურანტში
მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამური
ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ტენდერის ჩატარების
შესახებ განცხადებაში მითითებული სავარაუდო ღირებულებისა;
1.2.13 ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ძრავის
ზეთების და ზეთის ფილტრების შეძენა, განხორციელდება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როდესაც შეკეთდება ან შეიცვლება ავტოსატრანსპორტო
საშუალების ძრავი, რომელზედაც საგარანტიო ვადა ვრცელდება 1 (ერთი) წელი,
ამ შემთხვევაში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ზეთი და ზეთის
ფილტრი განკუთვნილი უნდა იყოს იმ სატრანსპორტო საშუალების მარკის და
მოდელისთვის რომელშიც განხორციელდება მისი ჩასხმა/შეცვლა. ასევე,
სატრანსპორტო საშუალებებში ჩასხმული/გამოცვლილი ტრანსმისიის ზეთები
განკუთვნილი უნდა იყოს იმ სატრანსპორტო საშუალების მარკის და
მოდელისთვის რომელშიც განხორციელდება მისი ჩასხმა/შეცვლა.
შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვული მოთხოვნები
გათვალისწინებული იქნება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან,
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.
1.2 14. პრეტენდენტის მიერ დანართი N1 პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იყოს
EXCEL-ის და PDF -ის ფორმატში.