Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #60116807)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL National Health Agency
Номер конкурса: 60116807
Дата публикации: 23-12-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240025747
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.12.2024 12:02
Начало приема предложения 07.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 09.01.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 235`438.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 12`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.4. პუნქტი
Дополнительная информация
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული 8 (რვა) ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 120 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan kharadze :: 11.12.2024 10:12
  • Последнее исправление: tatia loladze :: 23.12.2024 12:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=606608&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული 8 (რვა) ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 პრეტენდენტი ვალდებულია არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად. დეფექტურ აქტში გაწერილი უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, ფასი და შეკეთების ვადა (დეფექტურ აქტში აგრეთვე განფასებული უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც ან/და მომსახურება, რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას), თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
1.2.2 მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე ყოველი კვირის პარასკევ დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი).
1.2.3ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სერვისი-სათადარიგო ნაწილები) გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას; პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას; ავტომობილის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას; ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი სათადარიგო ნაწილებით და უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებულ შესაბამისი საქონლის მდგომარეობას (მეორადის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს „მეორადი“), დასახელებას და ფასს.
1.2.4 პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთის არსებობის შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის ან მომსახურების ფასის მიწოდების ვადები რეგულირდება დეფექტური აქტის მიწოდების ვადებით.
1.2.5 ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.6 თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არაა მითითებული საჭირო მომსახურების ღირებულება, ფასი განისაზღვროს საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებაში შეტანილი სატანადო ცვლილებით.
1.2.7 ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, აგრეთვე, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება არ არის სრულყოფილი და /ან შეცვლილი სათადარიგო ნაწილი აღმოჩნდება წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.2.8 მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ სერვისცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლისთვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა. მიმწოდებლის სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.
1.2.9 მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.10 შეცვლილი სათადარიგო ნაწილის ან/და გაწეული მომსახურების საგარანტიო პერიოდში, მიმწოდებლის მხრიდან ნაკისრ ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მომწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა, ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენისათვის შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე. მიმწოდებლის მხრიდან აღნიშნულ ავტოსათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვროს დეფექტური აქტის გახსნიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღე. ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.2.11 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 12 000.00 ლარზე.
სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1 პრეისკურანტში მოცემული ცხრილების ჯამური სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 235 438.00 ლარს.

1.2.12 სატენდერო წინადადების ფასი:

ა)ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთულ ცხრილში (დანართი N1 პრეისკურანტი) მოცემული სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
ბ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის (დანართი N1) საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა (სატენდერო ღირებულება) და პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო პრეისკურანტის ფასის პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყველა პოზიციაზე. პრეტენდენტის მიერ საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
გ) სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამური ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული სავარაუდო ღირებულებისა;

1.2.13 ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ძრავის ზეთების და ზეთის ფილტრების შეძენა, განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეკეთდება ან შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავი, რომელზედაც საგარანტიო ვადა ვრცელდება 1 (ერთი) წელი, ამ შემთხვევაში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ზეთი და ზეთის ფილტრი განკუთვნილი უნდა იყოს იმ სატრანსპორტო საშუალების მარკის და მოდელისთვის რომელშიც განხორციელდება მისი ჩასხმა/შეცვლა. ასევე, სატრანსპორტო საშუალებებში ჩასხმული/გამოცვლილი ტრანსმისიის ზეთები განკუთვნილი უნდა იყოს იმ სატრანსპორტო საშუალების მარკის და მოდელისთვის რომელშიც განხორციელდება მისი ჩასხმა/შეცვლა.

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.

1.2 14. პრეტენდენტის მიერ დანართი N1 პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის და PDF -ის ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამასთან მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს:

1.სავალი ნაწილებისათვის -1 კალენდარულ დღეს;
2.ელექტროობისათვის - 1 კალენდარულ დღეს;
3. რთული აგრეგატებისთვის -3 კალენდარული დღე;
4.ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწევის ვადა არაუმეტეს 7 (შვიდი) კალენდარულ დღეს;
5. სხვა მომსახურება რომელიც არ არის გათვალისწინებული 1,2,3,4 პუნქტებით არაუმეტეს 10 კალენდარული დღეს;
6. დეფიციტური სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღეს;

შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის საგანი და მისი ჩამოსვლის დრო).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება საჭიროების მიხედვით შემდეგ ქალაქებში:

*ქ.თბილისი;
*ქ.ქუთაისი;
*ქ.ბათუმი;
*ქ.თელავი.

აღნიშნული ქალაქებიდან და რეგიონებიდან 30 კმ - ის რადიუსში, საჭიროების შემთხვევაში მომსახურება უნდა განხორციელდეს ევაკუატორით.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებლის მიერ შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე ქარხნული გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გარდა სწრაფ ცვეთადი დეტალებისა, კერძოდ (გახურების სანთლები, ანთების სანთლები, დამცველები, სამუხრუჭე ხუნდები, ფრიქციონები, ზეთის, კონდეციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები, მინის მრეცხავები, ანთების საკონტაქტო ერთეულები, ტვერდამცავები) და იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეულ დაზიანებებზე, კერძოდ, გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებებზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2022 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 12 000.00 (თორმეტი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობის თანხის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება.

2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (დანართი N2-ის შესაბამისად).

3. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (დანართი N2-ის შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.
ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ (დანართი №2).xlsx .

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული სერვის ცენტრების (ქ.თბილისი, ქ.ქუთაისი, ქ.ბათუმი, ქ.თელავი) ადგილმდებარეობების შესახებ შესაბამისი მისამართების მითითებით. ამასთან, საკუთრების შემთხევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

პრეტენდენტის სერვისცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით, რომლებიც განთავსებული უნდა იყოს ერთ სერვისცენტრში, კერძოდ:
*კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით;
*ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით;
*განშლადობის გასასწორებელი დანადგარით;
*ვულკანიზაციის დანადგარით;
*კონდიციონერის დასატუმბი აპარატით;
*ძრავის ამოსაღები ამწეებით;
*მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მასთან/მათთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით), სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვისცენტრის მდებარეობისა და ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ანგარიშვალდებულია მიმწოდებლის წინაშე. ქვეკონტრაქორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი.

ა) სერვისის გამწევი ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებ(ებ)ი (წარმოდგენილ ხელშეკრულებებში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს)):

ხელშეკრულების საგანი - შესყიდვის ობიექტის ტიპები:

• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება.

ქვეკონტრაქტორის ან იჯარით გაცემული ფართიც ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასთან, ერთი თვით ადრე.

2.9 other additional requirements

2.9.1 სატენდერო წინადადების ფასი:
ა)ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთულ ცხრილში (დანართი N1 პრეისკურანტი) მოცემული სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
ბ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის (დანართი N1) საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა (სატენდერო ღირებულება) და პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო პრეისკურანტის ფასის პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყველა პოზიციაზე. პრეტენდენტის მიერ საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
გ) სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების ჯამური ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული სავარაუდო ღირებულებისა.


2.9.2 პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
2.9.2.1 სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლით განსაზღვრული განფასებული დანართი N1 ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის და PDF -ის ფორმატში;
2.9.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ;
2.9.2.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებით;
2.9.2.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით განსაზვრული მოთხოვნები პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით;
2.9.2.5 სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ქვეკონტრაქტორის შესახებ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ფაქტიურად გაწეულ მომსახურების შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი შესაბამისი ღირებულების ასახვით, რაც წარმოადგენს ანგარიშსწორების საფუძველს;
7.2.2. ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
7.2.3. ანგარიშწორების ფორმა იქნება უნაღდო ანგარიშსწორება, თანხა ჩაირიცხება მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და „მიმწოდებლის“ მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან ხარაძე, 591919090, kkharadze@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1.ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს.
10.1.2. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა), კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.4. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით). უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. ქართულენოვან ტექსტში უცხოენოვანი სიტყვ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნული სიტყვ(ებ)ის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის თაობაზე.
10.1.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა/პროექტი და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 პუნქტში. რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში ლარში.
10.1.7. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.1.8. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru