Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Обувные изделия (Грузия - Тендер #60043021)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA STATE SUBORDINATE ENTITY-EMERJENCY MANEGMENT SERVICE LEPL STATE RESERVES AND CIVIL PROTECTION SERVICES AGENCY
Номер конкурса: 60043021
Дата публикации: 19-12-2024
Сумма контракта: 230 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240025589
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.12.2024 18:05
Начало приема предложения 12.01.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.01.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 230`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18800000-Обувные изделия
Коды классификатора
  • 18800000 - Обувные изделия
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
მეხანძრე-მაშველებისთვის ზამთრის ფეხსაცმლის შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`300.00 GEL
Размер гарантии 2`300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zaza kandelaki :: 16.08.2024 10:37
  • Последнее исправление: zaza kandelaki :: 19.12.2024 18:05
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=590785&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მეხანძრე-მაშველებისთვის ზამთრის მაღალყელიანი უსაფრთხოების ფეხსაცმელი

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ფეხსაცმელი დამზადებული უნდა იყოს შავი ფერის (ტონალობა შემსყიდველთან შეთანხმებით) საქონლის (ძროხის) ნატურალური ტყავის TOP GRAIN ან FULL GRAIN მასალით, ტყავის სისქე 1.8-2.0 მმ, წყვილის წონა 43 ზომისთვის უნდა იყოს 1300 +_50 გრამი. ფეხსაცმლის უკანა ნაწილში ყელის სიმაღლე ქუსლის ჩათვლით უნდა იყოს 23 სმ ( +/_0.5 სმ) ხოლო ყელის წინა ნაწილში 26.5 (+/_0.5 სმ) ფარგლებში. ფეხსაცმელის პროტექტორის სიმაღლე 5მმ (+/_ 1 მმ). საზედაპირე ნამზადზე (ფეხსაცმლის ენაკი) დაუშვებელია ხელოვნური ტყავის გამოყენება. ენაკი დამზადებული უნდა იყოს ნატურალური საქონლის ტყავის (ძროხის) TOP GRAIN ან FULL GRAIN მასალით, ტყავის სისქე 0,9 მმ-1,1 მმ. ფეხსაცმელი დამუშავებული უნდა იყოს პოლიესტერის მასალის სარჩულით, ხოლო ქუსლის არეში 0,7მმ-0,9მმ მიკროფაიბერის სარჩულით. ტერფის ნაწილში ფეხსაცმელი ბოლომდე იკვრება მრგვალი თასმებით, 9 ცალი D ტიპის (ცალ მხარეს) მეტალის ზონარსაყრელით, ენაკი იკეტება ზემოდან მესამე ზონარსაყრელთან
ძირითადი ღაბაში უნდა იყოს დრეკადი, სისქით არანაკლებ 2,5მმ ანტისტატიკური. ჩასაფენი ღაბაში უნდა იყოს ანატომიური ფორმის, ადვილად ამოსაღები ფეხსაცმლიდან და რეცხვადი. ჩასაფენი ღაბაშის ძირის შემადგენლობა პოლეურეთანი ხოლო ზედაპირი პოლიესტერის, ჩასაფენი ღაბაშის სისქე წინა მხარეს 4 მმ (+/_0.3 მმ), ქუსლის მხარეს 8მმ (+/_0,3 მმ). ფეხსაცმლის ძირი: ორშრიანი კომბინაციით ფორმირებული (გარე შრე რეზინი, შიგა შრე პოლიურეთანი), პროტექტორი საშუალო სიმაღლის პროფილით. ძირის ზედაპირთან მიერთების მეთოდი ინჟექტირება. საცხვირე და საქუსლარში სიმყარისათვის უნდა გააჩნდეს გამაგრება არანაკლებ 1.6 მმ. მორეზინებული ცხვირი ძირიდან ზედაპირზე უნდა ამოდიოდეს 3.0 სმ ( +/_0.3 სმ), ხოლო ქუსლის არეში 5.0 სმ (+/_0.3 სმ). მათ შორის რეზინის ძირი ცხვირის არეში 1.3 სმ (+/_0,1 სმ), ხოლო ქუსლის არეში 2,2 სმ (+/_0,1 სმ), ფეხსაცმლის ტყავი უნდა იყოს წყალგაუმტარი S2 სტანდარტის, ენერგიის მშთანთქმელი ქუსლით, სრიალის საწინააღმდეგო, ნავთობ - პროდუქტებისადმი მდგრადი ძირით.
- ფეხსაცმლის ენას უკანა მხარეს (სარჩულზე) ქარხნული დამუშავებით მიმაგრებული უნდა ჰქონდეს ე.ს "სტიკერი" ან იარლიყი, სადაც დატანილი იქნება ინფორმაცია მწარმოებელი კომპანიის შესახებ, ფეხსაცმლის მოდელის , ფეხსაცმლის ზომის ( მითითებული უნდა იყოს "ევროპული" ზომა, მოხმარების წესები), ფეხსაცმლის დაცვის დონის და იმ სერთაშორისო სტანდარტის შესახებ ( EN ISO ), რომლის მოთხოვნების მიხედვითაც არის ფეხსაცმელი დამზადებული.
- ფეხსაცმელი უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული.
- ფეხსაცმლის ენის წინა მხარეს განთავსებული უნდა ჰქონდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოგო (დიზაინი და ზომა შეთანხმებით).
- ფეხსაცმლის ზომის დიაპაზონი 36-52 (ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით

არ დაიშვება ფეხსაცმლის გარე დეტალებზე შემდეგი ხარვეზები: აქერცლილობა, დანაოჭება, აძენძილობა, არათანაბარი ღებვა, ნახეთქები. არათანაბარი და უსწორმასწორო ნაკერები, წებოს კვალი და ა.შ

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ არაუადრეს 2025 წლის 01 იანვრისა.

შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების გაგზავნა მიმწოდებელთან განხორციელდება სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის momarageba@es.gov.ge მეშვეობით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, უცნობ გმირთა 182 - 600 წყვილი ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის #41 -400 წყვილი (რაოდენობები შესაძლებელია დაკორექტირდეს შემსყიდველთან შეთანხმებით)

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.
პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ;
1.7.1.2 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულებისმოქმედების ვადის ამოწურვისა;
1.7.1.3 საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა ანწუნდებული საქონლის შეცვლა შემსყიდველის მოთხოვნიდან (მოთხოვნა განხორციელდება სატელეფონო შეტყობინება ან/და ელ.ფოსტაზე)არაუმეტეს 30 კალენდარული დღე. თუ მიმწოდებელი დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ნაკლს, მის მიერ ვალდებულებისშეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება. მიმწოდებელივალდებულია დაუბრუნოს შემსყიდველს გადახდილი თანხა, მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. წუნში იგულისხმებაუფლებრივი ან/და ნივთობრივი ნაკლი, ქარხნული წუნი, ხელშეკრულებით განსაზღვრული მახასიათებლების ან სხვა საექსპლუატაციოთვისებების დაკარგვა და ა.შ.
1.7.1.4 მოწოდებულ საქონელზე გამოყენებული მეტალის მასალა და დამხმარე აქსესუარები საგარანტიო პერიოდში არ უნდა დაიჟანგოს, ჩამკეტიმოწყობილობა, ფიქსატორები ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა დაიმსხვრეს და დაზიანდეს. უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა დათვისობრივ მახასიათებლებს. მოწოდებული საქონელი რეცხვის დროს უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას. ყველგან გამოყენებული გვირისტი შესრულებულია სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ წყდება, გვირისტის შესრულება სწორი დაპროპორციული, გამძლე.
1.7.1.5 შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების გაგზავნა მიმწოდებელთან განხორციელდება სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის momarageba@es.gov.ge მეშვეობით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი, მოდელი/დასახელება და წარმოშობის ქვეყანა.
2.1.1.2. პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არდაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციასა.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/დასპეც. ტანსაცმლის და/ან ფეხსაცმლის ან/და უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების) მიწოდების გამოცდილება.
აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელიდოკუმენტები ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/დააღნიშნული პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან აღნიშნული ინფორმაცია ქარხნულად უნდა იქნას დატანილი შემოთავაზებული საქონელზე ან/და მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ფოტო სურათები).
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან წარმოდგენილ ლინკზე მოცემული ინფორმაცია იქნებაინგლისურ ენოვანი, მისი თარგმნა არ არის აუცილებელი.

ასევე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას აკრედიტირებული ორგანოს მიერ მწარმოებლის სახელზე კონკრეტული ფეხსაცმლის მოდელზე გაცემული შემდეგი სერთიფიკატი EN ISO 20347:2022+A1:2024 O2 HI CI FO HRO SR. (წარმოდგენილ უნდა იქნას სერთიფიკატის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი)

სადაც უნდა იკითხებოდეს:
ა) ტყავის სისქე და ტყავის კატეგორია (TOP GRAIN ან FULL GRAIN);
ბ) ძირის შემადგენლობა და მიერთების მეთოდი;
გ) ენაკის ტყავის სისქე და კატეგორია (TOP GRAIN ან FULL GRAIN);
დ) ზონარსაყრელები არის თუ არა D ტიპის;
ე) ძირითადი სარჩულის შემადგენლობა;
ვ) არის თუ არა საქუსლარის სარჩული მიკროფაიბერის;
ზ) ჩასაფენი ღაბაშის ძირის და ზედაპირის შემადგენლობა;
თ) ძირითადი ღაბაში ანტისტატიკური.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტს შერჩევა/შეფასების ეტაპზე სერთიფიკატების წარმოდგენის ნაცვლად, საშუალება აქვს მოთხოვნილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დასადასტურებლად წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნები.
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს სურს სერთიფიკატების წარმოდგენის ნაცვლად, წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნები, პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით, სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე უნდა წარმოადგინოს წერილი (დამოწმებული/დადასტურებული კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით), რომლითაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეატყობინებს ტენდერში სერთიფიკატების წარმოდგენის ნაცვლად, ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენის შესახებ ინფორმაციას.


2.9.2 შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, საქონლის მოწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.


2.9.3 წარმოდგენილი ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონელი შეფუთული უნდა იყოს ინდივიდუალურად (მაგ. პოლიეთილენის პარკში), სადაც შეფუთვაზე მარკირებით უნდა იკითხებოდეს ზომის მანიშნებელი. ინდივიდუალურად შეფუთული საქონელი მოთავსებული უნდა იყოს მუყაოს ყუთებში (სისქე არანაკლებ 5 ფენა) ტევადობა განისაზღვრება საქონლის მოცულობის მიხედვით არანაკლებ ხუთი და არაუმეტეს 20 ცალის ოდენობით (რაოდენობები შემსყიდველთან შეთანხმებით). თვითეულ ყუთში მოთავსებული უნდა იყოს ერთნაირი ზომები, ამასთან ყველა ყუთის ზედაპირზე უნდა იკითხებოდეს ინფორმაცია (მარკირებით) არსებული ზომის აღმნიშვნელის და რაოდენობების შესახებ.
2.9.4 მარტივი გადაზიდვის მიზნით საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს პალეტზე (პადონი) განთავსებული მუყაოს ყუთებით.
2.9.5 საქონელი უნდა ჩამოიტვირთოს მომწოდებლის მხრიდან საკუთარი მუშა ხელით ან/და შესაბამისი ტექნიკით და დასაწყობდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მითითებულ ადგილზე.
2.9.6 მომწოდებელმა მოსაწოდებელი საქონლის რაოდენობის და ვადის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის შესაბამისი ნიმუში.
3.1.1.2. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3.1.1.3. ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირბულ“ პრეტენდენტს ნიმუშები დაუბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.


-პრეტენდენტს შერჩევა/შეფასების ეტაპზე სერთიფიკატების წარმოდგენის ნაცვლად, საშუალება აქვს მოთხოვნილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დასადასტურებლად წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნები.
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს სურს სერთიფიკატების წარმოდგენის ნაცვლად, წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნები, პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით, სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე უნდა წარმოადგინოს წერილი (დამოწმებული/დადასტურებული კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით), რომლითაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეატყობინებს ტენდერში სერთიფიკატების წარმოდგენის ნაცვლად, ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენის შესახებ ინფორმაციას, მოცემულ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პირობებთ:

3.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშებთან ერთად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი/მასალა, ექსპერტიზის დასკვნები უნდა ჩატარდეს EN ISO 20347 სტანდარტის შესაბამისად შემდეგ მახასიათებლებზე:
1. საზედაპირე მასალის შემადგენლობა ;
2. საზედაპირე ტყავის სისქე;
3. ძირითადი ღაბაშის სისქე და შემადგენლობა;
4. ენაკის მასალა;
5. ფეხსაცმლის სარჩულის მასალა;
6. ფეხსაცმლის ძირის მასალა;
7. ძირის ზედაპირთან შეერთების მეთოდზე ინჟექტირება;
8. საცხვირეს გამაგრების სისქე;
9. საქუსლარის გამაგრების სისქე
10. წყალგაუმტარობა S2
3.1.1.2. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან/მასალასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი/მასალა დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის/მასალის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.
3.1.1.3. თუ მიმწოდებელი წინამდებარე ტენდერში არსებულ საბოლოო პროდუქტებს ქმნის ერთიდაიმავე (მ. შ. იდენტური ფერის) ქსოვილით/მასალით, შესაძლებელია შესაბამის ქსოვილებზე/მასალებზე წარმოდგენილი იქნას ერთი დასკვნა.
3.1.1.4. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი, რომელთან ერთადაც დასაშვებია მხოლოდ შს სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული სხვა ტენდერის ნომრების მითითება.
3.1.1.5. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3.1.1.6 ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირბულ“ პრეტენდენტს ნიმუშები და ექსპერტიზის დასკვნების დაუბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.

შენიშვნა: ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი/მასალა არის ქსოვილი/მასალა რომელზეც უშუალოდ ჩატარდა ექსპერტიზა ან/და ე.წ. დარჩენილი ორიგინალი ქსოვილი/მასალა.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, გორგასლის 83ა

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოოფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვსფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერგაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილებისდამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერშიპრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებულიერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით,საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე და მიმწოდებლის მიერ საქონლისდამზადებისთვის საჭირო მასალის/ნედლეულის შეძენის/ასრებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ (შესყიდვისინვოისი, ანგარიშფაქტურა ან სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს საქონლის დამზადებისთვის საჭირო მასალის/ნედლეულისშეძენას/ასრებობას).
7.1.1.2 იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდესხელშეკრულების მოქმედების ვადას რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლებისგარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმაარ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
7.1.1.3 წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულისაბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებულისადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.1.1.4 დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

- მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
-დაფინანსების წყარო 2025 წლის საკუთარი შემოსავლები.
- ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/დაკანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა დასაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/დაკანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაოდღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზვიადი ჯიქურაძე, 577414847, matrezervi@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

- ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;
- სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებითგანსაზღვრულ მოთხოვნებზე;
- პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაციასაკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციურიშტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროსკვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთიფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/დაკვალიფიციური შტამპით.
- რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები,MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები,დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექპასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერაან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru