Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #60042999)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Ecoservice Group"
Номер конкурса: 60042999
Дата публикации: 19-12-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240025570
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.12.2024 17:34
Начало приема предложения 28.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 31.12.2024 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 540`721.86 GEL
Контрактная цена объекта закупки 110`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
  • 50114000 - Ремонт и техническое обслуживание грузовых автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“-ს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება/ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 5`407.00 GEL
Размер гарантии 1`100 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gela iakobashvili :: 19.12.2024 10:22
  • Последнее исправление: malkhazi davadze :: 19.12.2024 17:34
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=607978&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“-ს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება/ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი იხილეთ სატენდერო პირობების 1.2 მუხლის დანართ N1-ში).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელი ვალდებულია ხელმოწერით დაუდასტუროს შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვის ცენტრში შესვლის დრო (ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვის ცენტრში შესვლის აქტის (დანართი N2) ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის/პირების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლმა შემსყიდველს უნდა აცნობოს ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში).
1.2.2 ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვის ცენტრში შესვლიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება (შემოწმება) და ამავე ვადაში დეფექტური აქტის (დანართი N3) შედგენა და შემსყიდველის წარმომადგენლისთვის მისი გაცნობა (უზრუნველყოს ფიზიკურად გაცნობა ან ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე/მისამართებზე გადაგზავნა). შემსყიდველის თანხმობის გარეშე (დეფექტური აქტის ხელმოწერის ან ხელშეკრულებაში მითითებული ერთ-ერთი ელექტრონული ფოსტიდან თანხმობის მიღების გარეშე) ავტომანქანის შეკეთების შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ აუნაზღაუროს მომწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება;
1.2.3 მომსახურების გაწევის ვადები თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს: სავალი ნაწილებისთვის - 3 (სამი) სამუშაო დღეს, ელექტროობისთვის - 3 (სამი) სამუშაო დღეს, ძირითადი აგრეგატებისთვის - 5 (ხუთი) სამუშაო დღეს (დეფიციტური ნაწილის მიწოდების საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ვადა უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით, რაც უნდა დაფიქსირდეს დეფექტურ აქტში).
1.2.4 ამ მუხლის 1.2.3 პუნქტში მოცემული ვადების ათვლა დაიწყება 1.2.2 პუნქტის შესაბამისად შემსყიდველის მიერ დეფექტური აქტის ხელმოწერის დღიდან ან ხელშეკრულებაში მითითებული ერთ-ერთი ელექტრონული ფოსტიდან გაცემული თანხმობის მომენტიდან.
1.2.5 მიმწოდებელმა მომსახურების გაწევამდე, შემსყიდველს უნდა წარუდგინოს თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სრულყოფილად შევსებული დეფექტური აქტი - დანართი N3, ხოლო მომსახურების გაწევის შემდგომ შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი - დანართი N4. აღნიშნული დანართების საფუძველზე გაფორმდება ყოველთვიური (ყოველი თვის ბოლოს) ტექნიკური მომსახურების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი - დანართი N5.
1.2.6 მომსახურება გაწეულ უნდა იქნას ქალაქ თბილისის მასშტაბით, დაუყოვნებლივ, რიგგარეშე, საჭიროების შემთხვევაში, მობილური ჯგუფის მეშვეობით.
1.2.7 მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გარდა ელექტრონული დოკუმენტაციისა) მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს შემსყიდველის სათაო ოფისში შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N1, მესამე სართული, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ ცენტრალური ოფისი.
1.2.8 მიმწოდებელმა მომსახურების გაწევის პერიოდში უნდა გამოიყენოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი) და არა მეორადი სათადარიგო ნაწილები, დანართი N6-ში მოცემული გამონაკლისების გარდა.
1.2.9 მომსახურება მიმწოდებლის მიერ გაწეული უნდა იქნეს სრულად საკუთარი მასალით/სათადარიგო ნაწილებით;
1.2.10 პრეტენდენტის სერვისცენტრი დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
1.2.11 თუ მომსახურების პროცესში აღმოჩნდება რომ საჭიროა ისეთი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილის მიწოდება, რომლის ფასიც განსაზღვრული არ არის დანართი №6-ით, ასეთ შემთხვევაში მხარეები იხელმძღვანელებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
1.2.12 ფასები წარმოდგენილი უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №6-ის (ფასების ცხრილი - მომსახურების პრეისკურანტი) შესაბამისად (შემოთავაზებული ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს ზღვრული ერთეულის ფასს).
1.2.13 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი წინადადების საბოლოო ფასი პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე ნაკლები იქნება, პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში, საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასების, ზღვრულ ფასებთან მიმართებით კლება განახორციელოს, არანაკლებ სატენდერო განცხადებაში მითითებულ პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და მის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი წინადადების საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით.
1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მისი ბრალეულობით შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზრაურება.
1.2.15 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად გაწეული მომსახურება ან/და შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.2.16 პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის (მომსახურების პრეისკურანტი) რომელიმე პოზიციის შეუვსებლობის (განუფასებლობის) შემთხვევაში (განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განსაფასებელი პოზიციების 1%-ს), აღნიშნულ პოზიციაზე მოცემული სათადარიგო ნაწილის/მომსახურების გაწევის საჭიროების დადგომისას, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს ანაზღაურების გარეშე, ამასთანავე დანართი №6-ის (ფასების ცხრილი - პრეისკურანტი) დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში, დაუშვებელია დაზუსტების შემდეგ შემოთავაზებული ფასი აღემატებოდეს თავდაპირველად შემოთავაზებულ შესაბამის სათდარიგო ნაწილის/მოსახურების ფასს.
1.2.17 შემსყიდველი უფლებამოსილია მომსახურება შეისყიდოს მხოლოდ მისი საჭიროების შესაბამისი მოცულობით.
1.2.18 პრეტენდენტის მიერ, მომსახურების პრეისკურანტი - დანართი №6 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილი უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის საჭიროების და მოთხოვნის შესაბამისად.
1.4.2 მომსახურების გაწევის ვადები თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს: სავალი ნაწილებისთვის - 3 (სამი) სამუშაო დღეს, ელექტროობისთვის - 3 (სამი) სამუშაო დღეს, ძირითადი აგრეგატებისთვის - 5 (ხუთი) სამუშაო დღეს (დეფიციტური ნაწილის მიწოდების საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ვადა უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით, რაც უნდა დაფიქსირდეს დეფექტურ აქტში).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია ქ.თბილისში მდებარე მიმწოდებლის სერვის ცენტრ(ებ)ი; მობილური ჯგუფის მეშვეობით მომსახურების გაწევის საჭიროების შემთხვევაში ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ტექნიკური მომსახურების დროს გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებზე სწორი ექსპლოატაციის პირობებში უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, საყრდენი დისკი და მომჭიმი საკისარი). საგარანტიო ვადის განმავლობაში, შეცვლილი სათადარიგო ნაწილის დაზიანების/წუნდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო პირობების 1.4.2 პუნქტის შესაბამისი ვადების დაცით საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი/დაზიანება.
1.7.1.2 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად გაწეული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული/დეფექტიანი, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.7.1 პრეტენდენტმა ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ უნდა წარმაოდგინოს დანართი N7-ის შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1.პრეტენდენტს, 2022 წლის 01 იანვრიდან ტექნიკური დოკუმეტაციის (მათ შორის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის) ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის დღემდე უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 330000.00 (სამასოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების (ნებისმიერი ტიპის სატვირთო ავტომობილების ან/და სპეცტექნიკის შეკეთება/ტექნიკური მომსახურება) გაწევის გამოცდილება (გამოცდილების შესახებ ინფორმაცია პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N8–ის შესაბამისად ან 2.2.1.3 პუნქტის გათვალისწინებით.
2.2.1.2. დანართი N8-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის;
2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ დანართი N8 არ იქნება ატვირთული ან დანართ N8-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია CMR/SPA/NAT/MEP ნომრების შესახებ ან ასახული CMR/SPA/NAT/MEP ნომრებში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების პრეტენდნენტის მიერ შესრულების დადასატურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული სხვა სახის რაიმე დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილების სატენდერო პირობებთან შესაბამისობა).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1 პრეტენდენტს ექსპლოატაციაში (საკუთარი ან/და სარგებლობის უფლებით) უნდა გააჩნდეს მოქმედი მინიმუმ ერთი სერვის ცენტრი ქალაქ თბილისში, ერთდროულად არანაკლებ 5 (ხუთი) ავტომანქანის მომსახურების საშუალებით (სერვის ცენტრს უნდა გააჩნდეს შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშულებების გაბარიტების შესაბამისი არანაკლებ 5 (ხუთი) ბოქსი, აღჭურვილი უნდა იყოს მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით.
2.3.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვისცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი რითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა).
2.3.3 პრეტენდეტი ვალდებულია დანართი N9-ს სახით წარმოადგინოს ინფორმაცია მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ (უნდა მოიცავდეს ამ მუხლის 2.3.1 პუნქტით მოთხოვნილ ინფორმაციას)
შენიშვანა:
ა) შემსყიდველი უფლებამოსილია მისთვის ხელსაყრელი მეთოდით/საშუალებით გადაამოწმოს პრეტენდენტის მიერ 2.3.1 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე;
ბ) 2.3.1 პუნქტის საფუძველზე მიმწოდებლის მიერ ყალბი ინფორმაციის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

2.9.1 ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) დანართი N6-ის შესაბამისად (დაზუსტებას არ ექვემდებარება სატენდერო წინადადება, თუ არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) გარდა 1.2.16 პუნქტით დაშვებული გამონაკლისისა.
2.9.2 ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისად.
2.9.3 ინფორმაცია მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი N9-ს შესაბამისად.
2.9.4 სერვის ცენტრ(ებ)ის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი რითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ანდა სარგებლობის უფლებით ფლობა).
2.9.5 ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ დანართი N7-ის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის (პრეისკურანტის) სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის-პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის-პრეისკურანტის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2.3 დაფინანსების წყარო: შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“-ს 2025 წლის სახსრები.
7.2.4 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განორციელდება ეტაპობრივად - ყოველ თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მომდევნო თვეში, მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა (დანართი N5) და საგადასახადო ანგარიშფაქტურის - ანგარიშსწორების მომენტში დღგ - ს გადამხდელის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
7.2.5 ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაცია (გარდა ელექტრონული დოკუმენტაციისა) მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“-ს ადმინისტრაციაში, შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N1, მესამე სართული, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ ცენტრალური ოფისი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გელა იაკობაშვილი, 577095553, gelaiakobashvili7@gmail.com ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონტაქტო პირი:შალვა დოღონაძე, ტელეფონი-577 976003
სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.4 ყველგან თუკი სადმე მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru