მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის შემდეგი სახის ადგილობრივი და
საერთაშორისო საფოსტო/საკურიერო მომსახურების გაწევა (დანართი N1-ით
განსაზღვრული სავარაუდო რაოდენობების შესაბამისად):
• საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) სტანდარტული და სასწრაფო
გზავნილების საფოსტო/საკურიერო მომსახურება;
• საერთაშორისო სტანდარტული და სასწრაფო გზავნილების საფოსტო და
საკურიერო მომსახურება;
• საქართველოს ტერიტორიაზე (ადგილობრივი) ამანათის გაგზავნა.
1. მიმწოდებლის წარმომადგენლის/კურიერის უფასო გამოძახება და კურიერის
მიერ გზავნილების ჩაბარება უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში 09:00-დან
17:00 საათამდე, (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ), შაბათს (საჭიროების
შემთხვევაში) 09:00-დან 14:00 საათამდე. სასწრაფო გზავნილის მისაღებად
მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება
შემსყიდველთან შეთანხმებული დროის განმავლობაში.
2. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის
წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს შემსყიდველის
მისამართიდან: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის N34, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
3. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა
სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა,
უნდა განხორციელდეს დანართი N2-ის (მომსახურების ხარჯთაღრიცხვა)
შესაბამისად.
4. შემსყიდველს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ინტერნეტ პორტალის
მეშვეობით გზავნილების კარიდან კარამდე ონლაინ ადევნოს თვალი ე. წ
„თრექინგით“, (საერთაშორისოს შემთხვევაში სატრანზიტო ქვეყნების
ჩათვლით); მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საფოსტო
გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება გზავნილის რეალურ დროში
ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის
განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა და
შემსყიდველი კომპანიისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა,
შესაბამისი დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე
ცალ-ცალკე; აღნიშნული სისტემით უნდა ხდებოდეს ადგილობრივი და
საერთაშორისო გზავნილების მოძრაობის ონლაინ რეჟიმში თვალყურის
დევნება და ნებისმიერი სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე
პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი; კურიერისთვის გზავნილის
გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული
დოკუმენტის მეშვეობით (რეესტრთან ერთად); გზავნილების ამოღება/წაშლა
შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების რეესტრის დახურვამდე; ყველა
განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის
ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს
ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა;
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შტრიხკოდის მასალით შეუფერხებელი და
უფასო მომარაგება.
6. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება
ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი,
ქალაქი/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტაქტო პირი და ტელეფონის
ნომერი).
7. გზავნილის ჩაბარების ვადა და პირობები:
7.1 გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის
რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ
მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული
პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის
მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის
არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის
პირს; გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების
დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. შემსყიდველის
მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის
გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის.
7.2 საერთაშორისო გზავნილის ჩაბარება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის
მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი
გზავნილი უნდა ჩაბარდეს გზავნილის ზედდებულზე მითითებულ მისამართზე
კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის
შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს.
გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების
დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა
პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა
მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო 2 (ორი)
სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის
შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს
შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და
შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნოს მას გზავნილი
(არაუმეტეს გზავნილის გაგზავნის ღირებულებით). ყოველი განმეორებით
(მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად გზავნილის
ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ. აღნიშნული ინფორმაციის
პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ.
8. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
9. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი
დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ,
რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
10. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში,
შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას
დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების
ღირებულების სრული ოდენობით.
11. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ამანათის დაზღვევა
შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან
დაზიანება).
12. შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ
მისამართზე გაგზავნილი გზავნილის გადამისამართება (გზავნილის უკან
დაბრუნებამდე) ხორციელდება იმავე ქალაქში/სოფელში/ტერიტორიულ
ერთეულში (საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება იმავე ქალაქში
ხორციელდება უფასოდ) უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი
უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს
ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შემსყიდველის მიერ მითითებული
მისამართისაგან განსხვავებულ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო
გზავნილის გადამისამართება ხორციელდება იმავე ქალაქში უფასოდ, ამ
შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია განახლებული მისამართი
მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
13. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი საჭირო შესაფუთი
მასალით შეუფერხებელი და უფასო მომარაგება (კონვერტის გარდა).
14. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს
წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე
წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას უნდა
ჰქონდეს საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც;
15. მიმწოდებელი უზრუნველყოფს კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით
პასუხისმგებელი პირის გამოყოფას, რომელიც განახორციელებს
შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას შესასყიდ მომსახურებასთან
დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების
ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული
ინფორმაციის მოწოდებას;
16. ყოველი თვის ბოლოს ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა
გაფორმდეს მიღება-ჩაბარების აქტი. აქტს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი
ცხრილი რეესტრების ნომრებით, რაოდენობით და თანხების მითითებით.
დანართში N1 (ტექნიკური დავალება) და დანართი N2-ში მოყვანილი სავარაუდო
რაოდენობები წლის განმავლობაში განისაზღვრება მოთხოვნის
შესაბამისად. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელი უნდა
იყოს გაუხარჯავი რაოდენობების გადატანა სხვა პოზიციებზე
ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულების გაზრდის გარეშე, რამაც არ
უნდა გამოიწვიოს მომსახურების განხორციელების შეზღუდვა.