Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Типографские услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #59983476)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The House of Justice
Номер конкурса: 59983476
Дата публикации: 17-12-2024
Сумма контракта: 109 500


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240025385
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.12.2024 17:32
Начало приема предложения 25.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 27.12.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 109`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79800000-Типографские услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79823000 - Услуги печати и доставки
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
სსიპ „იუსტიციის სახლის“ ქორწინების სახლებისათვის წიგნებისა „ვეფხისტყაოსანი" და ინგლისურენოვანი სამახსოვრო ბარათების ბეჭდვის მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок 4500 ცალი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“ და 1000 ცალი სამახსოვრო ბარათი
Шаг снижения цены 1`095.00 GEL
Размер гарантии 1`095 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam gogolidze :: 13.12.2024 09:04
  • Последнее исправление: mariam gogolidze :: 17.12.2024 17:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=607041&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „იუსტიციის სახლის“ ქორწინების სახლებისათვის წიგნებისა „ვეფხისტყაოსანი" და ინგლისურენოვანი სამახსოვრო ბარათების ბეჭდვის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

• 4500 ცალი - წიგნი „ვეფხისტყაოსანი“

მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს წიგნის მომზადება და დაბეჭდვა: ბეჭდვა უნდა მოხდეს მაღალი ხარისხით, ასევე უნდა მოხდეს დაკაბადონება და აკინძვა. წიგნის შიდა გვერდებში განსათავსებელი ტექსტი და ფოტო მასალა („აწყობილი დიზაინი“), ასევე წიგნის ჩასადებისა და წიგნის ნიმუში (დაბეჭდვამდე) უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის წარმომადგენლებთან (შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის მიერ წარდგენილი „აწყობილი დიზაინი“ შეითანხმოს არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ან დაუბრუნოს მიმწოდებელს შენიშვნებით). ტექსტის სიზუსტესა და კორექტულობაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

1. ყდის მახასიათებლები:
1.1 ყდის გარეკანი უნდა წარმოადგენდეს მუყაოზე გადაკრულ ფერად ნაბეჭდ ლამინირებულ ქაღალდს, ყუაში თერმოაქტიული ტყავით;
1.2 მუყაოზე გადასაკრავი ქაღალდი: 170 გრ. გლუვი ცარცი; ბეჭდვა 4/0; ერთ მხარეს გლუვი ლამინაციით;
1.3 მუყაოს სისქე 3 (±0.2) მმ-იანი;
1.4 თერმოაქტიული ტყავი: კრემისფერი (კონკრეტული ფერი შეთანხმდება შემსყიდველთან);
1.5 ყდის ბრენდირების (წარწერის) ფერი - ღია ყავისფერი C:40 M:45 Y: 50 K:28;
1.6 წიგნის ზომა: სიგანე 11,5 (±0.2) სმ, სიმაღლე 16,0 (±0.2) სმ;
1.7 ყდის წინა მხარეს განთავსებულია წარწერა „ვეფხისტყაოსანი“. შრიფტით - GeoKikabidze ზომა 40.5 pt - მარჯვენა ზედა და მარცხენა ზედა და ქვედა კუთხეებში ორნამენტები როგორც სურათზეა ნაჩვენები (იხ. წიგნის ნიმუში);
1.8 ყდის უკანა გვერდზე, შუაში და ქვემოთ დატანილი უნდა იყოს შემსყიდველის (სსგს-სა და იუსტიციის სამინისტროს ლოგო - ქართულ ენაზე. სსგს ლოგო სიგანე 34.5მმ სიგრძე 8,54 მმ იუსტიციის სამინისტროს ლოგო სიგანე 17.848 მმ სიმაღლე 6,514 მმ);
1.9 წიგნის ყუაზე განთავსებულია წარწერა „ვეფხისტყაოსანი“, შრიფტით GeoKikabidze; ზომა 28 pt;
1.10 ყდის დიზაინის სამუშაო ფაილს PDF ფორმატის სახით შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

2. ყდის შიდა გვერდები:
2.1 წინა და უკანა ყდების შიდა ორი გვერდი (ყდების შესამოსი მასალა) - ფორზაცი ბეჭდვის გარეშე, ქაღალდი მოყვითალო ფერის 160 გრ. აივორი.

3. სატიტულო ფურცელი (ცარცი):
3.1 სატიტულო ფურცლის პირველ გვერდზე უნდა განთავსდეს: შუაში მარჯვენა მხარეს წარწერა შრიფტით - GeoKikabidze „შოთა რუსთაველი“ ზომით 40 pt და მის ქვემოთ წარწერა „ვეფხისტყაოსანი“ ზომით 28 pt (სატიტულო ფურცლის პირველი გვერდის დიზაინის სამუშაო ფაილს PDF ფორმატის სახით შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში);
3.2 წიგნის ბოლო (400) გვერდზე განთავსებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: 1. გამომცემლობის შესახებ; 2. წიგნის ავტორის შესახებ; 3. ილუსტრაციების ავტორის შესახებ; 4. „ილუსტრაციები დაცულია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის ფოტო ფიქსაციის ლაბორატორიაში“; 5. დამკვეთი ორგანიზაციის შესახებ; 6. დიზაინერი სტამბა ISBN-ის შესახებ და 7. „ყველა უფლება დაცულია“.

4. წიგნის შიდა გვერდები:
4.1 გვერდების დანომრვა უნდა მოხდეს გვერდის შუაში, რომელიც უნდა დაიწყოს უშუალოდ „ვეფხისტყაოსნის“ დაწყებისას (პოემის ტექსტი დაწყების გვერდიდან);
4.2 შიდა გვერდებზე დასატანი ძირითადი ტექსტის (პოემის) შრიფტი, AZimediNusx (შრიფტის ფონტი გადაეცემა გამარჯვებულ პრეტენდენტს ხელშეკრულების გაფორმებისას); ზომა 9 pt, თითოეული თავის შრიფტის ზომა 12 pt;
4.3 შიდა გვერდების მასალა 115 გრ. ცარცი, გლუვი;
4.4 თითოეულ გვერდზე უნდა განთავსდეს არაუმეტეს 5 სტროფი;
4.5 წიგნის შიდა გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 400-ს;
4.6 პოემის სტროფები უნდა იყოს დანომრილი;
4.7 ილუსტრაციები უნდა შეესაბამებოდეს ტექსტს (სულ 12 ილუსტრაცია, რომლებიც მიმწოდებელს შემსყიდველი გადასცემს ხელშეკრულების დადებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერილი სახით TIFF ფორმატით);
4.8 სურათებისთვის ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი გვერდები;
4.9 წიგნის ბოლოს დატანილი იყოს სარჩევი;
4.10 აკინძვა ძაფზე + თერმული;
4.11 ბეჭდვა 4+4, რომელიც დაფარული იქნება დისპერსიული (დამცავი) ლაქით (დისპრესიული ლაქით უნდა დაიფაროს წიგნის ყველა ფურცელი);
4.12 შიგთავსის ბლოკის კიდეების ფოლგირება უნდა მოხდეს ოქროსფრად;
4.13 წიგნის სანიშნი უნდა იყოს ოქროსფერი ატლასი.

5. წიგნის ჩასადები:
5.1 ყუთი უნდა წარმოადგენდეს მუყაოზე გადაკრულ ფერად ნაბეჭდ ლამინირებულ ქაღალდს. მუყაო 3 (±0.2) მმ. მუყაოზე გადასაკრავი ქაღალდი: 170 გრ. გლუვი ცარცი; ბეჭდვით 4/0 (ფერადი, ცალმხრივი); ცალი მხრიდან გლუვი ლამინაციით 1/0;
მუყაოს შიდა მხარეს გადაკრული ქაღალდი: 191 გრ. სტიკერი, რომელიც დაფონილი იქნება კრემისფრად;
5.2 წიგნის ჩასადების ზომები: სიგანე 12,6 x სიმაღლე 17,5 სმ;
5.3 ყუთის წინა მხარეს განთავსებული უნდა იყოს წარწერა „ვეფხისტყაოსანი". შრიფტით - Geo Kikabidze; ზომა 40.5 pt;
5.4 ფერი: ყავისფერი: C40 M:45 Y:50 K: 28 წარწერის ფერი: ოქროსფერი C:0 M:20 Y:60 K:20.
5.5. ყუთის დიზაინის სამუშაო ფაილს PDF ფორმატის სახით შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს წიგნის „ვეფხისტყაოსანი“ ინდივიდუალური შეფუთვა ე.წ „დაცელოფნება“ ანუ თითო წიგნი, რომელიც იდება ყუთში გარედან უნდა იყოს შეფუთული ცელოფნით.

• 1000 ცალი - სამახსოვრო ბარათი (ინგლისურენოვანი)

მასალა - 300 გრ. ცარცი + ბარხატის ლამინაციით;
ბეჭდვა - ორმხრივი (4+4);
ზომა: სიგანე 14.5 სმ; სიმაღლე 10.5 სმ.
(იხ. სამახსოვრო ბარათის ნიმუში)

სამახსოვრო ბარათის წინა მხრის ფერი ყავისფერი კოდი: C40 M:45 Y:50 K: 28
წარწერის ფერი: C40 M:45 Y:50 K: 28
მისალოცის შიდა გვერდის ფერი კრემისებრი კოდი: C:5; M:1 Y:29 K:0

აუცილებელია მიმწოდებელმა, მიწოდების პირველ ეტაპამდე, შემსყიდველს წარუდგინოს წიგნის სასიგნალო ეგზემპლარი.

შენიშვნა: წიგნის ილუსტრაციების საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა ეკისრება შემსყიდველს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება შემდეგ მისამართებზე:
- ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1 - თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი;
- ქ. ხონი, მოსე ხონელის ქ. №40 - ხონის იუსტიციის სახლი.
1.5.2. საქონელი შეფუთული უნდა იყოს მიმწოდებლის შეხედულებისამებრ, რათა თავიდან იქნას აცილებული ტრანსპორტირებისას შესყიდვის ობიექტის დაზიანება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2020-2024 წლებში, აღნიშნული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში, უნდა გააჩნდეს ანალოგიური/მსგავსი ტიპის წიგნის ბეჭდვის გამოცდილება (მინიმუმ ერთი, 4000 ტირაჟიანი წიგნი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნული მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: დამკვეთსა და შემსრულებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების სახით ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ ფაქტს.
2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ მომსახურების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.
2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT და ა.შ ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1. პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT და ა.შ ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. არსებობის შემთხვევაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ და მისი იურიდიული რეკვიზიტები.
2.8.1.2. ქვეკონტრაქტორი სატენდერო წინადადების მიღების დამთავრების დღისთვის არ უნდა იყოს შეყვანილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შავ სიაში.

2.9 other additional requirements

ხელშეკრულების დადების შემდგომ, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შესყიდვის ობიექტის დამზადების ნებისმიერ ეტაპზე, დაუშვას შემსყიდველის წარმომადგენელი დამზადების პროცესის დაკვირვების (ინსპექტირებისთვის) მიზნით.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური მონაცემების ანალოგიური პარამეტრების წიგნი, რომელიც გამოცემული იქნება მისი ან/და ქვეკონტრაქტორის მიერ, რომლითაც შესყიდველს ექნება შესაძლებლობა დარწმუნდეს პრეტენდენტის ან/და ქვეკონტრაქტორის მიერ შესყიდვის ობიექტის დამზადების შესაძლებლობაში. აღნიშნულის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად პრეტენდენტი უფლებამოსილია წიგნის ცალკეული დეტალების (ყდა, ჩასადები, აკინძვა და სხვა) დამზადების შესაძლებლობა დაადასტუროს მისი ან/და ქვეკონტრაქტორის მიერ გამოცემული რამდენიმე წიგნით.
3.1.1.2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ.თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1 - თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას;

4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით, შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);

4.1.1.3.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ერთიანად/ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის ღირებულების შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე;
7.2.2. მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდება შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტების შესაბამისად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ გოგოლიძე, 598287850, mgogolidze@psh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტი, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით (წინადადების წარმოდგენა), სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

10.1.2. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას. ხელმოწერას არ საჭიროებს ფასების ცხრილი - დანართი N1, თუ იგი წარმოდგენილი იქნება Excel-ის ფორმატით;

10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება;

10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის - "კითხვა/პასუხი" მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru