Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Страховые и пенсионные услуги (Грузия - Тендер #59983464)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Personal Data Protection Service
Номер конкурса: 59983464
Дата публикации: 17-12-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240025354
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.12.2024 16:19
Начало приема предложения 23.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 25.12.2024 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 132.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 133`056.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 66500000-Страховые и пенсионные услуги
Коды классификатора
  • 66500000 - Страховые и пенсионные услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 1`331 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gvantsa sisoshvili :: 17.12.2024 11:45
  • Последнее исправление: gvantsa sisoshvili :: 17.12.2024 16:19
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=607609&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

1. დასაზღვევ პირთა რაოდენობა შეადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არაუმეტეს 100 თანამშრომელს.
2. ელექტრონული ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განსაზღვრულია მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სტანდარტული პაკეტით (დანართი N1) გათვალისწინებული დაზღვევის მომსახურების ღირებულებით, რის ანაზღაურებასაც უზრუნველყოფს შემსყიდველი, ხოლო ყველა სხვა სახის მომსახურება, რასაც მიიღებს თანამშრომელი ან/და თანამშრომლის ოჯახის წევრი, დაფინანსდება დაზღვეულის მიერ და მასზე შედგება დამატებითი მემორანდუმი ან შეთანხმება (აღნიშნულის მიუხედავად, პრეტენდენტმა სრულყოფილად უნდა შეავსოს მომსახურების ხარჯთაღრიცხვა და დანართები).
3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველს უფლება აქვს, გაზარდოს ან შეამციროს ზემოაღნიშნული თანამშრომლების რაოდენობა. ასევე, შემსყიდველი არ არის ვალდებული, სრულად უზრუნველყოს აღნიშნული რაოდენობის თანამშრომელთა დაზღვევა.
4. მიმწოდებელი ვალდებულია, თითოეული დამატებული პაკეტის (მათ შორის, საოჯახო პაკეტების) ღირებულება შეამციროს ელექტრონული ვაჭრობის შედეგად სტანდარტული პაკეტის ღირებულების შემცირების პროპორციულად.
5. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება მითითებულია საშემოსავლო გადასახადისა და დაგროვებითი საპენსიო შენატანის გარეშე.
6. სადაზღვევო მომსახურების პირობები და ინფორმაცია სადაზღვევო პაკეტების შესახებ ატვირთულია მიმაგრებული ფაილების სახით.
7. ყველა სახის პაკეტით განსაზღვრული ლიმიტები გაიცემა თითოეულ დაზღვეულზე ინდივიდუალურად, მიუხედავად ოჯახის წევრთა რაოდენობისა.
8. თანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პაკეტის სადაზღვევო შესატანის ყოველთვიური ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 132 ლარს, გაუმჯობესებული პაკეტის ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 170 ლარს.
9. პრეტენდენტმა როგორც გაუმჯობესებული, ისე სტანდარტული პაკეტის შემთხვევაში ოჯახის ერთი წევრის დამატებისას პრემია უნდა გამოითვალოს პაკეტის სადაზღვევო პრემიის ღირებულების 2-ზე გამრავლებით, ხოლო ოჯახის მეტი წევრის დამატების შემთხვევაში - პაკეტის ღირებულების 3.2-ზე გამრავლებით.
10. ახალი თანამშრომლის ან/და მათი ოჯახის წევრების დამატება შესაძლებელი უნდა იყოს დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში, ახალი სადაზღვევო თვის დაწყებამდე 3 დღით ადრე მონაცემების მოწოდების საფუძველზე. თანაგადახდის პროცენტული მაჩვენებელია რჩება უცვლელი, ხოლო სადაზღვევო ლიმიტი მცირდება ვადის და გადახდილი სადაზღვევო პრემიის ოდენობის პროპორციულად, მე-3 თვიდან.
11. თანამშრომლის ოჯახის წევრების (მეუღლე (ასაკის შეუზღუდავად) და შვილები/გერები 25 წლამდე) შესაძლებელი უნდა იყოს დაზღვევის ნებისმიერ ეტაპზე, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ დანიშნული თანამშრომლ(ებ)ის შემთხვევაში - თანამშრომლის დაზღვევიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
12. თანამშრომლის მიერ არჩეული პაკეტის გაუმჯობესება/გაუარესება შესაძლებელი უნდა იყოს ერთჯერადად, პაკეტის არჩევიდან 1 თვის განმავლობაში.
13. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, სადაზღვევო მომსახურება გათავისუფლებულ თანამშრომელზე და ოჯახის წევრებზე (არსებობის შემთხვევაში) გაუქმდება შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს.
14. ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის პირობები უნდა ვრცელდებოდეს ყველა თანამშრომელზე (ასაკის შეუზღუდავად).
15. საოჯახო პაკეტით ეზღვევა მეუღლე (ასაკის შეუზღუდავად) და შვილები/გერები 18 წლამდე, რაოდენობის შეუზღუდავად. თვრამეტიდან ოცდახუთ წლამდე შვილების დაზღვევა შესაძლებელია ინდივიდუალური პრემიის გადახდის საფუძველზე.
16. თანამშრომლის შვილს/გერს, რომელსაც სადაზღვევო პაკეტში მითითებული ზღვრული ასაკი სადაზღვევო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ შეუსრულდება, სადაზღვევო მომსახურება უნარჩუნდება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.


აუცილებელი მოთხოვნა:
- მიმწოდებელმა პროვაიდერი დაწესებულებების შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.
- მიმწოდებელმა დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული დამატებითი ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად.
- მზღვევლს უნდა ჰყავდეს საერთაშორისო ასისტანსი პარტნიორად, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ფარგლებს მიღმა აღნიშნულ სერვისების უფასოდ მიწოდებას დაზღვეულისთვის.
ინფორმაცია პარტნიორის შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს წინადადებასთან ერთად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა), ასევე, საზღვარგარეთ, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში ატივრთული პირობების შესაბამისად.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

მზღვეველი უნდა ფლობდეს მობილურ აპლიკაციას და ელექტრონულ პორტალს, საიდანაც შესაძლებელი იქნება:
• ყველა პროვაიდერ კლინიკაში საგარანტიო წერილის მოთხოვნის და გადაგზავნის შესაძლებლობა.
• ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა.
• ყველა პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში ელექტრონული მიმართვის მოთხოვნის გაკეთება და სმს კოდით საგარანტიო წერილი მიღების შესაძლებლობა.
• საოპერაციო საგარანტიო მიმართვის მოთხოვნის გაკეთება/მიმართვის საგარანტიო წერილის მიღება.
• პროფილაქტიკურ კვლევებზე მოთხოვნის გაკეთების შესაძლებლობა/მიმართვის მიღება.
პრეტენდენტის მიერ ყველა ჩამოთვლილ სერვისზე უნდა იყოს წარმოდგენილი აღნიშნული სერვისების ოფციის მიღების შესაძლებლობის მტკიცებულება/ ინსტრუქცია.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დაზღვევის შესაბამისი სახეობების განხორციელების ლიცენზიები.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია პროვაიდერი დაწესებულებების შესახებ, მისამართების და სამედიცინო საქმიანობის პროფილის მითითებით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში ატვირთული დაფარვის ადგილების შესაბამისად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
7.2.2 სადაზღვევო პრემიის გადახდა მოხდება თანამშრომლების ფაქტობრივი რაოდენობის მიხედვით, ხოლო ის თანამშრომლები, რომლებსაც შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები, მათი პრემიის გადახდა ურთიერთშედარების შემდგომ დაითვლება იმ დღეების მიხედვით, რომელ საანგარიშო პერიოდშიც მოქმედებდა შრომითი ხელშეკრულება.
7.2.3 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება მითითებულია საშემოსავლო გადასახადისა და დაგროვებითი საპენსიო შენატანის გარეშე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გვანცა სისოშვილი, 595331403, gsisoshvili@pdps.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ პრესკურანტზე სავალდებულოა უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან განუფასებელის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას.
10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.6 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება, წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.8 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის - "კითხვა/პასუხის" მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, ნ.ვაჩნაძის N7.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru