Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #59983441)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Mental Health and Drug Addiction Prevention Centre"
Номер конкурса: 59983441
Дата публикации: 17-12-2024
Сумма контракта: 19 180


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240025338
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.12.2024 15:26
Начало приема предложения 23.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 25.12.2024 12:30
Предполагаемая цена закупки 19`180.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64110000 - Почтовые услуги
Срок подачи ეტაპობრივად, 2025 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 350.00 GEL
Размер гарантии 192 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nana goginashvili :: 13.12.2024 15:24
  • Последнее исправление: nana goginashvili :: 17.12.2024 15:26
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=607212&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია 2025 წლის ფარგლებში, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისთვის" საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესყიდვა 1.2 და 1.3 პუნქტებით განსაზღვრულის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისთვის" ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე , ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე.

საფოსტო და საკურიერო მომსახურება მოიცავს:
სტანდარტულ ადგილობრივ გზავნილებს (საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ქალაქში და დასახლებულ პუნქტში);

სტანდარტული საერთაშორისო გზავნილების გაგზავნას (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით);

გზავნილი გულისხმობს: სხვადახვა წონის და ზომის დოკუმენტს ე.წ. წერილობითი ფოსტას და საჭიროების შემთხვევაში სხვადახვა წონის და ზომის ამანათს.

მომსახურება გაწეულ უნდა იქნას შემდეგი პირობებით/მახასიათებლებით:
1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წერილობითი ფოსტისა და ამანათის იმდაგვარი ტრანსპორტირება (საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში შეფუთვაც), რომ დაიცვას ისდაზიანებისგან.

2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მისამართებიდან (ზუსტი მისამართები მიწოდებული იქნება, შემსყიდველის მიერ) გზავნილების გატანა სამუშაო დღეებში 10:00-დან 17:00 საათამდე (საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ).

3. საფოსტო გზავნილების გადაცემა მიმწოდებლის წარმომადგენელისთვის/კურიერისთვის უნდა მოხდეს შემსყიდველის მიერ მიწოდებული მისამართებიდან.

4. სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის,
ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა, უნდა განხორციელდეს დანართი N1-ის (ფასთა ცხრილის) შესაბამისად.

5. გზავნილის ჩაბარების ვადა და პირობები:
5.1. საქართველოს ტერიტორიაზე სტანდარტული საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში (ქ. თბილისის ფარგლებში ან თუ ადრესატი და გამგზავნი ერთი და იგივე ქალაქშია) - მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს.

5.2. საქართველოს ტერიტორიაზე სტანდარტული საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში (ქ. თბილისის ფარგლებს გარეთ და თუ ადრესატი და გამგზავნი ერთი და იგივე ქალაქში არ არის) - მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს, ხოლო მაღალმთიან რეგიონში არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის კურიერზე გადაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს).



5.3. საერთაშორისო სტანდარტული საფოსტო და საკურიერო მომსახურების შემთხვევაში მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუგვიანეს 7-20 სამუშაო დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ადრესატს (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის კურიერზე გადაცემიდან მომდევნო სამუშაო დღიდან).

5.4. ადგილობრივი გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის; თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და სერვისცენტრში გზავნილის დაყოვნების დრო (არაუმეტს 5 დღე). აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა ადრესატის მიერ გზავნილის მიღება, მიმწოდებელმა 10 სამუშაო დღის ვადაში უფასოდ უნდა განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.

5.5. საერთაშორისო გზავნილის ჩაბარება ხორციელდება შემსყიდველის მიერ გზავნილის ზედდებულზე მითითებულ მისამართზე, ხოლო იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს გზავნილის ზედდებულზე მითითებულ მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით და პირადი ნომრის მითითებით. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის; თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. ჩაუბარებელი გზავნილი მიმღები ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციაში გზავნილის დაყოვნების ვადის გასვლის შემდგომ დაუბრუნდეს შემსყიდველს (არაუმეტეს გზავნილის გაგზავნის ღირებულებით).

6. მიმწოდებელს შემსყიდველისაგან გზავნილები მიეწოდება ადრესატზე ჩასაბარებლად საჭირო ყველა ინფორმაციით (ადრესატი, ქალაქი/რეგიონი, ადრესატის სრულყოფილი მისამართი).

7. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ამანათის დაზღვევა შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან დაზიანება).

8. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.

9. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.

10. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.

11. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი მუდმივად უზრუნველყოს წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც.

12. ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვამდე მიმწოდებლმა შემსყიდველს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია წინა თვის გაწეული მომსახურების შესახებ.

13. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით პასუხისმგებელი პირ(ებ)ის გამოყოფა, რომელიც განახორციელებს შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას გასაწევი მომსახურების ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

14. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყოფა, რომელზეც შემსყიდველის მხრიდან შესული შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად და წარმოშობს მიმწოდებლისთვის შეტყობინებაში ასახული მოთხოვნის შესრულების ვალდებულებას. შემსყიდველის მხრიდან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობნიების გაგზავნა ჩაითვლება შეტყობინების მიღებად და ვადის ათვლა დაიწყება შეტყობინების გაგზავნისთანავე.

15. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, შემსყიდველისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება, ინსტალაცია და პირველადი გაშვება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისათვის შესაძლებელი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება, გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის, სტატუსის და მიმწოდებლის მიერ გაგზავნილი საფოსტო გზავნილების რაოდენობის ნახვა გზავნილების სახეობების შესაბამისად, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი. ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა.

16. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის შემსყიდველი ორგანიზაციისათვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა.

17. ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე პროგრამული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ხარვეზის შესახებ შეტყობინების დაფიქსირება უნდა მოხდეს ელექტრონული ფოსტის, მიმწოდებლის პორტალის ან/და სატელეფონო კომუნიკაციის საშულებით. ხარვეზის აღმოფხვრა უნდა დაიწყოს შემსყიდველის მიერ შეტყობინების დაფიქსირებისთანავე და დასრულდეს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

18. პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ინფორმაციაზე წვდომა უნდა გააჩნდეს მხოლოდ შემსყიდველ და მიმწოდებელ ორგანიზაციებს. შესაძლებელი უნდა იყოს პროგრამულ უზრუნველყოფაში დაგენერირებული ინფორმაციის ექსპორტი excel-ის ფაილში.

19. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში. ტექნიკური მხარდაჭერის დრო უნდა მოიცავდეს სამუშაო დღეებს 10:00-დან 18:00 საათამდე. სამუშაო დღეები მოიცავს ყველა დღეს, გარდა შაბათ-კვირისა და სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეებისა. ტექნიკური მხარდაჭერა მოიცავს შემდეგ გასაწევ მომსახურებას:

19.1 სატელეფონო მხარდაჭერა;
პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნებისმიერი კატეგორიისა და სირთულის, პრობლემების აღმოფხვრა.

19.2. მიმწოდებელმა, პროგრამული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით და ტექნიკური მხარდაჭერის განსახორციელებლად, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საკონტაქტო პირ(ებ)ის გამოყოფა მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში.

22. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გზავნილისთვის უნიკალური კოდის ან/და შტრიხკოდის მინიჭება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი იქნება გზავნილის მოძებნა ზემოაღნიშნულ პროგრამაში. აღნიშნულის შესახებ შემსყიდველს ეცნობოს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. მიმწოდებელთან შეთანხმებით,ერთეულის ფასის ცვლილების გარეშე, შესაძლებელია მოხდეს რაოდენობების გადათამაშება ფაქტიური საჭიროების გათავლისწინებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადა - ეტაპობრივად, 2025 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5..1. მომსახურების გაწევის ფორმა განისაზღვრება 1.2 პუნქტის შესაბამისად.

1.5.2.2. მომსახურების გაწევის ლოკაციებია:
1. ფჯდნპ ცენტრი სტაციონარული და ამბულატორიული განყოფილებები. მის:
ქავთარაძის ჩიხი № 2 (21ა) ,
2. განყოფილება #1 --თბილისი ნინოშვილის ქ.N60/კონსტიტუციის ქ.11,
3. განყოფილება N2 - თბილისი ქავთარაძის ჩიხი 2,
4. განყოფილება N3, თელავი აღმაშენებლის ქუჩა 76.
5.. განყოფილება N4, ოზურგეთი 26 მაისის ქუჩა #1 ა;
6. განყოფილება N5 ფოთი - ლოლუას ქ.N8,
7. განყოფილება N6 ქუთაისის განყოფილება, დუმბაძის 59ა/ავტომშენებლის ქუჩა 52,
8. განყოფილება N7 თბილისი ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი 18/20;
9. განყოფილება N8 თბილისი ოსიპ მადესტამის ქუჩა 2ა;
10. განყოფილება N9 თბილისი გლდანი ა მ/რ კორპ.70 მიმდებარე ;
11..განყოფილბა N10 თბილისი ქსნის ქ. N4;
12..განყოფილება N11 ზუგდიდი სოფელი ნაწულუკო, ქუჩა #3, ფსიქიატრიის განყოფილება - გამარჯვების ქუჩა #5;
13. განყოფილება N15 ქობულეთი თავისუფლების ქუჩა #23;
14. განყოფილება N16 თბილისი, ლევან ჩარკვიანის 10;
15. განყოფილება N17 გორი ანწუხელიძის N1;
16.განყოფილება N18 ბათუმი ნ. ჯაყელის N44 ;
17.განყოფილება N6-კაბინეტი ზესტაფონი 9 აპრილის ქუჩა #4 ;
18. განყოფილება N17-კაბინეტი ბორჯომი - ბორჯომის სადგური;
19. ისნის განყოფილება თბილისი ლობჟანიძის ქ.N1,
20. ქუთაისი ფსიქიატრია და ამბულატორია ქუთაისი ჩხობაძის #20,
21.განყოფილება საჩხერე მის: საჩხერე გომართელის 17.

3.მომსახურების გაწევის ადგილები (გზავნილების წაღება/მიტანა) უნდა განხორციელდეს 1.5.2.2. პუნქტით განსაზღვრულ მისამართებზე, იმ შემთხვევაში,თუ მოხდა არსებულის განყოფილების მისამართის ცვლილება და/ან ახალი განყოფილების დამატება, მომსახურება უნდა მოხდეს ახალ მისამართზე დაფიქსირებული ფასების ცვლილების გარეშე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

მოთხოვნა კომპანიის მიმართ: მიმწოდებელ კომპანიას ბოლო წლების 2020-2021-2022 -2023-2024, განმავლობაში (მისაღებია ერთ ერთ წელს არსებული გამოცდილებაც) უნდა გააჩნდეს საფოსტო/საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება ამ წლების განმავლობაში ჯამურად არანაკლებ 5000 ლარის შესრულებით.

2.9 other additional requirements

2.9.1.
მომსახურების გაწევის ადგილები (გზავნილების წაღება/მიტანა) უნდა განხორციელდეს 1.5.2.2-ით განსაზღვრულ მისამრთებზე.

2.9.2. ტექნიკური დოკუმენტაციის სახით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს :
1. ხარჯთაღრიცხვა (შემოთავზებული ფასი არ უნდა აღემატებოდეს ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებულ ერთეულის ზღვრულ ფასს);
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.
3. პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით და/ან კვალიფიციური შტამპით. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია დამოწმებულია პრეტენდენტის მინდობილი პირის მიერ, წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია, დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით. დასკვნას თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის 20%-ით მეტი ფასის კლების შემთხვევაში,დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2025 წლის სახსრებით, ყოველთვიურად, საანგარიშო თვის შემდეგ თვეში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2025 წლის საკუთარი შემოსავლების სახსრებით, ყოველთვიურად, საანგარიშო თვის შემდეგ თვეში, საანგარიშო თვეში ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, 7.2 პუნქტის განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირინე ყარაულაშვილი, 595031183, irina.karaulashvili@gmail.com ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.
10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევბში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით.
10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.8. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

17-12-2024 Услуги по очистке и санации.

17-12-2024 Отделочные строительные работы.

17-12-2024 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

17-12-2024 Очистные и санитарные услуги в городской или сельской местности и сопутствующие услуги.

17-12-2024 Услуги в области бухгалтерского учета, аудита и налогообложения.

17-12-2024 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru