1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და
ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის
შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების
ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა
დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი (გამონაკლისს
წარმოადგენს, როდესაც წარმოდგენილია ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი");
2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე
შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს
სატენდერო კომისია;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული
დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი
შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური
ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4
პუნქტების საფუძველზე, ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან
ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს
კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ
არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეტენდენტმა
სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის
გაცემული მინდობილობა;
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული
წინადადება;
5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა
იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის
ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის
გათვალისწინებით;
6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა
დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარებში;
7. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც
მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო
ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება
„მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით
განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი
მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის
მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.
8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: ინოვაციური ერთობლივი
სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული
ქცევის ჩამოსაყალიბებლად“, 2025 წლის საგრანტო სახსრები N3086.
9. შემსყიდველის მიერ, შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ატვირთულ ქართულენოვან და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის სხვაობის
შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უპირატესობა ენიჭება
ქართულენოვან ტექსტს.
10. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ასატვირთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
ა) ფასების ცხრილი - დანართი N2 (PDF ფორმატის ფაილი);
ბ) პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის
გზით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური
დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი
პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: data sheet);
ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს
ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ გვერდის ბმული
,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს
ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის
ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის
მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის
ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება
ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური
პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის (უცხოენოვან
დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული
თარგმანი);
გ) წყლის ზედაპირიდან ნარჩენების შემგროვებელი დრონის მწარმოებელს
უნდა გააჩნდეს ანალოგიური/მსგავსი ტიპის შესყიდვის ობიექტის (წყლის
ზედაპირიდან ნარჩენების შემგროვებელი დრონი) წარმოების არანაკლებ 3
(სამი) წლიანი გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად, შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემის საშუალებით წარმოდგენილ უნდა იქნას
მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული წერილი არანაკლებ 3 (სამი)
წლიანი გამოცდილების შესახებ ან/და მწარმოებლის ოფიციალური
ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება
საშუალება მოიძიოს ინფორმაცია მწარმოებლის გამოცდილების შესახებ
(უცხოენოვან დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული
ქართული თარგმანი);
დ) წყლის ზედაპირიდან ნარჩენების შემგროვებელი დრონის მწარმოებელს
უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული დრონის OECD წევრ ქვეყნებში (არანაკლებ
ერთი OECD წევრ ქვეყანაში მაინც) გაყიდვის გამოცდილება. აღნიშნულის
დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას შესყიდვის ობიექტის
მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული წერილი სადაც მითითებული
იქნება იმ ქვეყნ(ებ)ისა და დაწესებულებ(ებ)ის/ორგანიზაცი(ებ)ის
ჩამონათვალი, რომლებისთვისაც მიწოდებული იქნა პრეტენდენტის მიერ
შემოთავაზებული ნარჩენების შემგროვებელი დრონი. აგრეთვე წარმოდგენილ
უნდა იქნას OECD წევრ ქვეყანაში ოპერირებადი არანაკლებ 1 (ერთი)
დაწესებულების/ორგანიზაციის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი
შემოთავაზებულ წყლის ზედაპირიდან ნარჩენების შემგროვებელ დრონზე,
რომელიც უნდა მოიცავდეს - დაწესებულების/ორგანიზაციის დასახელებას, თუ
ვისგან არის რეკომენდაცია გაცემული, მწარმოებლის დასახელებას (ვისზეც
გაიცა რეკომენდაცია). ამასთან, წერილში უნდა იკვეთებოდეს დადებითი
რეკომენდაცია და ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ
(უცხოენოვან დოკუმენტაციას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული
ქართული თარგმანი).
1. All documents and/or information related to the electronic tender must be submitted in their original form (or a notarized copy, if applicable) in the Georgian language. If any
documents and/or information are submitted in a foreign language, they must be accompanied by a notarized Georgian translation, except when a link to a website is provided
("link").
2. In the event of a dispute between a foreign-language document and its Georgian translation, the tender commission will decide on the issue of priority.
3. Documents and/or information uploaded to the Unified Electronic System of State Procurement must be electronically signed by an authorized person or certified with a qualified
electronic stamp, in accordance with the requirements of the legislation. Specifically, the bidder is required, under paragraphs 3 and 4 of Article 3 of the Law of Georgia "On
Electronic Documents and Electronic Trustworthy Services", to apply a qualified electronic signature to electronic documents uploaded to the Unified Electronic System of State
Procurement and/or certify these documents with a qualified electronic stamp (refer to the State Procurement Agency Recommendations). If the signatory is not authorized to represent the
bidder, a power of attorney for the signatory must be submitted in the system.
4. The bidder is not permitted to submit an alternative proposal.
5. The total and unit price in the tender proposal must reflect the amount provided for by the legislation of Georgia, taking into account all costs and taxes related to the delivery of
the procurement item.
6. The total and unit price in the tender proposal must be submitted only in the national currency of Georgia (GEL).
7. In the description of the procurement item in the tender documentation, where a trademark, patent, model, source of origin, or manufacturer (if applicable) is specified, the terms
"similar" or "equivalent" are implied/intended. Additionally, the parameters specified in the tender documentation represent the minimum requirements set by the purchaser, which the
bidder’s tender proposal must meet.
8. Source of funding for the state procurement: "Innovative Joint Training to Develop Environmentally Friendly Behavior of Communities Living in the Black Sea Basin," 2025 Grant Funds,
N3086.
9. In the event of any discrepancy between the Georgian and English texts uploaded by the purchaser to the Unified Electronic Procurement System (if applicable), the Georgian text shall
prevail.
10. Information/documentation to be uploaded by the bidder to the Unified Electronic Procurement System:
a) Price table - Annex N2 (PDF format file);
b) The bidder must submit technical documentation for the proposed goods by uploading it to the unified electronic procurement system. This documentation should confirm that the
parameters requested by the purchaser are met by the proposed product (e.g., data sheet). And/or, the bidder must provide an “electronic link” of the manufacturers official website
in the tender proposal, through which the purchaser can access information to verify the compliance of the proposed goods with the technical requirements of the tender documentation.
And/or, the bidder may submit technical documentation for the proposed goods, signed by the manufacturer, which will allow the purchaser to determine whether the goods meet the
technical specifications outlined in the tender documentation (Any foreign-language documentation must be accompanied by a notarized Georgian translation);
c) The manufacturer of the water surface waste collection drone must have at least 3 (three) years of experience in the production of a similar or comparable procurement item (water
surface waste collection drone). To confirm this, a letter signed by the manufacturer must be submitted, indicating at least 3 (three) years of experience and/or a “link” to the
manufacturer’s official website, through the Unified Electronic Procurement System. The purchaser will be able to verify the manufacturers experience based on the information provided
(Any foreign-language documentation must be accompanied by a notarized Georgian translation);
d) The manufacturer of the water surface waste collection drone must have experience in selling the proposed drone in OECD member countries (at least in one OECD member country). To
confirm this, a letter signed by the manufacturer of the procurement item must be submitted, listing the countries and institutions/organization to which the proposed waste collection
drone has been delivered. Additionally, a letter of recommendation issued by at least one institution/organization operating in an OECD member country for the proposed water surface
waste collection drone must be provided. This letter must include: the name of the institution/organization that issued the recommendation, and the name of the manufacturer for whom the
recommendation is issued. The letter must also contain a positive recommendation and be signed by an authorized person (Any foreign-language documentation must be accompanied by a
notarized Georgian translation).