სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“–ს „საქართველოში
აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და
მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო
პროგრამის ფარგლებში მიკროსკოპების შესყიდვა.
ბინოკულარული და ტრინოკულარული ლაბორატორიული მიკროსკოპი
(აქსესუარებით).
ძირითადი მოლოდინები:
"მიკროსკოპი სამედიცინო და ბიოლოგიური კვლევისთვის, ის განკუთვნილი
უნდა იყოს სამედიცინო ლაბორატორიებში გამოსაყენებლად (მაგალითად:
ბიოლოგია - პარაზიტოლოგია, ბაქტერიოლოგია /მიკრობიოლოგია /ფუნგინებზე
კვლევა, ციტოლოგია, ჰისტოლოგია, ფარმაცევტული ქიმია, კვლევითი
ინსტიტუტები, უნივერსიტეტები და ა.შ.);
მოწყობილობა უნდა იყოს თანამედროვე, ახალი და სრულად უნდა
შეესაბამებოდეს კლინიკური დიაგნოსტიკისა და მიკრობიოლოგიის
ლაბორატორიულ მოთხოვნებს
მახასიათებლები და თავისებურებები:
ბინოკულარული და ტრინოკულარული ლაბორატორიული მიკროსკოპი,
შუქდიოდური (LED) სინათლის წყაროთი, ელემენტით /აკუმულატორით /ბატარეით
მომუშავე.
ბაზისური კომპლექტ(ებ)ში უნდა შედიოდეს ფართო ხედვის /ფართო დამზერის
კუთხის ოკულარები საორიენტ. WF10x/18 ან უკეთესი, მაღალი ხარისხის Plan-Achromatic
კლასის ობიექტივ(ებ)ი 4x, 10x, 40x, 100x (MI), იმერსიული ზეთი, კვების კაბელი, ჩასადები
ჩიხოლი /შალითა
ტექნიკური მონაცემები/პასპორტის მონაცემები:
1) ბინოკულარული LED მიკროსკოპი - 1 ნაკრები:
დასამზერი /მიკროსკოპის თავი: ბინოკულარული;
კომპენსაციის გარეშე;
როტაცია 360°-ით;
დახრილობა 30°-იანი
ოკულარ(ებ)ი: ფართო კუთხოვანი /Widefield, 10x/18 mm ან უკეთესი;
ობიექტივ(ებ)ი: მაღალი ხარისხის, პლან-აქრომატული /Plan-achromatic ან მსგავსი
ტექნოლოგია; 4x, 10x, 40x, 100x; (ზეთის იმერსია /ჩაყურსვა); 40, 100x (/spring loaded) /ჯერადი ან
მსგავსი
მიკროსკოპის რევოლვერი: 5 პოზიციური რევერსული;
მიკროსკოპის /საკვლევი დაფა /Stage: მექანიკური;
ზომა: საორიენტ. 125 x 135 მმ ან უკეთესი;
დიაპაზონი: საორიენტ. 35 x 75 მმ ან უკეთესი
ფოკუსირების სისტემა:
ბიჯის კოაქსიალური გადაცემა /ზუსტი ფოკუსირების დაყენების
რეგულირებადი სახელურით და აწევის - ფიქსირების-გაჩერების სახელურით
კონდენსორი: მაგ.: Abbe condenser 1.25 N.A. და/ან მსგავსი;
რეგულირებადი;
სიმაღლის რეგულირებით;
ფილტრის დამჭერით
სინათლის წყარო: საორიენტ. 6V/20W, ჰალოგენი ან უკეთესი;
რეგულირებადი სიკაშკაშე;
მაგ.: კოჰლერის განათება და/ან მსგავსი
მიკროსკოპზე ნიმუშის ზომების განსაზღვრის საშუალებები და
კალიბრაციის აქსესუარები (მათ შორის საკალიბრაციო და მიკროსკოპში
მცირე ზომების გასაზომი ნაკრებები და სხვ.) - 3 ნაკრები:
ნიმუშების მიკროსკოპით გასაზომად საჭიროა როგორც საზომი ოკულარი
/გასაზომი მასშტაბით - შკალით (ე.წ. ""გრატიკული"" და/ან ზოგჯერ ""რეტიკული"")
ასევე სასაგნე მიკრომეტრი, რომელიც წარმოადგენს მიკროსკოპის სლაიდს
გასაზომი მასშტაბით - შკალით, რომელსაც აქვს რეალური მასშტაბი ან
ზედაპირზე ამოტვიფრული შკალები /გასაზომი მასშტაბები (მაგ.: ვიზუალური
გაფორმება შესაძლებელია იყოს განსხვავებული - მიკრომეტრი გასაზომი
სლაიდი (დიდი დაშტრიხული ციფრ(ებ)ი /ნომერ(ებ)ი და სხვ.), ოკულარი გასაზომი
(მცირე დაშტრიხვა ციფრ(ებ)ი /ფიგურ(ებ)ი) და სხვ.);
ამდენად, ნიმუშის გაზომვების გასაკეთებლად საჭიროა კომპლექტი
/მოითხოვება სულ მცირე:
საზომი ოკულარი (კომპლექტაციაში შედის დასამზერი ბადე - ""გრატიკული""
და/ან ""რეტიკული"") და სასაგნე დაფის მიკრომეტრი /სლაიდი: (მაგ.: სასაგნე
მიკრომეტრი ფაქტობრივად არის ძალიან ზუსტად ამოტვიფრული სახაზავი
მიკროსკოპის სლაიდის ცენტრში.
ჩვეულებრივ მასშტაბი არის 1 მმ დაყოფილი 100 ნაწილად ან 1 სმ დაყოფილი 1000
ნაწილად); (ე.ი. საკალიბრაციო და მიკროსკოპში მცირე ზომების გასაზომი
ნაკრებები (მათ შორის: მიკრომეტრ(ებ)ი და სლაიდები და ა.შ.; ცალ-ცალკე ყველა
მიკროსკოპისათვის; სულ:1+1+1)
2) ტრინოკულარული LED მიკროსკოპი - 2 ნაკრები:
დასამზერი /მიკროსკოპის თავი: ტრინოკულარული; კომპენსაციის გარეშე;
როტაცია 360°-ით; დახრილობა 30°-იანი;
სურათის გადაღების მოწყობილობა /ფოტოგადაღების თავაკით ტრინოკულარზე
დასამაგრებელი, მათ შორის სპეციალური ადაპტერი ტრინოკულართან
მუშაობისათვის;
ციფრული კამერა /პროგრამული უზრუნველყოფა ადაპტერით (USB 2/3 /HDMI), საორიენტ. 10
მეგაპიქსელი ან უკეთესი; ციფრული კამერის კომპიუტერთან დაკავშირების
უზრუნველყოფა /პროგრამული უზრუნველყოფა /გადამყვნი - ადაპრეტი;
ოკულარი: ფართო კუთხოვანი /Widefield, 10x / 18 mm ან უკეთესი;
ობიექტივ(ებ)ი: მაღალი ხარისხის, პლან-აქრომატული /Plan-achromatic ან მსგავსი
ტექნოლოგია; 4x, 10x, 40x, 100x; (ზეთის იმერსია /ჩაყურსვა); 40, 100x (/spring loaded) /ჯერადი;
მიკროსკოპის რევოლვერი /ობიექტივ(ებ)ის სამაგრი ბუდე: 5 პოზიციური
რევერსული;
მიკროსკოპის /საკვლევი დაფა /Stage: მექანიკური;
ზომა: საორიენტ. 125 x 135 მმ ან უკეთესი;
დიაპაზონი: საორიენტ. 35 x 75 მმ ან უკეთესი
ფოკუსირების სისტემა: ბიჯის კოაქსიალური გადაცემა /ზუსტი ფოკუსირების
დაყენების რეგულირებადი სახელურით და აწევის - ფიქსირების-გაჩერების
სახელურით;
კონდენსორი: მაგ.: Abbe condenser 1.25 N.A. და/ან მსგავსი;
რეგულირებადი;
სიმაღლის რეგულირებით;
ფილტრის დამჭერით
სინათლის წყარო: საორიენტ. 6V/20W, ჰალოგენი ან უკეთესი; რეგულირებადი
სიკაშკაშე; მაგ.: კოჰლერის განათება და/ან მსგავსი
სერთიფიკატები თითოეული მიკროსკოპისთვის:
აქსესუარები:
ყველა სამონტაჟო მასალა ინსტალაციისთვის და მასალები სათანადო
გამოყენებისთვის
მიწოდების ყველა საჭირო მასალა და სახარჯო მასალა
მაგ.:
ფილტრების ნაკრები (1+1+1);
სატრანსპორტო ყუთი (1+1+1);
მარტივი აქრომატული ფაზის კონტრასტის ნაკრები (1+1+1),
ციფრული კამერა (1+1),
იმერსიული ზეთი (1+1+1)
და ა.შ.; ცალ-ცალკე ყველა მიკროსკოპისათვის)
საკალიბრაციო და მიკროსკოპში მცირე ზომების გასაზომი ნაკრებები (მათ
შორის:
მიკრომეტრ(ებ)ი და სლაიდები და ა.შ.; ცალ-ცალკე ყველა მიკროსკოპისათვის;
სულ:1+1+1);
ციფრული კამერა /პროგრამული უზრუნველყოფა ადაპტერით (USB 2/3 /HDMI) და ა.შ.;
ცალ-ცალკე მიკროსკოპისათვის; სულ: 1+1)
აქსესუარები, რომლებიც უნდა შეიცავდეს:
ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო
/ინსტრუქცია
ყველა პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს ორიგინალური და ოფიციალურად
ლიცენზირებული ბენეფიციარისთვის, დამატებითი
გადასახადების/გამოწერების გარეშე, რაც საჭიროა მოწყობილობისა და
დიაგნოსტიკური სამუშაო სადგურის სიცოცხლის ციკლის განმავლობაში
მუშაობისთვის.
ყველა მასალა და მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ტესტებისა და
დამოწმებების ჩასატარებლად, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს
ინსტალაციის დროს
ინტერფეისის ენა და სახელმძღვანელოები - ინგლისურ ენაზე
სამონტაჟო მომსახურება:
ინსტალაცია და მონტაჟი: დიახ;
(შეთავაზების ფასი უნდა მოიცავდეს ინსტალაციას)
გარანტია:
საგარანტიო პერიოდი - ინსტალაციის დასრულებიდან 24 თვე
საგარანტიო პირობები მოიცავს ნაწილებს და ადგილზე შეკეთებას ( ფასი
უნდა შეიცავდეს ყველა მომსახურებას და გადასახადს)
პრეტენდენტის ტექნიკური შესაძლებლობები:
მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული მომსახურე ინჟინერი
სერთიფიკატები უნდა დაერთოს განაცხადს ძირითადი ერთეულისთვის.
ტრენინგი:
ტრენინგი /პერსონალის სწავლება: - დიახ; (/ შეთავაზების ფასი უნდა
მოიცავდეს ყველა მომსახურებას და ხარჯს)
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს წინადადება აღჭურვილობის
ექსპლუატაციის ტრენინგზე. იგი უნდა შეიცავდეს მინიმუმ:
- განრიგი და ხანგრძლივობა (მწარმოებლის რეკომენდაციის/მოთხოვნის
მიხედვით)
- სასწავლო მასალების აღწერა.
შენიშვნა:
სპეციფიკაცია - მისაღები ლიმიტ(ებ)ი /შესაძლო გადახრა:
მოთხოვნილ და შემოთავაზებულ პარამეტრებს შორის გადახრა დასაშვებია
დაახლოებით 12%-ის ფარგლებში;
პროდუქცია უნდა განთავსდეს ბიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი რისკის
შემცველ ლაბორატორიაში;
შესაბამისად პროდუქცია უნდა იყოს მაღალი ხარისხის, საგარანტიო
პერიოდში საინჟინრო მომსახურება უნდა მოხდეს სპეციალური დაცვის
საშუალებებით, ტანსაცმლით და რეჟიმის დაცვით;
ექსპლუატაციაში პროდუქციას უნდა ჰქონდეს ნაკლები /მინიმალური
პრობლემები;
საექსპლუატაციო ვადა განისაზღვრება მინ. 6-8 წლით;
* პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური
ნორმებისა და პირობების დაცვით.
* მოწოდებული საქონლის შეფუთვაზე სავალდებულოა დატანილი უნდა იყოს
მწარმოებლის დასახელება, შიგთავსის სახეობა და რაოდენობა,
ვარგისიანობის ვადა.
* პრეტენდეტმა უნდა უზრუნველყოს საქონლის შეუფერხებელი მიწოდება.
ასევე ტრანსპორტირება/მიწოდების ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების
უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით.
* შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო
დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
* დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები.