Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #59681013)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Legal Entity Under Public Law (LEPL) - Resorts Development Agency
Номер конкурса: 59681013
Дата публикации: 06-12-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240024457
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.12.2024 17:50
Начало приема предложения 14.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 16.12.2024 15:30
Предполагаемая цена прейскуранта 57`905.90 GEL
Контрактная цена объекта закупки 15`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანის შეკეთება (ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) გათვალისწინებით) და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`150.90 GEL
Размер гарантии 150 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopo turiashvili :: 05.12.2024 10:52
  • Последнее исправление: aleksandre onoprishvili :: 06.12.2024 17:50
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=605632&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ბალანსზე რიცხული 1 (ერთი) ერთეული ავტომანქანის TOYOTA LC 150 PRADO 4.0, 2011 წ. - LA-840-AL, ) შეკეთება (ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) გათვალისწინებით) და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (პრეისკურანტის გათვალისწინებით) ეტაპობრივად.
2. მიმწოდებლის სერვისცენტრში შემსყიდველის კუთვნილი ავტომანქანის მისვლის შემთხვევაში, ავტომანქანის მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყონებლივ, რიგგარეშე;
3. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი (არა მეორადი) მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით გარდა განფასების ცხრილში (პრეისკურანტში) გათვალისწინებული მეორადი სათადარიგო ნაწილისა (არსებობის შემთხვევაში), ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს წარმოებული წამყვანი კომპანიების მიერ და შეესაბამებოდეს ავტომანქანისათვის დადგენილ სტანდარტებს;
4. პრეტენდენტმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლისათვის თავისუფალი ფართის გამოყოფა.

სერვისცენტრში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები;

5. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრეისკურანტშიავტომანქანის ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტომანქანის ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს;
6. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში, შემსყიდველს ბალანსზე დაემატება ავტომანქანა, რომელიც იქნება იგივე პარამეტრების რაც გათვალისწინებულია მოცემულ ტენდერში (ტექნიკური დავალების ცხრილი - ავტომანქანების ჩამონათვალი), შესაძლებელი უნდა იყოს შეთანხმების საფუძველზე დაემატოს ხელშეკრულებაში და ისარგებლოს იგივე პირობებით, რითაც ისარგებლებენ ცხრილში ჩამოთვლილი ავტომანქანები);
7. ავტომობილის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი (არა მეორადი) მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით გარდა განფასების ცხრილში (პრეისკურანტში) გათვალისწინებული მეორადი სათადარიგო ნაწილისა (არსებობის შემთხვევაში), ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს წარმოებული წამყვანი კომპანიების მიერ და შეესაბამებოდეს ავტომანქანისათვის დადგენილ სტანდარტებს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს სერვის ცენტრი ქ. თბილისში.
2. მომსახურების მიწოდება უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.

1.7.1 requirement related to guarantee period

საგარანტიო პირობებია:

1. მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასა და შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე (ახალი, არამეორადი), შესაკეთებელ სათადარიგო და მეორად ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 8 (რვა) თვის განმავლობაში, გარდა სწრაფად ცვეთადი (ელექტრონათურები (გარდა XENON-ის ნათურისა), ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები (ჩოთქები), გადაბმულობის ქურო, მომჭიმი საკისარი, ანთების სანთლები, მტვერდამცავები და ყველა სხვა სწრაფადცვეთადი დეტალი) დეტალებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით გამოწვეულ დაზიანებებზე. საყრდენ დისკ(ებ)ზე და სამუხრუჭე ხუნდებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 10,000 კილომეტრისა.
2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზებს (საგარანტიო პირობების დადგომის შემთხვევაში) მიმწოდებელი აღმოფხვრის დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ავტომანქანის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გაწევის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, 2019 წლიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, ამასთან ყოველ წელიწადს არანაკლებ 50,000.00 ლარის ღირებულების გამოცდილება, რომლის თაობაზეც წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებ(ები)ა, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი).
2. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/ CMR/ NAT ნომერი - ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
3. პრეტენდენტი (ასევე ქვეკონტრაქტორები არსებობის შემთხვევაში) ვალდებულია გამოცდილების დასადასტურებლად სისტემის საშუალებით ასევე წარმოადგინოს არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი სახელმწიფო ორგანიზაციებიდან (რეკომენდაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, თუ რამდენად ხარისხიანად, სრულად და დროულად შეასრულა მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. რეკომენდაციაში ასევე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული იმ ხელშეკრულების ღირებულება, რომლის ფარგლებშიც გაიცა რეკომენდაცია და რომლის ღირებულებაც უნდა შეადგენდეს არანკლებ 15,000.00 ლარს. თითოეული რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს სერვის ცენტრი ქ. თბილისში, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი მოცემული მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით:
1. სერვისცენტრი დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით. თბილისის სერვისცენტრში უნდა იყოს არანაკლებ 10 (ათი) ავტო ამწე (აქედან მომსახურების ოპერატიულად შესასრულებლად შემსყიდველისთვის ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი მინიმუმ 1 ამწე), დიაგნოსტიკის აპარატი, საყრდენი დისკის მოსაპრიალებელი (გასაჩარხი) აპარატი (დისკის მოუხსნელად), ზეთის შემცვლელი ბალონი, გადაცემათა კოლოფის ზეთის შემცვლელი აპარატი, განშლადობის გასასწორებელი დანადგარი, ვულკანიზაციის დანადგარი (ბალანსირების და დისკების გასწორების შესაძლებლობით), სამღებრო დანადგარი (საშრობი), ძრავის ამომღები ამწე და ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო (გენერატორი), რომელიც სრულად უზრუნველყოფს ელ. კვებას (სრულად უზრუნველყოფაში იგულისხმება როგორც განათება, ასევე ყველა ძირითადი საშულება/მოწყობილობა და დანადგარი). თბილისის სერვისცენტრს უნდა შეეძლოს ერთდროულად არანაკლებ 10 (ათი) ავტომანქანის მომსახურება;
2. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამართული სასაწყობე მეურნეობა პრეისკურანტით გათვალისწინებული ავტომანქანის მოდელისათვის პირველადი ხარჯვადი სათადარიგო ნაწილების მინიმალური მარაგით.
3. შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (გამარჯვებულად გამოვლენამდე/სატენდერო წინადადების შეფასებამდე) გადაუმოწმოს მის მიერ წამოდგენილი ინფორმაცია და სერვისცენტრი/მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (იმ შემთხვევაში თუ იქნება შეუსაბამობა წარმოდგენილ ინფორმაციასა და გადამოწმებულ/ფოტო მასალით დასაბუთებულ ინფორმაციას შორის, პრეტენდენტის წინადადება დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას).
4. მიმწოდებლის სერვისცენტრში შემსყიდველის კუთვნილი ავტომანქანის მისვლის შემთხვევაში, მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყონებლივ, რიგგარეშე.

5. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია არსებული სერვისცენტრების შესახებ, შესაბამისი მისამართის/მისამართების მითითებით და ფოტოსურათებით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს ავტომანქანის შეკეთება შემდეგი გეგმა-გრაფიკის მიხედვით:

მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნისთანავე (წერილი, ელ.ფოსტა ან/და სხვა ელექტრონული საშუალებები) უნდა ჩაატაროს შესაკეთებელი ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც, მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების/სათადარიგო ნაწილის სახეობა, რაოდენობა/მოცულობა, მათი ღირებულებები, მომსახურების გაწევის/საქონლის მოწოდების კონკრეტული ვადა. შემსყიდველის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ძრავის ზეთის, ზეთის ფილტრის, ჰაერის ფილტრის, სალონის ფილტრის, წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლის ვადა განისაზღვრება 1 სამუშაო დღემდე ვადით; სავალი ნაწილის შეკეთების ვადა განისაზღვრება 1 (ერთი)-დან 10 (ათი) სამუშაო დღემდე ვადით (დეტალის შეკვეთის საჭიროების შემთხვევაში). აგრეგატების შეკეთების/შეცვლის ვადა განისაზღვრება 1 (ერთი)-დან 15 (თხუთმეტი)-მდე სამუშაო დღით. სამღებრო/სათუნუქე სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება 3 (სამი)-დან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღემდე ვადით. თუ, დაზიანების/დაზიანებული ნაწილის განსაკუთრებით რთული ხასიათის გამო, აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევა, მხარეები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით თანხმდებიან გონივრულ ვადაზე (მაგრამ არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა).

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს რეკვიზიტები იმ ინფორმაციის შემცველობით, რომელიც არ აქვს ასახული სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში;
2. პრეისკურანტი - ფასების ცხრილი (სპუნქტი 1.3);
3. ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ (პუნქტი 1.7.1);
4. პრეტენდეტნის გამოცდილებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1);
5. ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ (პუნქტი 2.3.1);
6. ინფორმაცია პრეტენდენტის მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ (პუნქტი 2.5.1).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე:
1. შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდგომ, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების წარმოდგენა - დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს აუდიტის ან ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია; პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება. დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენასთან დაკავშირებული ხარჯის გაწევა უნდა უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად მიწოდებული მომსახურების ღირებულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფო ტურიაშვილი, 591197794, s.turiashvili@resorts.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, იმ შემთხვევაში თუ მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება;
2. მომსახურების გაწევის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს საქართველოში არსებული ყველა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის დაიცვას უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა ნორმა და წესები დაკავშირებული მომსახურების გაწევასთან, ასევე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს აღნიშნული ნორმების დაცვისათვის საჭირო ყველა ინვენტარის თუ აღჭურვილობის საკუთრებაში/დროებით სარგებლობაში ფლობა;
3. პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და განფასების ცხრილების თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
4. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
5. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
6. სატენდერო წინადადების ერთეული და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, დღგ-ს ჩათვლით;
7. პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (GEO Signing CA) ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (GEO Eseal CA). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენ დოკუმენტებზე (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (GEO Signing CA) ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (GEO Eseal CA). აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
7.1 ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
7.2 გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით (GEO Signing CA) ან/და კვალიფიციური შტამპით (GEO Eseal CA).
8. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. არაქართულენოვანი დოკუმენტაცია არ განიხილება. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ (ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

9. ხვადასხვა ვალუტაში გამოსახული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

შენიშვნა: ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru