1.2.1 კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე ორთაჭლის ქუჩა (ასფალტის საფარი)
კაპიტალური შეკეთების (ასფალტის საფარის) სანიაღვრე ქსელის მოწყობის
და გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია (ქუჩის LED განათება,
საპროექტო არეალის, დეკორატიული განათება). სავარაუდო მონაკვეთი
შეადგენს 990 გრძ.მეტრს (დაზუსტდეს პროექტით), არსებული კომუნიკაციების
მიწისქვეშ ჩატანით.
1.2.2 ზემო ფონიჭალა კორპუსებს შორის არსებული მთავარი გზის კაპიტალური
შეკეთების (ასფალტის საფარი) სანიაღვრე ქსელის მოწყობის და გარე
განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია (ქუჩის LED განათება, საპროექტო
არეალის, დეკორატიული განათება). სავარაუდო მონაკვეთი შეადგენს 1000
გრძ.მეტრს (დაზუსტდეს პროექტით), არსებული კომუნიკაციების მიწისქვეშ
ჩატანით.
1.2.3 .დროებითი მოძრაობის ორგანიზების სქემის მომზადება და შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმება.
1.2.3 საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
1. საკვლევა–საძიებო სამუშაოები:
1.1. ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური (საჭიროების შემთხვევაში
ჰიდროლოგიური) კვლევა და შესაბამისი დეტალური დასკვნის წარმოდგენა
გრაფიკული ჭრილებით;
1.2. გრუნტის სინჯების აღება და ნებისმიერი სხვა გეო-ტექნიკური კვლევები
და გამოცდა, როგორც ეს საჭიროა გზის პროექტირებისთვის. (წარმოდგენილი
იქნას ლიცენზირებული ლაბორატორის მიერ დამოწმებული კვლევის შედეგები
და ფოტომასალა);
1.3. ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება UTM კოორდინატთა სისტემაში
(GeoCORS);
1.4. გზის ელემენტების (სავალი ნაწილი, ტროტუარი, ბორდიური, საკომუნიკაციო
ჭები) და ხელოვნური ნაგებობების (არსებობის შემთხვევაში საყრდენი
კედლების, ჯებირების) მდგომარეობის შესწავლა;
1.5. ზედაპირული წყლების მოცილების ღონისძიებების შესწავლა და ანალიზი,
რომელიც უნდა შეთანხმდეს შესაბამის სამსახურებთან (საჭიროების
შემთხვევაში ჰიდროლოგიური კვლევის ჩატარება).
1.6. არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია,
გაზსადენი, მაღალი ძაბვის კაბელები, კავშირგაბმულობის ქსელები და სხვა)
მდგომარეობის შესწავლა, დატანა სიტუაციურ გეგმაზე და შეთანხმება
შესაბამის სამსახურებთან. (საპროექტო ობიექტზე რომელიმე
საკომუნიკაციო ქსელის არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი
კომუნიკაციის მფლობელისგან წერილობითი დასტური);
1.7. პროექტის გარე განათების ნაწილი უნდა შეთანხმდეს ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის შპს თბილსერვის ჯგუფთან.
2. მუშა პროექტის შედგენა მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესების და
სტანდარტების დაცვით:
2.1. განმარტებითი ბარათი: ობიექტის არსებული მდგომარეობის დეტალურ
აღწერას, არსებული გზის ძირითად მაჩვენებლებს, რომლებიც ასახავენ გზის
არსებულ პარამეტრებს და მის მდგომარეობას, გზის და ხელოვნური
ნაგებობების აღწერას, საპროექტო გადაწყვეტილებებს, შესასრულებელ
სამუშაოთა აღწერას და სხვა;
2.2. სავალი ნაწილის სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა საანგარიშო
ღერძული დატვირთვების გათვალისწინებით (შეთანხმდეს დამკვეთთან);
2.3. სავალი ნაწილისა და ტროტუარების გაბარიტების კორექტირება
გაუმჯობესების მიზნით არსებული სიტუაციის გათვალისწინებით და
დამკვეთთან შეთანხმებით (საჭიროების შემთხვევაში);
2.4. სიტუაციური გეგმები (რეპერების კოორდინატების მითითება) არსებული და
საპროექტო მიწისქვეშა კომუნიკაციების და ქსელების დატანით;
2.5. საგზაო სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა კვლევების შედეგებზე
დაყრდნობით;
2.6. სქემატური ნახაზები (საჭიროების მიხედვით);
2.7. ექსპერტიზამდე პროექტი შეთანმხდეს შემსყიდველთან;
2.8. განივი პროფილები, გადაღებული იქნას ყოველ 20-30მ-ში (საჭიროების
მიხედვით) და მახასიათებელ წერტილებში (უნდა შეიცავდეს: საპროექტო
(წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, მანძილებს მახასიათებელ
წერტილებს შორის, განივი ქანობების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ
მაჩვენებლებთან ერთად, მიმდებარე სიტუაციას. დატანილი უნდა იყოს
საპროექტო და არსებული ხელოვნური ნაგებობები პარამეტრებთან ერთად).
2.9. გრძივი პროფილები გზის ღერძის გასწვრივ, (უნდა შეიცავდეს: საპროექტო
(წითელ), მიწის (შავ) და მუშა ნიშნულებს, კილომეტრაჟს, პიკეტაჟს და
მანძილებს მახასიათებელ წერტილებს შორის, გრძივი ქანობების,
ვერტიკალური და ჰორიზონტალური მრუდების გრაფიკულ ასახვას რიცხობრივ
მაჩვენებლებთან ერთად, დატანილი უნდა იყოს საპროექტო და არსებული
ხელოვნური ნაგებობები პარამეტრებით).
2.10. საჭიროების შემთხვევაში მოსაწყობი სანიაღვრე ქსელის და ხელოვნური
ნაგებობების მუშა ნახაზები (გეგმები, ჭრილები, სპეციფიკაციები და სხვა)
და ანგარიშები;
2.11. ცხრილები და უწყისები;
2.12. საპიკეტო უწყისები;
2.13. მოხვევის კუთხეების, სწორებისა და მრუდების უწყისი, რეპერების
დამაგრების უწყისი და სხვა;
2.14. კრებსითი უწყისების მასალების, საგზაო სამოსის ფართების,
საკომუნიკაციო ჭების, მეორადი შესაძლო გამოსაყენებელი მასალების და
სხვა უწყისები, სადაც გარკვევით უნდა იყოს ასახული თითოეული სამუშაოს
ზუსტი მოცულობები.
2.15. მშენებლობის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა რესურსული
მეთოდით, სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულის მიხედვით; აგრეთვე
გამსხვილებული ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
2.16. მშენებლობის ორგანიზაცია (მ.შ. სამუშაოთა შესრულების ტექნოლოგიური
სქემები, კალენდარული გრაფიკები, მანქანა–მექანიზმების ჩამონათვალი,
შრომის უსაფრთხოების ღონისძიებები, მოძრაობის ორგანიზაციის სქემა და
სხვა);
2.18. საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ნაბეჭდი (4 ეგზ.) და
ელექტრონული ვერსიის სახით, ფონტით - „Sylfaen”, ხოლო ლათინური სიმბოლოები -
„Calibri”-ით (პროექტი – „PDF” და „DWG”, ხარჯთაღრიცხვა 2 ეგზ. „EXCEL” ფორმატში);
ასევე Shape file.
3. სხვა მოთხოვნები:
3.1. გზის სამოსის, ტროტუარისა და ბორდიურის ტიპების, აგრეთვე ხელოვნური
ნაგებობების (მ.შ. პარაპეტი, საყრდენი კედელი და სხვა) მოწყობის საკითხის
შეთანხმება დამკვეთთან;
3.2. საზოგადო ტრანსპორტის გასაჩერებელ ადგილებზე და ნარჩენების
შემკრები კონტეინერებისათვის ჯიბეების (შეჭრა) ადგილების განსაზღვრა
(შესაძლებლობის მიხედვით) და შეთანხმება შესაბამის ორგანიზაციებთან;
3.3. ტროტუარებზე და გადასასვლელებზე შშმ პირთათვის ადაპტირებული
კონსტრუქციული ელემენტების გათვალისწინება პროექტში.
3.4. მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალებით გაუთვალისწინებელი
გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, გაითვალისწინოს მისი შეტანა
საპროექტო დოკუმენტაციაში დამატებითი ანაზღაურების გარეშე
(დამკვეთთან შეთანხმებით);
3.5. მიმწოდებელმა საავტორო ზედამხედველობა უნდა განხორციელოს
სამუშაოების მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
3.6. მიმწოდებელმა ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის დროს უნდა
იხელმძღვანელოს საქ. მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41-ე დადგენილებით
,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობისა და
არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“.