Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #59674983)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: internally displaced persons, ecomigrants and livelihood agency
Номер конкурса: 59674983
Дата публикации: 06-12-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240024396
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.12.2024 15:18
Начало приема предложения 14.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 17.12.2024 14:30
Предполагаемая цена прейскуранта 516.95 GEL
Контрактная цена объекта закупки 38`415.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 2025 წლის 1 იანვრიდან) - 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საჭიროებისთვის ავტომანქანების რეცხვის მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა.

Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5.00 GEL
Размер гарантии 384 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: anzor mchedlishvili :: 21.11.2024 14:26
  • Последнее исправление: anzor mchedlishvili :: 06.12.2024 15:18
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=603222&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სააგენტოს საჭიროებისთვის ავტომანქანების რეცხვის მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ავტომანქანების რეცხვა უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე; ასევე ქალაქ ზუგდიდში და ქალაქ ქუთაისში. მიმწოდებელს უფლება აქვს შემსყიდველს შესთავაზოს დამატებით სხვა ავტოსამრეცხაოებიც.
2. იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების უმრავლესობა ქალაქ თბილისშია თავმოყრილი მიმწოდებლის თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე არსებულ ავტოსამრეცხაოში უნდა იყოს ერთდროულად მინიმუმ 2(ორი) ავტომანქანის გასარეცხად საჭირო ფართი და შესაბამისი აღჭურვილობა.
3. რეცხვის მომსახურება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ ავტომობილის ავტოსამრეცხაოზე მიყვანიდან არაუგვიანეს ერთი საათის განმავლობაში.
4. მომსახურების მიღება შესაძლებელია განხორციელდეს საბარათე (პლასტიკური ბარათების) საშუალებით ან რეცხვის შესაბამისი ტალონებითაც.
4.1.1 რეცხვის ტალონი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიმწოდებლის დასახელება;
ბ) ტალონის იდენტიფიცირების ნომერი;
გ) ავტომანქანის სახეობა (ტიპი);
4.1.2 შემსყიდველის მოთხოვნიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის მოთხოვნილი რაოდენობის, ტალონების მიწოდება უსასყიდლოდ, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №15ა;
4.2.1 მომსახურების საბარათე (პლასტიკური ბარათების) საშუალებით მიწოდებისას მიმწოდებელმა საწყისი ეტაპისთვის უნდა უზრუნველყოს 40(ორმოცი) ცალი პლასტიკური ბარათის დამზადება, ავტომანქანების სახელმწიფო ნომრების დატანით და შემსყიდველისათვის მიწოდება უსასყიდლოდ, მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №15ა. ავტომანქანის ნომრების და ტიპების შესახებ ინფორმაცია მოცემულია დანართი N1-ში
4.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია თავის ვებ-გვერდზე გაუხსნას შემსყიდველს სპეციალური ანგარიში და უზრუნველყოს შეძენილი რეცხვის მომსახურების ჩარიცხვა აღნიშნული ანგარიშის მეშვეობით პლასტიკურ ბარათებზე მისი შემდგომი განაწილების მიზნით. პლასტიკურ ბარათზე შესაძლებელი უნდა იყოს ელექტრონულად რეცხვის რაოდენობების დარიცხვა და მოხსნა. სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი წარმოადგენს შემსყიდველის საკუთრებას და შემსყიდველს უფლება აქვს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე პლასტიკურ ბარათზე ინტერნეტით მიმწოდებლის ვებ-გვერდის საშუალებით, შემსყიდველის სახელისა და საიდენტიფიკაციო პაროლის გამოყენებით.
4.2.3 პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში მისი მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის კუთვნილ ნებისმიერ ავტოსამრეცხაო სადგურში;
4.2.4 პლასტიკური ბარათის და მისი პროგრამული მხარდაჭერის გამართული ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
5. ავტომანქანის რეცხვისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის ძარის, სალონის და საბარგულის გარეცხვა/გასუფთავება. რეცხვისას/გასუფთავებისას უნდა იყოს გამოყენებული მაღალი წნევის რეცხვის დანადგარი და სპეციალური სარეცხი/საწმენდი საშუალებები.
6. ქიმწმენდის მომსახურება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტთან შეთანხმებით, მხოლოდ ქალაქ თბილისის(ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე) ავტოსამრეცხაოში. ავტომანქანის მიყვანიდან არაუმეტეს 3(სამი) კალენდარული დღის ვადაში პრეტენდენტმა უნდა დაასრულოს ქიმწმენდის პროცედურები და შემსყიდველს ავტომანქანა გადასცეს გასუფთავებული, მშრალ მდგომარეობაში. აღნიშნული მომსახურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი საწმენდი საშუალებებით.
7. მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორცილდეს საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი დამადასტურებელი რეცხვითი ტალონების ან პლასტიკური ბარათების მეშვეობით, ხელშეკრულების გაფორმებიდან (არაუადრეს 2025 წლის 1 იანვრიდან) - 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, ასევე ქალაქ ქუთაისში და ზუგდიდში მიმწოდებლის მიერ მითითებულ მისამართებზე. მიმწოდებელს უფლება აქვს შემსყიდველს შესთავაზოს დამატებით სხვა ავტოსამრეცხაოებიც.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022, 2023 და 2024 წლებში, ყოველ წელიწადს, გაფორმებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 ხელშეკრულება ანალოგიურ მომსახურებაზე, რომელთა ფარგლებში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 38415.00 ლარზე ნაკლები.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (დანართი N2-ში).

იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (დანართი N2-ის შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი რომელიც, უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში, ან გადაცემული ჰქონდეს სარგებლობაში, ან სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1 პუნქტის შესაბამისად წარმოადგინოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ(მსგავსის არსებობის შემთხვევაში), ავტოსამრეცხაო ქალაქ თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე; ასევე ქალაქ ზუგდიდში და ქალაქ ქუთაისში.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაოების ადგილმდებარეობების შესახებ შესაბამისი მისამართების მითითებით. ამასთან, საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2. პრეტენდენტის ავტოსამრეცხაოში უნდა იყოს ერთდროულად მინიმუმ 2 მანქანის გასარეცხად საჭირო ფართი (ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე) და შესაბამისი აღჭურვილობა; მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს მაღალი წნევის რეცხვის დანადგარი.

3. ქალაქ თბილისში(ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე) მდებარე ავტოსამრეცხაოზე უნდა გააჩნდეს ავტომანქანის ქიმწმენდისათვის საჭირო საშუალებები.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მასთან/მათთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვისცენტრის მდებარეობის შესახებ.

2. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი ანგარიშვალდებულია მიმწოდებლის წინაშე. ქვეკონტრაქორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი.

3. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:


1. განფასების ცხრილი-პრეისკურანტი(PDF-ფაილში ელექტრონულად ხელმოწერილი, აგრეთვე ექსელის ფორმატში).
2. ინფორმაცია მომსახურების გაწევის კონკრეტული მისამართების შესახებ.
3. ინფორმაცია იმის შესახებ თუ მომსახურების რომელ საშუალებას გამოიყენებს: საბარათე (პლასტიკური ბარათების) თუ რეცხვის შესაბამისი ტალონებით.
4. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად.
5. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
6. სამრეცხაოების სარგებლობაში ან/და საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ფაქტობრივად გაწეული „მომსახურების“ მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ხელმოწერისა და შესაბამისი დოკუმენტაციის „შემსყიდველისათვის“ წარდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 7.2. პუნქტით განსაზღვრული ყველა დოკუმენტის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანზორ მჭედლიშვილი, 551551119, a.mchedlishvili@mra.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, რომელშიც პოზიციების ფასი გადააჭარბებს შემსყიდველის მიერ განფასების ცხრილ(ებ)ში დაფიქსირებულ პოზიციების სავარაუდო ფასს, არ ჩაითვლება მისაღებად, ასევე პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაში (განფასების ცხრილ(ებ)ში) დაფიქსირებული პოზიციის ფასს არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შემდეგ დაფიქსირებული პოზიციის ფასი.

პრეტენდენტ(ებ)ის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტ(ებ)ის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში:

ა) ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტ(ებ)ში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე;
ბ) თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტ(ებ)ი ვალდებულია აღნიშნული ფასები დაამრგვალოს მეასედამდე.


2. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული სანოტარო წესით.

3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ელექტრონული დოკუმენტი უნდა შეესაბამებოდეს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონით მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

4. პრეტენდენტ(ებ)ს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

5. პრეტენდენტი პრეისკურანტის განფასებისას არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი. თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი იქნება დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მას დაემატაბა დღგ-ის შესაბამისი ოდენობა პრეისკურანტის ერთეულების ღირებულებაში.

6. სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

7. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ტექნიკური პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru