1.2.1.შემსყიდველისთვის მედია მონიტორინგის (ტელევიზია, პრესა, რადიო,
ინტერნეტი, სოციალური მედია) წარმოება მოიცავს:
ა) ყოველდღიურად მედია მონიტორინგის გაწევა (ტელევიზია, ბეჭდვითი მედია,
რადიო, საინფორმაციო სააგენტოები, სოციალური მედია) და მონიტორინგის და
ანალიტიკის შედეგებით შემსყიდველის უზრუნველყოფა;
ბ) მონიტორინგის და ანალიტიკა ყველა იმ წინასწარ შეთანხმებულ
სექტორებზე, აქცენტებზე, თეგებზე, თემებზე, რაც განთავსებულია მედიაში
(ტელევიზია, ბეჭდვით მედია, რადიო, საინფორმაციო სააგენტოები, სოციალური
მედია) მოთხოვნილი სექტორების, აქცენტების, თეგების და თემების
შესახებ;
გ) ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, ყოველწლიური ანგარიშების
მომზადება (ტელევიზია,ბეჭდვითი მედია, რადიო, საინფორმაციო
სააგენტოები, სოციალური მედია);
დ) მედია (ტელევიზია, ბეჭდვითი მედია, რადიო, საინფორმაციო სააგენტოები)
რეიტინგის მიწოდება;
ე) მედიაში განვითარებული მოვლენების, შემსყიდველისათვის
სპეციფიკურად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინდუსტრიის, სექტორის,
სფეროს, თემის, კომპანიის, პიროვნების, აქცენტის, თეგის შესახებ
ტელევიზიით, პრესით, რადიოთი, სოციალური ქსელებითა და ინტერნეტ
საიტებით გადმოცემული მასალების სრულყოფილი და გაანალიზებული სახით
ოპერატიული მოწოდება, თემების პოზიციონირება და მათი მედია
პარამეტრები;
ვ) ინტერნეტ ბაზა/ვებ-გვერდით უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც
შემსყიდველს შესაძლებლობა ექნება უწყვეტი რეჟიმითა, შეუზღუდავად და
შეუფერხებლად მიიღოს ამომწურავი და გაანალიზებული ინფორმაცია
ინტერესის სპეციფიკის მიხედვით;
ზ) პერსონალური მომხმარებელი და პაროლი, რომელიც უზრუველყოფს
ინტერნეტ-ბაზაში/ვებ-გვერდზე დაშვებას;
თ) მედია მონიტორინგის მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის ყველა
პროდუქტის მიწოდება ონლაინ-რეჟიმში, ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით,
სადაც ინფორმაციის განახლება იწარმოებს 24 საათიან რეჟიმში, ყოველ
ნახევარ საათში, კვირაში 7 დღე;
ი) მედია მონიტორინგის (ტელევიზია, ბეჭდვითი მედია, რადიო, საინფორმაციო
სააგენტოები, სოციალური მედია) კვირის, თვის, წლის სტანდარტული,
შინაარსობრივი, გრაფიკული და ანალიტიკური კვლევების/ანგარიშების
მიწოდება;
კ) 5 წლიანი მედია მონიტორინგის უწყვეტი და სრულყოფილი არქივი, რომელიც
უნდა წარადგინოს დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში;
ლ) მედია მონიტორინგის 2023 და 2024 წლის ანგარიშები, რომელიც უნდა ატვირთოს
ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.2 მედია მონიტორინგს დაქვემდებარებული მედიის ჩამონათვალი:
ტელევიზია:
საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, ტელეკომპანია პირველი, იმედი,
კავკასია, მაესტრო, პალიტრა ტვ, ერთსულოვნება, ტელეკომპანია აჭარა,
მთავარი არხი, ფორმულა;
რადიო:
პირველი რადიო, რადიო იმედი, რადიო კომერსანტი, რადიო პალიტრა, რადიო
საქართველოს ხმა, რადიო მაესტრო, რადიო აფხაზეთის ხმა, რადიო ფორტუნა,
საქართველოს რადიო (ყოფილი რადიო 1), რადიო თავისუფლება.
პრესა:
ახალი თაობა; რეზონანსი ; მთელი კვირა (რეზონანსი); ალია; საქართველოს
რესპუბლიკა; კვირის პალიტრა; ასავალ-დასავალი; ბანკები და ფინანსები;
ქრონიკა+; საქართველო და მსოფლიო ; აჭარა; პრაიმნიუსი (ყოფილი
პრაიმტაიმი); ვერსია; კომერსანტი (რუსული), ფორბსი, ოკეი; ანტრეპრენერი,
სითი ჯორჯია თუდეი; ფაინენშელი; მესინჯერი; ჯორჯიან თაიმსი; კავკასიან
ბიზნეს ვიქი;
სოც. მედია საშუალებები
Facebook–საჯარო ფეიჯების სრული მონიტორინგი (სტატუსი, პოსტები,
კომენტარები, ნოუთები, თაგები და ა.შ.).
twitter
Forum.ge
Instagram
ვებ-გვერდების ჩამონათვალი:
2020news.ge; ipress.ge; ibusiness.ge; ambebi.ge; accentnews.ge; bm.ge; bfm.ge; bpi.ge; bpn.ge; news.ge; droni.ge; expressnews.ge; interpressnews.ge; info9.ge; kvira.ge; commersant.ge;
marshalpress.ge; worldsport.ge; newsposts.ge; news.ge; on.ge; newshub.ge; primetime.ge; presa.ge; progressnews.ge; publika.ge; reportiori.ge; civil.ge; sportall.ge; tabula.ge; for.ge;
frontnews.ge; gbc.ge; ghn.ge; humanrights.ge; geonews.ge; mcm.ge;
რეგიონული ვებ-საიტები:
Region.ge; reginfo.ge; netgazeti.ge; gurianews.com; batumelebi.ge; qartli.ge; inforustavi.ge; tv25.ge; sknews.ge; knews.ge; newpress..he; odishinews.ge;
1.2.3 მედია მონიტორინგის მონაცემების დამუშავებისას ვებ–გვერდი უნდა
მოიცავდეს შემდეგ მედია პარამეტრებს:
<> თარიღი; მედიის ტიპი, სახეობა, საშუალება; მედია ტიპის და მედია
საშუალებების დასახელება და ლინკები (წყაროები); მედია ფაილების
გადმოწერის და გადაგზავნის მარტივი ფუნქცია;
ინფორმაციის ტიპი; სათაური, სექტორი; ინდუსტრია; კატეგორია; მედია
ტიპების/საშუალებების წყაროები; მასალის ავტორი/წამყვანი,
სუბიექტი/კომენტატორი; ობიექტი, თეგი; აქცენტი; მასალის რიგითობა;
თანმიმდევრობა; პოზიციონირება; მოცულობა; ხანგრძლივობა; ექსპორტირების
შესაძლებლობა სხვადასხვა დოკუმენტებში; თემატური დაიჯესტი;
სპეციფიკური დაიჯესტი;
<> რეიტინგი: ტელე არხების (გადაცემების, დებატების, თოქ–შოუს,
საინფორმაციო გამოშვებების ყოველდღიური რეიტინგები/წილი/გაზომვა
ზოგადი და სასურველ ობიექტთან:, პიროვნებასთან მიმართებაში; მექანიზმი
შემუშავებულია ფიფელ მეტრით;
<> პრესის (გაზეთები/ჟურნალები) კვლევა (ცნობადობა, ნდობა, რეიტინგი);
რადიო სადგურების კვლევა (ცნობადობა, ნდობა, რეიტინგი);
საინფორმაციო სააგენტოების კვლევა (ცნობადობა, ნდობა, რეიტინგი);
<> ვებგვერდის გამოყენება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.
პერსონალური იუზერის და ფასვორდის საშუალებით.
<> შეუზღუდავი რაოდენობის აქცენტი, თეგი და სექტორი;
1.2.4 სოციალური მედიის დამუშავებისას ბაზაში შედის შემდეგი
მონაცემები:
• თარიღი;
• მედია საშუალება (საიტის დასახელება);
• უშუალო მომხსენებელი (სოციალური მედიის მომხმარებლის სახელი);
• პოსტის/ბლოგის სრული ტექსტი;
• ობიექტის შეფასება;
• ლინკი;
• ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური სოციალური მედიის
შინაარსობრივი ანგარიში;
• ყოველკვირეული/ყოველთვიური სოციალური მედიის ანალიტიკური კვლევა.