Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху (Грузия - Тендер #59369341)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Emergency Situation Coordination and Ambulance Service Center
Номер конкурса: 59369341
Дата публикации: 26-11-2024
Сумма контракта: 132 495


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240023216
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.11.2024 17:49
Начало приема предложения 02.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 04.12.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 132`495.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 63700000-Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху
Коды классификатора
  • 63700000 - Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху
  • 63712700 - Услуги по управлению трафиком
Срок подачи 2025 წლის 01 იანვრიდან, 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის კონტროლის (GPS) მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`300.00 GEL
Размер гарантии 1`325 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: saba kakhiani :: 18.11.2024 11:48
  • Последнее исправление: saba kakhiani :: 26.11.2024 17:49
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=602334&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სანავიგაციო სისტემის საშუალებით სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის კონტროლის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სახელზე რიცხული 550 სატრანსპორტო საშუალების საგზაო მოძრაობის კონტროლი სანავიგაციო სისტემის მეშვეობით - სანავიგაციო მოწყობილობების შემსყიდველისთვის დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემის საშუალებით. მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

1.2.2 მიმწოდებელმა 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის 550 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლებიც მოძრაობენ საქართველოს 69 ტერიტორიულ (რაიონული) ერთეულში, მიმწოდებლის საკუთრებაში არსებული GPS მოწყობილობების მონტაჟი.

1.2.3 მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს ,,ონლაინ“ ვებ-სერვერის საშუალებით. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ ინტერნეტში ჩართული მოწყობილობიდან Google Chrome, Mozilla Firefox, Internet Explorer, Safari ინტერნეტ ბრაუზერების გამოყენებით, მხოლოდ შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის გამოყენებით.

1.2.4 მონიტორინგის პროგრამას, უნდა გააჩნდეს Google Streets/Satellite, Open Street Map და Microsoft Bing რუკების მხარდაჭერა.

1.2.5. შემსყიდველს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, ადმინისტრატორის მომხმარებლიდან შექმნას მომხმარებლების ულიმიტო რაოდენობა უფლებების და სერვისებზე წვდომის მითითებით. ავტორიზაცია არ უნდა იყოს საკმარისი მხოლოდ მომხმარებლის სახელით და პაროლით. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტორიზაციის დამატებითი მექანიზმიც, ე.წ. სერტიფიკატით ავტორიზაცია (სისტემაზე შეზღუდვის დაწესებისთვის) ან სხვა ალტერნატიული ფუნქციონალურად შესაბამისი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს IP მისამართით კონკრეტული მომხმარებლის შეზღუდვას.

1.2.6. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახებისას ინიციატორის მიერ შემოსული ინფორმაცია და ზარის ჩანაწერი, აისახება სსიპ „112“-ის ელექტრონულ სისტემაში და შემდეგ, ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის მეშვეობით ხვდება სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ სადისპეტჩერო სამსახურის მართვის ელექტრონულ მოდულში. მიღებულ ინფორმაციას ცენტრის ოპერატორები ამუშავებენ და გამოძახებას გადასცემენ შესაბამის უახლოეს ბრიგადებს. GPS-ს მონაცემებზე დაყრდნობით, ცენტრი ახორციელებს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების გამოძახებაზე დაყოვნების კონტროლს, თავისუფალი ბრიგადების ადგილმდებარეობის მომენტალურ განსაზღვრას და შესაბამისად, შემოსული გამოძახების უახლოესი თავისუფალი ბრიგადისათვის გადაცემას. GPS-ს მონიტორინგის სისტემის საშუალებით შესაძლებელი უნდა იყოს, მისამართის მითითების შემთხვევაში, აღნიშნული ადგილმდებარეობიდან უახლოესი ავტომანქანების მოძიება და ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფაში ასახვა, ხოლო მათი სტატუსი (დაკავებული, თავისუფალი და ა.შ.) განისაზღვრება ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. მისამართის მითითების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ინფორმაციის მოწოდება შემდეგი კრიტერიუმით:

1.2.6.1 სტატუსის მიხედვით (ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით);

1.2.6.2 დაკავებული (მიდის გამოძახებაზე) - ყვითელი;

1.2.6.3 ჰოსპიტალიზაცია (გადაჰყავს პაციენტი) - წითელი;

1.2.6.4 თავისუფალია (მოძრაობს ან დგას, დასრულებული აქვს გამოძახება და შეუძლია ახალი გამოძახების მიღება) - მწვანე;

1.2.6.5 რემონტი - იისფერი;

1.2.6.6 საწვავი - ცისფრი;

1.2.6.7 დასუფთავება - სტაფილოსფერი.

1.2.6.8 კონკრეტული სტატუსის მქონე ავტომობილის არჩევა გეოზონის მიხედვით (მითითებული დიაპაზონის ფარგლებში).

1.2.7 ინტეგრაციისათვის გამოყენებული უნდა იყოს კომუნიკაცია RESTful Web API – HTTPS ან თვისობრივად შესაბამისი და ურთიერთშეთანხმებული პროგრამული პროტოკოლის გავლით. კომუნიკაციის ტიპი უნდა იყოს Push (ასინქრონული), ანუ მიმწოდებელმა უნდა გამოაგზავნოს ინფორმაცია წარმოქმნის მომენტშივე, ცენტრის სერვისის გამოძახებით. მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს სერვისი, სადაც ცენტრს საშუალება ექნება მოითხოვოს უკვე დაფიქსირებული ინფორმაცია (ან არქივი), კონკრეტულად:

1.2.7.1 ადმინისტრატორის ინტერფეისიდან/პანელიდან განისაზღვროს საშუალება, რომ რუკაზე დავიტანოთ ობიექტი (კლინიკა), რომელსაც მიენიჭება დასახელება და კოორდინატები (კლინიკის დასახელება იქნება უნიკალური).

1.2.7.2 განისაზღვროს სერვისი/მეთოდი, რომელიც მიიღებს ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკატორს (მაგ.: სახელმწიფო ნომერი) და კლინიკების დასახელებებს, რომელიც 1.2.9.1 პუნქტში განისაზღვრა და დაგვიბრუნებს, გადაცემული კლინიკებიდან, უახლოესი კლინიკის დასახელებას. აღნიშნულ შემთხვევაში სისტემამ უახლოესი მანძილის დადგენა უნდა მოხდინოს საგზაო ტრაექტორიის და არა პირდაპირი შემაერთებელი მონაკვეთის მიხედვით.

1.2.7.3 განისაზღვროს სერვისი/მეთოდი, რომელიც დაგვიბრუნებს ჩვენს მიერ დატანილი ყველა კლინიკის დასახელებას და კოორდინატს (რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფაში და GPS სისტემაში ასახული მონაცემების შედარებისთვის).

1.2.7.4 განისაზღვროს სერვისი/მეთოდი, რომელიც მიიღებს მანქანის სახელმწიფო ნომერს, ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფაში ასახულ მანაქანის სტატუსს და გადმოიტანს რუკაზე მანქანის პიქტოგრამას, შეუცვლის ფერს სტატუსის მიხედვით.

1.2.8 GPS მონიტორინგის სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხდებოდეს რეალური დროის რეჟიმში. ამასთან, მანქანის პიქტოგრამაზე კურსორის მიტანისას უნდა ისახებოდეს მონაცემები ავტომანქანის მიმდინარე სიჩქარეზე, კოორდინატებზე, ადგილმდებარეობის მისამართზე, ძრავის და ციმციმების მდგომარეობაზე (ჩართული/გამორთული), ავტოსატრანსპორტო საშუალების აკუმულატორის ძაბვაზე და მიმდინარე დღის განვლილ მანძილზე.

1.2.9 შესაძლებელი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება:

1.2.9.1 პერიოდის მიხედვით მოძრაობის ისტორია ვიზუალურად რუკაზე - მოძრაობის ტრაექტორია გაჩერებების მითითებით.

1.2.9.2 მითითებული პერიოდის, კვირის დღეების მიხედვით ან საათობრივად განვლილი მანძილის, მოძრაობის დროის და მაქსიმალური სიჩქარის შესახებ ინფორმაციის მიღება.

1.2.9.3 კონკრეტული პერიოდის მიხედვით მარშრუტზე ინფორმაციის მიღება: მოძრაობის დაწყების დრო და მისამართი, მოძრაობის დასრულების დრო და მისამართი, მოძრაობის ხანგრძლივობა, ძრავის მუშაობის ხანგრძლივობა, განვლილი მანძილი, დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე და საშუალო სიჩქარე.

1.2.9.4 კონკრეტული პერიოდის მიხედვით ჩართული ძრავით გაჩერების შესახებ ინფორმაციის მიღება, გაჩერების დროის და მისამართის მითითებით.

1.2.10 მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს რუკაზე ნებისმიერი ფორმის და ფერის ზონების დამატება, რომლის მეშვეობითაც მოხდება მითითებულ ზონაში გავლილი მანძილის და შესული/გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაკონტროლება, ამასთან შესვლა/გამოსვლა კონტროლდებოდეს, როგორც რეალური დროის რეჟიმში შეტყობინების სახით, ისე სტატისტიკურ მონაცემებში ასახვით.

1.2.11 მონიტორინგის სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მომხმარებელმა მიუთითოს მარკა/მოდელი, შეცვალოს ვიზუალური ხატულა, მიუთითოს მძღოლის/მძღოლების მონაცემები, მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე, მიუთითოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ჯგუფი. მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მიიღოს შეტყობინება, როგორც რეალური დროის რეჟიმში, ისე ასახვა სტატისტიკურ მონაცემებში.

1.2.12 შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების რეპორტების გენერირება და ექსპორტი Excel, PDF ფორმატში.

1.2.13 შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების დაბრუნება API-ს მეშვეობით.

1.2.14 მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს შეტყობინებების ელექტრონულ ფოსტაზე ავტომატურად გადაგზავნას, მითითებული პერიოდის მიხედვით.

1.2.15 სტატისტიკური მონაცემები შენახული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემსყიდველისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში. ამასთან, „მიმწოდებელს“ უფლება არ აქვს „შემსყიდველის“ წერილობითი თანხმობის გარეშე, გადასცეს მესამე პირს მასთან დაცული ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან/და GPS სისტემაზე წვდომა. აღნიშნულზე სრული პასუხსმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონდმებლობის შესაბამისად.

1.2.16 მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი დამატებითი ფუნქციები:

1.2.16.1 მარშრუტის დაგეგმვის ფუნქცია;

1.2.16.2 ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების კონტროლი (მაგ. ძრავის ზეთის შეცვლის პერიოდი, სერვისზე დახარჯული თანხების მითითებით);

1.2.16.3 EcoDrive ფუნქცია, თუ რომელი ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობს/იმართება ყველაზე ოპტიმალურად (მონიტორინგი ხდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე, მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე).

1.2.16.4 დასახლებული პუნქტებში რუკაზე იძებნებოდეს ქუჩები და შენობები დასახელებისა და ნომრების მიხედვით.

1.2.16.5 ლოგირების სისტემა (მომხმარებლების სისტემაში შესვლის ისტორია, მომხმარებელის ID, დროის და IP მისამართის მითითებით).

1.2.16.6 ოდომეტრის ჩვენება „ლაივ“ რეჟიმში - ბორტ კომპიუტერის მონაცემი;

1.2.16.7 საშუალო წვის ჩვენება „ლაივ“ რეჟიმში - ბორტ კომპიუტერის მონაცემი;

1.2.16.8 საწვავის ავზში საწვავის რაოდენობა „ლაივ“ რეჟიმში - ბორტ კომპიუტერის მონაცემი;

1.2.17 GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს შიდა მეხსიერება, რაც საშუალებას მისცემს GSM/GPRS სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში მონაცემები შეინახოს ლოკალურად კავშირის აღდგენამდე.

1.2.18 GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს შიდა კვების წყარო, რისი საშუალებითაც მთავარი კვების შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მონაცემების გადაგზავნა;

1.2.19. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ასევე აქსელომეტრი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღება. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაქოქვის გარეშე გადაადგილება, ასევე მკვეთრი აჩქარება-შენელების პარამეტრების დაფიქსირება.

1.2.20 GPS მოწყობილობები უნდა გამოირჩეოდეს ელექტრო ენერგიის მოხმარების მცირე პარამეტრებით. უნდა გააჩნდეს ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომლიდანაც უნდა გამოდიოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას.

1.2.21 GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს AGPS (Assisted GPS) ტექნოლოგია ან გლობალური/მულტი ნავიგაციის სატელიტური სისტემა (GLONASS Support), რომლის მეშვეობითაც მოხდება აღნიშნული მოწყობილობის ადგილსამყოფელის უმალვე გადმოგზავნა ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით.

1.2.22 მოწყობილობას უნდა გააჩნდეს, როგორც ჩაშენებული GPS და GSM ანტენა, ისე გარე მონტაჟის GPS და GSM ანტენა, რაც მაქსიმალური საიმედოობისთვის უზრუნველყოფს ერთ-ერთი ანტენის დაზიანების შემთხვევაში სიგნალის მიღებას.

1.2.23 პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა ქონდეს საშუალება რეპორტების მოდულის საშუალებით რუკაზე გამოიტანოს მონაცემები, როგორიც არის:

1.2.23.1 დარღვევები დღის ჭრილში;

1.2.23.2 ჯამური დგომის დრო დღის განმავლობაში;

1.2.23.3 ჯამური კმ დღის განმავლობაში ერთ და ყველა ავტომობილზე;

1.2.23.4 ტოპ 5 ავტომობილი, რომელსაც ყველაზე დიდი დგომის დრო აქვს დაქოქილი ძრავით;

1.2.23.5 ტოპ 5 ავტომობილი, რომელსაც ყველაზე მეტი გარბენი აქვს;

1.2.23.6 ტოპ 5 ავტომობილი, ვინც ყველაზე ცუდად ატარებს ავტომობილის (სიჩქარეების გადაჭარბების, აქსელერომეტრის და დაქოქილი დგომის დროის მიხედვით).

1.2.24 მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს მობილური აპლიკაციის საშუალებით IOS/Android სისტემიდან.

1.2.25 დამატებითი მოთხოვნები:

1.2.25.1 გასაწევი მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.

1.2.25.2 მომწოდებელმა 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს საქართველოს 69 ტერიტორიულ (რაიონული) ერთეულში მოძრავი შემსყიდველის, ჯამში 550 სატრანსპორტო საშუალებაზე GPS მოწყობილობების მონტაჟი და შემსყიდველისთვის დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა. ასევე, პროგრამული უზრუნველყოფა.

1.2.25.3 მომსახურების გაწევა და სატრანსპორტო საშუალებებზე GPS მოწყობილებების მონტაჟი უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ხარჯით.

1.2.25.4 GPS მოწყობილობების უსასყიდლოდ გადამოცემა/მონტაჟი დადასტურდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.

1.2.25.5 მიმწოდებელი ვალდებულია:

1.2.25.5.1 შემსყიდველისგან შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყოს GPS მოწყობილობების ხარვეზის ან/და დაზიანების აღმოფხვრა; რისთვისაც განსაზღვრული აქვს არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული დღე. გამონაკლის შემთხვევაში დაზიანების თავისებურებიდან გამომდინარე და მომწოდებლის დასაბუთებული მოთხოვნით აღნიშნული პერიოდი შეიძლება განისაზღვროს სხვა გონივრული ვადით;

1.2.25.5.2 მონიტორინგის სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით შემსყიდველის თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი;

1.2.25.5.3 შემსყიდველის მითითების შესაბამისად, უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე - ულიმიტოდ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 GPS-ს მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7), 2025 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.4.2 შემსყიდველის სატრანსპორტო საშუალებებზე სანავიგაციო მოწყობილობების (GPS) უსასყიდლოდ მონტაჟი უნდა განხორციელდეს 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საგზაო მოძრაობის კონტროლის (მონიტორინგის) სისტემა გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს, უნდა გააჩნდეს 2022-2023-2024 წწ განმავლობაში, ანალოგიური - ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე GPS სისტემების მეშვეობით მონიტორინგის განხორციელების მომსახურებების მიწოდების გამოცდილება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 397485,00 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ოთხმოცდახუთი) ლარი. საიდანაც, მინიმუმ ერთი ხელშეკრულება მაინც უნდა იყოს 132495.00 (ას ოცდათორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ღირებულების.

2.2.1.2. პრეტენდენტმა გამოცდილების დადასტურების მიზნით უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და ანგარიშ-ფაქტურ(ები)ა ან/და ზედნადებ(ებ)ი.

2.2.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.2 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართ N3-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%- ით ან მეტით არის დაბალი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია დასაბუთდეს სერთიფიცირებული ექსპერტის/აუდიტორის/საშემფასებლო კომპანიის მიერ გაცემული დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/სერთიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი.

7.2.2 მომსახურების ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტა - ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება „შემსყიდველის” მიერ განხორციელდება მომსახურების მიწოდების თაობაზე მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებიდან და „მიმწოდებლის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

საბა კახიანი, 598725007, skakhiani@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ;

10.1.2.ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;

10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით;

10.1.5 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru