Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Земляное оборудование, землеройные машины и их запасные части (Грузия - Тендер #59369331)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Agency for Protected Areas
Номер конкурса: 59369331
Дата публикации: 26-11-2024
Сумма контракта: 398 090


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA240001623
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.11.2024 16:33
Начало приема предложения 06.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 09.12.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 398`090.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 43200000-Земляное оборудование, землеройные машины и их запасные части
Коды классификатора
  • 43211000 - Бульдозеры
Срок подачи იხ. სასტენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Electronic Tender (SPA)
The object of the procurement is the bulldozer
Estimated value of procurement - 397451 GEL including VAT.
Amount or Volume of Procurements – 1 .
Supply Period – 190 day.
Bid reduction step - 3975 GEL.
Guarantee amount - 3955 GEL.
Guarantee validity period - 160 Day.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`981.00 GEL
Размер гарантии 3`981 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit kopaliani :: 19.11.2024 17:47
  • Последнее исправление: mariam iashaghashvili :: 26.11.2024 16:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=602791&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია 1 (ერთი) ერთეული მუხლუხა ბულდოზერი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მუხლუხა ბულდოზერის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლებია:

1. უნდა იყოს ახალი, ქარხნული და მოწოდებამდე ექსპლუატაციაში არ მყოფი.
2. გამოშვების წელი - არაუადრეს 2024 წ.
3. საექსპლუატაციო მასა - არანაკლებ 18 ტ.
4. ძრავის ტიპი - 6 ცილინდრიანი, დიზელი, წყლის გაგრილებით, ტურბოდაბერვით.
5. მართვის სისტემა - ჯოისტიკით.
6. ემისიის დონე - EU stage IIA ან/და Tier 2 EPA tier2 ან/და China Stage II ან/და შესაბამისი.
7. საექსპლუატაციო სიმძლავრე (კილოვატებში) - არანაკლებ 140 (კილოვატი).
8. კლირენსი - არანაკლებ 400 მმ.
9. დანის მოცულობა - არანაკლებ 4,6 მ3.
10. დანის სიგანე - არაუმეტეს 3500 მმ.
11. დანის ვერტიკალურად მიწაში შეჭრის სიღრმე - არანაკლებ 470 მმ.
12. ბულდოზერის სიგრძე (დანით და გამაფხვიერებლით ) - არაუმეტეს 6800 მმ.
13. ბულდოზერის სიმაღლე (კაბინის დამატებითი დამცავის გარეშე) - 3200 მმ.
14. გრუნტზე დაწოლის ძალა (კილოგრამი სანტიმეტრ კვადრატზე) - არაუმეტეს 0.65 კგ/სმ2.
15. გადაცემათა კოლოფის ტიპი - ავტომატური ან/და ნახევრად ავტომატური ან/და ჰიდროსტატიკური.
16. მოძრაობის სიჩქარე ბუქსირების არ არსებობის დროს - წინ/უკან -არანაკლებ 8 კმ/სთ.
17. მუხლუხოების სიგანე - არაუმეტეს 560 მმ.
18. ძრავის მოცულობა (ლიტრი) - არაუმეტეს 10.
19. გაწევის ძალა დაძვრისას (drawbarr Pull) - არანაკლებ 280 კნ/kn.
20. ბულდოზერის დანის ტიპი - ნახევრად სფერული, დახრის ჰიდრავლკური რეგულირებით.
21. ბულდოზერის კაბინა უნდა იყოს სრულად შემინული ჰერმეტულად, აღჭურვილი გამათბობლით, კონდიციონერით, ROPS /FOPS კაბინის დამცავი სისტემით (კაბინის მინები აღჭურვილი უნდა იყოს მინების დამცავი ლითონის ბადით);

მოწოდებისას ტექნიკას თან უნდა ახლდეს კატალოგი და ექსპლუატაციის წესების სახელმძღვანელო (ინგლისურ ენაზე) ასევე ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი, ინსტრუმენტების ნაკრები, ყვითელი საგანგებო ციმციმა და დამატებითი სანათი ღამის სამუშაოებისათვის.

შენიშვნა:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული წერილი, რომლითაც დადასტურებული უნდა იყოს ყველა ზემოთჩამოთვლილი ტექნიკური მახასიათებელი.
უცხო ენაზე წარმოდგენილ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს ნოტარიული წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მუხლუხა ბულდოზერის მიწოდება და შემსყიდველის სახელზე გადაფორმება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 190 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლუხა ბულდოზერის მიწოდების და შემსყიდველის სახელზე გაფორმების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ონის მუნიციპალიტეტში, შემსყიდველის მიერ დამატებით მითითებულ მისამართზე.

1.7.1 requirement related to guarantee period

ბულდოზერის საგარანტიო ვადა უნდა იყოს მიღება ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან არანაკლებ 1 წელი ან 3000 (მოტო) სამუშაო საათი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება). საგარანტიო მომსახურება უნდა განხორციელდეს მწარმოებლის მიერ გაცემული ქარხნული გარანტიის პირობების შესაბამისად, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრო მცველები და ა. შ.)

საგარანტიო პერიოდში, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი შეტყობინების (მათ შორის შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე მითითებულ მეილზე) მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმვალობაში მოახდინოს ექსკავატორის დათვალიერება და დეფექტური აქტის შედგენა. მიმწოდებელი ვალდებულია გამოასწოროს ხარვეზი ან/და შეაკეთოს ბულდოზერი დეფექტური აქტის შედგენიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში გარდა დეფიციტური ნაწილისა, რომლის შეცვლის პერიოდიც განისაზღვრება დეფექტური აქტის შედგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა;

წუნში იგულისხმება უფლებრივი ან/და ნივთობრივი ნაკლი, ქარხნული წუნი, ნორმალური ექსპლუატაციის ან/და შენახვის პირობებში ხელშეკრულებით განსაზღვრული მახასიათებლების ან სხვა საექსპლუატაციო თვისებების დაკარგვა და ა.შ.

საგარანტიო პერიოდში როგორც საგარანტიო ასევე მიმდინარე მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მობილური სერვის ჯგუფის მეშვეობით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მარკის, მოდელის, მწარმოებელი კომპანიისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის ნებისმიერი ახალი მუხლუხა ტექნიკის (ბულდოზერი, ექსკავატორი და/ან სხვა) მინიმუმ 500000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების რეალიზაციის გამოცდილება საქართველოს ტერიტორიაზე.

პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს (რომლის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნები მოცემულია 2.8.1 პუნქტში) უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტის მსგავსი ტიპის ტექნიკის შეკეთების და ტექნიკური მომსახურების მიწოდების გამოცდილება, ჯამში არანაკლებ 30 000 ლარის ოდენობით.

გამოცდილების დადასტურების მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საქონლის/მომსახურების მიწოდების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება(ები), ამ ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს მიწოდებული ტექნიკის/მომსახურების სახეობა/მომსახურების შინაარსი და ღირებულება.

იმ შემთხვევაში თუ საქონლის/მომსახურების მიწოდება განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ნომრების (SPA/NAT/CMR და სხვა) წარმოდგენა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 (ერთი) სერვის ცენტრი, რომელიც განკუთვნილი უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის მსგავსი ტიპის ტექნიკის ტექმომსახურებისათვის.
ასევე, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) მობილური სერვის ჯგუფი.
პრეტენდენტმა ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
ა) - ინფორმაცია სერვის-ცენტრის ადგილმდებარეობის და მობილური სერვის ჯგუფების შესახებ.
ბ) - ინფორმაცია შემოთავაზებული სერვის-ცენტრი იმყოფება თუ არა პრეტენდენტის სარგებლობაში ან მმართველობაში (საკუთრება ან იჯარა ან ქვეკონტრაქტორი).
გ) - პრეტენდენტმა იჯარის (სარგებლობაში/მმართველობაში) ან/და ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის დადასტურება უნდა განახორციელოს ამ მიზნებით გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე. საკუთრების შემთხვევაში დადასტურება უნდა განახორციელოს შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები საფუძველზე.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიეტის მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დისტრიბუტორი/დილერი) საქართველოში, რაზედაც პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობის (დისტრიბუტორი/დილერი) დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული მწარმოებლის მიერ (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ნოტარიული წესით დამოწმებული ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორი, მხოლოდ სერვისის მომსახურების მიწოდების მიზნით.

ტექ.მომსახურებაზე ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შემოთავაზების შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორ(ებ)ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა, სადაც მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული ქვეკონტრაკტორი კომპანიის მზაობა, მიმდინარე ტენდერით შემოთავაზებული საქონლის ტექ.მომსახურების მოწოდების შესახებ, ასევე ატვირთული უნდა იქნეს ქვეკონტრაქტორის შესახებ ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომლებიც მოეთხოვება პრეტენდენტს ტექ.მომსახურების მიწოდების გამოცდილებასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მიხედვით.

ქვეკონტრაქტორი, ნებისმიერი პრეტენდენტი/მიმწოდებელი (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი), არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

1. ფასების ცხრილი.
2. ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის/მარკის და მოდელის შესახებ.
3. მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მახასიათებლებთან შესაბამისობას.
4. ინფორმაცია საგარანტიო მომსახურების ვადებისა და პირობების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
5. დეტალური ინფორმაცია საგარანტიო პერიოდში გასაწევი მომსახურების პერიოდულობის შესახებ (excel- ფორმატში), მოტო საათების მიხედვით (რა დროს რა ნაწილი/მომსახურება უნდა შეიცვალოს/გაეწიოს).
6. ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის/ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
7. ინფორმაცია/დოკუმენტაცია მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
8. ოფიციალურ წარმომადგენელობის (დისტრიბუტორი/დილერი) დამადასტურებელი დოკუმენტი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
9. ინფორმაცია/დოკუმენტაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10. სატენდერო წინადადების ხელისმომწერისათვის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა (საჭიროების შემთხვევაში).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ფასწარმოქმნის დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის ან დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნით, რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

გარანტია ძალაში უნდა იყოს საქონლის მოწოდების ვადის გასვლიდან არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

6.4 terms and conditions of guarantee

1 ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 2%-ის ფარგლებში, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის მოცულობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ის ფარგლებში.
2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასსა და სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობისას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის მოცულობა განახევრდება.
3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუთხოვადი.
4. გარანტია გაცემული უნდა იყის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინამდებარე ტენდერში გამოყენებული იქნება სახელშეკრულებო ღირებულების სრული ოდენობის საავანსო ანგარიშსწორება, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

გარანტია გაცემული უნდა იყის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანაგარიშსწორებით ლარებში.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშსწორებისათის საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის (მიღება ჩაბარების ან საავანსო გარანტიის) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ანგარიშსწორებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის მოწოდებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიგა მენაბდიშვილი, 577925757, giga.menabdishvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია „კითხვა-პასუხის“ მოდულის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №12-ის მე-8 მუხლის გათვალისწინებით.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით.
7. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru