ტექნიკური დავალება:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო და
საკურიერო მომსახურების გაწევა შემდეგი პირობების
გათვალისწინებით:
1.სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა
სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა
განხორციელოს დანართი №1-ის (ფასთა ცხრილის) შესაბამისად;
2. შემსყიდველის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი
თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ.
„თრექინგი“. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა გზავნილის
„თრექინგ-კოდის“ მიწოდება, გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის
დადგენის მიზნით.
3.მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ
გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო
მაღალმთიან რაიონებში არაუმეტეს 5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს.
გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების
დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა
პირი ადგილზე არ იმყოფება, კურიერმა უნდა დაუტოვოს შეტყობინება სადაც
იქნება მითითებული გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები დ
გზავნილის სერვისცენტრში დაყოვნების დრო, რომლის განმავლობაშიც
შეეძლება ადრესატს გზავნილის გატანა. პროგრამის საშუალებით აცნობოს
შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის შესახებ და უფასოდ
განახორციელოს გზავნილის უკან დაბრუნება. სერვის ცენტრში გზავნილის
შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5(ხუთი) კალენდარულ დღეს. აღნიშნული
ვადის გასვლისთანავე გზავნილი უნდა დაუბრუნდეს შემსყიდველს. ყოველი
განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად
გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ. ასევე, მიმწოდებლის
მიერ უნდა განხორციელდეს თვიური სტატისტიკური მონაცემების მიწოდება
შემსყიდველისათვის შესაბამისი გზავნილის რეკვიზიტებით.
4.მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს
სპეციალური მენეჯერი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს
მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის
დროული ინფორმირებით;
5.გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს. საერთაშორისო ნორმებით
დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება
გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის
მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
6.გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში,
შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას
დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების
ღირებულების სრული ოდენობით.
7.მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება
ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი,
ქალაქი/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტრაქტო პირი და ტელეფონის
ნომერი).
8.შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის, ან/და ტელეფონის ან/და
საკონტაქტო პირის მითითების შემთხვევაში და ასევე, არასწორად
მითითებული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი
ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი
მითითება (მაგ: ინფორმაციის შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან
დაბრუნება ან სხვა).
9.მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის ან/და რეესტრის
საფუძველზე შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი
დოკუმენტები/ამანათები რაოდენობისა და ადრესატების შესახებ
ინფორმაციის შესაბამისად.
10.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფასო საკურიერო მომსახურება.
უზრუნველყოს შემსყიდველისაგან საფოსტო გზავნილის წამოღება
შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, ყოველ სამუშაო დღეს
არაუგვიანეს 17:00 საათამდე, ხოლო მოტანა არაუმეტეს 11:00 საათისა (საჭიროების
შემთხვევაში დღეში ორჯერ). სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი
საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან
შეთანხმებული ვადის განმავლობაში.
11.შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ
მისამართზე გაგზავნილი გზავნილის გადამისამართება (ადრესატის
მისამართზე გატანამდე) ხორციელდება იმავე ქალაქში/სოფელში/ტერიტორიულ
ერთეულში უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია
განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს ელექტრონული ფოსტის
საშუალებით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს
გარეთ ნებისმიერი მიმართულებით) საფოსტო და საკურიერო მომსახურების
გაწევა შემდეგი პირობების გათვალიწინებით:
1.მიმწოდებელმა სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი
ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის, ამანათების (შემდგომში - „გზავნილი“)
გადაგზავნა უნდა განხორციელოს დანართი №1-ის (ფასთა ცხრილის)
შესაბამისად.
2.შემსყიდველის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი
თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ.
„თრექინგი“. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა გზავნილის
„თრექინგ-კოდის“ მიწოდება, გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის
დადგენის მიზნით.
3.მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ
გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში
ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს.
გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების
დოკუმენტაციაში გზავნილის მიმღების ხელმოწერით, ან/და ჩაბარების
თარიღისა და დროის მითითებით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ
იმყოფება, მიაწოდოს შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის
შესახებ და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნოს მას
გზავნილი. ასევე, მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს თვიური
სტატისტიკური მონაცემების მიწოდება შემსყიდველისათვის შესაბამისი
გზავნილის რეკვიზიტებით.
4.მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს
სპეციალური მენეჯერი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს
მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის
დროული ინფორმირებით;
5.გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული
პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს. საერთაშორისო ნორმებით
დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება
გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის
მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
6.გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში,
შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი
ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას
დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების
ღირებულების სრული ოდენობით,
7.მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება
ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი,
ქვეყანა, ქალაქი/პროვინცია/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტრაქტო
პირი და ტელეფონის ნომერი).
8.შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის, ტელეფონის ან/და საკონტაქტო
პირის მითითების შემთხვევაში, მაგალითად, მხოლოდ საფოსტო ყუთის ნომრის
მითითების შემთხვევაში, საკონტაქტო პირისა და ტელეფონის ნომრის
გარეშე, გზავნილის მისამართი ჩაითვლება არასრულად. ასეთ შემთხვევაში,
მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს
შემსყიდველის შემდგომი მითითება (მაგ: ინფორმაციის
შეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან სხვა). ასევე,
გზავნილის გაგზავნისათვის საჭირო ზემოაღნიშნული ინფორმაციის
შემსყიდველის მიერ არასწორად მითითებისა და მიმწოდებლის მიერ
აღნიშნულის იდენტიფიცირების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია
აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდველის შემდგომი მითითება
(მაგ: ინფორმაციის ეცვლა/დამატება/შევსება, გზავნილის უკან დაბრუნება ან
სხვა).
9.შემსყიდველის მიერ მითითებული მისამართისაგან განსხვავებულ
მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება
ხორციელდება იმავე ქალაქში უფასოდ, ამ შემთხვევაში შემსყიდველი
უფლებამოსილია განახლებული მისამართი მიმწოდებელს გადასცეს
ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
10.მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე
შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები
რაოდენობისა და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
11.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საერთაშორისო გზავნილის
ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე მიწოდება
შემსყიდველისათვის (ორგანიზაციის ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული),
სადაც მითითებული იქნება გზავნილის ჩაბარების ზუსტი თარიღი, დრო და
ადრესატის ვინაობა, ხელმოწერა ან ორგანიზაციის ბეჭედი ან სხვა საჭირო
ინფორმაცია გზავნილის ჩაბარებასთან დაკავშირებით შემსყიდველის
წერილობით მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
12.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფასო საკურიერო მომსახურება,
შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, ყოველ სამუშაო დღეს
(საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ). მოთხოვნის შემთხვევაში,
შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მიმწოდებელი
ვალდებულია გამოცხადდეს გზავნილის მიღების ადგილზე და უზრუნველყოს
შემსყიდველისგან საფოსტო გზავნილის წამოღება არაუგვიანეს 17:00
საათამდე, ხოლო მოტანა არაუმეტეს 11:00 საათისა.
შენიშვნა:
1. დანართი №1-ში (ფასთა ცხრილში) მოცემულია მომსახურების სავარაუდო
მოცულობა, რომელიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული. ასევე, თუ
მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან,
რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და
აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი,
შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე
შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა
მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით, ხელშეკრულების
საერთო ღირებულების შეუცვლელად.