სოსისი
• სოსისის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მხოლოდ ძროხისა და ღორის
ხორცი (საწარმოო პროცესის გათვალისწინებით დასაშვებია ქათმის
არსებობა მხოლოდ კვალის სახით);
• ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი და გემო სოსისისთვის დამახასიათებელი)
დამაკმაყოფილებელი;
• შებოლვის და სანელებლების ზომიერი არომატით;
• სოსისის შემადგენლობა და კალკულაცია არ უნდა შეიცავდეს სოიოს
ტექსტურატს, სოიოს იზოლატს, სოიოს ფქვილს, ბურღულეულს. ასევე ადამიანის
ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (საღებავების,
კონსერვანტებისა და ემულგატორების სახით);
• ცხიმის შემცველობა 100 გრამ პროდუქტში არაუმეტეს 18 გრ. ცილა არანაკლებ 11
გრამი, სახამებელი - არაუმეტეს 2.2გ; ტენიანობა - არაუმეტეს 71%..
• თითოეული სოსისის წონა უნდა იყოს 30,40, 60 გრამი (მოთხოვნის მიხედვით)
(ცდომილება ±1გრ);
• შეფუთული უნდა იყოს ქარხნული წესით ვაკუუმ პარკებში;
• მოწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის
არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 12 დღე.
სოსისი - ტკაცუნა (ე.წ. ივერია)
• სოსისის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მხოლოდ ძროხისა და ღორის
ხორცი (საწარმოო პროცესის გათვალისწინებით დასაშვებია ქათმის
არსებობა მხოლოდ კვალის სახით);
• ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი და გემო სოსისისთვის დამახასიათებელი)
დამაკმაყოფილებელი;
• შებოლვის და სანელებლების ზომიერი არომატით;
• სოსისის შემადგენლობა და კალკულაცია არ უნდა შეიცავდეს სოიოს
ტექსტურატს, სოიოს იზოლატს, სოიოს ფქვილს, ბურღულეულს. ასევე ადამიანის
ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (საღებავების,
კონსერვანტებისა და ემულგატორების სახით);
• ცხიმის შემცველობა 100 გრამ პროდუქტში არაუმეტეს 18 გრ. ცილა არანაკლებ 11
გრამი, სახამებელი - არაუმეტეს 2.2გ. ტენიანობა - არაუმეტეს 71%.
• თითოეული სოსისის წონა უნდა იყოს 60 გრამი (ცდომილება ±1გრ);
• გარსაცმი ხელოვნური, კოლაგენური.
• შეფუთული უნდა იყოს ქარხნული წესით ვაკუუმ პარკებში;
• მოწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის
არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 12 დღე.
ძეხვი (საექიმო)
• ძეხვის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მხოლოდ ძროხის და ღორის
ხორცი;
• ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული
ნიმუშისთვის კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი;
არადამახასიათებელი სუნისა და გემოს გარეშე;
• არ უნდა შეიცავდეს სოიოსა და სხვა მცენარეულ ცილებს;
• 100 გრამ პროდუქტში: ცილები - არანაკლებ 14გ. ცხიმი - 16გ.-18გ., სახამებელი -
არაუმეტეს 3გ., მარილი - 1გ.-3გ., ტენიანობა - არაუმეტეს 71%;
• უნდა იყოს დაფასოებული პოლიმერულ აფსკში, ერთი ცალი - 1,5- 3კგ-მდე
დაფასოებით;
• საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის
არანაკლებ 80%, მაგრამ არანაკლებ 20 დღე;
სარდელი
• სარდელის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მხოლოდ ძროხისა და ღორის
ხორცი. შებოლვის და სანელებლების ზომიერი არომატით;
• ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი და გემო სახეობისთვის დამახასიათებელი)
დამაკმაყოფილებელი;
• არ უნდა შეიცავდეს სოიოსა და სხვა მცენარეულ ცილებს;
• შემადგენლობა 100 გრამ პროდუქტში: ცილები - არანაკლებ 11გ., ცხიმი - 15გ.-19გ.,
სახამებელი - არაუმეტეს 2.2გ, მარილი - 1გ.-3გ. ტენიანობა - არაუმეტეს 71%.
• დაფასოებული უნდა იყოს პოლიეთილენის 1 - 4 კგ-იან (მოთხოვნის
შესაბამისად) ვაკუუმ ტარაში;
• თითოეული სარდელის წონა უნდა იყოს 120 გრამი (ცდომილება ±1გრ);
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 80%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე.
ლორი (ჩალაღაჯი)
• ლორი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ღორის ხორცისგან (ჩალაღაჯი);
• ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი და გემო ლორისთვის დამახასიათებელი
კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი;
• უნდა იყოს სანელებლებისა და შებოლვის გამოკვეთილი არომატით;
• მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა უნდა იყოს არანაკლებ საერთო
ვადის 90 %.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.
უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების
მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში არსებული
მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
(დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ
სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და
წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების,
წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში
შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის
მიმოქცევისას).
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90
დადგენილებით დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55
დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს N497
დადგენილებით დამტკიცებულ "სურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი
არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის
ინგრედიენტების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს.
საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც დაცული იქნება პროდუქტის
შენახვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმები. თითოეულ მანქანა რეფრეჯერატორი უნდა იყოს აღჭურვილი
ტემპერატურილი რეჯიმების გადამოწმების მექანიზმით - რეკორდერით.