Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Зерновые, картофель, овощи, фрукты и орехи (Грузия - Тендер #59336656)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 59336656
Дата публикации: 25-11-2024
Сумма контракта: 4 568 168


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON240000552
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.11.2024 18:27
Начало приема предложения 28.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 29.11.2024 15:30
Предполагаемая цена закупки 4`568`168.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 03200000-Зерновые, картофель, овощи, фрукты и орехи
Коды классификатора
  • 03200000 - Зерновые, картофель, овощи, фрукты и орехи
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი ბოსტნეული
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 91`364 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: teona okropiridze :: 19.11.2024 13:47
  • Последнее исправление: salome melashvili :: 25.11.2024 14:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=602694&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - ბოსტნეული (შემდგომში - საქონელი/პროდუქტი/სურსათი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მწვანილი (ქინძი, ნიახური, ოხრახუში, კამა, რეჰანი და ტარხუნა)
• მწვანე შეფერილობის ფოთლებით (გარდა რეჰანისა), საღი, მშრალი, სუფთა, ფესვების გარეშე, კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური სურნელებით; არ უნდა იყოს გაყვითლებული, გაყვავილებული, დამპალი, მექანიკური დაზიანებების მქონე; უნდა იყოს მიწის შემცველობის გარეშე;
• თითოეულს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
• უნდა გააჩნდეს მოკლე, წვრილი ღერო, ქვედა განშტოებიდან არაუმეტეს 10 სმ;
• დაფასოებული უნდა იყოს პლასტმასის ან ქაღალდის ჰაერგამტარ ყუთებში (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).

ბადრიჯანი
• საღი, მწიფე (არა გადამწიფებული), პრიალა, სუფთა, მშრალი, მკვრივი და ჭკნობის ნიშნების გარეშე, კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური შეფერილობით და სურნელით;
• არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), ნაოჭიანი ზედაპირით და კანზე ლაქებით;
• თითოეულს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
• თითოეულის სიგრძე უნდა იყოს 15-30 სმ; დასაშვებია თითოეული ნაყოფის ზომის ცდომილება არაუმეტეს 20%-ისა, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს ყოველ მოწოდებულ პარტიაში 5%-ს;
• პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს 50კგ-მდე (±0.4%) ტომრებში, პოლიეთილენის პარკებში ან ყუთებში (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).

კარტოფილი
• კარტოფილის ტუბერი (ბოლქვი) უნდა იყოს საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, ღივის გარეშე; არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა);
• ტუბერს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
• არ უნდა იყოს მოყინული და მომწვანო შეფერილობის;
• მიწის შემცველობა არ უნდა იყოს საერთო წონის 1%-ზე მეტი;
• არ უნდა იყოს ტკბილი ჯიშის (ბატატი);
• კარტოფილის ტუბერის დიამეტრის ზომა არანაკლებ 6 სმ;
დასაშვებია თითოეული ნაყოფის ზომის ცდომილება არაუმეტეს 20%-ისა, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს ყოველ მოწოდებულ პარტიაში 5%-ს;
• შეფუთვა მთლიანობის დარღვევის გარეშე, დაფასოება 20-50 კგ-მდე (±0.4%) ბადე-ტომრებში (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).

ხახვი
• საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, თხელფოთლიანი, ღივის გარეშე, მრგვალი ან ოვალური ფორმის, ღეროები დაჭრილი;
• არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა);
• თითოეულ ბოლქვს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
• არ უნდა იყოს მოყინული;
• თითოეული თავის მინიმალური დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 5 სმ-ის; დასაშვებია თითოეული ნაყოფის ზომის ცდომილება არაუმეტეს 20%-ისა, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს ყოველ მოწოდებულ პარტიაში 5%-ს;
• პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს ბადე–ტომრებში.

კომბოსტო
• საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, თხელკანიანი, შავი წერტილების გარეშე, კარგად შეკრული თავები, მრგვალი ან ოვალური ფორმის, ღეროები დაჭრილი;
• არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა);
• თითოეულ თავს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
• არ უნდა იყოს მოყინული, მიწის შემცველობის გარეშე;
• თითოეული თავის წონა უნდა იყოს არანაკლებ 0.9 კგ; დასაშვებია თითოეული ნაყოფის წონის ცდომილება არაუმეტეს 20%-ისა, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს ყოველ მოწოდებულ პარტიაში 5%-ს;
• შეფუთვა მთლიანობის დარღვევის გარეშე, დაფასოება 20-50 კგ-მდე (±0.4%) ბადე-ტომრებში (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).

ჭარხალი
• საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, ნაკლებძარღვიანი, მრგვალი ან მოგრძო ფორმის, მუქი წითელი შეფერილობის გულით, სიცარიელისა და ლაქების გარეშე;
• არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა);
• თითოეულ თავს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
• არ უნდა იყოს მოყინული;
• მიწის შემცველობა არ უნდა იყოს საერთო წონის 1%-ზე მეტი;
• თითოეული ბოლქვის წონა უნდა იყოს არანაკლებ 200 გრ; დასაშვებია თითოეული ნაყოფის წონის ცდომილება არაუმეტეს 20%-ისა, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს ყოველ მოწოდებულ პარტიაში 5%-ს;
• პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს ბადე–ტომრებში, ჰაერგამტარ პარკში ან ყუთებში.

სტაფილო
• საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, შავი წერტილების გარეშე, მოგრძო ფორმის, ღეროები დაჭრილი;
• სუნი, ფერი და გემო უნდა იყოს დამახასიათებელი აღნიშნული პროდუქტისათვის;
• არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა);
• თითოეულს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
• არ უნდა იყოს მოყინული;
• მიწის შემცველობა არ უნდა იყოს საერთო წონის 1%-ზე მეტი;
• თითოეული ცალის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 12 სმ და დიამეტრი არანაკლებ 2 სმ; დასაშვებია თითოეული ნაყოფის ზომის ცდომილება არაუმეტეს 20%-ისა, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს ყოველ მოწოდებულ პარტიაში 5%-ს;
• პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს ტომრებში ან/და ჰაერგამტარ პარკში.

პომიდორი
• გარედან და გული წითელი ან/და ვარდისფერი, საღი, სუფთა, საშუალო სიმკვრივის, მწიფე, სიმწვანისა და თეთრი ჩანართების გარეშე;
• არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა);
• თითოეულს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
• თითოეულის წონა უნდა იყოს არანაკლებ 90 გრ; დასაშვებია თითოეული ნაყოფის წონის ცდომილება არაუმეტეს 20%-ისა, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს ყოველ მოწოდებულ პარტიაში 5%-ს;
• პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს პლასტმასის ან ხის ყუთებში.

კიტრი
• საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, გადაუმწიფებელი და შუაგულში სიცარიელის გარეშე;
• არ უნდა იყოს მწარე, ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა);
• თითოეულს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
• არ უნდა იყოს მოყინული;
• უნდა იყოს მიწის შემცველობის გარეშე;
• თითოეულის მინიმალური დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 3 სმ და არაუმეტეს 5 სმ, ხოლო სიგრძე 14-20 სმ-მდე. დასაშვებია საერთო წონასთან შეფარდებით არაუმეტეს 20%-ისა სიგრძე იყოს 12–14 სმ;
• პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს 10-50 კგ-მდე (±0.4%) ტომრებში, პოლიეთილენის პარკებში ან ყუთებში.

ბულგარული წიწაკა
• მწვანე (გარედან და გული), საღი, სუფთა, მშრალი, საშუალო სიმკვრივის, მწიფე, გარედან თეთრი ჩანართების გარეშე;
• არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა);
• არ უნდა იყოს მწარე;
• უნდა იყოს მიწის შემცველობის გარეშე;
• თითოეულის მინიმალური სიგრძე არანაკლებ 8 სმ; დასაშვებია თითოეული ნაყოფის ზომის ცდომილება არაუმეტეს 20%-ისა, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს ყოველ მოწოდებულ პარტიაში 5%-ს;
• თითოეულს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები; პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს ტომრებში ან ყუთებში.

ნიგოზი
• მოწოდებული პარტია უნდა იყოს მაღალი ხარისხის:
• დამტვრეული, დაზიანებული და შავი ფერის ლებნების, ნესტის, ობის სუნისა და არასასიამოვნო გემოს გარეშე, სიმწარისა და სიმძაღის გარეშე.
• პროდუქტი უნდა იყოს დაფასოებული და ეტიკეტირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


ნიორი
• საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, ღივის და ღეროს გარეშე, თხელკანიანი, მრგვალი ან ოვალური ფორმის, მსხვილი ბოლქვით და კბილებით;
• თეთრი-მოვარდისფრო ფერის;
• არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა); არ უნდა იყოს მოყინული;
• თითოეულ ბოლქვს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
• უნდა იყოს მიწის შემცველობის გარეშე;
• თითოეული ბოლქვის მინიმალური დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 4 სმ; დასაშვებია თითოეული ნაყოფის ზომის ცდომილება არაუმეტეს 20%-ისა, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს ყოველ მოწოდებულ პარტიაში 5%-ს;
• პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს 1-10 კგ-იან (±0.4%) ბადე–ტომრებში ან მუყაოს ყუთებში.

ენდრო
• წითელი, ახალი, შეკრული კონებად,
• ობისა და ნესტის გარეშე, მექანიკური და მავნებლებისგან დაზიანებების გარეშე,


ასკილი
• კარგად გამომშრალი,
• ობისა და ნესტის გარეშე, მექანიკური და მავნებლებისგან დაზიანებების გარეშე.
• 1-10კგ-მდე (±0.4%) შეფუთვით.


სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:

სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს.

მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის მიმოქცევისას (საკვები პროდუქციის დამუშავების, წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის ეტაპებს;

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის N317 დადგენილებით დამტკიცებულ "მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ"
განსაზღვრულ მოთხოვნებს;

შემსყიდველისათვის მიწოდებული სურსათის ყოველი პარტია უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური ობიექტების შემცველობით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2025 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, (აღნიშნული ვადა შესაძლებელია ხელშეკრულებით გაიზარდოს და განისაზღვროს არაუგვიანეს 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით) დანართი N2-ისა და შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.

1.4.2. შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში არაუმეტეს თვეში ერთხელ, განახორციელოს დამატებით (არაგეგმიური) მოთხოვნა საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მიწოდების ვადა არ უნდა იყოს ხელშეკრულებით გეგმიურად განსაზღვრული, მიწოდების ვადაზე ნაკლები, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
1.4.2.1. თუ ხელშეკრულების თანახმად, გეგმიური მიწოდება არ ხორციელდება თვეში ერთხელ მაინც, დამატებითი არაგეგმიური მიწოდება შეიძლება მიმწოდებელს მოეთხოვოს ხელშეკრულების განმავლობაში ერთხელ.

1.4.3. დანართ N2-ში მითითებული რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა და ემსახურება პრეტენდენტის ინფორმირებას და მიწოდების პირობების (ლოჯისტიკის შესაძლებლობების) შეფასებას.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილი: დანართი N2-ის შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა)აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იყოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამზედველობის სამსახურის ბრძანება აუდიტერების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება.
ან
ბ) - ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (თუ მხოლოდ მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტიდან ირკვევა ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდება, მაშინ აუცილებელი არ არის ხელშეკრულების წარმოდგენა) ან/და
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია) (ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტის წარმოდგენილი დოკუმენტი, აღნიშნული მონაცემების შესახებ, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით) ან/და
- საგადასახადო დოკუმენტები, სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1. მიმწოდებელს საკუთრებაში/სარგებლობაში უნდა გააჩნდეს სასაწყობე მეურნეობა, საიდანაც მოხდება მისაწოდებელი საქონელის დარიგება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწოდების ადგილებში.

2.3.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სარგებლობაში არსებობის შემთხვევაში - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურდება სარგებლობის უფლება).

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება დანართი N2-ის შესაბამისად. დაზუსტებული გეგმა-გრაფიკი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის, ხელშეკრულების გაფორმებისას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. წინამდებარე ტენდერის სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში, პრეტენდენტი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან.
2.7.1.1.1. თუ პრეტენდენტი წინამდებარე ტენდერის სტატუსის -„წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში რეგისტრირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად და შერჩევა-შეფასების მიმდინარეობისას დოკუმენტის ვადის გასვლამ გამოიწვია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობა, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს განახლებული ამონაწერი ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნის წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ:

2.9.1.1. კონსოლიდირებული ტენდერების კომისია უფლებამოსილია ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების განმავლობაში, მიმართოს სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“, რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს შესაბამისი კონტროლი.

2.9.1.2. ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არაუმეტეს ოთხჯერ განახორციელოს საქონლის ნიმუშის აღება და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციაში შემოწმება. შემოწმებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი (მათ შორის ხარჯების ანაზღაურებას). ლაბორატორიული შემოწმების ოქმებში მითითებული მაჩვენებლებით უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციით მოთხოვნილი მაჩვენებლები და პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრულ ხარისხის და უსაფრთხოების მაჩვენებლებს. თუ პროდუქტის შენახვის პირობებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კონკრეტული გამოცდის შედეგებზე, საქონლის ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდების მომენტში. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება კონკრეტულ თარიღში (საქონლის ვარგისიანობის ვადაში).

2.9.1.3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით, ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ.

2.9.2. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარუდგინოს მას ინფორმაცია იმ პირების შესახებ, ვინც განახორციელებს უშუალოდ საქონლის მიწოდებას. აგრეთვე, იმ სატრანსპორტო საშუალებების შესახებ რომლითაც განხორციელდება საქონლის მიწოდება. აღნიშნული პირების/სატრანსპორტო საშუალების ცვლილების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ მოახდინოს შემსყიდველის ინფორმირება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

91364

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 60 კალენდარული დღით.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულებების 5%–ის (იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის) ოდენობით. ვინაიდან წინამდებარე ტენდერით ხდება საკვები პროდუქტების შესყიდვა, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 20 000 (ოცი ათასი) ლარზე.

6.2.4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგნილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარადგინოს საავანსო საბანკო გარანტია, შემსყიდველის მიერ მითითებულ თანხაზე (მაგრამ არაუმეტეს სახელშეკრულებო ღირებულების 20%-სა), იმ მიზნით რომ 2025 წლის 18 დეკემბრიდან 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით მისაწოდებელი საქონლის ანაზღაურება განხორციელდეს 2025 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

7.1.1.2 მ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru