Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Прочие услуги (Грузия - Тендер #59336642)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khelvachauri Planting, Cleaning and Communal Service Office
Номер конкурса: 59336642
Дата публикации: 25-11-2024
Сумма контракта: 29 916


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240023075
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.11.2024 17:27
Начало приема предложения 01.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 03.12.2024 14:00
Предполагаемая цена закупки 29`916.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 98300000-Прочие услуги
Коды классификатора
  • 98380000 - Услуги псарен
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან მოთხოვნათა შესაბამისად 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყუროდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადავანის) მომსახურეობის შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 598.00 GEL
Размер гарантии 299 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nukri sharabidze :: 25.11.2024 12:16
  • Последнее исправление: nukri sharabidze :: 25.11.2024 17:27
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=603662&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 216 ერთეული, უმეთვალყუროდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურეობის შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური მოთხოვნები
_ უსახლკარო ცხოველთა იზოლირება ჰუმანური/უმტკივნეულო მეთოდით ხელით/ლასოთი/ბადით, დეჰელმენტიზაცია (დამუშავება ჭიებზე, გარე პარაზიტებზე), სტერილიზაცია/კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია (სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით ან საჭიროების შემთხვევაში ჩიპით), თითოეული მონაცემის ასახვა სარეგისტრაციო შესაბამის ბლანკში და ყველა საჭირო პროცედურის შესრულების შემდგომ დაბრუნება აყვანის ადგილას, თავშესაფარში მყოფი ცხოველი უნდა იკვებოს ძაღლისათვის განკუთვნილი სპეციალური ქარხნული წარმოების საკვებით;
_ თანამშრომელთა აღჭურვა სპეციალური უნიფორმით, ხელთათმანით; _ ცხოველთა განთავსება საკარანტინე და შემდგომ იზოლირების ვოლიერებში, რომელიც აღჭურვილი იქნება ვენტილაციით, განათებით, გათბობით; _ ცხოველის სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში ცხოველის ევთანაზია, ევთანაზიის დროს უნდა შედგეს ვეტერინარი ექიმის მიერ შესაბამისი აქტი, ცხოველის ევთანაზიის საჭიროების შემთხვევაში საკითხი ინდივიდუალურად უნდა შეთანხმდეს ცხოველთა დაცვის დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენელ(ებ)თან;
_ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის (ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთთნამაშრომლობა გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის დადგენილება #690-ის შესაბამისად) სპეციალისტისათვის ადგილის გამოყოფა ცხოველთა იზოლირებისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და თავშესაფარის ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესების უზრუნვეყოფა შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლისა და მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის;
_ ძაღლების იდენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს დანომრილი თაგით და ნომერი უნდა გატარდეს სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში და ელექტრონულ ბაზაში, რომელშიც ასევე უნდა იყოს დატანილი ინფორმაცია ძაღლის იზოლირების თარიღის, იზოლირებული ძაღლის ვაქცინაციის თარიღის, ძაღლის აღწერილობის და აყვანის ადგილას ძაღლის დაბრუნების თარიღის შესახებ, თავშესაფარიდან გაჩუქებული ძაღლების შემთხვევაში შესაბამისი გაჩუქების აქტების გაფორმება და შენახვა, აღნიშნული პროცედურების ჩატარების შემდგომ ცხოველების დაბრუნება აყვანის ადგილას;
_ ცხოველთა იზოლირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების (სადაც სატრანსპორტო ვოლიერები განთავსებულია ერთმანეთისაგან იზოლირებულად) დეზინფექცია, თავშესაფარის ვოლიერებისა და თავშესაფარის დანარჩენი ნაწილის დეზინფექცია დღეში ორჯერ (საჭიროების შემთხვევაში მეტჯერ) შესაბამისი სპეციალური ქიმიური საშუალებით, ქიმიური საშუალების ეფექტურობა და ხარისხი უნდა იყოს შეთანხმებული ვეტერინარულ ორგანიზაციასთან, ხოლო სადეზინფექციო საშუალებების შესყიდვის დოკუმენტები უნდა ინახებოდეს საცავში;
_ თავშესაფარი უნდა იყოს აღჭურვილი სადრენაჟე სისტემით;
_ ცხოველთა ქირურგიული ოპერაციების დროს გამოსაყენებელი სანესთეზიო საშუალებებისა და სამკურნალო საჭირო მედიკამენტების სია უნდა იყოს შეთანხმებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციასთან.


ტენდერში გასავალისწინებელი პირობები:


1.1 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა საერთაშორისო სტანდარტების(მიწისზედა ცხოველთა კოდექსით გათვალისწინებული) მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით).

1.2 დაჭერილი ცხოველების ტრანსპორტირება სპეციალური ავტოტრანსპორტით თავშესაფარში.

1.3 თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, დეჰელმენტიზაცია(დამუშავება ენდო და ექტო პარაზიტებზე), ვაქცინაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურების გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით (დაბირკვა), კუპირებული ყურების ან ცხოველის ხანდაზმულობის შემთხვევაში მათი იდენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს ჩიპირების(კანქვეშ სპეციალური იმპლანტის შეყვანის) გზით და რეგისტრირებული ცხოველების მიკედლების არეალში დაბრუნება, ცხოველის შესაბამისი მაიდენტიფიცირებული ნომერი უნდა იქნეს გატარებული შესაბამის ბაზაში. ვეტერინარული მომსახურება უნდა განახორციელონ, მხოლოდ დიპლომირებულმა ვეტერინარმა სპეციალისტებმა. ცხოველის გაჩუქების შემთხვევაში უნდა გაფორმდეს შესაბამისი გაჩუქების ხელშეკრულება ცხოველის აყვანის მსურველთან.

1.4 უნდა მოხდეს ცხოველთა თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების იდენტიფიცირება და ანტირაბიული ვაქცინირება.

1.5 ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი ცხოველების ევთანაზია და ცხოველთა ლეშის გაუვნებელყოფა შესაბამის სპეციალიზირებულ სამარხში, ბიოთერმულ ორმოში ან კრემატორიუმში. ევთანაზიის საჭიროების შემთხვევაში საკითხი ინდივიდუალურად უნდა შეთანხმდეს ცხოველთა დაცვის ფედერაციასთან და უნდა გაფორმდეს შესაბამისი აქტი, სადაც მიეთითება ევთანაზიის საჭიროების მომწვევი გარემოების შესახებ, ხოლო ევთანაზია განხორციელდება მიწისზედა ცხოველთა კოდექსის მუხლი 7.7.1-ის მე-11 ნაწილის შესაბამისად.

1.6 ცხოველების დაჭერა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე უნდა განხორციელდეს ცხოველთა რეგისტრაციის მკაცრი კონტროლი.

1.7 თავშესაფარი უნდა იყოს მოპირკეთებული კაპიტალურად, როგორც ვეტერინარულ ნაწილში ასევე ვოლიერულ განყოფილებებში უნდა შედიოდეს წყალმომარაგება და ელექტორენერგია, თავშესაფარი უნდა შედგებოდეს როგორც საიზოლაციო ასევე საარანტინე ვოლიერებისგან, კედლების, ჭერისა და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი წესით დასუფთავებისა და ხარისხიანი დეზინფექციის შესაძლებლობას, საკარანტინე ვოლიერები უნდა იყოს საიზოლაციო ვოლიერებისგან განცალკევებულად, იზოლირებულად აშენებულ შენობაში. თავშესაფრის შენობა-ნაგებობა უნდა იყოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოს მიერ მიღებული ექსპლუატაციაში, დაუშვებელია ვოლიერები მოწყობილი იყოს ისეთ შენობა-ნაგებობაში რომელიც წარსულში განკუთვნილი იყო სხვა დანიშნულებისათვის, ასევე დაუშვებელია ვოლიერების მოწყობა ძველ,ამორტიზირებულ შენობაში. დაავადებათა გავრცელების რისკების შემცირების მიზნით საკარანტინე ვოლიერები უნდა იყოს განთავსებული საიზოლაციო ვოლიერებისგან განცალკევებულად. ვეტერინარული სივრცე უნდა შედგებოდეს: საოპერაციო ოთახისგან, თერაპიული სამკურნალო ოთახისგან, მისაღები ოთახისგან, ინსტრუმენტების სასტერილიზაციო ოთახისგან და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების შესანახი ოთახისგან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სანარკოზე საშუალებები უნდა ინახებოდეს ცალკე ოთახში და დაცული უნდა იყოს სპეციალურ ლითონის სეიფში,რომლის გასაღებს უნდა ფლობდეს თავშესაფრის წარმომადგემელი მხოლოდ ერთი პიროვნება. ცხოველების დათვალიერების და ფოტო/ვიდეო გადაღების უფლება წინასწარი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა ეძლეოდეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;
1.8 უმეთვალყურეოდ მყოფი პატრონიანი ძაღლის იზოლირების შემთხვევაში თავშესაფარი ვალდებულია ითანამშრომლოს სხვადასხვა დაწესებულებასთან მისი პირვანდელი მეპატრონისადმი გადაცემისათვის, საჭიროების შემთხვევაში თავშესაფარი ვალდებულია მოახდინოს დაინტერესებული პირების ინფორმირება იზოლირებული მიუსაფარი ცხოველების შესახებ, ასევე უნდა ხორციელდებოდეს დაინტერესებული პირების ინფორმირება ზოონოზური დაავადებების რისკების შემცირების მიზნით, თუ რა რეაგირება იქნა მიღებული შესულ ინფორმაციებთან დაკავშირებით.მაწანწალა ძაღლების გარიდება- 216 ერთეული ძაღლი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება გაწევა უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურება გაწეული უნდა იქნეს არანაკლებ თვეში 3-ჯერ, მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში. ყოველ ეტაპზე გასაწევი მომსახურების სავარაუდო მოცულობისა და ადგილის დადგენა მოხდება წინასწარ, მომსახურების მიწოდებამდე 1 (ერთი) კალენდარული დღით ადრე.
1.5.2. მომსახურების გაწევის (მოხეტიალე, უპატრონო და მიკედლებულ ცხოველთა აყვანა) ადგილია: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს აღნიშნული მომსახურების განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება , რაც უნდა დასტურდებოდეს მიღება ჩაბარების აქტით და ხელშეკრულებით .

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1) შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, უნდა გააჩნდეს საკუთარი ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა) ცხოველთა თავშესაფარი. ცხოველთა თავშესაფარის საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ხოლო იჯარის, თხოვების ან დაქირავების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება (მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დართვით), რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს მომსახურების დასრულების ვადაზე ნაკლები (იჯარის უფლება უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ცხოველთა თავშესაფარი აღჭურვილი უნდა იყოს ცხოველთა პირველადი მისაღები სათავსოებითა (საკარანტინე ზონა, განათება, ვენტილაცია, გათბობა) და საოპერაციო კაბინეტით, შესაბამისი აღჭურვილობით,უნდა გააჩნდეს ძაღლსამყოფი ვოილერები არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) საკანი, შესაბამისი ნუმერაციით (უნდა დაერთოს აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალა).
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი, მომსახურების შესასრულებლად ვალდებულია ფლობდეს, საკუთარი ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა, ლიზინგი) მინიმუმ 1 (ერთი) ერთეული ცხოველთა იზოლირების სპეციალიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებას (სპეციალიზირებულ ავტომობილში ვოლიერები უნდა იყოს ერთმანეთისაგან იზოლირებული და უნდა ხორციელდებოდეს ყოველდღიური დეზინფექცია). საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (სარეგისტრაციო მოწმობა, აუდიტის დასკვნა, მიღება-ჩაბარების აქტი, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან სხვა დოკუმენტაცია) ასლ(ებ)ი; იჯარის, თხოვების, დაქირავების ან ლიზიგის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება, ტექნიკური პასპორტების ან/და საკუთრების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის (სარეგისტრაციო მოწმობა, აუდიტის დასკვნა, მიღება-ჩაბარების აქტი, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან სხვა დოკუმენტაცია) ასლ(ებ)თან ერთად (იჯარის, თხოვების ან დაქირავების ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს მომსახურების დასრულების ვადაზე ნაკლები).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების შესასრულებლად უნდა ჰყავდეს გამოცდილი და კვალიფიცირებული პერსონალი, მათ შორის 1 (ერთი) ვეტერინარი მაინც, რომლებსაც გააჩნიათ ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური მომსახურების შესრულების გამოცდილება. რაც დადასტურდება შესაბამისი დიპლომ(ებ)ის, სერტიფიკატების წარდგენით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1) შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირი უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ვეტერინარული და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის რეესტრში და უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ, წარმოდგენილ უნდა იქნეს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს რომ ცხოველთა თავშესაფარი და ცხოველთა იზოლირების ავტოსატრანსპორტო საშუალება მოწყობილი არის საერთაშორისო სტანდარტებთან (ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია OIE) შესაბამისად და ითვალისწინებს ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებს.
3) პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან ცხოველთა თავშესაფრის მონიტორინგის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომელშიდაც გაწერილი იქნება ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის განთავსებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა თავშესაფარსა და იზოლირების ავტომობილში.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს, დადგენილ ვადაში, მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნით (დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში.
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
7.2.2. ანგარიშსწორება იწარმოებს ეტაპობრივად ყოველთვიურად, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის (მიღება-ჩაბარების აქტი) გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნუგზარ ძნელძე, 558030356, khel.gamc.komun.momsaxureba@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე.
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

3) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
4) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru