Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области лесного хозяйства (Грузия - Тендер #59336624)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Gldani District Gamgeoba
Номер конкурса: 59336624
Дата публикации: 25-11-2024
Сумма контракта: 299 993


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240023090
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.11.2024 17:51
Начало приема предложения 03.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 06.12.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 299`993.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 77200000-Услуги в области лесного хозяйства
Коды классификатора
  • 77211300 - Услуги по очистке леса
  • 77211400 - Услуги по вырубке деревьев
  • 77211500 - Услуги по обрезке деревьев
Срок подачи ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ხმელი, ზეხმელი და ავარიული ხეების მოჭრის, გადაბელვის სხვლა-ფორმირების და დამუშავება -გატანის, ასევე მოტეხილი და მოთხრილი ხეების დამუშავება-გატანის და კუნძების ამოძირკვა-გატანის მომოსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`500.00 GEL
Размер гарантии 3`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome kiknavelidze :: 25.11.2024 11:33
  • Последнее исправление: salome kiknavelidze :: 25.11.2024 17:51
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=603641&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ხმელი, ზეხმელი და ავარიული ხეების მოჭრის, გადაბელვის, სხვლა-ფორმირების და დამუშავება-გატანის, ასევე მოტეხილი და მოთხრილი ხეების დამუშავება-გატანის და კუნძების ამოძირკვა-გატანის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3 ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეული პოზიციის ერთეული ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული შემცირებით.
1.2.4. პრეტენდენტის მიერ მომსახურების ხარჯთაღრიცხვა ატვირთულ იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1-ის მიხედვით (მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.5 მომსახურების გაწევამდე (ფორს-მაჟორული შემთხვევების გარდა) შემსყიდველის მიერ შესწავლილ იქნება თითოეული ხის მდგომარეობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ. მომსახურება განხორციელდება გამგეობის შესაბამისი თანხმობის საფუძველზე.
1.2.6 კონკრეტული დავალებები და მისამართები მიმწოდებელს გადაეცემა შემსყიდველის მიერ ეტაპობრივად.
1.2.7 ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საცობის თავიდან აცილების მიზნით მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს ღამის საათებშიც, კერძოდ 00:00 საათიდან 06:00 საათამდე.
1.2.8 მომსახურების დროს მიმწოდებლის მიერ მცენარეების, შენობა-ნაგებობების ან სხვა საგნების დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ ტექნიკურ ზედამხედველს და შესაბამის ორგანოებს. ზარალი ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ.
1.2.9 ყოველ კონკრეტულ ობიექტზე სამუშაო ადგილი უნდა შემოიფარგლოს თვალსაჩინო ნიშნებით (ზოლიანი ბაბთა ან ზონარი), მომსახურების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით ერთი დღის ვადაში გაანთავისუფლოს სამუშაო ადგილი მომსახურების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისაგან.
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ობიექტზე დამცავი ბარიერების მოწყობა.
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს და შეათანხმოს შესაბამის სამსახურებთან მომსახურების გაწევა, რომელიც იწვევს მოძრაობის შეფერხებას.
1.2.12 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მოჭრილი (მოტეხილი/მოთხრილი) ხეების დაჭრა კოტრებად (ზომით არაუმეტეს 40-50სმ) და წარმოქნილი საშეშე მერქნის დარიგება შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართებზე საკუთარი ხარჯით, რაზეც გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
1.2.13 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ერთდროულად იმუშაოს არანაკლებ 3 (სამი) ჯგუფით (ფორს–მაჟორის შემთხვევაში 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით), თითოეული ჯგუფი 5 (ხუთი) კაციანი შემადგენლობით.
1.2.14 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
1.2.15 შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლიან/და შეამოწმონ მომსახურება, რათა დარწმუნდენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
1.2.16 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და წუნდებით გაწეული მომსახურების ხელახალი შესრულება.
1.2.17 მიმწოდებელი ვალდებულია ავარიულ შემთხვევებში (ხის მოტეხვა, ტოტის მოტეხვა და სხვა) უზრუნველყოს მომსახურების გაწევა განახორციელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის თანამშრომლის შეტყობინების (მოკლეტექსტური, სატელეფონო ზარი, ელექტრონული ფოსტა) საფუძველზე.
1.2.18 მიმწოდებელმა ქალაქ თბილისის გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ხმელი და ავარიული ხეების მოჭრისა და ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების მომსახურება უნდა განახორციელებს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 11 ივნისის N11-58 დადგენილების თანახმად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესი“-ს შესაბამისად.

1.2.1 ხის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგნაირად:
I კატეგორიის ხე –10 მეტრამდე ხე–მცენარე;
II კატეგორიის ხე –10 მეტრიდან – 20 მეტრის ჩათვლით ხე–მცენარე;
III კატეგორიის ხე –21 მეტრი და ზევით ხე–მცენარე;
IV კატეგორიის ხე –10 მეტრი და ზევით ხე–მცენარე ტექნიკისათვის მიუდგომელ პირობებში.

1.2.2 გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი და რაოდენობები მოცემულია დანართი N1-ში
1.2.3 გასაწევი მომსახურების რაოდენობები არის სავარაუდო, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლებელია შეიცვალოს მოთხოვნის შესაბამისად და დაზუსტდეს ფაქტიური შესრულების მიხედვით, ერთეულის ფასების შეუცვლელად, ხელშეკრულების საერთო ღირებულების ფარგლებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის ტერიტორია.
1.5.2 კონკრეტული დავალებები, გასაწევი მომსახურების მისამართების, რაოდენობების და ადგილმდებარეობის მითითებით, მიმწოდებელს გადაეცემა შემსყიდველის მიერ წერილობით, ეტაპობრივად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ოდენობის ანალოგიური (ქალაქში ან/და ქალაქის ტიპის დასახლებაში ხეების მოჭრა-სხვლა- ფორმირება-დამუშავება ან/და ხის კუნძების ამოძირკვა) მომსახურების შესრულების გამოცდილება.
სისტემაში ატვირთულ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტები: მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (1. მიღება-ჩაბარების აქტი; 2. ფორმა N2 ან/და სხვა მსგავსი სახის დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო; 3. დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და საგადახდო მოთხოვნა).
2.2.1.2 თუ შესყიდვ(ები)ა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სრულად არის ატვირთული შესაბამისი დოკუმენტები, გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2-ის შესაბამისად, სატენდერო განცხადებ(ებ)ის (SPA,NAT.CMR…) ნომრის მითითებით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს მომსახურების გაწევის ადგილზე საჭიროების მიხედვით უნდა გააჩნდეს 3 მუშა ბრიგადა (თითოეული 5 კაცის ოდენობით) აღჭურვილი დანართი N3-ში მოცემული სახეობისა და მინიმალური რაოდენობის მატერიალურ–ტექნიკური ბაზით, რომელიც გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის პროცესში ყოველი კონკრეტული დავალების შესაბამისად, დავალების მოცულობიდან გამომდინარე.
აღნიშნულთან დაკავშირებით დანართი N3-ში მითითებული მუშა ბრიგადების და მანქანა–მექანიზმების, იარაღებისა და ინვენტარის შესახებ ინფორმაცია (თანხმობა)ატვირთული უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული ერთეულის ფასის და ჯამური ღირებულების ადეკვატურობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სატენდერო დოკუმენტაციის 6.1/6.2 პუნქტის შესაბამისად, დანართი N4–ის მიხედვით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.3 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადება შეადგენს 200 000 ლარზე ნაკლებს, საბანკო გარანტიის მექანიზმი არ გამოიყენება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2025 წლის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე კიკნაველიძე, 577361417, s.kiknavelidze@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.2.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) (მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
10.2.2 დოკუმენტაცია/ინფორმაცია გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 ქვეპუნქტის მოთხოვნის და დანართი N2 შესაბამისად.
10.2.3 თანხმობა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (დანართი N3), სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru