Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #59336614)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Agency for Protected Areas
Номер конкурса: 59336614
Дата публикации: 25-11-2024
Сумма контракта: 149 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240023050
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.11.2024 16:35
Начало приема предложения 03.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 06.12.2024 13:00
Предполагаемая цена закупки 149`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 79900000-Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79952000 - Услуги в области проведения мероприятий
Срок подачи 2024 წლის 28 დეკემბერი
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`490.00 GEL
Размер гарантии 1`490 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine dzneladze :: 21.11.2024 16:49
  • Последнее исправление: ekaterine dzneladze :: 25.11.2024 16:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=603274&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია ღონისძიების ორგანიზების მომსახურება, ტექნიკურ დავალებაში მოცემული მოთხოვნების გათვალისწინებით.

მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პროექტის "გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში.

პროექტის ფულადი სახსრები გათავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დ.ღ.გ-ს გადასახადისაგან. იხილეთ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში https://www.rs.ge/TaxPrivileges.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს ბუნების პრომოციისა და დაცული ტერიტორიების ცნობადობის გაზრდის მიზნით, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის, რათა მათ ბავშვობიდან შეიმეცნონ და შეიყვარონ საქართველოს უნიკალური ბუნება და ბიომრავალფეროვნება, მთის საერთაშორისო დღის ღონისძიების დაგეგმვა-ორგანიზება. ღონისძიების ფარგლებში, ბუნებაში, ღია ცის ქვეშ სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდება ეკოსაგანმანათლებლო შინაარსის სხვადასხვა აქტივობა, რომელსაც მიეცემა მასშტაბური ღონისძიების სახე საახალწლო შინაარსის ფორმატით. ღონისძიებაში ჩართული იქნებიან შემსყიდველის მიერ შერჩეული ბავშვები, ასევე დაგეგმილი ღონისძიების საჯაროობის გათვალისწინებით მას დაესწრებიან თავისუფალი მონაწილეები.

მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიების კონკრეტული კონცეფციის, დაზუსტებული სცენარის ჩამოყალიბება და წერილობითი სახით წარმოდგენა შემსყიდველთან შეთანხმების მიზნით. ღონისძიება უნდა ჩატარდეს 2024 წლის 20 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე პერიოდში, სავარაუდოდ 28 დეკემბერს, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, კერძოდ საბადურის უბანზე. ღონისძიების ჩატარების დრო: 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

ღონისძიების ეფექტურად განსახორციელებლად საჭიროა შემდეგი აქტივობების განხორციელება:

სკოლების მოსწავლეებისთვის, ასევე ჩატარდება ეკოსაგანმანათლებლო შინაარსის აქტივობები, რომელსაც მიეცემა მასშტაბური ღონისძიების სახე, საახალწლო შინაარსის ფორმატით. ღონისძიებაში ჩართული იქნებიან შემსყიდველის მიერ შერჩეული ბავშვები, ასევე დაგეგმილი ღონისძიების საჯაროობის გათვალისწინებით მას დაესწრებიან თავისუფალი მონაწილეები.

აღნიშნული ღონისძიების სრულად უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ ქვემოთ მოცემული ზოგადი კონცეფციის მიხედვით.
ღონისძიებაზე მოწვეული იქნება დაახლოები 100 სკოლის მოსწავლე, რომლებიც 2024 წლის განმავლობაში მონაწილეობას იღებდნენ ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში.

ღონისძიებაზე უნდა მოეწყოს რამდენიმე ცალ-ცალკე სივრცე, რომელიც გადანაწილებული უნდა იყოს დაახლოებით 500 კვ.მ. ფართობზე და რომლებიც გაერთიანებული უნდა იყოს საახალწლო თემით.

საერთო სივრცე (500 კვ.მ.) უნდა გაფორმდეს გირლიანდებით, ნათურებით, დროშებით და სხვადასხვა საახალწლო ატრიბუტებით. სივრცის შესასვლელში უნდა მოეწყოს ნაძვის ხეებით, გირლიანდებით, ნათურებით, სხვადასხვა საახალწლო ატრიბუტიკით გაფორმებული ხეივანი (თაღი ღონისძიების დასახელების წარწერით).

● შემეცნებითი/საგამოფენო სივრცე - ამ სივრცეში გამოიფინება საქართველოს ეროვნული პარკების მთის ფოტოები მოლბერტებზე (აღნიშნულ აქტივობისათვის საჭირო ფოტოების და მოლბერტების მიწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი). ასევე, აღნიშნულ სივრცეში სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები და რეინჯერები სკოლის მოსწავლეებისათვის მოაწყობენ შემეცნებით ტურს მთის საქართველოს ეროვნული პარკების შესახებ.
● საბავშვო და გასართობი სივრცე
„ფოტო ზონა 2025“ - უნდა მოეწყოს 3მ სიგანესა და 1.7 მ სიმაღლეზე მანათობელი ლაითბოქსით სადაც შესაძლებელი იქნება სამახსოვრო ფოტოების გადაღება. ალტერნატივად, შესაძლებელია განხილულ იქნას „ფოტო ზონის| სხვა შესაძლო ვარიანტები, შემსყიდველთან შეთანხმებით.
სანტას ვორქშოფის სივრცე - უნდა იყოს გადახურული ოთახის ფორმის, სადაც დაიდგმება სანტას სავარძელი, საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე, სივრცე უნდა გაფორმდეს საახალწლო თემატიკით და უნდა ჩატარდეს სხვადასხვა შინაარსის ვორქშოპები.
სკოლის მოსწავლეებთან ჩატარებული სახალისო გამოკითხის შემდგომ, სანტა დაასაჩუქრებს ბავშვებს მცირე საჩუქრებით, რომელიც მიმწოდებლის მიერ უნდა იქნას მოწოდებული. საჩუქრად უნდა გადაეცეთ მინიმუმ 200 ერთეული შოკოლადის ქისა, თითოეული არანაკლებ 450 გრ. ოდენობით. ბავშვებს საჩუქრად გადაეცემა ასევე ბუშტები, ჯოხზე (400 ერთეული), ბავშვებისათვის გადასაცემად გათვალისწინებული უნდა იქნას მინიმუმ 250 ცალი ჰოთდოგი, მინიმუმ 100 ერთეული კრეპი, მინიმუმ 100 ერთეული ვენური ვაფლი, მინიმუმ 100 ერთეული ცხელი შოკოლადი, მინიმუმ 400 ერთეული პოპკორნი. ასევე დამსწრეებისათვის უნდა მომზადდეს მინიმუმ 100 ჭიქა ყავა-ჩაი და მინიმუმ 50 ჭიქა გლინტვეინი.
ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს 8 კომპლექტი მაგიდა-სკამებით (კომპლექტი უნდა მოიცავდეს ხის გასაშლელ მაგიდას სიგრძით 180სმ და 2 სკამს სიგრძით 180სმ).
● მოსასვენებელი და კვების სივრცე
ტერიტორიაზე უნდა დაიდგას მინიმუმ 3 ერთეული ხის სახლი/ქოხი (რომელიც ღონისძიების დასრულების შემდგომ საკუთრებაში უნდა გადაეცეს შემსყიდველს), სადაც განთავსდება ჰოთდოგის, გლინტვეინის, ტკბილეულის ჯიხურები. კრეპის, ვენური ვაფლის, ცხელი შოკოლადის, პოპკორნის და ყავა-ჩაის მოსამზადებელი აპრატები. სახლები/კოტეჯები მორთული უნდა იყოს საახალხლო გაფორმებებით.
გარე სივრცეში ვორქშოპების და შემეცნებითი ტურების პარალელურად უნდა იქნას უზრუნველყოფილი საახალწლო გარემოს შემქნა, სანტას, მინიმუმ 3 ელფის, მინიმუმ 12 გამრთობის და მინიმუმ 10 მუსიკოსის მეშვეობით (მუსიკოსების მარში მინ. საათში ერთხელ, სულ მინ. ხუთჯერ).მთელი ღონისძიება უწყვეტად უნდა იყოს გაფორმებული მუსიკალურად (საახალწლო განწყობის შესაქმემნელი მუსიკალური გაფორმება ღია ცის ქვეშ სპეციალური გახმოვანების სისტემებით).
ტერიტორიაზე უნდა დაიდგას 4 ბიოტუალეტი ხელსაბანით (მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს საჭირო რაოდენობის წყლის ადგილზე მობილიზება). ასევე, ვინაიდან ტერიტორიაზე არ არის ელექტროენერგია, უწყვეტი ელექტრომომარაგების მიზნით მიმწოდებელმა ტერიტორიაზე უნდა განათავსოს მინიმუმ 70 კვ სიმძლავრის გენერატორი.
ზემოთაღწერილ ღონისძიებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (მასალების ტრანსპორტირების და დამხმარე ნაგებობების გამართვის ჩათვლით) უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

გასათვალისწინებელი გარემოება: იმ შემთხვევაში თუკი სააგენტოსაგან დამოუკიდებელი მიზეზების გათვალისწინებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო შეწყვეტს ან შეამცირებს "გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" პროექტის დაფინანსებას (რაც დადასტურებული იქნება შესაბამისი დოკუმენტით), შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მიზნით გაფორმდება შესაბამისი ურთიერთშეთანხმების აქტი. ამ გარემოების გათვალისწინებით სააგენტო იტოვებს უფლებას არ მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სრულად მიწოდება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ღონისძიების ჩატარება (ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მომსახურების სრულად მიწოდება) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 2024 წლის 20 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე პერიოდში, სავარაუდოდ 28 დეკემბერს, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, კერძოდ საბადურის უბანზე. ღონისძიების ჩატარების დრო: 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
ღონისძიების ჩატარების კონკრეტული თარიღი დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების დროს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ღონისძიება გაიმართება თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, საბადურის უბანზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ ტენდერის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობის (დღგ-ს გარეშე) ანალოგიური/მსგავსი ღონისძიებების მიწოდების გამოცილება როგორც თბილისში ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (მათ შორის გარე სივრცეში, ბუნებაში). ანალოგიური/მსგავსი ღონისძიებებია: საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიების ორგანიზების მომსახურება; ან/და საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების ან/და ქუჩის ბაზრობების ორგანიზების ან/და კერძების და სასმელების გამოფენა-გაყიდვის ორგანიზების მომსახურება, ან/და დაჯილდოების ღონისძიებების, კონფერენციების მომსახურება, ან/და მუსიკალური ღონისძიების/კონცერტის ორგანიზების მომსახურება.

ბ) გამოცდილების დადასტურების მიზნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი -მიღება-ჩაბარების აქტი და დადასტურებლი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, MEP, CMR) წარმოდგენა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად უნდა ჰყავდეს დანართით N2 წარმოდგენილი სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ამ დანართით განსაზღვრულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართით N3.
2. პრეტენდენტმა, მის მიერ შემოთავაზებულ თითოეულ სპეციალისტზე უნდა წარმოადგინოს საანკეტო მონაცემები დანართი N4-ის შესაბამისად, რომელიც მოიცავს სპეციალისტების ბიოგრაფიულ მონაცემებს, ინფორმაციას მათი განათლების, კვალიფიკაციის შესახებ და სამუშაო გამოცდილების შესახებ.
3. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ თითოეულ სპეციალისტზე ატვირთული უნდა იყოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თითოეულ სპეციალისტთან გაფორმებული წინარე შეთანხმება (თითოეულ სპეციალისტთან ცალ-ცალკე) დანართი N5-ის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალისტი იღებს ვალდებულებას, რომ კომპეტენციის შესაბამისად, პირადად განახორციელებს ამ ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას კომპეტენციის ფარგლებში.

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით.
7. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება (დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დამოუკიდებელი ექსპერტის/აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად სატენდერო წინადადებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი, ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია; პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მიმწოდებელი ვალდებულია მხოლოდ შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) საბანკო გარანტია, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.
2. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, წარადგინოს ავანსის გადახდის თაობაზე საბანკო გარანტია, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა.
3. ავანსის გადახდასთან დაკავშირებით მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს გადასახდელი ავანსის დაქვითვამდე.
4. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
5. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი უფლებამოსილია წარმოადგენოს წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო გადახდა) საბანკო გარანტია საავანსო თანხის 50%-ის ოდენობით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის მომსახურების მიწოდების თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის საფუძველზე ან/და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ოდენობის შესაბამისი საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მიმწოდებლის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში ან/და საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამთა გოგელაშვილი, 599496373, tamta.gogelashvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია „კითხვა-პასუხის“ მოდულის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №12-ის მე-8 მუხლის გათვალისწინებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru