Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #59336599)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: N (N) LP Municipal Infrastructure and Improvement Division
Номер конкурса: 59336599
Дата публикации: 25-11-2024
Сумма контракта: 250 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240023064
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.11.2024 17:00
Начало приема предложения 07.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 10.12.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 250`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
  • 71324000 - Услуги по оценке
Срок подачи 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ქ. ბათუმში, წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`500.00 GEL
Размер гарантии 2`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome bolkvadze :: 25.11.2024 10:25
  • Последнее исправление: salome bolkvadze :: 25.11.2024 17:00
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=603613&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1 ქ. ბათუმში, წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ტექნიკური დოკუმენტაცია
1.1. შესყიდვის ობიექტის მოცულობა:
ქ. ბათუმში, წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა

1.2. ტექნიკური პირობები:
1.2.1. გასაწევი მომსახურება:
საველე კვლევა-ძიება და კამერალური სამუშაოები;
ა) საპროექტო სამუშაოები;
ბ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენა;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; (ფასების ცხრილი)
დ) საჭირო შემთხვევებში დამატებითი მომსახურების გაწევა:
ე) დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების შედგენა;
ვ) გეოლოგიური გამოკვლევა.

1.2.2. დავალების შინაარსი
შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაზრდისა და ღირებულების შემცირების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) ყოველი კონკრეტული საპროექტო სამუშაოები შეასრულოს კლასიფიკაციის ინსტრუქციის შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო ნორმები) და ტექნიკური დავალებით გათ-ვალისწინებული პირობებით. რიგ შემთხვევებში დასაშვებია საბაზრო ფასების გამოყენების პრაქტიკაც;
ბ) საკვლევაძიებო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის მოახდინოს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან პროექტის საჭირო წინასწარი შეთანხმებები, გარდა სამშენებლო მოედნისა, ტერიტორიის გამოყოფის და გათავისუფლებისა, რომელიც წარმოადგენს შემსყიდველის მოვალეობას;
გ) პროექტებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშენებლობაში მიღწეული და დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებები ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების გამოყენებით საქართველოს სპეციფიკური პირობებიდან გამომდინარე;
დ) პერიოდული შეკეთებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების და დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების შედგენისას პროექტების ღირებულება მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს დასაბუთებული კალკულაციებით და ღირებულებებით;
ე) მიმწოდებელი პასუხისმგებელია ყველა საჭირო საოფისე ფართის, აღჭურვილობის, მოწყობილობის, ტრანსპორტის უზრუნველყოფაზე და ყველა საველე სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკაზე;
ვ)საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენასთან ერთად უნდა უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპეტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობაზე ფაქტიურად შესასრულებელ სამუშაოებთან
ზ)კონკრეტული ობიექტების პროექტების შედგენის ვადები განისაზღვრება შემსყიდველის მიერ მიმწოდებელზე წერილობითი შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში.

1.2.3. დავალების შესრულების წესი
ა) დავალების შესრულების წესი განისაზღვრება დავალების შინაარსით და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეული მიწისქვეშა კომუნიკაციის ან მისი მონაკვეთის ცალკე ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვების მომზადება. ასევე პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქუჩებზე საკაბელო არხების მოწყობა.
ბ)დოკუმენტაციის ნებისმიერი სამუშაოს დაპროექტება შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან და გათვალისწინებული იქნას შპს "ბათუმის წყალის" შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოები.

1.2.4. ნორმატიული დოკუმენტები
პროექტების ძირითადი სახელმძღვანელო ნორმატივებია:
- სნიპ II-7-81 = სეისმურ რაიონებში მშენებლობა;
- სნიპ II-9-78 = მშენებლობისათვის საინჟინრო-საძიებო სამუშაოები, ძირითადი დებულებები;
- სნიპ 2.03.0I-84 = ბეტონისა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციები;
- სნიპ II-22-81 = ქვისა და არმირებული ქვის კონსტრუქციები;
- სნიპ II-23-81 = მეტალო-ფოლადის კონსტრუქციები;
- სნიპ II-25-80 = ხის კონსტრუქციები;
- სნიპ II-28-73 = სამშენებლო კონსტრუქციების კოროზიისაგან დაცვა;
- სნიპ 2.04-02-84 = წყალმომარაგება, გარე ქსელები და ნაგებობები;
- სნიპ II-32-74 = კანალიზაცია, გარე ქსელები და ნაგებობები;
შენიშვნა: სამუშაოების სახეობების და კონსტრუქციული ელემენტების პროექტირებისას მიმწოდებელი ხელმძღვანელობს საქართველოში მიღებული შესაბამისი სხვა ნორმებით და სტანდარტებით.

1.2.5. მიმწოდებლის პასუხისმგებლობა
ა) მიმწოდებელი პასუხისმგებელია სრულყოფილი საპროექტო – სატენდერო დოკუმენტაციის ხარისხიანად დამუშავებაზე და სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე.

1.2.6. კუთვნილება
ა) ამ დავალებასთან დაკავშირებით მომზადებული ნებისმიერი შესწავლა, ანგარიში, გრაფიკული ან სხვა სახის მასალი ეკუთვნის შემსყიდველს და რჩება მის საკუთრებაში;
ბ) მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალების გამოყენების უფლება სხვა სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე.
გ) მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს პროექტის ნაწილის ან სრული მოცულობის ელექტრონული ვერსია.

1.2.7. საპროექტო დოკუმენტაციის რაოდენობა
ა) მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 4 ეგზემპლარად და მისი შესაბამისი ელექტრონული ვარიანტი. ელექტრონულ ვარიანტში ტექსტური დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა, განმარტე-ბითი ბარათი და ა.შ.) უნდა იყოს დაბეჭდილი შრიფტით Sylfaen, ხოლო ნახაზები უნდა იყოს PDF ფორმატში, ამასთანავე, PDF ფორმატის თითოეული ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 7 მეგაბაიტს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევის ვადა შეადგენს 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ქ. ბათუმის ტერიტორია.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი წლების განმავლობაში, 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (წყლის სისტემების ან/და სანიაღვრე სისტემების ან/და საკანალიზაციო სისტემების, სხვა მიწისქვეშა კომუნიკაციების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ან მათთან დაკავშირებული სამუშაოები) მომსახურება საერთო ღირებულებით არანაკლებ 300 000,00 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით.
2.2.1.2 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (წყალმომარაგების მაგისტრალის ან/და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ან მათთან დაკავშირებული სამუშაოები) მომსახურება, საერთო ღირებულებით არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
2.2.1.3 ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს დანართის შესაბამისად;
2.2.1.4 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები, მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები, ფორმა N2 ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი,საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება)
2.2.1.5 არასახელმწიფო შესყიდვის ან სახელმწიფო შესყიდვის ქვეკონტრაქტორის შემთხვევაში, გარდა "გ" პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტებისა დამატებით უნდა წარმოადგინოს დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები.
2.2.1.6 სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ან სხვა ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშზე არსებული ინფორმაციებით და ატვირთული დოკუმენტაციებით შესაძლებელი იქნება სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება, დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენას არ საჭიროებს.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

2.4.1.1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად უნდა ჰყავდეს შესაბამისი სტაჟისა და გამოცდილების მქონე შემდეგი სპეციალისტები:
2.4.1.1.1 ინჟინერი ;
2.4.1.1.2 გეოლოგი ;
2.4.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია იმ სპეციალისტთა კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობას მიიღებენ ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაში.
2.4.1.3 პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს ნოტარიულად დამოწმებული წინარე შეთანხმებები, საიდანაც დადასტურდება სპეციალისტთა ნება ტენდერში მონაწილეობის შესახებ. შეთანხმებაში მითითებული უნდა იყოს სატენდერო განცხადების ნომერი.
2.4.1.4 პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, ან სხვა დოკუმენტი)
2.4.1.5 ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს დანართის შესაბამისად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

4.1.3.1 აღნიშნული მომსახურების თავისებურებიდან (ინტელექტუალური სამუშაო) გამომდინარე შემსყიდველი ორგანიზაცია არ ითვალისწინებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულებას.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, ვალუტა - ლარი;
7.2.2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, გადახდის სერტიფიკატის, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და დღგ-ს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ;
7.2.3. საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე ბოლქვაძე, 577032660, ketilmotskobaspa@gmail.com ტექნიკურ პირობებთან დაკავშირებით მიმართეთ ნუგზარ შერვაშიძეს 577 302 618

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.

10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.

10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში უნდა გაითვალისწინოს დღგ.

10.1.6. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2) ან ფასების ცხრილი წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

10.1.7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru