Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования (Грузия - Тендер #59336562)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian Statistics National Service (Sakstati)
Номер конкурса: 59336562
Дата публикации: 25-11-2024


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT240023012
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 25.11.2024 15:06
Начало приема предложения 01.12.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 03.12.2024 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 12`344.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 6`500.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50500000-Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования
Коды классификатора
  • 50532300 - Ремонт и техническое обслуживание генераторов
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შემსყიდველის ბალანსზე არსებული გენერატორის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 122.00 GEL
Размер гарантии 65 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome zaridze :: 20.11.2024 10:16
  • Последнее исправление: salome zaridze :: 25.11.2024 15:06
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=602840&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შემსყიდველის ბალანსზე არსებული გენერატორის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტი: შემსყიდველის ბალანსზე არსებული გენერატორის UNIVERSAL UND 225 მოვლა-პატრონობის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

1. მომსახურების პირობები:
1.1 მომსახურება მოიცავს დიზელ-გენერატორების მოვლა-პატრონობას და საჭიროების შემთხვევაში, მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი დაზიანებული ნაწილის შეკეთებას ან/და შეცვლას;
1.2 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული გენერატორების მწარმოებლების მიერ განსაზღვრული ექსპლუატაციის წესებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. მათ შორის, სხვა აუცილებელ მომსახურებასთან ერთად, უზრუნველყოს: გენერატორის გეგმიური შემოწმება და შესაბამისი აქტის გაფორმება; გენერატორების გაწმენდა-გასუფთავება საჭიროებისამებრ; გენერატორების ჩართვა (საჭირო საწვავით უზრუნველყოფას განახორციელებს შემსყიდველი); ზეთის შემოწმება ძრავაში და შესაბამისი დაშვების და მაღალი ხარისხის ზეთის და ზეთის ფილტრის შეცვლა წელიწადში ერთხელ ან ყოველ 250 მუშა საათზე; გამაცხელებლის, აკუმულატორის და სხვა ძირითადი ნაწილების მდგომარეობის შემოწმება და შეცვლა საჭიროებისამებრ; ავტომატური გადართვის სისტემების და ელექტროსადენების, აგრეთვე გამომუშავებული დენის სიმძლავრის შემოწმება; საწვავის ფილტრის შეცვლა წელიწადში ერთხელ ან ყოველ 500 მუშა საათზე; ჰაერის ფილტრის შემოწმება და შეცვლა საჭიროებისამებრ; ანტიფრიზის კონცენტრაციის შემოწმება და შეცვლა საჭიროებისამებრ.
1.3 ავარიულად გაჩერებული გენერატორის დათვალიერება და ექსპლუატაციაში გაშვება (თუ აღნიშნული დაკავშირებული არ არის დაზიანებული ნაწილ(ებ)ის შეკეთება ან/და შეცვლასთან) უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს ერთ დღეში. ნებისმიერი დაზიანებული ნაწილის შეკეთება ან/და შეცვლა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღეში. იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება გენერატორის კაპიტალური შეკეთება ან დეფიციტური ნაწილ(ებ)ის (რომლის შეძენაც მოცემული მომენტისთვის შეუძლებელი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე) მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 30 დღით.
1.4 ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს დეფექტური აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა, მისი ღირებულება, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები;
1.5 კონკრეტული გამოცვლილი/შეკეთებული ნაწილისა და გაწეული მომსახურების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის ხარვეზიანი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა, შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) დღის განმავლობაში (სირთულის მიხედვით).
1.6 მომსახურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ. დაცული უნდა იყოს შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები. მიმწოდებელი პასუხისმგებელია მიყენებული ზიანის საკუთარი ხარჯებით ანაზღაურებაზე, ან იმ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს მომსახურების პროცესში ტექნიკური გაუმართაობით.
1.7 შეცვლილი ნაწილ(ებ)ი მიმწოდებელმა უნდა დატოვოს კონკრეტულ ობიექტზე შემსყიდველის შესაბამის უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით;
1.8 მიმწოდებლის მომსახურე პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და ეკიპირებით.
1.9 მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისთვის გამოყოს არანაკლებ 1 (ერთი) შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რომელიც ვალდებული იქნება განახორციელოს შემსყიდველის შენობის ეზოში არსებული დიზელ-გენერატორის გეგმიური დათვალიერება-შემოწმება-გატესტვა და მისი მდგომარეობის შესახებ შესაბამისი აქტის შედგენა ყოველკვარტალში არანაკლებ 1-ჯერ (შემსყიდველთან შეთანხმებით), ასევე, საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მომსახურება.
1.10 შემსყიდველი უფლებამოსილია პერიოდულად განახორციელოს ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად თუ დადგინდა, რომ კონკრეტული გენერატორის დაზიანება გამოწვეული იქნა მიმწოდებლის ბრალეულობით (ექსპლუატაციის პირობების დარღვევა, მომსახურების არადროულად ან არაჯეროვნად განხორციელება და ა.შ.), მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის ხარვეზიანი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა, შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) დღის განმავლობაში. ამასთან, მიმწოდებლის სახელზე გაგზავნილი იქნება შესაბამისი გამაფრთხილებელი წერილი. შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის სახელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი ასეთი გამაფრთხილებელი წერილი.
1.11 პრეისკურანტით (დანართი N2) განსაზღვრული ნებისმიერი ერთეულის ღირებულება მოიცავს ყველა იმ თანმდევ ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კონკრეტული მომსახურების განხორციელებასთან;

შ ე ნ ი შ ვ ნ ა:
1. პრეისკურანტი (დანართი N2) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი უნდა იყოს როგორც PDF, ასევე Excel-ის ფორმატშიც.
2. პრეტენდენტი, დაზუსტების პროცედურის გარეშე, დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა განსაფასებელი პოზიციების 1%-ზე მეტი იქნება.
3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთნ ერთად უნდა წარმოადგინოს სათანადო წესით შედგენილი და ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი - დანართიN1 (ტექნიკური დავალება).

პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.
პრეისკურანტის საწყის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ საბოლოოდ დაფიქსირებულ პრეისკურანტის ღირებულებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, პრეისკურანტში საბოლოო ერთეულის ფასების დაანგარიშება უნდა განხორციელდეს იმ პროპორციით, რა პროცენტული ოდენობითაც შემცირდება პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულება მის თავდაპირველ სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით. ამასთან, პროპორციული პროცენტული ფასდაკლების შემდგომ, თუ პრეისკურანტში საბოლოო ერთეულის ფასი მიღებული იქნება არამთელი, მრავალნიშნა ციფრი, მაშინ ის პრეტენდენტის მიერ უნდა შემცირდეს და დამრგვალდეს მეასედამდე (თეთრების სიზუსტით). შესაბამისად უნდა შემცირდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულებაც.
გენერატორების შეკეთებისთვის საჭირო ნაწილისა და მომსახურების ღირებულება პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი N2) და არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრულ ერთეულის ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს პრეისკურანტის ღირებულებას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის რომელიმე პოზიციით განსაზღვრული იქნება ზღვრულ ერთეულის ფასზე მაღალი ერთეულის ფასი, პრეტენდენტი ვალდებულია კონკრეტულად იმ პოზიციაზე პროპორციული კლება განახორციელოს შემსყიდველის მიერ დაფიქსირებული ზღვული ფასიდან და წარმოადგინოს არსებული სხვაობის შესაბამისად შემცირებული კორექტირებული პრეისკურანტი.
პრეისკურანტით განსაზღვრული გენერატორების შეკეთებისთვის საჭირო ნაწილისა თუ მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ნაწილისა და მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2025 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი (ადმინისტრაციული შენობა - ც. დადიანის ქ. N30).

1.7.1 requirement related to guarantee period

კონკრეტული გამოცვლილი/შეკეთებული ნაწილისა და გაწეული მომსახურების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის ხარვეზიანი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა, შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) დღეში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022, 2023 და 2024 წლების განმავლობაში, უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია თითოეულ წელზე წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი). სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/ CMR/ NAT და ა.შ. ნომერი - ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოსადგენია დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული ტექმომსახურების შესაბამისად უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, მომსახურების გაწევიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე ზარიძე, 577980790, szaridze@geostat.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და ელექტრონული შტამპით, უფლებამოსილი პირის მიერ;
10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილიი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით.
10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, რეკვიზიტების სახით (მათ შორის საბანკო) წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru