სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურება მოიცავს: დოკუმენტის
თარგმნის მომსახურებას, ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურებას
და სინქრონული თარგმნის მომსახურებას.
1. დოკუმენტის თარგმნის მომსახურება
• თარგმნა უნდა განხორციელდეს ინგლისური, ფრანგული, რუსული, გერმანული,
ესპანური, პოლონური, ბერძნული, უკრაინული, თურქული, აზერბაიჯანული,
სომხური, ჩინური, იაპონური, იტალიური, არაბული, სპარსული, უზბეკური,
ლატვიური, ლიტვური, ბულგარული, ჩეხური, ინდური, შვედური, რუმინული, ივრითი
და პორტუგალიური ენებიდან ქართულ ენაზე და პირიქით, ასევე ინგლისური
ენიდან რუსულ ენაზე და პირიქით.
• თარგმნა უნდა განხორციელდეს საოფისე პროგრამა Word-ში, საჭიროების
შემთხვევაში, ასევე Excel-სა და PowerPoint-ში.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ერთ ენაზე და პირიქით მინიმუმ 10
გვერდის თარგმნა ერთი დღის განმავლობაში, დიდი მოცულობის მასალის
შემთხვევაში, მოხდება შესრულების ვადის განსაზღვრა შემსყიდველთან
შეთანხმებით.
• ერთ სტანდარტულ გვერდად ჩაითვლება ნათარგმნი ტექსტის 1 სრული ნაბეჭდი
ა4 ზომის გვერდი, რომელიც შეიცავს 2000 ნაბეჭდ სიმბოლოს (ინტერვალის
გარეშე/no spaces), შრიფტი 12.
• ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობა გამოითვლება
შემდეგნაირად: დაჯამდება ნათარგმნი დოკუმენტის სიმბოლოების
რაოდენობა (ინტერვალის გარეშე/no spaces) და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე.
მიღებული ციფრი ჩაითვლება ფაქტობრივად შესრულებული გვერდების
რაოდენობად. (მიღებული ციფრი, საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება
ასეულებამდე არითმეტიკული წესით).
• Excel-სა და PowerPoint-ში შესრულებული თარგმანების გვერდების დათვლის მიზნით,
მოხდება ამ პროგრამებში აკრეფილი ტექსტების გადმოტანა პროგრამა Word-ში,
დაითვლება სიმბოლოების ჯამური რაოდენობა და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე.
მიღებული რიცხვი ჩაითვლება ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების
რაოდენობად (მიღებული რიცხვი საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება
ასეულებამდე არითმეტიკული წესით).
• შემსყიდველისა და მიმწოდებელის მიერ სათარგმნი და თარგმნილი
დოკუმენტების მიწოდება (მატერიალურად ან ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში დასკანირებული და შესაბამისი
ბეჭდით დამოწმებული) მოხდება შემსყიდველთან შეთანხმებით.
• სათარგმნი ტექსტი უნდა ითარგმნოს მაქსიმალურად ზედმიწევნით და
სრულად, დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ ტექსტის ამა თუ იმ
ნაწილის გამოტოვება. ნათარგმნი დოკუმენტაცია უნდა იყოს
შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული.
• მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და არ გასცეს
ინფორმაცია, რომელიც მიიღო მან შემსყიდველისაგან მიწოდებული
მასალებიდან.
• საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნათარგმნი
დოკუმენტების ნოტარიული დამოწმება საკუთარი სახსრებით.
(სახელშეკრულებო პერიოდში ნოტარიულად დასამოწმებელი გვერდების
ჯამური რაოდენობა - არაუმეტეს 500 გვ.)
• ნათარგმნ მასალაში წუნის/ხარვეზ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში,
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული წუნის გამოსწორება
შემსყიდველის ელ.ფოსტიდან შესაბამისი შეტყობინების დაფიქსირებიდან
არაუგვიანეს მომდევნო დღის 18:00 საათისა. (შეტყობინებად ჩაითვლება
შემსყიდველის ელექტრონული ფოსტიდან შესაბამისი მოთხოვნის მიღება).
2. ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურება
• ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს ინგლისური, ფრანგული, რუსული,
გერმანული, ესპანური, პოლონური, ბერძნული, უკრაინული, თურქული,
აზერბაიჯანული, სომხური, ჩინური, იაპონური, იტალიური, არაბული, სპარსული,
უზბეკური, ლატვიური, ლიტვური, ბულგარული, ჩეხური, ინდური, შვედური,
რუმინული, ივრითი, პორტუგალიური და ჟესტური ენებიდან ქართულ ენაზე და
პირიქით, ასევე ინგლისური ენიდან რუსულ ენაზე და პირიქით.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზეპირი თარგმნის მომსახურების
გაწევა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ დროსა და ადგილზე (საქართველოს
მთელი მასშტაბით), შემსყიდველმა მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ უნდა
აცნობოს მინიმუმ 2 საათით ადრე (მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების
მიღებიდან 2 საათში უზრუნველყოს თარჯიმნის/მთარგმნელის გამოცხადება
მოთხოვნილ ადგილას). საჭიროების შემთხვევაში ხსენებული მომსახურება
შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დღე-ღამისა ნებისმიერ დროს, მათ შორის
დასვენების და უქმე დღეებში.
• მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და არ გასცეს
ინფორმაცია, რომელიც მიიღო მან მომსახურების გაწევის დროს.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე, მომსახურების
გაწევის ვადის ათვლა დაიწყება თარგმნის მომსახურების დაწყებიდან და
დასრულდება შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე, შესაბამისად
ანაზღაურებაც განხორციელდება აღნიშნული ვადების გათვალისწინებით.
3. სინქრონული თარგმნის მომსახურება
• სინქრონული თარგმნის მომსახურება უნდა განხორციელდეს ინგლისური,
რუსული და ფრანგული ენებიდან ქართულ ენაზე და პირიქით.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სინქრონული თარგმნის მომსახურების
გაწევა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ დროსა და ადგილზე (საქართველოს
მთელი მასშტაბით), შემსყიდველმა მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ უნდა
აცნობოს მინიმუმ 2 საათით ადრე. (მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების
მიღებიდან 2 საათში უზრუნველყოს თარჯიმნის/მთარგმნელის გამოცხადება
მოთხოვნილ ადგილას).
• მიმწოდებელი ვალდებულია სინქრონული თარგმნის მომსახურების
შემსრულებელი თარჯიმნის/მთარგმნელის ვინაობა ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში წინასწარ შეათანხმოს შემსყიდველთან.
4. დამატებითი პირობები:
4.1. მომსახურება უნდა განხორციელდეს მაღალკვალიფიციური (დიპლომირებული
ან/და სერთიფიცირებული) სპეციალისტების მიერ, ხოლო ნათარგმნი უნდა
შეესაბამებოდეს ფართოდ მიღებულ საერთაშორისო ლინგვისტურ
სტანდარტებს.
4.2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული, ეკონომიკური, ფინანსური,
საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებთან
დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიული და ტექნიკური სპეციფიკაციის
მქონე ტექსტების, მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობისა და
ტერმინოლოგიის ადექვატური, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული
თარგმნა, შინაარსი და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან.
4.3. თარგმნა უნდა განხორციელდეს ხარისხიანად, მაღალპროფესიულ დონეზე.
4.4. მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 5 ინგლისური ენის სპეციალისტი, მათ
შორის არანაკლებ 3 დოკუმენტების თარგმნის და არანაკლებ 2 თანმიმდევრული
ან/და სინქრონული თარგმნის, დანარჩენი ენების მინიმუმ 1 სპეციალისტი.
სპეციალისტის შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში
შესაძლებელია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით.
4.5. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს
შემსყიდველის მიერ მიწოდებული მომსახურების გაწევის პროცესში
გამოსაყენებელი ტერმინოლოგიით, გაითვალისწინოს შენიშვნები და
კომენტარები როგორც მიმდინარე, ასევე ყოველი შემდგომი თარგმანის
განხორციელებისას, უზრუნველყოს ნათარგმნი ტექსტის სრული შესწავლა,
შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მის მიერ მომზადებულ მასალაში და
წარმოადგინოს შემსყიდველის ელ. ფოსტაზე შესწორებული ვარიანტი
შეტყობინების დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღის 18:00
საათისა.
ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მის მიერ გაწეული მომსახურების
დამადასტურებელი დოკუმენტაციის 30 დღეზე მეტად დაგვიანებით
შემსყიდველისთვის წარმოდგენის შემთხვევაში, სამინისტრო იტოვებს
უფლებას არ აანაზღაუროს აღნიშნული. აქვე, დეკემბრის თვის გაწეული
მომსახურების შემთხვევაში არაუგვიანეს დეკემბრის თვის ბოლოს.