Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #58738730)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL-National Center for Educational Research
Номер конкурса: 58738730
Дата публикации: 05-11-2024
Сумма контракта: 86 580


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240021301
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.11.2024 15:12
Начало приема предложения 12.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 14.11.2024 15:00
Предполагаемая цена закупки 86`580.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34113000 - Автомобили с полным приводом
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან - 90 კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
"სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით გათვალისწინებული II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი
Количество и объём закупок 1 (ერთი) ერთეული
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 866 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: guram salukvadze :: 04.11.2024 18:43
  • Последнее исправление: guram salukvadze :: 05.11.2024 15:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=600373&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

"სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილებით გათვალისწინებული 1 (ერთი) ერთეული II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტია 1 (ერთი) ერთეული II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი, რომლის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია მითითებულია მიმაგრებულ ფაილში (დანართი N1);

1.2.2 შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2023 წლის გამოშვების (გარბენი არაუმეტეს 200 კმ), ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომობილების შემსყიდველზე გადაფორმება;

1.2.3 შესასყიდი ავტომობილი შეიძლება იყოს თეთრი, ვერცხლისფერი, რუხი ან ლურჯი, ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენა საჭიანი;

1.2.4 პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით;

1.2.5 ავტომობილის მიერ 150000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება ავტომანქანის მწარმოებლის ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლის (შერეული წვის პირობებში) ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასზე რომელიც ტოლია 1-ის. მაგალითად: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მაჩვენებელი 100 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მისი დაანგარიშება 150000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: 150000/100*8*1=12000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება;

1.2.6 პრეტენდენტმა თანდართული ცხრილის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება (საქონლის მახასიათებლები, ბრენდი და მოდელი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) დანართ N2-ში, ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N2-ში დაამატოს (განსაზღვროს) ის გეგმიური ფლობის კომპონენტები რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში;

1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალების უკან გაწვევის მიზნით;

1.2.8 150 000 კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა სულ მცირე ოთხჯერ;

1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც რეკომენდირებულია ქარხანა-დამამზადებლის მიერ, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული პრეტენდენტის მიერ ფლობის ღირებულებაში (დანართ N2-ში). გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);

1.2.10 მიმწოდებელი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებით გააუმჯობესოს მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი ჰიბრიდი), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედურის დაცვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არაუგვიანეს 90 კალენდარული დღის ვადაში.

1.4.2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 31ა.

1.5.2. პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს ავტორიზებულ სერვის ცენტრში ქ. თბილისში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი (მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);

1.7.1.2 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 120 კალენდარული დღით;

1.7.1.3 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული;

1.7.1.4 საგარანტიო სერვისულ ფარგლებში, მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს ფასების ცხრილში დაფიქსირებული მაჩვენებლების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში;

1.7.1.5 თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება) ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი) მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნის, მარკა/მოდელის და სათადარიგო ნაწილების/სახარჯი მასალების ბრენდის შესახებ.

2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენისას ზემოაღნიშნული ინფორმაციის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1.3.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხნის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი ქ. თბილისში.

2.3.1.2. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

პრეტენდენტის მიერ დანართი №1-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი). აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

2.9.1 დანართი N2 - ფასების ცხრილი;
2.9.2 დანართი 3 - შემოთავაზებული საქონლის ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები;
2.9.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ავტორიზებული სერვის ცენტრის შესახებ;
2.9.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დილერობის შესახებ (უცხო ენოვანის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
2.9.5 ქრაშტესტის სერტიფიკატი (უცხო ენოვანის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული) ან/და სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდის ბმული სადაც შესაძლებელი იქნება ქრაშტესტის შესახებ ინფორმაციის ნახვა;
2.9.6 შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტი (უცხო ენოვანის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული) ან/და მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური საპასპორტო წვის (შერეული წვის პირობებში) მაჩვენებელი (უცხო ენოვანის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული) ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია წვის მაჩვენებლის შესახებ;
2.9.7. პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათები (წინხედი, გვერდხედი და უკანა ხედი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ანგარიშ-ფაქტურით (ინვოისით) ან/და მიღება-ჩაბარების აქტებით ან/და სასაქონლო ზედნადებით, რომლითაც დასტურდება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მოწოდება არ განხორციელდება მიმდინარე წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 100% ოდენობით.

7.1.1.2. ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შემსყიდველს წარედგინება არაუგვიანეს 2024 წლის 23 დეკემბრისა (მატერიალური სახით). აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პირობებით.

7.1.1.3. ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

7.1.1.4. ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი (აღნიშნულ მითითებას უნდა შეიცავდეს საბანკო გარანტიის ტექსტი) და გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიწოდების შემდეგ, შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ 10 სამუშაო დღის ვადაში.

- ავანსის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გურამ სალუქვაძე, 599097777, Guram.Salukvadze@ncer.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.2 პრეტენდენტი, ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენით, გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ პირობებზე.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს, დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
10.1.4. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 სატენდერო წინადადების საერთო ფასი წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის: იმპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები, ავტომანქანის სახელმწიფო სანომრე ნიშნების (სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნები) და შემსყიდველის სახელზე სახელმწიფო რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru