Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #58738728)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgias Innovations and Technology Agency
Номер конкурса: 58738728
Дата публикации: 05-11-2024
Сумма контракта: 40 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240021303
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.11.2024 15:17
Начало приема предложения 15.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 18.11.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 40`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79900000-Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79952000 - Услуги в области проведения мероприятий
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
ტექნოლოგიური სამიტი - „TOUCH“-ის ღონისძიების ორგანიზების მომსახურება
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 160.00 GEL
Размер гарантии 400 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mari abashidze :: 05.11.2024 12:17
  • Последнее исправление: mari abashidze :: 05.11.2024 15:17
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=600426&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ტექნოლოგიური სამიტი - „TOUCH“-ის ღონისძიების ორგანიზების მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სამიტი - „TOUCH 2024“-ის ღონისძიების ორგანიზებას, რისთვისაც საჭიროა აპარატურის, გახმოვანებისა და ლაივ-გადაღების უზრუნველყოფა.

ღონისძიება რუსთაველის თეატრში, 3 და 4 დეკემბერს გაიმართება. ორ დღიანი კონფერენცია მრავალფეროვან პროგრამას გულისხმობს: 60-ზე მეტი სპიკერი, 1000-ზე მეტი დელეგატი, 10-ზე მეტი ქვეყნიდან. ღონისძიებაზე იქნება პანელური დისკუსიები, 8 ვორკშოპ სესია, სტარტაპ გამოფენა, წინასწარ შერჩეული სტარტაპებისთვის Pitch კონკურის, ნეთვორქინგ სესია, და დამაგვირგვინებელი ვახშამი.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა: SWITCHING MINDSETS.
ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი ინვესტორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუააზიისა და EMEA რეგიონებიდან. 100-ზე მეტი სტარტაპი - მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთი, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები.

შესასრულებელი სამუშაოს ტექნიკური მოთხოვნები:
1) მთავარი სცენა:
• ეკრანი 36კვმ (P4min) – ( დეტალური ინფორმაცია ეკრანის შესახებ: P3.91 outdoor led screen (Arena) 36m²; Led wall construction x8; Sending card vx1000 x1; Sending card vx400 x1; Pc/laptop min x3; Power cable 32A 45m; Power distribution 32A x1; Presenter x1; Noter x1;)
• პრეზენტაციის კომპიუტერი;
• Playback (მონიტორი)
• ხმა 6კლვტ + 4 ყურის + 3 ხელის მიკროფონი;
• გადაღება 3 კამერა + ამწე;
• მიკროფონი - Sennheiser EW-100 G3 4x Microphone Sennheiser EW-100 G5 4x Muse 210 LA 950w -4x Mitus 218 2kw -2x Sound Craft SI impact 3 1x;

2) მცირე სცენა:
• ეკრანი 15კვმ (P4min) – ( დეტალური ინფორმაცია ეკრანის შესახებ: P3.91 outdoor led screen (Arena) 15m² ;Led wall construction x4; Sending card vx1000 x1; Sending card vx400 x1; Pc/laptop min x3; Power cable 32A 45m; Power distribution 32A x1; Presenter x1; Noter x1;)
• პრეზენტაციის კომპიუტერი
• Playback (მონიტორი)
• ხმა 6კლვ + 3 ყურის + 5 ხელის მიკროფონი
• გადაღება 3 კამერა
• მიკროფონი - Sennheiser EW-100 G3 4x Microphone Sennheiser EW-100 G5 4x Muse 210 LA 950w -4x Mitus 218 2kw -2x Sound Craft SI impact 3 1x
დამატებითი ინფორმაცია ორივე სცენაზე ლაივ გადაღების წარსამართად: ლაივ გადაღება მოძრავი სატელევიზიო სადგური 2x დამოუკიდებელი სარეჟისორო პოზიციით და მიქშერებით კამერები: Canon C300 4x, Canon C200 1x, Canon XF605 2x, ტელეფოტო ობიექტივები, ფართე ობიექტივები სატელევიზიო ამწე Jimmy Jib 5-7 მეტრის სიგრძის კომუნიკაცია რეჟისორი-ოპერატორი ინტერკომის საშუალებით, გაყვანილობა და პრეზენტაციის სიგნალის მიღება სატელევიზიო სადგურში ღონისძიების ჩაწერა მაღალ ხარისხში(იგულისხმება როგორც Full HD ფორმატი, ასევე მაღალი bitrate და ხარისხზე ორიენატირებული კოდეკი) პერსონალი: სარეჟისორო ჯგუფი, საოპერატორო ჯგუფი, ტექნიკური ჯგუფი

შენიშვნა:

1. ზუსტი სპეფიციკაციები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან შესაბამისი დეტალების გათვალისწინებით.
2. ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოაგდინოს ჩამოთვლილი ტექნიკის ფოტო მასალა და მოკლე აღწერილობა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 3 და 4 დეკემბერს.

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შემსყიდველსთვის უზრუნველყოს ღონისძიების ფარგელბში ყველა ტექნიკური სერვისის გამართვა ღონისძიების გეგმის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: რუსთაველის თეატრი, რუსთაველის გამზირი 17, თბილისი, საქართველო

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტ კომპანიას ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე 1 მსგავსი ტიპისა და შინაარსის მქონე პროექტი.
აღნიშნულის დასადასტურებულად ატვირთულ უნდა იქნას წარმატებით გაწეული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და ღონისძიების ფოტო-ვიდეო მასალა, რომელშიც ნათლად ჩანს პრეტენდენტის გამოცდილება ღონისძიების ორგანიზების სფეროში.
აღნიშნულ ხელშეკრულბებთან ერთად ატვირთულ უნდა იქნას ხელშეკრულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები. ამასთან, ერთი გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 000 ლარს.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 3 კაციანი გუნდის პროექტში ჩართულობა: ღონისძების ორგანიზატორი, ხმის ტექნიკური მხარდამჭერი, ვიდეოგადამღები;

თითოეულ წარმოდგენილ ადამიანს უნდა ჰქონდეს ბოლო 2 წლის განმავლობაში სულ მცირე 2 მასშტაბური ღონისძიება ჩატარებული.

აღნიშნულის დასადასტურებლად ატვირთულ უნდა იქნას პრეტენდენტის მიერ წარდგენილი გუნდის რეზიუმეები, ტენდერზე დართული ფორმის შესაბამისად.

პრეტენდენტის მიერ არ არის სავალდებულო CV-ს ფორმაში მოცემული ყველა ველის შევსება, იმ შემთხვევაში თუ მის მიერ CV-ში მითითებული ინფორმაციით დასტურდება შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. შემსყიდველი იტოვებს უფლებას რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაციისა და გამოცდილების დადასტურების მიზნით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა ერთიანი ელექტორნული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) ფასების ცხრილი დანართის N1-ის შესაბამისად.
ბ) ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად ჩამოთვლილი ტექნიკის ფოტო მასალა და მოკლე აღწერილობა.
გ) 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.
დ) რეზიუმეები ე.წ CV ფორმა 2.4.1 პუნქტთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად.

- ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე;

- დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია;
- სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.

შენიშვნა 1:

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

• იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტის შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

• ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებლის მირ საგადასახადო დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერის შემდგომ.

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებლის მირ საგადასახადო დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.

ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოუმუშავებელი თანხა დარჩება "შემსყიდველთან" და იგი არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარი აბაშიძე, 577779050, mabashidze@gita.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: დეა ქართველიშვილი - 599 51 31 33

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.

2. სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა).

3 პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.

4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

5. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.

6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

7. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

8. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

9. ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

10. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru