Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Мебель (Грузия - Тендер #58708642)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgias Innovations and Technology Agency
Номер конкурса: 58708642
Дата публикации: 05-11-2024
Сумма контракта: 26 550


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240021283
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.11.2024 11:31
Начало приема предложения 15.11.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 18.11.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 26`550.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 39100000-Мебель
Коды классификатора
  • 39130000 - Офисная мебель
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯი
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 106.00 GEL
Размер гарантии 266 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mari abashidze :: 04.11.2024 12:28
  • Последнее исправление: mari abashidze :: 05.11.2024 11:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=600261&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯი

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიბმული ფაილის სახით იხილეთ ტექნიკური დავალება, ესკიზები, სურათები და რენდერები

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

- საქონლის მიწოდების (საჭიროების შემთხვევაში მათი აწყობის ან/და მონტაჟის) ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 100 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

- მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. N7;

- ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ საკუთარი სახსრებით უნდა განახორციელოს საქონლის ტრანსპორტირება, მიწოდება და მისი განლაგება (საჭიროების შემთხვევაში მათი მონტაჟი ან/და აწყობა) სატენდერო პირობების 1.2 პუნქტში მიმაგრებული რენდერის შესაბამისად.

1.7.1 requirement related to guarantee period

- მიწოდებულ (აწყობილ ან/და დამონტაჟებული) საქონელზე საგარანტიო ვადის ათვლა იწყება საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან და მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა მოქმედებს არანაკლებ 1 (ერთი) წელი;

- მიწოდებული (აწყობილ ან/და დამონტაჟებული) საქონელი არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი, დაზიანებული, არ უნდა გამოავლინოს ხარვეზები და უნდა იყოს მოხმარებისთვის ვარგისი, ამასთან, სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან;

- შემოთავაზებულ საქონელზე საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი დეფექტის აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს შეკეთების ან ახლით შეცვლის პირობით. შეკეთების შემთხვევაში შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო შეცვლის შემთხვევაში შეტყობინების მიღებიდან 100 კალენდარული დღის ვადაში.

- შეტყობინება შესაძლებელია განხროციელდეს როგორც წერილობით, ისე სატელეფონო ზარის ან ელექტრონული ფოსტის საშულებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმწოდებლის პროფილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ან მიმწოდებლის მიერვე შემსყიდველისთვის მითითებულ სხვა ელექტრონულ ფოსტაზე. შეტყობინება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა ნებისმიერი ფორმით.

- მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციის სახით;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) პოზიციების შესაბამისად მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი (ან ბრენდი).

2.1.1.2 სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022-2023 წლების განმავლობაში (ტენდერის წინადადების მიღება დაწყებულია-სტატუსის მინიჭებამდე) უნდა გააჩნდეს ჯამურად არანაკლებ 50 000 ლარის ღირებულების ანალოგიური საქონლის (ავეჯი/საოფისე ავეჯი) მიწოდების გამოცდილება, აღნიშნულის დამადასტურებლად, ატვირთული უნდა იქნეს მიწოდებული საქონლის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და აღნიშნული ხელშეკრულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი და/ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

- აღნიშნულ ხელშეკრულებებთან ერთად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი/ატვირთულ უნდა იქნეს სარეკომენდაციო წერილები ყველა იმ ორგანიზაციიდან, სადაც განხორციელდა ანალოგიური პროექტები. წერილში მითითებული უნდა იქნეს ინფორმაცია იმის შესახებ – მოხდა თუ არა ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რომელიმე პირობის დარღვევა. სარეკომენდაციო წერილი უნდა ეხებოდეს პრეტენდენტის მიერ ავეჯის დამზადებასა და მიწოდებას. სარეკომენდაციო წერილში, ასევე ასახული უნდა იყოს ინფორმაცია დამზადებული ავეჯის ხარისხის, ღირებულების და მისი დამზადების თარიღის შესახებ. ამასთან, ავეჯი დამზადებული უნდა იყოს 2024 წლამდე პერიოდში (სარეკომენდაციო წერილი გაცემილი უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების დღისათვის ან მის შემდგომ). წერილ(ებ)ში წარდგენის ადგილად მითითებული უნდა იყოს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

2.9 other additional requirements

დამატებითი მოთხოვნები:

პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) ფასების ცხრილი დანართის N1-ის შესაბამისად;
ბ) 1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ;
ბ) 2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

1. შემოთავაზებული საქონლის ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

2. შემოთავაზებული საქონლის საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

4. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის კონკრეტული დასახელება, საქონლის ტექნიკური მახასიათებლები, წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი (ან ბრენდი), ერთეულის ფასი და საერთო ფასი, ასევე ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის პირობების შესახებ მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ №1-ში ამავე დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (დანართი №1 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში);

5. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 4.1.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტებისა) შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

6. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი);

8. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

9. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

• იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტის შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

• ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. ვინაიდან, შესყიდვა გათვალისწინებულია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2024 წლის 23 დეკემბრისა წარმოადგინოს ხელშეკრულების ღირებულების 100% ოდენობის წინასწარი ანგარიშსწორების საბანკო/სადაზღვევო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას. ანაზღაურება მოხდება საავანსო საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 2024 წლის 30 დეკემბრისა;

7.1.1.3. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;

7.1.1.4. საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.

7.1.1.5 უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

7.1.1.6 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს;

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორების ფორმაა უნაღდო (გადარიცხვა);

7.2.2. მიმწოდებელთან წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) განხორციელდება ხელშეკრულების ღირებულების 100% ოდენობით - 2024 წლის სახსრებით (სახელმწიფო ბიუჯეტი), წინასწარი ანგარიშსწორების საბანკო/სადაზღვევო გარანტიის (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან) წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 2024 წლის 30 დეკემბრისა.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარი აბაშიძე, 577779050, mabashidze@gita.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშრებით ლაშა მიდელაური: 551 111 121

additional information/document

10.1 additional information/documents

დამატებითი ინფორმაცია:

- ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში.

- შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

- ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს.

- პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

-ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru